გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2018
საქმის ნომერი
010310017002189446
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 010310017002189446

№3-802/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასა--რთლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსა--რთლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – რე----------–-ძე

მოპასუხე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი - ლა–--------–-ძე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. რე----------–-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასა--რთლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

2017 წლის 18 აპრილს ოჯახისათვის მიენიჭებული 65720 ერთეული სარეიტინგო ქულის გაუქმება;

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 03.05.2017 წლის N04-15-01/3565 წერილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-ლი სექტემბრის N04/56054 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

ახალი აქტის გამოცემა, რე----------–-ძისათვის ახალი სარეიტინგო ქულების მინიჭებისა და სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

რე----------–-ძის ოჯახი წლების განმავლობაში ირიცხებოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.

 

2016 წლის 14 მაისის მდგომარეობით ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრებოდა 51830 ერთეულით და იმ დროისთვის ოჯახი სამი წევრისგან შედგებოდა. 2017 წლისთვის ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატა, რა--ც კიდევ უფრო დაამძიმა ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. ა--ს დაემატა რე----------–-ძის ჯანმრთელობის გაუარესება, კერძოდ, მოსარჩელეს დაუდგინდა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომელიც საჭიროებს პერმანენტულ/მედიკამენტურ/ამბ---–-ტორიულ მკურნალობას.

რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, მოსარჩელის შვილი - თა--ზ აბ---–-ძე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მ---ი ჩხი----ე კი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ვინაიდან ოჯახს შეემატა ორი წევრი, 2017 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩაატარა განმეორებითი შეფასება, რომლის თანახმად, ორი წევრის მომატება შეფასებულ იქნა, ოჯახის პირობების გაუმჯობესებად, სინამდვილეში კი ამით გამოწვეულმა და--ტებითმა ხარჯებმა პირიქით, დაამძიმა ოჯახის მდგომარეობა.

2017 წლის 31 მარტს რე----------–-ძის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან ერთად, რის საფუძველზეც განხორციელდა კორექტირება ოჯახის დეკლარაციის მონაცემებში. კერძოდ, ფიზიკური მდგომარეობის გრაფა შეიცვალა და მოინიშნა - სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ/მედიკამენტოზურ/ამბ---–-ტორიულ მკურნალობას.

2017 წლის 18 აპრილს ოჯახს მიენიჭა 65720 ერთეული სარეიტინგო ქულა, რაც აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“.

2017 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და ახალი აქტის გამოცემის თხოვნით, სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, თუმცა სააგენტოს 2017 წლის 1-ლი სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის ოჯახს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოეხსნა სოციალური შემწეობა და ამით ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ა--სთან, აუქციონზე გაიყიდა ის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მოსარჩელე და აღნიშნულმა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, მისი მდგომარეობა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარღვეული უფლების დასაცავად მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სასა--რთლოსთვის, რათა აღდგენილ იქნეს საარსებო შემწეობის დარიცხვა ოჯახისთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარის, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით:

რე----------–-ძის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო კოდით 110117916414 მის: ქალაქი ბათუმი, თე-------ე მღვ---–ის ქ. N33 და ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას. ოჯახი შედგებოდა 3 წევრისაგან: აბ---–-ძე რ--აზ, აბ---–-ძე თა--ზ და ჩი----ე მ---ი. 2016 წლის 13 ივნისს ოჯახს მიენიჭა 51830 ერთეული სარეიტინგო ქულა, რის შემდგომაც გაუგრძელდა სოციალური დახმარების გაცემა, 2016 წლის 1-ლი ივლისიდან.

2017 წლის 12 იანვარს ბათუმის ცენტრში წარდგენილი იქნა რე----------–-ძის განაცხადი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ოჯახს დაემატა ორი წევრი, ზურაბ აბ---–-ძე და სოფიკო შავაძე, რის საფუძველზედაც ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილების გამო მოითხოვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება, რის შედეგად ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების გაცემა, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

რე----------–-ძის განცხადების საფუძველზე, ბათუმის სოცილაური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 11 თებერვალს განმეორებით იქნა შესწავლილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და მის მიერვე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის მიხედვით, ოჯახი არის ხუთ წევრიანი.

ოჯახის წევრთა მონაცემების საფუძველზე დეკლარაცია დამუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2017 წლის 31 მარტს, რე----------–-ძის მიერ ბათუმის ცენტრში წარდგენილი იქნა განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობასთან (ფორმა N100) ერთად, რის საფუძველზეც მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების კორექტირება.

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 04.04.2017 წლის N143/ო ბრძანებით განხორციელდა კორექტირება, ოჯახის დეკლარაციის მონაცემებში და 2017 წლის 18 აპრილს ოჯახს მიენიჭა 65720 ერთეული სარეიტინგო ქულა, რომელიც აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას.

ვინაიდან რე----------–-ძის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ნორმას, ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარების გაწევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 29 ივნისს რე----------–-ძის მიერ წარდგენილი იქნა N50796 საჩივრი, რომლითაც მოითხოვა ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის (65720 ერთეული) და იმ სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ა--სთან, რე----------–-ძემ მოითხოვა ოჯახის ობიექტურლი შეფასების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე რე----------–-ძეს ეცნობა წერილობით და ა--ვდროულად განემარტა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მისი უფლებების თაობაზე.

რე----------–-ძემ 2017 წლის 15 აგვისტოს N83738 განცხადებით დააფიქსირა საჩივრის ზეპირი მოსმენის განხილვაში მონაწილეობის სურვილი. მასვე საკონტაქტო ტელეფონის საშუალებით ეცნობა საჩივრის ზეპირი მოსმენის თარიღი, რაზეც განაცხადა რომ ოჯახის წევრებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ზეპირი მოსმენის განხილვაში მონაწილეობას და თანხმობა განაცხადა, საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.09.2017 N04/56054 გადაწყვეტილებით რე----------–-ძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მას და--ტებით განემარტა, რომ ქვეყანაში „სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახს განმეორებითი შეფასების მოთხოვნით სააგენტოსათვის მიმართვა შეუძლია, სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან აგამომდინარე, არ არსებობს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მხრიდან მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც რე----------–-ძის სარჩელი არ იქნება დაკმაყოფილებული.

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. რე----------–-ძის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო კოდით: N110117916414, მისა--რთი: ქალაქი ბათუმი, თე-------ე მღვ---–ის ქ. N33 და ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას.

რე----------–-ძის ოჯახი შედგებოდა 3 წევრისაგან: აბ---–-ძე რ--აზ, აბ---–-ძე თა--ზ და ჩი----ე მ---ი. 2016 წლის 13 ივნისს ოჯახს მიენიჭა 51830 ერთეული სარეიტინგო ქულა, რის შემდგომაც გაუგრძელდა სოციალური დახმარების გაცემა, 2016 წლის 1-ლი ივლისიდან.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერი.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 12 იანვარს ბათუმის ცენტრში წარდგენილი იქნა რე----------–-ძის განაცხადი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ოჯახს დაემატა ორი წევრი, ზურაბ აბ---–-ძე და სოფიკო შავაძე. ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილების გამო მან მოითხოვა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება, რის შედეგად ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების გაცემა, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

რე----------–-ძის განცხადების საფუძველზე, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 11 თებერვალს განმეორებით იქნა შესწავლილი მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და მის მიერვე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის მიხედვით, ოჯახი არის --ხუთ წევრიანი: კერძოდ, თვითონ რე----------–-ძე, რომელიც არის 75 წლის, იღებს პენსიას, 180 ლარს, აქვს საარსებო შემწეობა 50 ლარი; რე----------–-ძის ორი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ: 55 წლის თა--ზ აბ---–-ძე, არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსუს მქონე პირი, რომლის სოციალური პაკეტია 100 ლარი, საარსებო შემწეობა 50 ლარი; მ---ი ჩხი----ე არის 48 წლის, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მისი სოციალური პაკეტია 180 ლარი, საარსებო შემწეობა 50 ლარი. შვილიშვილი, ზურაბ აბ---–-ძე არის 26 წლის, ხოლო სოფიკო შავაძე 19 წლის.

დეკლარაციის მიხედვით საცხოვრებლის საერთო ფართია 35 კვ.მ. რომელშიც არის 3 ოთახი, იატაკი არის ბეტონის. ელექტროენერგიისათვის რე----------–-ძეს ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი აქვს, 300 ლარი, ბუნებრივი აირისათვის 0 ლარი, წყლისთვის 0 ლარი, დასუფთავებისთვის 0 ლარი. ოჯახის შესახებ ეს ინფორმაცია მიწოდებულია რე----------–-ძის (უფლებამოსილი პირის) მიერ და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.

ამის საფუძველზე ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ რე----------–-ძის დეკლარაცია დამუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერი;

- რე----------–-ძის ოჯახის დეკლარაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2017 წლის 31 მარტს, რე----------–-ძის მიერ ბათუმის ცენტრში წარდგენილი იქნა განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობასთან (ფორმა N100) ერთად, რის საფუძველზეც მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების კორექტირება.

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 04.04.2017 წლის N143/ო ბრძანებით განხორციელდა კორექტირება, ოჯახის დეკლარაციის მონაცემებში. კერძოდ, დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობა პირველი წევრის, რე----------–-ძის მიმართ მონიშნული მე-6 გრაფა შეიცვალა და მოინიშნა მე-5 გრაფა, რომლის მიხედვით იგი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას.

 

2017 წლის 18 აპრილს ოჯახს მიენიჭა 65720 ერთეული სარეიტინგო ქულა, რომელიც აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას.

ვინაიდან რე----------–-ძის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ნორმას, ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარების გაწევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რე----------–-ძის 2017 წლის 31 მარტის განცხადება;

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 04.04.2017 წლის N143/ო ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. რე----------–-ძემ 2017 წლის 24 აპრილს ისევ მიმართა N5580 განცხადებით, ბათუმის ცენტრს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ: 1. რის საფუძვეზე განხორციელდა მისი ოჯახის გადამოწმება და რა იყო აღნიშნულის განმაპირობებელი მიზეზი? 2. რატომ გაიზარდა სარეიტინგო ქულა? 3. კონკრეტულად რა გარემოებებმა განაპირობეს სარეიტინგო ქულის გაზრდა? და 4. მინიჭებული სარეიტინგო ქულის გასაჩივრების წესი. ასევე, განცხადებით მან მოითხოვა საქმის მასალების ასლები.

განცხადების პასუხად რე----------–-ძეს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 03.05.2017 წლის N04-15-01/3565 წერილით მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და საქმის მასალები სრულად. ასევე, მას ეცნობა ოჯახის დეკლარაციის შევსებისა და სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რე----------–-ძის 2017 წლის 24 აპრილის N5580 განცხადება;

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 03.05.2017 წლის N04-15-01/3565 წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 29 ივნისს რე----------–-ძის მიერ წარდგენილი იქნა N50796 საჩივრი, რომლითაც მოითხოვა ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის (65720 ერთეული) და იმ სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ა--სთან, რე----------–-ძემ მოითხოვა ოჯახის ობიექტურლი შეფასების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.09.2017 N04/56054 გადაწყვეტილებით რე----------–-ძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მას და--ტებით განემარტა, რომ ქვეყანაში „სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიჭებული სარეგისტრაციო ქულა არის მყარი ერთეული, რომლის შეცვლაც, როგორც წესი შესაძლებელია სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რე----------–-ძის 2017 წლის 29 ივნისის N50796 საჩივრი;

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.09.2017 N04/56054 გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. რე----------–-ძემ 2017 წლის 28 ნოემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასა--რთლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

2017 წლის 18 აპრილს ოჯახისათვის მიენიჭებული 65720 ერთეული სარეიტინგო ქულის გაუქმება;

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 03.05.2017 წლის N04-15-01/3565 წერილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-ლი სექტემბრის N04/56054 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

ახალი აქტის გამოცემა, რე----------–-ძისათვის ახალი სარეიტინგო ქულების მინიჭებისა და სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რე----------–-ძის სარჩელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სა--რთლებრივი შეფასების საფუძველზე სასა--რთლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რე----------–-ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სა--რთლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასა--რთლომ

-საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“;

-საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია“;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სა--რთლებრივი შეფასება

6.1. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას აწესრიგებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

ამ წესის 1-ლი მუხლის თანახმად, წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.

ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის.

მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

6.2. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის ი) პუნქტით განსაზღვრულია მეთოდოლოგიის ცნება, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობას, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად.

ა--ვე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

 

6.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“ განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სა--რთლებრივ საკითხებს.

ამ წესის მიზანს წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაცია (ან დეკლარაცია) არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად:

მე–3 მუხლის თანახმად:

1. ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

2. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

3. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს.

ა--ვე წესის მე–15 მუხლის თანახმად:

1. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

2. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ 1-ლი მუხლის თანახმად:

1.სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი“ ან „შინამეურნეობა“) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.

 

2.ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სა--რთლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

3. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-2 მუხლის თანახმად, შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურა არის შემდეგი სახის:

შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც:

ა) C- არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი;

ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი

რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე.

 

6.4. სასა--რთლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის მიხედვით, სარეიტინგო ქულის დეტალური გამოთვლა ხდება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.

ა--სთან, მოქმედი სა--რთლებრივი რეგულაციების შესაბამისად, სააგენტოს ამ სახის ინფორმაციის წერილობითი ფორმით შექმნის ვალდებულება არ ეკისრება და ამის განხორციელება სააგენტოს მიერ კომპიუტერული პროგრამის გამოყენების გარეშე შეუძლებელიცაა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია, ჩაშლილი სახით იქნას განსაზღვრული, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ნივთების სარეიტინგო ქულების ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, ამირან აბ---–-ძე არ დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულების ოდენობას, რა--ც ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი „ოჯახის დეკლარაციისა“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე დამუშავების შედეგად შეადგინა, 66720 ერთეული.

სასა--რთლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 31 მარტს, რე----------–-ძის მიერ ბათუმის ცენტრში წარდგენილი იქნა განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობასთან (ფორმა N100) ერთად, რის საფუძველზეც მოითხოვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების კორექტირება. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 04.04.2017 წლის N143/ო ბრძანებით განხორციელდა კორექტირება, ოჯახის დეკლარაციის მონაცემებში. კერძოდ, დეკლარაციის B3 პუნქტში ფიზიკური მდგომარეობა პირველი წევრის, რე----------–-ძის მიმართ მონიშნული მე-6 გრაფა შეიცვალა და მოინიშნა მე-5 გრაფა, რომლის მიხედვით იგი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას. ანუ, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემი შეტანილი იქნა ოჯახის დეკლარაციის მონაცემებში, თუმცა ამ მოცემულობის პირობებში რე----------–-ძის ოჯახს 2017 წლის 18 აპრილს მიენიჭა 65720 ერთეული სარეიტინგო ქულა, რომელიც აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას.

ვინაიდან რე----------–-ძის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის ზღვრულ ნორმას, ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარების გაწევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 3 მაისის №04-15-01/3565 წერილით, რე----------–-ძეს სა--რთლებრივი დასაბუთებით განემარტა, რომ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულების ოდენობა ან/და მისი ცვალებადობა დამოკიდებული იყო ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სხვადახვა სოციალურ-ეკონომიკურ ცვლადზე და აღნიშნული ცვლილების სხვადასხვა კომბინაცია განაპირობებს ოჯახის სარეიტინგო ქულის სხვადასხვა ოდენობას. აღნიშნული წერილი არის განმარტებითი ხასიათის, რომელშიც დაფიქსირებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. მასში სრულყოფილად არის მითითებული ის ნორმატიული აქტები, რაც დაკავშირებულია ოჯახის შეფასებასთან და შეფასების შედეგთან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 29 ივნისს რე----------–-ძის მიერ წარდგენილი იქნა N50796 საჩივრი, რომლითაც მოითხოვა ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის (65720 ერთეული) და იმ სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მის ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა. ა--სთან, რე----------–-ძემ მოითხოვა ოჯახის ობიექტურლი შეფასების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.09.2017 N04/56054 გადაწყვეტილებით რე----------–-ძეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მას და--ტებით განემარტა, რომ ქვეყანაში „სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიჭებული სარეგისტრაციო ქულა არის მყარი ერთეული, რომლის შეცვლაც, როგორც წესი შესაძლებელია სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ.

 

6.4. სასა--რთლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულების ოდენობა ან/და ცვალებადობა დამოკიდებულია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებაზე, ოჯახის შემოსავალზე, ხარჯებზე, ქონებაზე, საცხოვრისის მდგომარეობაზე და სხვა. აღნიშნული ცვლილებების სხვადასხვა კომბინაცია განაპირობებს ოჯახის სარეიტინგო ქულის სხვადასხვა ოდენობას და ამდენად, შეუძლებელია დეკლარაციაში დაფიქსირებული, რომელიმე კონკრეტული მაჩვენებლის, მათ შორის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ქულებში გამოსახულებით რაოდენობრივი შეფასება-განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.

ა--სთან, სასა--რთლო განმარტავს, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გათვალისწინებული ვადამდელი გადამოწმების (საგამონაკლისო შემთხვევები) რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში, ოჯახის ხელახლა გადამოწმების მოთხოვნით რე----------–-ძეს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, რის თაობაზე მას განემარტა სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.09.2017 N04/56054 გადაწყვეტილებითაც.

 

6.5. სასა--რთლო მიიჩნევს, რომ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 3 მაისის №04-15-01/3565 წერილი თავისი ფორმალური და მატერიალურ-სა--რთლებრივი ნიშნებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივ აქტს წარმოადგენს და და შესაბამისად, მისი კანონიერება სასა--რთლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასა--რთლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სა--რთლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ა--ვე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

ამ შემთხვევაში სასა--რთლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასა--რთლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტების ბათილობის ფაქტობრივი და სა--რთლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ეს აქტები კანონის შესაბამისობით არის მიღებული, ისინი დაფუძნებულია უფლების დამდგენ სარეგისტრაციო დოკუმენტებზე, მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები და ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სა--რთლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

6.6. სასა--რთლო აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სასა--რთლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ, თუ აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს,მოცემულ შემთხვევაში სასა--რთლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ რე----------–-ძისათვის სოციალური დახმარების შეჩერება კანონშესაბამისია. ა--სთან, მას დასაბუთებ---–-დ ეთქვა უარი ზემოთ ჩამოთვლილი მოცემულობების პირობებში ახალი სარეიტინგო ქულების მინიჭებისა და სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ, ახალი აქტის გამოცემაზე.

თავისთავად, ასეთ შემთხვევაში არც მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებაზე შეიძლება მსჯელობა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რე----------–-ძის სარჩელი დაუსაბუთებელი და სა--რთლებრივ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა--რთლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რე----------–-ძის სარჩელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, ადმინისტრაციულ-სა--რთლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარე სახლმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისა--რთი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასა--რთლოს მეშვეობით /მისა--რთი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსა--რთლე: ჯუმბერ ბეჟანიძე