გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0-031041700-066933(3/183-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.03.2018 ქ. ზ---------
შესავალი ნაწილი
ზ---------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს საქ--------–---------–-–--------–---------------ა
რე----–----–--------------–------------–----------ს თავმჯდომარე სუ-–----------------ე
წარმომადგენელი ინ--------------
მოპასუხე ზ----------------–----–--------------ა
წარმომადგენელი ბა------------ა
მესამე პირი გიო------–-----ა, ენ------–----ვა, ლე-----–----ვა, მა-------–----ვა, ნა---------–----ა
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზ----------------–----–--------------ისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მესამე პირების - გიო------–-----ას, ენ------–----ვას, ლე-----–----ვას, მა-------–----ვას, ნა---------–----ას მიმართ მათ მიერ ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
ზ----------------–----–--------------ამ სასამართლო სხდომაზე აღიარა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები და ცნო სარჩელი. მოპასუხის განმარტებით, საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ მშენებლობა უნებართვოა, რადგან ნებართვის გაცემისას ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ჰქონდა მიღებული სს ,,საქ--------–------–---------------ის" ნებართვა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირები არ ცნობენ სარჩელს. ისინი ეწინააღმდეგებიან მშენებლობის გამო რაიმე სანქციების გატარებას და ნაგებობის დემონტაჟს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ზ---------ს რაიონული სასამართლოს 24.0-.2--- წ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2-.0-.20-- წ ბრძანება მიწის ნაკვეთის (ს/კ 4-.2-.41.---) სამშენებლოდ გამოყენების თაობაზე და 2-.0-.2--- წ ბრძანება მიწის ნაკვეთზე (ს/კ 4-.2-.41.---) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.0-.2--- წ გადაწყვეტილება (საქმე 3-----16)
4.2. მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.2-.41.--- წარმოადგენს გიო------–-----ას (პ/ნ 1----------9), ენ------–----ვას (პ/ნ 1----------), ლე-----–----ვას (პ/ნ 1--------35), მა-------–----ვას (პ/ნ პ/ნ 1-0-------0), ნა---------–----ას (პ/ნ 1-0-------9) თანასაკუთრებას.
თანამესაკუთრეები ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. ოჯახი მრავალწევრიანია და სჭირდება დამატებითი საცხოვრებელი ფართი.
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზ---------ს რაიონის სოფ. კა----–ი და მასზე გადის ელექტროგადამცემი ხაზი ,,პ--–--------- 2", რაც მოსარჩელის საკუთრებაა.
მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ზ----------------–----–--------------ას მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნული ნებართვა გაიცა და დაიწყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კედლები ამოყვანილია.
მშენებარე ობიექტი მდებარეობს ელექტროგადამცემი ხაზი ,,პ--–--------- 2"-ის დაცვის ზონაში - შენობის განაპირა წერტილი ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან დაშორებულია 16 მ-ით. ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრის თანხმობა მშენებლობაზე არ მოუთხოვია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-.2-.41.---
-საკადასტრო გეგმა
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 20.00.47
-სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტენის" 2-.06.2--- წ. წერილი #2--1/09
-სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტენის" 27.07.2--- წ. წერილი #---1/09
-ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის12/07/2--- წერილი #0-/47--
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ფოტომასალა
4.3. 2-.06.2--- წ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და უნებართვო მშენებლის დემონტაჟი.
გამგეობას ამ საკთხზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტენის" 2-.06.2--- წ. წერილი #2--1/09
-სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტენის" 27.07.2--- წ. წერილი #---1/09
-ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის12/07/2--- წერილი #0-/47--
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლი, მე-100 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და 23-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ასეთი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
იმ შემთხვევაში თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭიროა კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი დრო, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების ვადის გაგრძელებაზე, რაც უნდა ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში ზ---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გაუგრძელებია საქმისწარმოების ვადა და არც რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან გამოცემაზე უარის შესახებ.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობას ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრე გასცემს წინასწარ, რაც გულისხმობს თანხმობის მიღებას მშენებლობის დაწყებამდე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თანხმობის გაცემის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრე გასცემს უსაფრთხოების პირობებს, რაც ნებართვის გამცემმა და ნებართვის მაძიებელმა უნდა გაითვალისწინონ.
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის არსებობა თავისთავად საფრთხისშემცველია, როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ზოგადად შენობა-ნაგებობის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებით წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #15------45, სს თ----------ი, გადამხდელი სს საქ--------–---------–-–--------–---------------ა, ს/ნ 20------6, მიმღები სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი T------2, სახაზინო კოდი 30------0), რაც მას უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 344-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ზ----------------–----–--------------ას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მესამე პირების - გიო------–-----ას, ენ------–----ვას, ლე-----–----ვას, მა-------–----ვას, ნა---------–----ას მიმართ, მათ მიერ ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით.
3. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 100 ლარი (საგადახდო დავალება #15------45, სს თ----------ი, გადამხდელი სს საქ--------–---------–-–--------–---------------ა, ს/ნ 20------6, მიმღები სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი T------2, სახაზინო კოდი 30------0).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზ---------ს რაიონული სასამართლოს (მის. ქ. ზ---------, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა