განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №1/362-17 27.02.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ი-------–----
დაცვის მხარე
ბრალდებული ე---------------------------–-----------
დაბადების თარიღი: 19.09.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------------–---------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–--------------------------–---------------
სისხლის სამართლის საქმე №069180317001
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
- ე--------------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 მარტს დაახლოებით 10:00 საათზე, წ---–--------------------------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე--------------------- სცემა ე-–-------------- და დაზიანებები მიაყენა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოში გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი გარემოებები:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მარტს, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №069180317001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში ელ-სმენით მიღებული შეტყობინება N649115, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 18 მარტს, წ---–--------------------------–--------------–- ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ე--------------------- სცემა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა რძალს ე-–--------------.
2017 წლის 18 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს წ---–--------------------------–--------------–- და წარმოადგენს ე---------------------- და რ------------------ საცხოვრებელ სახლს. სახლში რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. რ------------------ მითითებით, ე--------------------- და ე-–-------------- შორის აღნიშნულ ოთახში მოხდა ჩხუბი, რომელიც მან გააზავა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ იქნა ფოტოები, რომლებიც დაერთო საქმეს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №001554317 დასკვნით დადგენილია, რომ 18.03.2017წ. 17:45-18:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ე-–-------------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, ე-–-------------- უჩივის ტკივილებას ქვედა ყბის მარცხენა ტოტის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 0,5X0,1სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის 2 ნაკაწრი თითოეული ზომით: 3,3X0,1სმ და 0,7X0,1სმ ნიკაპის წინა ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით 0,8X0,1სმ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–---–--.
მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ე-–--------------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის ე--------------------- რძალი, კერძოდ ძმის ცოლი. ე-–--------------ს მეუღლე წასულია თბილისში, ხოლო თავად ე-–---- შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ----------–---------------------------, მ-------–-------------–-. ე-–--------------ს განმარტებით, მისი მეუღლე, კ----------------- არის ე--------------------- ძმა და აღნიშნული სახლი ეკუთვნის ორივეს. 2017 წლის 18 მარტის მდგომარეობით ე-–-------------- ქ----------–----------------------------- არსებული საცხოვრებელი სახლი ჰქონდა დაგირავებული, ხოლო თავად შვილთან ერთად ცხოვრობდა დედასთან. მას შემდეგ რაც ე-–--------------ს ძმა მივიდა დედის ოჯახში, სივრცის არ არსებობის გამო მოწმემ გადაწყვიტა წამოსვლა დედის სახლიდან და დედამთილთან, წ---–--------------------------–--------------–-, სადაც ცხოვრობს ასევე ე--------------------. მივიდა სათხოვნელად, რომ რამდენიმე თვით იცხოვრებდა მათთან. სახლში დახვდა დედამთილი - რ----------------- და მული - ე--------------------. აუხსნა სიტუაცია. მას მანამდეც ჰყავდა დედამთილი გაფრთხილებული, თუკი მისი ძმა ჩამოვიდოდა, იმ სახლში ვეღარ დარჩებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო. 2017 წლის 18 მარტსაც დედამთილმა რ-----------------მ უთხრა: „სახლი თქვენია, როცა გინდოდეს, მაგის კითხვა და თხოვნაც არ გჭირდებაო, გადმოდი და აქ იცხოვრეო“. იქვე იმყოფებოდა ე--------------------, რომელიც რ------------------ ამ სიტყვებზე გაბრაზდა და ე-–--------------სკენ გადავიდა სალანძღავი უშვერი სიტყვებით. რ-----------------მ განუმარტა ე----------ს, რომ ეს საქმე მას არ ეხებოდა და გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. რ----------------- თანახმა იყო ე-–-------------- მათთან გადასულიყო საცხოვრებლად, განუსაზღვრელი ვადით, რადგან სახლი მათაც ეკუთვნოდა. აღნიშნულზე უფრო გაბრაზდა ე---------- ა--------, „რას ქვია ე-–----ს მხარე დაიკავეო“ და ფეხზე მდგომ ე-–-------------- დაეტაკა თმებში, დაარტყა მარცხენა მხარეს, ყბის არეში. რ----------------- ჩადგა მათ შორის, ე--------------------- კი ხელი ჰკრა, „მოიშორა რათა შემდეგ ე-–--------------სკენ გახსნოდა გზა“. რ----------------- წაიქცა. ე--------------------- თავი არ დაანება ე-–----ს, წააქცია დივანზე და რაც კი შეიძლებოდა სახეზე ფრჩხილებით ,,დაკორტნა“, თვალი დაუზიანა. ე-–--------------ს განმარტებით, მან „სიმწრის კივილით აიღო ყველაფერი“. მან ძალიან დიდი ტკივილი განიცადა. ე--------------------- ყურადღება არ მიაქცია წაქცეულ დედას. რ------------------ წამოდგომაში სწორედ ე-–-------------- დაეხმარა და თან თქვა, რომ პოლიციას იძახებდა. ამ დროს ოთახში შემოვიდა ე--------------------- შვილი ნ-------------, იგი მომხდარს უშუალოდ არ შესწრებია, მხოლოდ ჩხუბის დასრულების შემდეგ გამოვიდა. რ------------------ თხოვნის მიუხედავად, რომ ერთი ეპატიებინა, ე-–-------------- ადგა და წავიდა ბიძაშვილთან ა-----------------, რომელიც გზაში შემოხვდა. სთხოვა დახმარება და დარეკა პოლიციაში პირადი მობილური ტელეფონის საშუალებით. მოწმის განმარტებით, მომხდარის შემდეგ სექტემბრის თვეში იმყოფებოდა თვალის ექიმთან. თვალის ბადურა აქვს დაზიანებული. ექიმმა განუმარტა, რომ დაზიანება გამოწვეული იყო რაიმეს დარტყმით ან დაცემით. ის 22 წელია რაც იცნობს ე---------- ა-------- და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ე----------ს და მის ძმას აქვთ ასევე ქონებრივი დავა. მათ შორის ადგილი ჰქონდა ჩხუბს, რის შედეგადაც ე-–--------------ს მეუღლემ, ე----------------------გან მიიღო დაზიანებები. როგორც მოწმემ განმარტა, შვილმა გადაარჩინა თორემ ე---------- ნაჯახით მიდიოდა მოსაკლავად. ე-–-------------- განმარტავს, რომ ზოგადად შეუძლებელი იყო ე---------- ასათიანთან ერთად ცხოვრება, მიზეზი კი იყო მისი კონფლიქტურობა, ასევე ფაქტი, რომ ე---------- მას ყველაფერს ჰპარავდა. თავდაპირველი კონფლიქტი სწორედ თანხის მოპარვას უკავშირდებოდა. ე---------- ა-------- ფსიქიკური პრობლემები შეექმნა პირველი შვილის შეძენის შემდეგ, წნევის დარტყმის შედეგად. სამკურნალო წამლებს არ სვამდა.
მოწმის სახით დაკითხვისას გ--------–------ სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2017 წლის 18 მარტს წყალტუბოს სამმართველოში დაიწყო გამოძიება წ---–--------------------------–--------------–- ე--------------------- მიერ მისი რძლის ე-–--------------ს ცემის ფაქტზე. მან განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ოჯახის მეპატრონის რ------------------ თანდასწრებითა და თანხმობით. რ-----------------მ მიუთითა, რომ სამზარეულო ოთახში მოხდა ჩხუბი შვილსა და რძალს შორის მას შემდეგ, რაც ე-–-------------- თხოვნით მივიდა მათ ოჯახში, რომ იცხოვრებდა დროებით მათთან, ხოლო ე--------------------- უარი განუცხადა. ჩხუბის დროს თავად რ----------------- აზავებდა მათ. რ------------------ არანაირი დაზიანება არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხვისას თ------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 18 მარტს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შეტყობინების ავტორი იყო ე-–--------------, რომელიც აცხადებდა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მულთან. თ------------------- დაარეგისტრირა საქმე. ხელმძღვანელის დავალებით საქმეში ჩაერთო გამომძიებელი გ--------–-----. სწორედ გ--------–------ განახორციელა ადგილზე გასვლა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საქმის რეგისტრაციის შემდეგ თ------------------ც გაემართა შემთხვევის ადგილზე, დათვალიერება უკვე დასრულებული იყო. როგორც გაარკვია, სახლში იმყოფებოდნენ რ-----------------, ე-–-------------- და ე--------------------. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდათ მათ შეკამათება და ე--------------------- ფიზიკურად იძალადა მის რძალზე ე-–---- ა----------. რ----------------- ახორციელებდა მათ გაზავებას. ე-–-------------- აღენიშნებოდა ნაკაწრები სახისა და კისრის არეში.
მოწმის სახით დაკითხვისას ნ-------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ე-------------------- არის დედამისი, ხოლო ე-–-------------- - ბიცოლა. 2017 წლის 18 მარტს, დილით, დაახლოებით 10-11 საათზე მათ ოჯახში სტუმრად მივიდა ბიცოლა ე-–--------------, რომელიც აგრესიულად ესაუბრებოდა ოჯახს წევრებს. ე-–-------------- სურდა მიეღო ბინის გასაღები, რომელიც გადასცა მთავრობამ ე--------------------- ოჯახს, როგორც ლტოლვილებს. ამის თაობაზე ე-–--------------- წინა დღითაც დაურეკა ე---------- ა--------. ე-–--------------ს მისვლისას ნ------------- მის ოთახში იმყოფებოდა. ვინაიდან ე-–-------------- მისთვის არასასიამოვნო პიროვნება იყო და სურდა კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდება, იგი ოთახიდან არ გამოსულა. 10-15 წუთის პერიოდში, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ სახლში ჩხუბი იყო, გავიდა და დაინახა თუ როგორ იწვა იატაკზე ბებია რ-----------------. ე---------- და ე-–---- ა----------- წამოაყენეს ქალბატონი, რა დროსაც ე-–-------------- გავიდა გარეთ და დაიწყო ქვების სროლა, ლანძღვა, წყევლა და შემდეგ გადავიდა მეზობელთან. თუ რატომ იწყევლებოდა ან ისროდა ქვებს არ იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ ხშირად დადიოდა ბიცოლასთან სტუმრად და მას წყევლა ახასიათებდა. ე-–--------------ს წასვლის შემდეგ ე-------------------- სამზარეულო ოთახში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, მას ე---------- და ე-–---- ა---------- შორის ხელით შეხების ფაქტი არც შემთხვევის დღეს დაუნახავს და არც მანამდე. ნ-------------- არ იცის ვინ დაურეკა პოლიციას. მას არ მიუქცევია ყურადღება ჰქონდა თუ არა დაზიანებები ე-–--------------.
სამედიცინო დოკუმენტაციით №IV-100/ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, (გაცემული 2017 წლის 1 მარტს) დადგენილია, რომ ე--------------------- დიაგნოზია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მყარი ნარჩენი მოვლენა - მარჯვენამხრივი ჰემიპარეზის სახით - გარდამავალი ფორმა. თანმხლები დიაგნოზი - პერიოდული ფსიქიკური აშლილობა. გართულებები - მეტყველების დარღვევა - ენაჩლუნგობა, ფსიქიკური სფეროს ლაბილობა.
დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N002313517 დასკვნა, რომლის თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის, ე--------------------- სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა ე--------------------- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან, მან უარი განაცხადა მოწმის სახით დაკითხვაზე. მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა ასევე რ-----------------მ, რომელიც ბრალდებულ ე--------------------- დედაა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში გამოიხატოს.
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ე--------------------- მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:
2017 წლის 18 მარტს, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №069180317001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში ელ-სმენით მიღებული შეტყობინება N649115, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 18 მარტს, წ---–--------------------------–--------------–- ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ე--------------------- სცემა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა რძალს ე-–--------------.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს წ---–--------------------------–--------------–- და წარმოადგენს ე---------------------- და რ------------------ საცხოვრებელ სახლს. სახლში რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. რ------------------ მითითებით, ე--------------------- და ე-–-------------- შორის აღნიშნულ ოთახში მოხდა ჩხუბი, რომელიც მან გააზავა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ იქნა ფოტოები, რომლებიც დაერთო საქმეს.
მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ე-–--------------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 18 მარტს მივიდა წ---–--------------------------–--------------–- დედამთილთან სათხოვნელად, რომ რამდენიმე თვით იცხოვრებდა მათთან. სახლში დახვდა დედამთილი - რ----------------- და მული - ე--------------------. აუხსნა სიტუაცია. მას მანამდეც ჰყავდა დედამთილი გაფრთხილებული, თუკი მისი ძმა ჩამოვიდოდა, იმ სახლში ვეღარ დარჩებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო. 2017 წლის 18 მარტსაც დედამთილმა რ-----------------მ უთხრა, რომ სახლი თქვენია, როცა გინდა გადმოდი და აქ იცხოვრეო. იქვე იმყოფებოდა ე--------------------, რომელიც რ------------------ ამ სიტყვებზე გაბრაზდა და ე-–--------------სკენ გადავიდა სალანძღავი უშვერი სიტყვებით. რ-----------------მ განუმარტა ე----------ს, რომ ეს საქმე მას არ ეხებოდა და გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. რ----------------- თანახმა იყო ე-–-------------- მათთან გადასულიყო საცხოვრებლად, განუსაზღვრელი ვადით, რადგან სახლი მათაც ეკუთვნოდა. აღნიშნულზე უფრო გაბრაზდა ე---------- ა-------- და ფეხზე მდგომ ე-–-------------- დაეტაკა თმებში, დაარტყა მარცხენა მხარეს, ყბის არეში. რ----------------- ჩადგა მათ შორის, ე--------------------- კი ხელი ჰკრა და მოიშორა გზიდა. რ----------------- წაიქცა. ე--------------------- თავი არ დაანება ე-–----ს, წააქცია დივანზე და სახეზე ფრჩხილებით დაუკაწრა, თვალი დაუზიანა, რამაც ე-–--------------ს განმარტებით, ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა. რ------------------ წამოდგომაში სწორედ ე-–-------------- დაეხმარა და თან თქვა, რომ პოლიციას იძახებდა. ამ დროს ოთახში შემოვიდა ე--------------------- შვილი ნ-------------, იგი მომხდარს უშუალოდ არ შესწრებია, მხოლოდ ჩხუბის დასრულების შემდეგ გამოვიდა. ე-–-------------- წავიდა ბიძაშვილთან ა-----------------, რომელსაც სთხოვა დახმარება და დარეკა პოლიციაში პირადი მობილური ტელეფონის საშუალებით.
ე-–--------------სათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის №001554317 დასკვნით, რომლის თანახმად 18.03.2017წ. 17:45-18:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ე-–-------------- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, ე-–-------------- უჩივის ტკივილებას ქვედა ყბის მარცხენა ტოტის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 0,5X0,1სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის 2 ნაკაწრი თითოეული ზომით: 3,3X0,1სმ და 0,7X0,1სმ ნიკაპის წინა ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით 0,8X0,1სმ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–---–--.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ--------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მარტს წყალტუბოს სამმართველოში დაიწყო გამოძიება წ---–--------------------------–--------------–- ე--------------------- მიერ მისი რძლის ე-–--------------ს ცემის ფაქტზე. მან განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ოჯახის მეპატრონის რ------------------ თანდასწრებითა და თანხმობით. რ-----------------მ მიუთითა, რომ სამზარეულო ოთახში მოხდა ჩხუბი შვილსა და რძალს შორის მას შემდეგ, რაც ე-–-------------- თხოვნით მივიდა მათ ოჯახში, რომ იცხოვრებდა დროებით მათთან, ხოლო ე--------------------- უარი განუცხადა. ჩხუბის დროს თავად რ----------------- აზავებდა მათ.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 მარტს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შეტყობინების ავტორი იყო ე-–--------------, რომელიც აცხადებდა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მულთან. თ------------------- დაარეგისტრირა საქმე. ხელმძღვანელის დავალებით საქმეში ჩაერთო გამომძიებელი გ--------–-----. სწორედ გ--------–------ განახორციელა ადგილზე გასვლა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საქმის რეგისტრაციის შემდეგ თ------------------ც გაემართა შემთხვევის ადგილზე, დათვალიერება უკვე დასრულებული იყო. როგორც გაარკვია, სახლში იმყოფებოდნენ რ-----------------, ე-–-------------- და ე--------------------. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდათ მათ შეკამათება და ე--------------------- ფიზიკურად იძალადა მის რძალზე ე-–---- ა----------. რ----------------- ახორციელებდა მათ გაზავებას. ე-–-------------- აღენიშნებოდა ნაკაწრები სახისა და კისრის არეში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ე--------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელმაც ზიანი მიაყენა დაზარალებულ ე-–--------------ს ჯანმრთელობას, ასევე მიაყენა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად ე--------------------- მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე--------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე--------------------- ბრალეულობას.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ე--------------------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------- ა-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ე---------- ა-------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, მინიმალური ოდენობით, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასაჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ე--------------------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ე--------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ე--------------------- მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე