გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 051310018002472062
საქმე №3/4-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.07.2018 წელი ქ. დედოფლისწყარო
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე - მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი - დავით თეთრაული
მოსარჩელე - სს------–---–--------------------------------------------–--–------ს რ--------–------------–--ა;
წარმომადგენელი - თე------–---–ი;
მოპასუხე - პა-------–-----–---–ი
დავის საგანი: - ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
პა-------–-----–---–ს დაეკისროს გარდაცვლილი - და-----------------–---–ის პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) - 180 (ასოთხმოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 1 თებერვალს სს------–---–--------------------------------------------–--–------ს რ--------–------------–--ისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე და-----------------–---–ის 2017 წლის 27 დეკემბერს გარდაცვალების შესახებ. ასევე პა-------–-----–---–ის მიერ და-----------------–---–ის კუთვნილი პენსიის 180 ლარის უკანონოდ აღების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რ--------–------------–--ის მცდელობის მიუხედავად პა-------–-----–---–მა ნებაყოფლობით არ დააბრუნა უკანონოდ აღებული პენსიის თანხა, რომლის ოდენობამ შეადგინა 180 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. პა-------–-----–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე პა-------–-----–---–მა აღიარა დედის და-----------------–---–ის კუთვნილი პენსიის აღების ფაქტი, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რ--------–------------–--იდან უკანონოდ აღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დაბრუნების შესახებ შეტყობინების ფაქტი, თუმცა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ შეძლო აღნიშნული ვალდებულების შესრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. და-----------------–---–ი გარდაცვალა 2017 წლის 27 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი 15.01.2018წ;
3.1.2. და-----------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2018 წლის 1 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს------–---–--------------------------------------------–--–------ს რ--------–------------–--ის 01.02.2018 წლის გადაწყვეტილება.
3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რ--------–------------–--ისთვის 2018 წლის 26 თებერვლის №04/11202 წერილით, ცნობილი გახდა და-----------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი პენსიის 180 ლარის პა-------–-----–---–ის მიერ აღების ფაქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 26.02.2018 N04/11202 წერილი ;
- გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრი.
3.1.4. პა-------–-----–---–ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დედოფლისწყაროს რ--------–------------–--ის მიერ ორჯერ ეცნობა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის 180 ლარის უკან დაბრუნების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 01.03.2018წ. N 04-10-06/220 და 29.03.2018წ. N 04-10-06/301 შეტყობინებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ პა-------–-----–---–მა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და მან ზედმეტად აიღო დედის და-----------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი პენსია 180 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლი, მე-17 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე პა-------–-----–---–მა უკანონოდ მიიღო დედის და-----------------–---–ის სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) თანხა 180 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან და-----------------–---–ი გარდაიცვალა 27.12.2017 წელს.
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება: პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დადგენილია, რომ და-----------------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 27 დეკემბერს და აღნიშნულ მოქალაქეს 2018 წლის 01 თებერვლიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) მიღება. ხოლო 2018 წლის იანვრის თვის ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 180 ლარი უკანონოდ აიღო და-----------------–---–ის შვილმა პა-------–-----–---–მა.
6.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ და-----------------–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 180 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე პა-------–-----–---–ს უნდა დაეკისროს 180 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
7.1.1. შესაბამისად, სი-----------ძე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რ--------–------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეს - პა-------–-----–---–ს (პირადი №1----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 180 (ასოთხმოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ. N2) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი