განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
120100118002451815
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/211-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

29 ივნისი, 20-8 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - მ-------------–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ი---------–---–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა---––---ს რაიონი, სოფელი კ-–---.

ადვოკატი - ნ----------------–---–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

20-8 წლის 0--------–-, საღამოს საათებში, ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელი დ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე ი---------–---–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ა/მანქანა „T--------------“-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით D------, არასრულწლოვანი შვილების ლ----, ლ--- და ა-----------–---–---–---ს თანდასწრებით მეუღლეს შ-----------------–ს ძლიერად მიარტყმევინა თავი ა/მანქანის ფანჯარაზე და წინა სავარძელზე, რის შედეგადაც შ-----------------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ი---------–---–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

დაზარალებულ შ-----------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გახლავთ ი---------–---–---–-ს მეუღლე. 20-8 წლის 0--------–- მას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი---------–---–---–მა გ-------–---–---–-ს ავტომანქანაში მოკიდა თმებში ხელი და თმებით ათრია ძლიერად, თან თავს არტყმევინებდა მინაზე, მან 4-5 ჯერ დაარტყმევინა თავი, როგორც მინაზე, ასევე ავტომანქანის წინა სავარძელზე, აგრეთვე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროს შ-----------------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი. მოწმის განმარტებით აღნიშნული ფაქტის მიზეზი იყო მისი უარი შვილებთან ერთად ჩამჯდარიყო მეუღლის მანქანაში. ყოველივე ზემოთ ხსენებულ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ შ-----------------–ის მცირეწლოვანი შვილები ლ---, ლ--- და ა-----------–---–---–---. მოწმის განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მეუღლეს ადრეც მიუყენებია მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმე ლ---- ბ-–---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მშობლებთან შ-----------------–თან და ი---------–---–---–თან, ასევე დებთან: ა-------- და ლ--- ბ-–---–---–----- ერთად ცხოვრობს ა---––---ს რაიონის სოფელ კ-–---ში. 20-8 წლის 0--------–- მამამიის ი----- ბ-–---–---–- დედამისს შ-----------------–ს სწვდა თმებში, ჯერ მოქაჩა ძლიერად, რაზედაც შ-----------------–მა ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ფანჯრის მინაზე და სკამის თავზე მთელი ძალით არტყმევინა თავი. აღნიშნულს შეესწრნენ ლ-- ბ-–---–---–-, ო---- ბ-–---–---–-, თ-------–----- და მისი მცირეწლოვანი შვილები. მოწმის განმარტებით ი----- ბ-–---–---–- იმ მომენტში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

მოწმე ლ-- ბ-–---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გახლავთ ი----- ბ-–---–---–-ს დედა. მოწმე განმარტავს, რომ იგი 20-8 წლის 0--------–- თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ი----- ბ-–---–---–---- და შ-----------------–თან ერთად, თუმცა მათ შორის არანაირ კონფლიქტს ან რაიმე სახის შეურაცხყოფას, არც სიტყვიერს და არც ფიზიკურს არ შესწრებია. ასევე არ იცის თუ რის გამო არ ჯდებოდა შ-----------------–ი მეუღლის მანქანაში და რაზე იკამათეს მათ.

 

20-8 წლის 1--------–--------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შ-----------------–ს მარჯვენა წინამხრის არეში არსებული ნაჭდევი და სისხლნჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

ი----- ბ-–---–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულ-- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ----------------–-ს, ო---- ბ-–---–---–-ს, თ-------–-----ს, მ---------------ს გამოკითხვის ოქმებით, ი----- ბ-–---–---–-ს და გ-------–---–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, შ-----------------–ის და ლ---- ბ-–---–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ი----- ბ-–---–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ი----- ბ-–---–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ი----- ბ-–---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი---------–---–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი---------–---–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის გულწრფელ აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას. ასევე, დაზარალებულის შ-----------------–ის პოზიციას. მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ მეუღლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადით შეცვლა უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გამორიცხავს მის მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ალბათობას.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

- შ-----------------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შ-----------------–ს.

- ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით D--------, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს გ---- ბ-–---–---–ს.

 

-გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 1----------- ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------, რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 5----------- ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------, რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 7------------ ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------- რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს - სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- გ---- ბ-–---–---–-ს ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული ლუქით F--------- და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ---- ბ-–---–---–ს.

- გ-------–---–---–-ს ავტომანქანის გასაღები, დალუქული საქართველოს პროკურატურის ლუქით №------- და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ---- ბ-–---–---–ს.

 

- შ-----------------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ლ---- ბ-–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ო---- ბ-–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გ-------–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ი----- ბ-–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი---------–---–---–- (პ/№4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

ი---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 20-8 წლის 1--------–----- 20-8 წლის 0--------- ჩათვლით.

 

2. ი---------–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არაა უზრუნველყოფილი, გაუქმდეს.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება -

- შ-----------------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შ-----------------–ს.

- ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით D--------, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს გ---- ბ-–---–---–ს.

 

-გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 1----------- ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------, რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 5----------- ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------, რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- გ-------–---–---–-ს ავტომანქანიდან აღებული ნიმუშები 7------------ ჩათვლით, დალუქული ლუქით F---------- რომლებიც გადაგზავნილია ლ------------–-ს - სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- გ---- ბ-–---–---–-ს ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული ლუქით F--------- და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ---- ბ-–---–---–ს.

- გ-------–---–---–-ს ავტომანქანის გასაღები, დალუქული საქართველოს პროკურატურის ლუქით №------- და ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გ---- ბ-–---–---–ს.

 

- შ-----------------–ის სისხლის ნიმუში, დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ლ---- ბ-–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ო---- ბ-–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- გ-------–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- ი---------–---–---–-ს სისხლის ნიმუში დალუქული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ბეჭდით 0-, რომელიც გაიგზავნა ლ------------–-ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

 

[