გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N----------------–.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი: ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - რა------------–---–ი
წარმომადგენელი - რო-------------–ი
მოპასუხე - ეკ------------------–--ლი
წარმომადგენელი - და----------–-ძე
მოპასუხე - ვლ--------------------–---–ი
წარმომადგენელი - ვე----------–-------–--ლი
დავის საგანი - ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი რა------------–---–სა და ეკ------------------–--ლს შორის 2014 წლის 4-------ს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ეკ------------------–--ლსა და ვლ--------------------–---–ს შორის 2016 წლის 5------------ს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით,რა------------–---–ი და შო------------–--ლი 1--- წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ
ქორწინებაში. შო------------–--ლის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელემ როგორც ერთ-ერთმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ბა--------–- მდებარე 3 სამკვიდრო ქონება, ძირითადად მიწის ნაკვეთები.
მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობს ბა--------–- და როდესაც მას 2014 წლის თებერვლის ბოლოს უკბინა ძაღლმა, იგი, 80 წლის მოხუცი, მარტო ვერ შეძლებდა მკურნალობას და აუცილებლად უნდა ჩამოეყვანათ ბო-------ში. მისმა შვილიშვილმა - მოპასუხე ეკ------------------–--ლმა თავის თავზე აიღო ბებიის მკურნალობა და ტრანსპორტირება. მან მოსარჩელე არაერთხელ ჩამოიყვანა ბო-------ში. მან ისარგებლა ბებიის ამ მდგომარეობით, თავისი ხელით შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება ყველა ქონებაზე და ბო-------ის საჯარო რეესტრში მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებაზე
რა------------–---–მა თავისი შვილისაგან - გე-–----------–---–ისაგან 2016 წლის სექტემბერში შეიტყო, რომ მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა, ვინაიდან ისინი თურმე მას გაუჩუქებია ეკ------------------–--ლზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი მისმა შვილიშვილმა მოატყუა, ისარგებლა მისი ავადმყოფობით და მას ხელი მოაწერინა სხვადასხვა დოკუმენტზე. ეკ------------------–--ლმა ბებიას აუხსნა, რომ ეს იყო სამედიცინო ხასიათის დოკუმენტები. მოსარჩელეს არც დოკუმენტების დასახელებები გადაუმოწმებია და არც მათი შინაარსი.
მოსარჩელის ვარაუდით, მისი მოტყუება მოხდა იმ პერიოდში, როდესაც იგი ეკა-------ეს სამკურნალოდ ჩამოჰყავდა ბო-------ში, ბო-------ის რაიონულ საავადმყოფოში. ამდენად, საქმე იყო მოტყუებით დადებულ გარიგებასთან. მას შემდგომ, რაც ეკ------------------–--ლმა რა------------–---–ის მოტყუებით ხელში ჩაიგდო სამკვიდრო ქონებები, მან მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ვლ--------------------–---–თან და ფორმალურად საკუთრებაში გადასცა მას აღნიშნული ქონებები ისე, რომ ნასყიდობის თანხა ამ ქონებებზე არ გადახდილა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეკ------------------–--ლმა სარჩელი არ სცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება მოხდა უძრავი ნივთის მესაკუთრის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებაში არ შეესაბამება რეალობას და მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასტურად მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება.
მოსარჩელე რა------------–---–მა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გადასცა მის
შვილიშვილს დაბა ბა--------–- მდებარე უძრავი ქონებები (ს/კ 6----------2; 6----------1; 6----------1) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, ის ხელშეკრულების დადების მომენტში სრულად აცნობიერებდა საკუთარ მოქმედებას და არ არსებობდა ეკ------------------–--ლის მხრიდან მოტყუების ფაქტი.
ჩუქების ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და სადავო ქონებების მესაკუთრედ აღირიცხა ეკ------------------–--ლი. ამის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად განეკარგა მისი საკუთრება, მათ შორის, დაედო ნასყიდობის ხელშეკრულებები.
მოპასუხე ეკ------------------–--ლსა და ვლ--------------------–---–ს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა მყი-----–ისთვის საკუთრების უფლების გადაცემას.
ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ნასყიდობის ღირებულების განსაზღვრა მოხდა მხარეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე და მყი-----–ის მიერ გამყი-----–ისათვის სრულად იქნა გადახდილი ნასყიდობის ფასი.
მოპასუხის განმარტებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე N2------- გე-–----------–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე ეკ------------------–--ლის, ვლ--------------------–---–ის და რა------------–---–ის მიმართ იმავე ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელიც წარმოადგენს რა------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1--------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩუქების, ისევე როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებული იყო მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე და არ არსებობდა აღნიშნული გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში რა------------–---–ი დავობს იმ ხელშეკრულების ნამდვილობაზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები·
2.2. მოპასუხე ვლ--------------------–---–მა სარჩელი არ სცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მოპასუხე ეკ------------------–--ლმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებაზე. მის მიერ ნასყიდობის საფასური გადახდილია სრულად. ამასთან, გამყი-----–ს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც სრულიად გაუგებარია მოსარჩელის მითითება ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით გამოაქვს მოსარჩელეს ასეთი დასკვნა. ასევე, არ არსებობს ნორმა, რომელიც დაავალდებულებდათ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საჯარო რეესტრში ასახვას. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ასევე შეთანხმდნენ უძრავი ქონების საფასურზე და არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ არსებობდა უძრავი ქონების შეფასების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რა------------–---–ი და აწ გარდაცვლილი შო------------–--ლი 1--- წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N----------- (იხ. საქმის ფ. 22);
3.1.2. 2007 წლის 0--------------ს გარდაიცვალა შო------------–--ლი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა N----------- (იხ. საქმის ფ. 24);
3.1.3. შო------------–--ლის სამკვიდრო უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო რა------------–---–მა, წარმოადგენდა აგრეთვე შემდეგი უძრავი ქონებები:
ბო-------ი, დაბა ბა--------–- ”დი-----–ი” (ს/კ 64---------4.ფართობი 5044.60კვ.მ;
ბო-------ი, დაბა ბა--------–- 2----------------------------- 1.220, 48 კვ.მ. საკადასტრო კოდი N6-----------;
ბო-------ი, დაბა ბა-------ნი, ”ძ---–-------------------------”, (წინა ს/კ 6-----------) ფართობი 260კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. საქმის ფ. 25);
- სარჩელი (იხ. საქმის ფ. 6);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2014 წლის 04-------ს რა------------–---–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (შვილიშვილს) ეკ------------------–--ლს გადასცა უძრავი ქონება მდებარე:
-ბო-------ი, დაბა ბა--------–- ”დი-----–ი”ფართობი 5044.60კვ.მ;
-ბო-------ი, დაბა ბა--------–- 2----------------------------- 2180 კვ.მ.
-ბო-------ი, დაბა ბა-------ნი , ”ძ---–------------------------- ”, (ს/კ 6----------1 ამჟამად 6-----------) ფართობი 260კვ.მ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (იხ. საქმის ფ.6-7);
- ჩუქების ხელშეკრულება (იხ. საქმის ფ.29);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. საქმის ფ.30-35);
3.1.5. 2016 წლის 05------------ს ეკ------------------–--ლმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვლ--------------------–---–ს გადასცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.180 კვ.მ.(დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონი დაბა ბა-------ნი, „2------------------------------ (ს/კ 6-----------, ამჟამად ს/კ 6-----------); - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5044,6 კვ.მ. (დაზუსტებული)ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონი დაბა ბა--------–- ”დი-----–ი”(ს/კ 64---------4, ამჟამად ს/კ 6-----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (იხ. საქმის ფ.7, 72-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. ახალციხის რაიონული სასამართლომ 2017 წლის 1-------ს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გე-–----------–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე ეკ------------------–--ლის, ვლ--------------------–---–ის და რა------------–---–ის მიმართ მოთხოვნით:
-ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნუ------------–-----–-–--ლის მიერ 2010 წლის 0------------------------- და 2008 წლის 0------- გაცემული სამკვიდრო მოწმობები 1/8 ნაწილში;
- ბათილად იქნეს ცნობილი რა------------–---–სა და ეკ------------------–--ლს შორის 2014 წლის 3-------- გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
-. გე-–----------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონებების მესაკუთრედ 1/8 ნაწილში კერძოდ:
ა)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5.044,6 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონის დაბა ბა--------–- „დი-----–ი“ ს/კ 6-----------.
ბ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.180 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონის დაბა ბა--------–- „2------------------------------ ს/კ 6-----------.
გ) ბო-------ი, დაბა ბა-------ნი, „ძ---–-------------------------“ მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 260 კვ.მ. ს/კ 6----------1.
-1/8 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ეკ------------------–--ლსა და ვლ--------------------–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1--------- N1--------------6წ გადაწყვეტილება
- სარჩელი (იხ. საქმის ფ.7, 72-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე რა------------–---–ის განმარტებით 2014 წლის თებერვლის ბოლოს მას ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, ვინაიდან უკბინა ძაღლმა. იგი, 80 წლის მოხუცმა, მარტო ვერ შეძლო მკურნალობა და ბო-------ში ჩაიყვანა მისმა შვილიშვილმა - მოპასუხე ეკ------------------–--ლმა, რითაც ისარგებლა ბებიის ამ მდგომარეობით, თავისი ხელით შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება ყველა ქონებაზე და ბო-------ის საჯარო რეესტრში მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებაზე. რა------------–---–ისთვის კი 2016 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა, ვინაიდან ისინი მას გაუჩუქებია ეკ------------------–--ლზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკ------------------–--ლმა მის ბებიას რა------------–---–ს მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩუქების ხელშეკრულებებს, რაც მოსარჩელეს გაცნობიერებული არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ რა------------–---–ის სარჩელი უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოტყუების ფაქტს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ რა------------–---–ს აუხსნა, რომ იგი ხელს აწერდა სამედიცინო დოკუმენტაციას და მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ თურმე ხელი მოუწერია ჩუქების ხელშეკრულებაზე.
გარიგების დადებაზე საჯარო რეესტრში გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენი ხელშეკრულებას ხელს აწერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ერთეულში და თურმე მხარის ახსნა-განმარტებით მოსარჩელემ იცოდა, რომ ხელს აწერდა სამედიცინო დოკუმენტაციას, მაშინ როდესაც კითხვა არ გასჩენია, თუ რატომ უნდა მოეწერა ხელი სამედიცინო დოკუმენტაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში. ამის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით.
6.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ 2014 წლის 04-------ს ეკ------------------–--ლსა და რა------------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას და ასევე 2016 წლის 5------------ს ეკ------------------–--ლსა და ვლ--------------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებებს და განმარტავს შემდეგს:
კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებსაც ის თავის სარჩელსა, თუ შესაგებელს აფუძნებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ეკ------------------–--ლმა მოტყუებით მოაწერინა ხელი რა------------–---–ს ჩუქების ხელშეკრულებაზე, აღნიშნული არგუმენტი არ იძლევა საკმარის საფუძველს გარიგების მოტყუებით დადებულად კვალიფიკაციისა და მისი ბათილობის მიზნებისათვის,გარიგების მოჩვენებითობისა და თვალთმაქცურობის დადგენის დროს არსებითი მნიშვნელობა მხარეთა შინაგანი ნების შეფასებას ენიჭება, შესაბამისად, მხარეთა შინაგანი ნების დადგენა და მისი ურთიერთმიმართების განსაზღვრა ნების გარეგან გამოხატულებასთან, მხოლოდ ახნსა-განმარტებით ვერ დადასტურდება, მით უფრო, მაშინ, როდესაც საქმეში სვა რაიმე სახის მტკიცებულება არ მოიპოვება.
განსახილველი საკითხის გონივრულობის სტანდარტის ჭრილში შეფასებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს იმ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნები და შინაარსი, რომლის დამყარებასაც ცდილობენ მხარეები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, როგორიც ნასყიდობის ხელშეკრულებაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების საგანს. ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართულია შემძენის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ იმ ქონებაზე, რომელიც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და რომელზედაც მას გააჩნია მოთხოვნილება.
ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით დადებულ გარიგებად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს მხარეთა (განსახილველ შემთხვევაში, გამყი-----–ის) მოტივი. მოტივი გარკვეული ფაქტის მიმართ პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომლის მტკიცებისას და დადგენისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ის ვითარება რომელშიც იმყოფებოდა გამყი-----–ი ხელშეკრულების გაფორმების დროს, ასეთ დროს კი, მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაფასოს მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც აღწერენ და ადასტურებენ წინაპირობებს, რაც წინ უძღოდა სადავო გარიგების დადებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ მყი-----–ი და მეორეს მხრივ გამყი-----–ი გარკვეული თანხის სანაცვლოდ აფორმებენ.
მოსარჩელე მხარის, გარდა მათი ახსნა-განმარტებისა, ვერ იქნა წარმოდგენილი უშუალო მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულებების მოჩვენებითობის ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 05------------ს ეკ------------------–--ლსა და ვლ--------------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყი-----–ი მოვალეა გადასცეს მყი-----–ს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყი-----–ი მოვალეა გადაუხადოს გამყი-----–ს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. მითითებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყი-----–ი მოვალეა გადასცეს მყი-----–ს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყი-----–ის მოვალეობა, გადაუხადოს გამყი-----–ს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს. ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება- მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.
უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოქმედი კანონმდებლობა საკუთრების უფლების წარმოშობას სწორედ საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერით დადასტურებულ რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. სადავო ნორმებით კი დაცულია კეთილსინდისიერი შემძენი, რომელიც ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს და გამსხვისებელს მიიჩნევს მესაკუთრედ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.180 კვ.მ.(დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონი დაბა ბა-------ნი, „2------------------------------ (ს/კ 6-----------, ამჟამად ს/კ 6-----------); - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5044,6 კვ.მ. (დაზუსტებული)ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, მდებარე ბო-------ის რაიონი დაბა ბა--------–- ”დი-----–ი”(ს/კ 64---------4, ამჟამად ს/კ6-----------), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებული იყო ეკ------------------–--ლის სახელზე, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ვლ--------------------–---–ზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი ერთის მხრივ სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორეს მხრივ იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება. აქედან გამომდინარე, იმ ფაქტზე აპელირება, რომ ერთ შემთხვევაში ვლ--------------------–---–მა იცოდა, რომ აღნიშნული სადაო ქონება იყო სადავო ეკ------------------–--ლის ოჯახის წევრებს შორის და სწორედ დავის სწრაფად და მარტივად მოგვარების მიზნით სურდა ეკ------------------–--ლს გასხვისება, არ არის ისეთი გარემოებანი, რომელთა არსებობაც შეარყევდა რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას. მით უმეტეს, რომ მტკიცების ტვირთს, როდესაც პირი იძენს რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებლისაგან ქონებას, არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს მისი კეთილსინდისიერების გამომრიცხავი მითითებული გარემოებების არსებობას. ამიტომ მტკიცების ტვირთი, შემძენის არაკეთილსინდისიერებისა, აწევს შემძენის მოწინააღმდეგე მხარეს და არა შემძენს. მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ვლ--------------------–---–ი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენებს.
სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერი შემძენის დავალდებულება, უძრავი ქონების შეძენისას გადაამოწმოს რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების გამომრიცხველი ყველა გარემოება, ერთი მხრივ, აზრს დაუკარგავდა საჯარო რეესტრის არსებობას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანად გაართულებდა და გააძვირებდა საკუთრების შეძენის პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია შექმნას ქონების ყიდვა-გაყიდვის ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც შემძენი არ არის ვალდებული, საკუთარი ინიციატივით, გადაამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რა------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან რა------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2-------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას ვლ--------------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე:
ა) ბო-------ის რაიონის დაბა ბა-------ნი, „დი-----–ი“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5.044.6 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ 6-----------.
ბ) ბო-------ის რაიონის დაბა ბა-------ნი, „2------------------------------ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.180 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ 6-----------.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991 , 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რა------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
3. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2-------------- N----------------– განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას ვლ--------------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე:
ა) ბო-------ის რაიონი, დაბა ბა-------ნი, „დი-----–ი“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5.044.6 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ 6-----------.
ბ) ბო-------ის რაიონი, დაბა ბა-------ნი, „2------------------------------ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2.180 კვ.მ. (დაზუსტებული) ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, ს/კ 6-----------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი