გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
100310117002049898
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310117002049898

საქმე №3/65-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29. 06.2018 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი - მა------ გე–--ე

მოპასუხეები - შპს „მ---------“, შპს „ზ----------“, ზუ---- ღუ------–---–ი

 

დავის საგანი - პირების ცრუმაგიერად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „ზ----------“-ს (ს/ნ 4--------) და ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 07 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 21237.13 ლარის ოდენობით. 2017 წლის 07 აპრილს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

2017 წლის 03 მაისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0------ ბრძანება შ.პ.ს. „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დაების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შ.პ.ს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია.

 

შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) 100 % -იანი წილის მფლობელი და დირექტორია ზუ---- ღუ------–---–ი (პ/ნ 3----------), საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა - პურის ფქვილითა და შაქრით.

 

შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) საგადსახადო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2017 წლის დღგ-ს დეკლარაციებით, 2016 წლის მოგების წლიური დეკლარაციით და 2016 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციის კორექტირების შედეგად, რომელიც განხორციელდა 2017 წლის აპრილში.

 

2016 წლის 11 ივლისს ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) სახელზე 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „ზ----------“-ი (ს/ნ 4--------), როლის საქმიანობის სფეროს ასევე, წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა - პურის ფქვილითა და შაქრით. 2017 წლის 22 მარტს, შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელდა საკონტროლო აპარატის (DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც 2017 წლის 20 აპრილს დარეგისტრირდა შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) სახელზე იმავე მისამართზე (საჩხერე, კ---------, ქ. N--) სადაც საქმიანობდა შპს „მ---------“.

 

მოსარჩელის მითითებით 2017 წლის 20 აპრილიდან მისამართზე საჩხერე, კ--------- ქ. N-- მუშაობს შპს „ზ----------“, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კონკრეტულ თარიღამდე შპს „ზ----------“-ს დაარსების დღიდან სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „მ---------“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა, ზუ---- ღუ------–---–ის მიერ 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ზ----------“-ის დაფუძნება, ახალ საწარმოზე იმავე სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იგივე მისამართზე, მიზნად ისახავდა საგადსახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისგან თავის არიდებას.

აღნიშნულ გარემოებები კი მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) და ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეეებს შპს „მ---------“-ს, შპს „ზ----------“-ს, ზუ---- ღუ------–---–ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ზუ---- ღუ------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს მოპასუხეთა ცრუმაგიერობას (იხ.სხ.ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „მ---------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 27 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი მ--------, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ზუ---- ღუ------–---–ი (პ/ნ 3----------), მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პურის ფქვილით და შაქრით. ფაქტიური მისამართი: ქ. საჩხერე, კ--------- ქ. N--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 07 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 21237.13 ლარის ოდენობით. 2017 წლის 07 აპრილს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება.

2017 წლის 03 მაისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0------ ბრძანება შ.პ.ს. „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დაების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შ.პ.ს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია.

შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) საგადსახადო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2017 წლის დღგ-ს დეკლარაციებით, 2016 წლის მოგების წლიური დეკლარაციით და 2016 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციის კორექტირების შედეგად, რომელიც განხორციელდა 2017 წლის აპრილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .20)

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 03 მაისის N021 - 454

ბრძანება (იხ. ს.ფ. 22);

- ელექტრონული ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 21)

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) სახელზე 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „ზ----------“-ი (ს/ნ 4--------), როლის საქმიანობის სფეროს ასევე, წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა - პურის ფქვილითა და შაქრით.

ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს, შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------) მიერ განხორციელდა საკონტროლო აპარატის (DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა, რომელიც 2017 წლის 20 აპრილს დარეგისტრირდა შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) სახელზე იმავე მისამართზე (საჩხერე, კ---------, ქ. N--) სადაც, საქმიანობდა შპს „მ---------“.

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აპრილიდან მისამართზე საჩხერე, კ--------- ქ. N-- მუშაობს შპს „ზ----------“, კონკრეტულ თარიღამდე შპს „ზ----------“-ს დაარსების დღიდან სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია, რაც თავის განმარტებით დაადასტურა მოპასუხე ზ----- ღუ------–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.25-26);

- ელექტრონული ამონაწერი სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 28 -29, 30);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.2.4. დადგენილია, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „საქართველოს ბანკში“ (ს/კ 2--------), მთლიანად 21237 (ოცდაერთიათასორასოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 13(ცამეტი) თეთრის ფარგლებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 15.08.2017 წლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 15.11.17 წლის განჩინება (იხ. ს.ფ.107 -114);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს თვლის, რომ დადგენილი გარემოებები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების წინაპირობებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ,შპს „მ---------“-ს (ს/ნ 4--------), შპს „ზ----------“-ს (ს/ნ 4--------) და ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები აღიარებული იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხეები საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ აღიარებულნი იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შ.პ.ს. „მ---------“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა, ზუ---- ღუ------–---–ის მიერ 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ზ----------“-ის დაფუძნება, ახალ საწარმოზე იმავე სალარო აპარატის რეგისტრაცია და საქმიანობის გაგრძელება იგივე მისამართზე.

დადგენილია, რომ მოცემულ პირებს შორის არ განხორციელებულა არავითარი საგადასახადო ოპერაცია. მოსარჩელის მითითება - შპს „მ---------“-ს მიერ საგადასახდო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერება, სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა, ზუ---- ღუ------–---–ის (პ/ნ 3----------) სახელზე 100 % -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ზ----------“-ი (ს/ნ 4--------) დაფუძნება, ახალ საწარმოზე იმავე სალარო აპარატის რეგისტრაცია ეს უკანასკნელი, არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.

 

.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

6.4. საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის დ,ე,ვზ, ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

 

კონტროლისა და ქვემდებარეობის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში მიბმული უნდა იყოს გავლენასთან რაც დაკავშირებულია პირების საქმიანობის პირობებთან ან ეკონომიკურ შედეგებთან. ასეთი მტკიცებულება კი არ არსებობს.

სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დადგენილი უნდა იყოს არა ეჭვის დონეზე არამედ ეს ფაქტი უტყუარი მტკიცებულებით უნდა იყოს უტყუარად დადასტურებული ერთობლიობაში.

 

6.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა,გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

 

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. შპს „მ---------“-ის ან შ.პ.ს ,,ზ----- 2016“-ის ან ზუ---- ღუ------–---–ის მიერ ქონების გადაცემის ფაქტი ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლები არ დასტურდება.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

6.6. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე პირები: არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „საქართველოს ბანკში“ (ს/კ 2--------).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ.პ.ს. ,,მ---------“ -ს (ს/კ 4--------), შ.პ.ს.,,ზ----------“-ს (ს/კ4--------), ზუ---- ღუ------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) მიმართ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა შპს „ზ----------“-ის (ს/ნ 4--------) მოქმედ საბანკო ანგარიშებს, ს/ს „საქართველოს ბანკში“ (ს/კ 2--------).

 

3. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი