გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310017001796308
(3/1-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.07.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
აბაშის მუნიციპალიტეტში - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა კვახაჯელიძე
მოსარჩელე - ლ-–- აბ–--–--ა
მოპასუხე - სა-------–ო ზ---- სვ------ს შ-- მთ-----ი სა----------–ო (სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ი)
წარმომადგენელი - დი------ი ბა-----ა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სა-------–ო ზ---- სვ------ს შ-- მთ-----ი სა----------–ოსათვის (სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ი), მოსარჩელე ლ-–- აბ–--–--ას სასარგებლოდ, 1998 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების, 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებისა და 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების 935.22 (ცხრაასოცდათხუთმეტი და ოცდაორი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა შ-- აბ-–-ს რ-------ლ გა--------–---–ი სხვადასხვა თანამდებობაზე. მიუღებელი აქვს 1998 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების, 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების ხელფასი - ჯამში 935.22 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რის გამოც მის მიმართ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
3.2.2. სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, ლ-–- აბ–--–--ას 1998, 1999, 2000 და 2003 წლების დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 935.22 ლარს. მათ შორის, ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) 336.49 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) 598.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სამმართველოს წერილობითი ინფორმაცია
-ამონაწერი სახელფასო უწყისებიდან;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მოსარჩელის სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი; „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლები; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-11, მე-14, 37-ე 1341-ე მუხლები; პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი; 1997 წლის 17 მარტის საქართველოს პრეზიდენტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესი”; ’’ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, დაწესებულება, რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თვითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.
აღნიშნული საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსით და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, როგორც სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო - ზ---- სვ------ს სა------ო მთ-----ი სა----------–ოს აბ-–-ს რ-------ლ სა----------–ოსთან შრომით–სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი, წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს ’’პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ’’საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” შესაბამისად.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების 55-ე მუხლით (რომელიც ამაჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №1141 ბრძანებულებით) დადგენილი იყო, რომ სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი. საჭიროების შეთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის მიერ მოთხოვილი კვების კომპენსაციის ანაზღაურების საკითხის თაობაზე სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შეთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ამ მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999,2000 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. ამასთან 1998-2003 წლების თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის და ულუფის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა ’’პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა კომპონენტები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ნორმა ავალდებულებს სახელმწიფოს 2005 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასცეს კუთვნილი თანხა. 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით სახელმწიფომ აღიარა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენოს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადები არ ვრცელდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ის, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ეს საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს, გარდა ამისა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებამ დარღვევა ეწინააღმდეგება, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელეთათვის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, სახელფასო დავალიანების თაობაზე წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ლ-–- აბ–--–--ას 1998, 1999, 2000 და 2003 წლების დარიცხული და გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენს 935.22 ლარს. მათ შორის, ძირითადი ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი განაკვეთი) 336.49 ლარი, კვება (ულუფის ფულადი კომპენსაცია) 598.73.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” და ,,უ’’ პუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ლ-–- აბ–--–--ას (პ/ნ 3----------) სარჩელი;
2. მოპასუხე სა-------–ო ზ---- სვ------ს შ-- მთ-----ი სა----------–ოს (სა---------–--ს ში----- სა-----ა სა-----------ს სა-------–ო-ზ---- სვ------ს პო-–-–--ს დე------------ი) მოსარჩელე ლ-–- აბ–--–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 1998 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების, 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებისა და 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 935.22 ლარის ოდენობით.
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (აბაშა, ს.ცომაიას (ყოფილი ფრანგიშვილის) ქ, №6) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე