გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.07.2018
საქმის ნომერი
050310017002179747
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017002179747

N3/228-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.05.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი: ლია დარჩია

მოსარჩელე: მ--- ლ---------–----

წარმომადგენელი: გოჩა ძიმისტარიშვილი

მოპასუხე: სსიპ საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტო

წარმომადგენლები: გიორგი ქარქაშვილი

დავის საგანი: საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს ფულადი კომპენსაცია მ--- ლ---------–----ს სასარგებლოდ 1800 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით მ--- ლ---------–---- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით მ--- ლიპარტელიანს უნდა მიეღო საკომპენსაციო თანხა სამი თვის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N491 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N491 ბრძანების 33-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად მეხანძრე-მაშველი/მაშველი, გარდა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული საფუძვლებისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;''

 

6.2. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 115-ე მუხლის მიხედვით ,,ამ კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.''

 

6.3. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.''

 

მოცემულ შემთხვევაში არ არსეობს არც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით და არც შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაციის საფუძვლები. (რასაც მოსარჩელე უთითებს თავის სარჩელში).

ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;''

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმზე სარჩელის უზურუნველუოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე მ--- ლ---------–----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე