განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002537802 (1/48-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - გი--------------იას,ბრალდებულ - ვა------------–-ას და
ადვოკატ - გვ--–--–--–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა
ბრალდებულ ვა------------–-ას მიმართ
დაბადების თარიღი: 04-------7 წელი,პირადი ნომერი: 51--------3,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–---–-ა,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ვა------------–-ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვა------------–-ამ წა-–------ის რაიონის სოფელ ლი-–ი, თავის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ საკარმიდამო ეზოში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ დათესა და 2018 წლის 08 ივლისამდე უკანონოდ მოყავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 ძირი 853,10 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი - კანაფის მცენარე.
2018 წლის 11 ივლისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას, ბრალდებულ ვა------------–-ასა და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ვა------------–-ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ვა------------–-ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული ვა------------–-ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი გი--------------ია შუამდგომლობს ვა------------–-ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული ვა------------–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.
ვა------------–-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთმევას მართვის უფლება, ხოლო დანარჩენი უფლებები: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთმევას 5 წლის ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული 2 ცალი ძირი კანაფი და ნიადაგის ნიმუში განადგურდეს.
ვა------------–-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ვა------------–-ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
1.მოწმე ვა------------–-ას გამოკითხვის ოქმი;
2.მოწმე ფი-------–-----ს გამოკითხვის ოქმი;
3.მოწმე ლე---------–--ას გამოკითხვის ოქმი;
4.მოწმე ბე----–----ას გამოკითხვის ოქმი;
5.ამოღების ოქმი;
6.ექსპერტიზის დასკვნა და სხვა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვა------------–-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ვა------------–-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ვა------------–-ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------იას, ბრალდებულ ვა------------–-ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;
ბრალდებული ვა------------–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.
ვა------------–-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთმევას მართვის უფლება, ხოლო დანარჩენი უფლებები: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთმევას 5 წლის ვადით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული 2 ცალი ძირი კანაფი და ნიადაგის ნიმუში განადგურდეს;
ვა------------–-ას სასჯელის (ძირითადი სასჯელი) ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2018 წლის 08 ივლისიდან 2018 წლის 11 ივლისის ჩათვლით;
ვა------------–-ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ვა------------–-ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა