განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
020100118002436595
დავის ტიპი
276 6
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 020100118002436595(1/232-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუ------ი

 

ზუ------ის რა----ული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორი-კო---------------------

ადვოკატ - ლე------------

ბრალდებული-ვა----------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ვა---------------- მიმართ

მამის სახელი: ეს------

დაბადებული: 21.08.1----–--–-

პირადი ნომერი: 19---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ზუ---------–---------------------------

რეგისტრირებული: ზუ-----------------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ვა---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვა---------------- ბრალდება წარედგინა მასში, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ვა---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების აღწერა:

 

2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 14:15 საათზე, ქ. ზუ------–---------------–-------------, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი „მი–----–--“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით DB-------, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 21.5 და 21.15 მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით მართავდა მთვრალი ვა---------------, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „მე---------ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით BB------- , რომელსაც მართავდა თე------------–--, რის შემდეგ „მი–----–--“ მარკის ავტომობილი დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გადაადგილდა საპირისპირო სამოძრაო ზოლის კიდეზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ცი–---------------, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

2018 წლის 29 მაისს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული, გარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა გარკვეული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ცი---------------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ თრობაზე ვა---------------- სისხლის ნიმუშის გამოკვლევა. საკვლევი ობიექტი იყო შეფუთული და დალუქული, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 0,3 პრომილი ეთილის სპირტი და გაიცა შესაბამისი დასკვნა.

 

მოწმე გუ------------–---–-- განმარტებით დადასტურებულია, რომ არის ექსპერტ- ნარკოლოგი. ვა---------------- სისხლის ნიმუშის გამოკვლევა ჩაატარა ცი---------------- და დაადგინა, რომ მის სისხლში აღმოჩნდა 0,3 პრომილი ეთილის სპირტი, რის შესაბამისად მან განსაზღვრა თრობის ხარისხი და გაიცა დასკვნა, რომ ვა--------------- იყო ფხიზელი. თრობის ხარისხის განსაზღვრისას ცდომილებას ადგილი არ ჰქონია, რადგან 0,3 პრომილი ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას.

 

ბრალდებულ ვა---------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ ვა---------------- აღიარებით.

 

2018 წლის 21 მარტის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით (ს.ფ 10-56, ტ1)

 

ზუ------ის რა----ული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 153-155, ტ1)

 

2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე------------–--ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-თე------------–--ს ტანსაცმლის ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ 74-81, ტ1)

 

ზუ------ის რა----ული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე------------–--ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 191-194, ტ1)

 

2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვა---------------- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ 99-106, ტ1)

 

ზუ------ის რა----ული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვა---------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების-ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 195-197, ტ1)

 

2018 წლის 21 მარტის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი--------------- მიმართ საგამოძიებო მოქმედება- ცი–--------------- ტანსაცმლის ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ 122-124, ტ1)

 

ზუ------ის რა----ული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი--------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 199-201, ტ1)

 

2018 წლის 21 მარტის ოქმით ვა---------------- მიმართ სისხლის ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესახებ (ს.ფ 95-96, ტ1)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №6---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ.135-140, ტ1)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 23 მარტის 22--- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 149-151, ტ1)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აპრილის №00------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ვა---------------- სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,3% ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი) (ს.ფ. 205-209, ტ1)

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის მა---------------- გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმეების თე------------–--------------------------------------–---–--ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ დაინიშნა ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვა---------------- სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტის ის რაოდენობა, რაც ალკოჰოლურ თრობას შეესაბამება და ფაქტიურად ის ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ჩადენის დროს იყო ფხიზელი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდების სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებული) სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევის ჩადენა სიმთვრალეში არის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცერებელი გარემოება, რის გამოც ვა---------------- ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, მაგრამ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული ვა---------------- მხრიდან დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენა სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მისი ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, მის ქმედებას უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

 

ავტოსატრანსპორტო დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხარე გამოიხატება ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევაში და მძიმე შედეგში, რომელიც ამ ქმედებას მოჰყვა, ასევე სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ვა---------------- მხრიდან ავტომობილის მოძრაობის წესების დარღვევას და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ ბრალდებულ ვა---------------- მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული თვითიმედოვნებით, მან დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას და შემდეგ ქვეითად მოსიარულეს. ვა---------------- გაცნობიერებული ჰქონდა ქმედების მართლწინააღმდეგობა და გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აბსტრაქტული შესაძლებლობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, წინდახედულობის ნორმებისადმი ბრალდებულის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ იქნა აცილებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ცი–--------------- სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, თუმცა მას გააჩნდა მისი აცილების რეალური შესაძლებლობა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ვა---------------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ამდენად, ვა---------------- ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვა---------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ხასიათდება დადებითად.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ვა---------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

ვა---------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა---------------- საქართველოს სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული მძიმე შედეგი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვა--------------- ხასიათდება დადებითად, ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც გულწრფელად ინანიებს და მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი, რაც სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;

 

,,მი–----–-- “-ის მარკის სახელმწიფო ნომრით DB------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ზუ------ის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუ------ი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს ვა---------------- ოჯახს.

 

ვა---------------- ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართვე- ლოში, დაუბრუნდეს ვა---------------- ოჯახს.

 

,,მე---------ს“ მარკის სახელმწიფო ნომრით BB------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ზუ------ის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუ------ი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს თე------------–--ს.

 

თე------------–--ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართვე- ლოში, დაუბრუნდეს თე------------–--ს.

 

გარდაცვილი ცი–--------------- ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამო- ნაცვლე მა----------------.

 

შუშისა და პლასტმასის ნატეხები, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სისხლის ბიოლოგიური ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

 

სათვალე, რომელიც ინახება რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართვე- ლოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ვა---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე.

 

2.ცნობილი იქნას დამნაშავედ ვა--------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. ვა---------------- ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით.

 

5.ვა---------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6.ვა---------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 21 მარტის 14:45 საათიდან.

 

7. ნივთიერ მტკიცებულება: ,,მი–----–-- “-ის მარკის სახელმწიფო ნომრით DB------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ზუ------ის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუ------ი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს ვა---------------- ოჯახს.

 

ვა---------------- ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართვე- ლოში, დაუბრუნდეს ვა---------------- ოჯახს.

 

,,მე---------ს“ მარკის სახელმწიფო ნომრით BB------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ზუ------ის შპს სპეც ავტოსადგომში (ქ. ზუ------ი, შ. ხუბულავას ქუჩა N5-ში), დაუბრუნდეს თე------------–--ს.

 

თე------------–--ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართვე- ლოში, დაუბრუნდეს თე------------–--ს.

 

გარდაცვილი ცი–--------------- ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამო- ნაცვლე მა----------------.

 

შუშისა და პლასტმასის ნატეხები, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სისხლის ბიოლოგიური ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

 

სათვალე, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რა----ული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ------ი გრ. ქობალიას ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია