განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/194-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
26 ივნისი, 2018 წელი ქ. ა---––---
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ----------------- - ს----------–----------–---, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ.თ---–--- დ-------- ქ.N127.
ადვოკატი - ა---------–-----–--–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1--------- დაახლოებით 23:00 საათზე ქ.ა---––---ში ზ--------–-ს ქუჩა N1/1-ში მდებარე მოქალაქე ჯ--–-----–---–----ის საცხოვრებელ სახლში მისულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ-----------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა ჯ--–------–----------ს და დედამისს თ----------–----------ს. ზ-----------------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად დედა-შვილმა ჯ--–--- და თ----------–----------ებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ-----------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
თ----------–----------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 1--------- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მისი შვილის მეგობარმა მამაკაცმა, რომელთანაც ჯ--–--- დაშორებული იყო, ზ-----------------მ თავში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც იგი დაეცა ძირს, ამის შემდეგ ჯ--–--- ლ----------ს დაარტყა მუშტი სახისა და ტანის არეში, მოქაჩა თმებიდან, მათ დახმარებას ცდილობდა მეზობელი ნ----------–-–---–ი, როდესაც ის ცდილობდა ბრალდებულის ჯ--–---საგან მოცილებას, მან კვლავ დაარტყა და წააქცია.
ჯ--–--- ლ----------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 1--------- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მისმა ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ზ-----------------მ თავში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თ------- ლ----------ს, რის შედეგადაც თ------- ლ---------- დაეცა ძირს, ამის შემდეგ თავად მას დაარტყა მუშტი სახისა და ტანის არეში, მოქაჩა თმებიდან, მათ დახმარებას ცდილობდა მეზობელი ნ----------–-–---–ი, როდესაც თ------- ლ---------- ცდილობდა ბრალდებულის ჯ--–---საგან მოცილებას, მან კვლავ დაარტყა და წააქცია ის.
ნ----------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 1--------- მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ----------------- სახლში მიუვარდა ჯ--–--- ლ----------ს, თავში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თ------- ლ----------ს, რის შედეგადაც თ-------ი დაეცა ძირს, ამის შემდეგ დაარტყა მუშტი სახისა და ტანის არეში ჯ--–--- ლ----------ს, ასევე მოქაჩა თმებიდან, როდესაც თ------- ლ---------- ცდილობდა ბრალდებულის ჯ--–---საგან მოცილებას, ბრალდებულმა კვლავ დაარტყა და წააქცია ის.
2018 წლის 2---------- N1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თ------- ლ----------ს მარცხენა იდაყვის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად;
2018 წლის 2---------- N1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ჯ--–--- ლ----------ს სხეულზე არსებული სისხლჩაქცევა და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად;
ზ------ ნ---------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ---- ლ----------ს, ს----------------–---–-ს, დ------–--------------ს გამოკითხვის ოქმებით, ზ------ ნ---------- ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, თ------- ლ----------ს და ჯ--–--- ლ----------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ზ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ ნ---------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ზ------ ნ---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-----------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვლება პირობით გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ------ ნ---------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება:
- ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭიქის ნამსხვრევები, რომელებიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------------- (პ/№ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
ზ------ ნ---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 2------------- 2018 წლის 0--------–-- ჩათვლით.
2.გირაოს შემტანს ნ---------------–---ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999.-ზე 2018 წლის 03 აპრილს შეტანილი თანხა 2000 ლარი.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი