გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 051310018002422490
საქმე №3/1-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.07.2018 წელი ქ. დედოფლისწყარო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი - დავით თეთრაული
მოსარჩელე - სს------–---–--------------------------------------------–--–------------------–------------–--ა;
წარმომადგენელი - თე------–---–ი;
მოპასუხე - სი------------ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: - ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სი------------ეს დაეკისროს გარდაცვლილი - და--------–------–---–ის პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) - 359,52 (სამას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
2017 წლის 1 დეკემბერს სს------–---–--------------------------------------------–--–------------------–------------–--ისთვის ცნობილი გახდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არ---–------–--ში მცხოვრები და--------–------–---–ის 2017 წლის 15 სექტემბერს გარდაცვალების შესახებ. ასევე სი------------ის მიერ მეუღლის და--------–------–---–ის კუთვნილი პენსიის 17.10.2017 წელს და 14.11.2017 წელს უკანონოდ აღების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მცდელობის მიუხედავად სო------------ემ ნებაყოფლობით არ დააბრუნა უკანონოდ აღებული პენსიის თანხა, რომლის ოდენობამ შეადგინა 359,52 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სი------------ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. და--------–------–---–ი გარდაცვალა 2017 წლის 15 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი 21.11.2017წ;
3.1.2. და--------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს------–---–--------------------------------------------–--–------------------–------------–--ის 01.12.2017 წლის გადაწყვეტილება.
3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №0------- წერილით, დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა და--------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ სი------------ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს და 2017 წლის 14 ნოემბერს პენსიის, ჯამში 359,52 ლარის აღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 25.12.2017 წლის N0------- წერილი ;
- გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრი.
3.1.4. სი------------ეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ ორჯერ ეცნობა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის 359,52 ლარის უკან დაბრუნების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 25.12.2017წ. N 04-10-06/1174 და 17.01.2018წ. N 04-10-06/57 შეტყობინებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სი------------ემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და მან ზედმეტად აიღო მეუღლის და--------–------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი პენსია 359,52ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი,მე-17 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე სი------------ემ უკანონოდ მიიღო მეუღლის და--------–------–---–ის სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) თანხა 359,52 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან და--------–------–---–ი გარდაიცვალა 15.09.2017 წელს.
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება: პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დადგენილია, რომ და--------–------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 15 სექტემბერს და აღნიშნულ მოქალაქეს 2017 წლის 01 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) მიღება. ხოლო 2017 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვის ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი 359,52 ლარი უკანონოდ აიღო დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არ---–------–--ში მცხოვრებმა და--------–------–---–ის მეუღლემ სი------------ემ.
6.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ და--------–------–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 359,52 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სი------------ეს უნდა დაეკისროს 359,52ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
7.1.1. შესაბამისად, სი------------ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეს - სი------------ეს (პირადი №1----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 359,52 (სამას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ. N2) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი