განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002447780
№ 1/140-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
11 ივლისი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ----------–-----ი
ბრალდებული: თ---- ხ---------ე
მამის სახელი: თ-----------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-------–---ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-------–---ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირველი ეპიზოდი:
1. 2018 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში თ---- ხ---------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ორსულ მეუღლეს - რ-----------–----------ეს, კისრის არეში ხელი ძლიერად წაავლო, რა დროსაც რ-----------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მეორე ეპიზოდი:
2. 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------–ი, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---- ხ---------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის მამას - გ------–----------ეს, რა დროსაც გ------–----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მესამე ეპიზოდი:
3. 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------–ი, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---- ხ---------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედას - მ--------–----------ეს, რა დროსაც მ--------–----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
4. 2018 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში თ---- ხ---------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ორსულ მეუღლეს - რ-----------–----------ეს, კისრის არეში ხელი ძლიერად წაავლო, რა დროსაც რ-----------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------–ი, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---- ხ---------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედ-მამას - მ--------–----------ესა და გ------–----------ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გ------–----------ის, მ--------–----------ისა და რ-----------–----------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ვ------–----------ის, მ--------------–---–ის, ლ--–---------–-–---–ის, გ---------------ის, ი---------–-–---–ის და ნ-----–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ---- ხ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
8. მან ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ---- ხ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეორე ეპიზოდში, როგორც ზედმეტად წარდგენილში უნდა გამართლდეს, შემდეგი გარემოებების გამო: წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თ---- ხ---------ე 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედ-მამას - მ--------–----------ესა და გ------–----------ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ანუ თვითონ ბრალდების მხარე დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---- ხ---------ის ქმედება მიმდინარეობდა უწყვეტად, ერთიანი განზრახვით, არის ერთი ქმედება, რაც განხორციელდა ორი პირის მიმართ. ერთი ქმედების ორ ეპიზოდად დაკვალიფიცირება გამოიწვევს პირის ორმაგ დასჯას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის ცალკე ეპიზოდი და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს ერთი ქმედებისათვის. ქმედების სიმრავლე არ შეიძლება განისაზღვროს დაზარალებულების რაოდენობით., ეს იგივეა, რომ ბინაში შეღწევით ორი პირის მიმართ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმა დაკვალიფიცირდეს ორ ეპიზოდად.
10. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში თ---- ხ---------ის ქმედება არის ერთი ეპიზოდი და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დანაშაულისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. სასამართლოს ბრალდებულ თ---- ხ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
12. თ---- ხ---------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
13. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
14. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ თ---- ხ---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
15. თ---- ხ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.
16. თ---- ხ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
17. თ---- ხ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეორე ეპიზოდში, როგორც ზედმეტად წარდგენილში, გამართლდეს.
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---- ხ---------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ---- ხ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (4 (ოთხი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათი) და თ---- ხ---------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
20. თ---- ხ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თ---- ხ---------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ თ---- ხ---------ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
21. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური