განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/241-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
04 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული – ნ-----–-----–------, დაბ. 1-.1-.1--- წელს, პ/ნ #4----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.ა---––---, ზ--------–-ს ქ.N--;
ადვოკატი - ე--------------–------------------------–---–-;
თარჯიმანი - ლ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–-----–------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
დადგენილების თანახმად, ნ-----–-----–------ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას მის არასრულწლოვან შვილს 2--- წლის 1- დ--------ს დაბადებულ ა-----–------ს, 2018 წლის 1--------–- კი დაახლოებით 23:00 საათზე ქ. ა---––---ში ზ--------–-ს ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ნ-----–-----–------მ, არასრულწლოვან შვილს ა-----–------ს ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რამოდენიმეჯერ მოქაჩა თმებიდან, მარჯვენა ფეხის კოჭთან და პოლიეთილენის ტაშტის ზურგის არეში რამოდენიმეჯერ ძლიერად დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დედის ძალადობრივი ქმედების გამო ა-----–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ნ-----–-----–------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლო სხოდაზე ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, როგორც სადავო მტკიცებულებები, გარდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზე---------–--–---–-ს მიმართ გამოტანილი განაჩენისა, რომელიც დამტკიცდა როგორც უდავო მტკიცებულება. კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N-, დადგენილება ა-----–------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, მოწმეების: ე-–-----------–-–---–-ს, ზ------------------ს, ი-----–------–--–-–---–-ს, ხ----------------ს, ჟ---------–-----ს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის ა-----–------ს ჩვენებები, ნ-----–-----–------ს მოწმის და ბრალდებულის სახით გამოძახების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრირებით, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება ნ-----–-----–------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის დროს 2018 წლის 0-----–---- როგორც უდავო მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ნ-----–-----–------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნ-----–-----–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცველბა პირობით გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება : ერთი ცალი პლასტმასისი გობი ე.წ,,ტაშტი", რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ნ-----–-----–------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-----–------ (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.
2. ნ-----–-----–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ნ-----–----–------ს (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნ------------------–---–-ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონება, მდებარე: ა---––---, ვ--–- „--------“ ს.კ. 6-.1-.5--1-7. (№---------წ.2018 წლის 0--------- განჩინება).
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4.ნივთიერი მტკიცებულება : ერთი ცალი პლასტმასისი გობი ე.წ,,ტაშტი", რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ-----–-----–------ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი