განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/221-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ლ-–------------–---–-, დაბადებული 1--- წლის 0- მ---ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ა------, ჭ--------- N---
ადვოკატი - ო--------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–------------–---–- დაბა ა------ში, ჭ--------- ქ.----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს თ-------------ს, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. 2018 წლის 2--------–-- დაახლოებით 19:30 საათზე, დაბა ა------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმავე მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ-------------ს, რა დროსაც მან ორივე ხელი წაუჭირა მეუღლეს ყელის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც გამოიწვია თ------------ის ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა სადავო გახადეს - მოწმეების: თ------------ის, რ------------ის, ბ----------------–---–--, კ---–---------ის, ე-–-------------ს და ლ-–------------–---–-ს ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, თ------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ხელწერილი, დადგენილება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2--------–-------------- დასკვნა დაზარალებულ თ------------ის მიმართ, ბრალდებულის სიმთვრალე სიფხიზლის ოქმი, ხოლო სხვა მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებად. არსებით სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გახადეს უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ-–------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თ------------ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი 8 წელი იმყოფებოდა ქორწინებაში ლ-–------------–---–თან, 2018 წლის 2--------–-- დაახლოებით 19:30 საათზე თავის საცხოვრებელ სახლში დაბა ა------ში ჭ--------- N---ში, მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში, დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, სახლში იმყოფებოდა მისი მშობლები კ---–-- და რ------------ეები, კ---–---------ემ მას უთხრა რომ ნუ ილანძღებოდა და ჭკვიანად ყოფილიყო. ამ დროს მასაც დაუწყო ლანძღვა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მომენტში ორივე ხელი წაუჭირა ყელში ძლიერად და ცდილობდა მის გაგუდვას, მას სუნთქვა შეეკრა, მეუღლის მხრიდან ხელის ყელში წაჭერისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მისმა დედამ რ------------ემ. რომ დაინახა მივიდა დასახმარებლად და ყელიდან ხელი გააშვებინა, დახმარების დროს მეუღლის ხელი მოხვდა დედამისსაც თავის არეში.
რ------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2--------–ს მისი სიძე ლ-–-------------–---–- ეჩხუბებოდა, აგინებდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა თ-------------ს, მისმა მეუღლემ კ---–---------ემ სიძეს, ლ-–------------–---–ს უთხრა ნუ იგინები სახლში ხარო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ლანძღვას და გინებას, შემდეგ მან ორივე ხელი წაუჭირა ყელში და თ-------------ს სუნთქვა შეეკრა, ის დასახმარებლად მივიდა, ცდილობდა ხელები გაეშვებინებინა, იგი წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს თავში მოხვდა მისი ხელი. მას ფიზიკური ტკივილი არ უგვრძნია.
კ---–---------ის ჩვენება,რომლის თანახმად 2018 წლის 2--------–ს მისმა სიძემ ლ-–------------–---–- საღამოს სახლში მოვიდა, იგი ქუჩაში ეჩხუბებოდა თ-------------ს, ორივე ხელი ჩავლებული ქონდა კისერში და ქვემოთ ექაჩებოდა, მისმა მეუღლემ რ------------ემ გააშველა, გააშვებინა თ------------ის კისერში ჩავლებული ხელები. შემდეგ შევიდნენ სახლში, ლ-–------------–---–- ისევ აგრძელებდა ჩხუბს, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ-------------ს. მან უთხრა რომ ნუ იგინებოდა, რადგან სახლში იყო. მას აღარ დაუნახავს შემდეგ რა მოხდა, მაგრამ მისი ჩხუბის ხმა და ყვირილი ესმოდა.
ლ-–------------–---–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 2--------–-- N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თ------------ის ყელის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ლ-–------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ბ-----------------–---–-ს, ე-–-------------ს, ლ-–------------–---–-ს დაკითხვის ოქმებით, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ლ-–------------–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ლ-–------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ლ-–------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ-–------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2. ლ-–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 26-------–----- 2018 წლის 3--------–-- ჩათვლით;
3. ლ-–------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ბ-----------------–---–-ს (პ/ნ 0----------), ე-–-------------ს (პ/ნ 0----------), ლ-–------------–---–-ს (პ/ნ 0----------) და რ---------------–---–-ს (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებიდან ბ-----------------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონების წილს, მდებარე: დ. ა------, საკადასტრო კოდი - 6-.0-.3-.3--. (N---------–--- აპრილის განჩინება).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი