განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002491451
საქმე N1-530/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - შო--------–--ლი
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: მა---------------ვა
მამის სახელი: ვი-----–--ი
დაბადებული: 0--0--1990 წელი
პასპორტის ნომერი: C-------7
მოქალაქეობა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. შირვანი, 20 იანვრის ქ.,სახლი #1 ბინა #30
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქუჩა N176
ადვოკატი - ზაზა პაპიძე
თარჯიმანი - ზინაიდა ანტონიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171280318012
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 29 იანვარს, ქ.ბათუმში, სასტუმრო ,,დივანში’’ არსებულ კარაოკე ბარში, მა---------------ვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შახნოზახონ კადიროვას, რამაც ამ უკანსკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, 2018 წლის 29 იანვარს, ქ.ბათუმში, სასტუმრო ,,დივანში’’ არსებულ კარაოკე ბარში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შახნოზახონ კადიროვას.
2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 20 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №00-------, 01.03.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით შახნოზახონ კადიროვას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოში.(ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათ ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: დი-–-----------------------–------------–--------------------------------------------–---------------------ის, მა---------------ვას გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა---------------ვას ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა---------------ვას - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მა---------------ვას ცემით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს,საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
მა---------------ვა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ის წარსულში ნასამართლევი არ არის;
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მა---------------ვას მიერ ჩადენილი ქმედებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც, ვინაიდან სახეზე არ არის სხვა სახის სასჯელის გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება; არ არის აუცილებლობა გამოყენებული იქნეს პირობითი მსჯავრი და მითუმეტეს თავისუფლების აღკვეთა, რადგან ბრალდებული ინანიებს ჩადენილს; ის ამჟამად დასაქმებულია, ბათუში ცხოვრობს ქირით;
ამდენად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მა---------------ვას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა . სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი, - ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული მა---------------ვა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი ) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მა---------------ვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოები 01 ცალი დისკი, მოთავსებული შსს სპეციალურ პაკეტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის N171290118002 საქმეზე, დაერთო საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე