გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.06.2018
საქმის ნომერი
140210017002086594
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

14021001-002--6594

საქმე # 2/141--1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ივნისი, 2018 წელი ქ. გ-----

შესავალი ნაწილი

გ-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე - ვ---ლ მ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ა-–---ი მ------–---–ი

მოპასუხე - სსიპ გ-----ს ს----–-–----------–---–ო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი დ---თ კ-------ე

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზრაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე ითხოვს მისთვის მიყენებული მატერილური ზიანის სახით - 37144.2 ლარისა და მორალური ზიანის სახით - 50 000 ლარის, ჯამში 87 144.2 ლარის ოდენობით ანაზღაურებას, აგრეთვე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სახით გ-----ს ს----–-–----------–---–ო უნივერსიტეტში ა---–--------–----------------ს თანამდებობაზე აღდგენას.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

იგი 2000 წლიდან 201- წლის 1- თებერვლამდე მუშაობდა სსიპ გ-----ს სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. უნივერსიტეტის რექტორად გ------ი ს-----–---–-ს მოსვლის შემდეგ, 2010 წლის ბოლოდან ჩამოართვეს ყველა დაკავებული თანამდებობა. მოსარჩელე აღნიშნავს რომ მის მიმართ ადგლი ჰქონდა როგორც ფიზიკურ დევნასა და შეურაცხყოფას, ისე ცილისმწამებლურ, პტივისა და ღირსების შემლახავ, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებას. მას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო თავისუფალ, კონკურენტულ კონკურსებში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ყველა კონკურსი ჩატარდა ფორმალურად, კანონის მოთხოვნების ფორმალური შესრულებისათვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უშლიდა, რათა არ მომხდარიყო მისი კანდიდატურის გასვლა კონკურსებზე. ამ დროს სტრესისა და დაძაბულობის ნიადაგზე ჩამოუყალიბდა და განუვითარდა არაერთი დაავადება, რაც დასტურდება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით. 201- წლის 1- თებერვლიდან საერთოდ აღარ მისცეს საშუალება ემუშავა უნივერსიტეტში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმ თანამდებობებზე, რომლებიდანაც იგი ჩამოცილებულ იქნა, საშუალო ხელფასი შეადგენდა თვეში დაახლოებით 700 ლარს, ჯამში 21000 ლარს. მას დასჭირდა არა ეთი ოპერაცია და გაიღო მკურნალობის ხარჯები, რომლებმაც ჯამურად შეადგინა 1- 144.2 ლარი. მოსარჩელის თქმით მას მიაყენეს უმძიმესი მორალური ტრამვები, შეეცადნენ და გარკვეულ დონეზე მიაღწიეს კიდეც ჩრდილი მიეყენებინათ მისი ღირსებისათვის, მრავალწლიანი დაუღალავი, პატიოსანი შრომისა და რეპუტაციისათვის, რომლის შესაქმნელადაც მთელი ცხოვრება დასჭირდა. შესაბამისად, დამოუკიდებლად მატერიალური ზიანისა, მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 50000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე განმარტავს, რომ ზიანის ანაზრაურებაზე ვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად მოპასუხე ორგანიზაციაში აღდგენილ იქნეს ა---–--------–----------------ს თანამდებობაზე.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ყველა კონკურსი, რომელიც ჩატარდა უნივერსიტეტში, სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან, უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ტარდება ფარული კენჭისყრით, რაც ცალსახად გამორიცხავს ზეწოლის ფაქტს. მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი მხრიდან მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება მორალურ ზიანს, დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მორალური ზიანი არის ის სულიერი განცდა და ფიზიკური ტკივილი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის ფიზიკური პირი. მორალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ვ---ლ მ-----–-–---–თან მიმართებაში.

 

3.1. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 06.12.2000 წლის #2-3- ბრძანებით მოსარჩელეს გ-----ს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაევალა ჟურნალისტიკის სპეციალობის ხელმძღვანელობა. 1-.09.2001 წლის ბრძანება #2-1- გ-----ს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის კათედრასთნ შეიქმნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის სპეციალობის ხელმძღვანელობა დაევალა ვ---ლ მ-----–-–---–ს.

 

3.1.2 საქმეში წარმოდგენილი 31.03.2008 წ. #1-9 ცნობით მოსარჩელე მუშაობდა სსიპ გ-----ს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და ხელფასი შეადგენდა თვეში 550 ლარს.

 

3.1.3 02.02.2009 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელეს 2012 წლის 02 თებერვლამდე, ამ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვადით ეკავა სსიპ გ-----ს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ა---–--------–----------------ს აკადემიური თანამდებობა. ხსენებული ხელშეკრულბით მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 440 ლარს.

 

3.1.4 2009 წლის 6 თებერვლის #3-1- ბრძანებით მოსარჩელე მიღებულ იქნა სსიპ გ-----ს უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული დახელოვნების ხელმძღვანელად 2009 წლის 6 თებერვლიდან 1 მარტამდე და ხელფასი თვეში განესაზღვრა 450 ლარი.

 

3.1.5 22.10.2010 წლის სსიპ გ-----ს სასწავლო უნივერსიტეტის #868-გ ცნობით მოსარჩელე იკავებდა უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათ ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ა---–--------–----------------ს თანამდებობას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2012 წლის 07 სექტემბრამდე, ხოლო ხელფასი შეადგენდა 640 ლარს, მათ შორის ხელზე მისაღები - 512 ლარი.

 

3.1.6 30.11.2010 წლის N3-2-- ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სსიპ - გ-----ს სასწავლო უნივერესიტეტში სტუდენტთა პროფესიული დახელოვნების ხელმძღვანელად და გაზეთის რედაქტორად 2011 წლის 01 თებერვლადმე. ხელფასის სახით განესაზღვრა თვეშ 300 ლარი.

 

3.1.7 2011 წლის ოქტომბრის თვეში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა განცხადებით მიმართა ამავე ფაკულტეტის დეკანს ვ---ლ მ-----–-–---–ის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, რაზედაც ფაკულტეტის დეკანმა სამსახურებრივი ბარათით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს. აღნიშნული საქმე შესწავლილ იქნა უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინარული კომისიის სხდომაზე. კომისიის 2011 წლის 1- ნოემბრის დასკვნის მიხედვით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ა---–--------–----------------ს ვ---ლ მ-----–-–---–ის ქმედება ამავე ფაკულტეტის სტუდენტის მიმართ წარმოადგენს საზოგადოებაში აღიარებული ზნობრივი ნორმების დარღვევას და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ვ---ლ მ-----–-–---–ისათვის შინაგანაწესით გათვალისიწნებული დისციპლინური ღონისძიების - სასტიკი საყვედურის გამოყენება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ,,სსიპ-გ-----ს სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ა---–--------–----------------ს ვ---ლ მ-----–-–---–ის მიმართ სასტიკი საყვედურის გამოყენების შესახებ" რექტორის 2011 წლის 18 ნოემბრის №3-284 ბრძანებით, ვ---ლ მ-----–-–---–ს მიეცა სასტიკი საყვედური. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი დღეისათვის ძალაშია.

 

3.1.8. მოსარჩელესთან 2012 წლიდან 201- წლის 1- თებერვლამდე ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები და იგი ამ დრომდე დასაქმებული იყო მოპასუხე დაწესებულებაში.

 

3.1.9. 2012, 2014 და 201- წლებში გ-----ს სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტარდებოდა კონკურსები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, რომელშიც მოსარჩელე რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. დადგენილია, რომ სსიპ გ-----ს სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 201- წლის 6 დეკემბრის #09-76 დადგენილების და საარჩევნო კომისიის ჯენჭისყრის შედეგების #26 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის და უნივერსიტეტისათვის ჟურნალისტიკის მიმართულებით ა---–--------–----------------ს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე აღძრული სარჩელი მოსარჩელე ვ---ლ მ-----–-–---–ის მიერ გამოხმობილ იქნა, რის გამოც იგი სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული იმ კონკურსების შედეგები, რომელშც მოსარჩელე იღებდა მონაწილეობას, დღემდე ძალაშია.

 

3.1.10 საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსაჩელე ვ---ლ მ-----–-–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

4. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1 სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიმართ დევნას, მის მიმართ ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებას, ასევე უნივერსიტეტისა და მისი თანამშრომლების მოქმედებებს არ გამოუწვევია მოსარჩელე ვ---ლ მ-----–-–---–ის ჯანმრთველობის მდგომარეობის გაუარესება. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და არა დევნის მოტივით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ვ---ლ მ-----–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6.2. საქართველოს შრომის კოდექსი.

6.3. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში იგულისხმება დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, პირველყოვლისა, უნდა დადგინდეს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოწმდეს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ სასამართლო ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე და ქმნიან თუ არა ისინი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (იხ. სუსგ. საქმე №ას-53-49-2017).

 

შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს, რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ცილისწამებლური, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების შედეგად მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და ამის შედეგად მოსარჩელემ გაიღო მკურნალობის ხარჯები. აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაშიც იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას.

 

განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, ვ---ლ მ-----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და მისი მკურნალობის აუცილებლობლობა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის სადამფუძნებლო ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მოსარჩელეს მართალია წარმოდგენილი აქვს ცნობები მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა მან ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული მატერიალურ ხარჯის გაღება მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანხმად, პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც, ამასთან სსკ -ის 413 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ბრალეულ ქმედებასა და მიყენებულ მორალურ ზიანს შორის.

 

მოსარჩელე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს კერძო პირს, შესაბამისად, პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კანონის მე-13 მუხლი, რომელიც ადგენს კერძო პირის ცილისწამების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, კერძოდ, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორს), ხოლო მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს ის, რომ: ა) მოპასუხემ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება ეხება უშუალოდ მოსარჩელეს; გ) აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. დასახელებულ ელემენტთაგან თუდაც ერთ-ერთის სარჩელში მიუთითებლობა ან/და დაუდასტურებლობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

სასამართლო თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება დისციპლინარული პასუხისმგებლობის კომისიის 2011 წლის 1- ნოემბრის დასკვნის საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 18 ნოემბრის #3-284 ბრძანებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის დაკისრება მის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, რამეთუ ხსენებული ბრძანება თავად მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და იგი დღეისათვის ძალაშია. შესაბამისად, სასამართლო მსჯელობას ვერ იქონიებს კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტების უტყუარობასა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელისათვის დაკისრებული სახდელის კანონიერებაზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ბრძანების გამოცემიდან მოსარჩელე წლების განმავლობაში კვლავ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე მხარესთან და ამ ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ არ გამხდარა სსიპ -გ-----ს სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებათა ის პუნქტები (2014 წლის 28 ივლისის №09-102 და 201- წლის 06 დეკემბრის №09-76 დადგენილებები), რომლითაც უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის დარგში ა---–--------–----------------ს ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა ჯერ ი. ჭუმბურიძე, ხოლო შემდეგ ს. სიგუა. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სტუდენტთა დახელოვნების სპეციალისტის და გაზეთ "გ-----ს უნივერსიტეტის" რედაქტორის პოზიციაზე მოსარჩელე ვ---ლ მ-----–-–---–ს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ხოლო მოპასუხის განმარტებით ჟურნალისტიკის სპეციალობის კათედრის მსგავსი სტრუქტურული ერთეული უნივერსიტეტში არ არსებობდა და არც დღემდე არსებობს. აღნიშნულის უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

რაც შეეხება მოთხოვნას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირვანდელი მდგომარეობის აღგენის მოვალეობის სსკ-ის 408-ემუხლის შესაბამისად ეკისრება პირს, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში კი არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც მას არ შეიძლება დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის იდებოდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 30 ივნისის N09-1-- გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N125/ნ ბრძანების შესაბამისად, უნივერსიტეტში აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამის კვალიფიციურ სპეციალისტთა სამსახურში მიღება ხდება რექტორის ბრძანებით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე. სამსახურში მისაღებად, უნდა არსებობდეს უნივერსიტეტის კურიკულუმით განსაზღვრული ვაკნტური საათების რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ვადიანი, მას შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე და შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე დამსაქმებლის უარი ვერ მიიჩნევა კანონის დარღვევად, რაც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 46 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

"სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

ვ---ლ მ-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და სსიპ - გ-----ს ს----–-–----------–---–ო უნივერსიტეტში ა---–--------–----------------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ეთქვას უარი;

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე