გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
020210017002118980
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02-21-017002118980 (2/1774-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2-18 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - შპს ,,ევ--------------ი’’

წარმომადგენელი - თა-----------ძე

 

მოპასუხეები: ბე----------–--------–-ილი, ნი-----–--------–-ილი, ემ----------------ნი

ბე----------–--------–-ილის და ნი-----–--------–-ილი წარმომადგენელი - რე---------ია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ბე----------–--------–-ილის, ნი-----–--------–-ილის და ემ----------------ნისათვის მოსარჩელე შპს ,,ევ--------------ი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 2--------–– დოლარის და პროცენტის - 1--------–– დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

1.2.მოპასუხეებს ბე----------–--------–-ილის, ნი-----–--------–-ილის და ემ----------------ნისათვის მოსარჩელე შპს მისო ,,ევ--------------ი’’-ს სასარგებლოდ 1----–----- სოლიდარულად დაკისრება;

 

1.3.ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული დავალიანების დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ბე----------–--------–-ილის, ნი-----–--------–-ილის და ემ----------------ნის კუთვნილი სხვა ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–------------- შპს ,,ევ--------------სა’’ და მოპასუხე ბე----------–--------–-ილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიხსნა 2-----–– დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა დამგირავებელ - ბე----------–--------–-ილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ,,მე------------–---------------’’, სარეგისტრაციო ნომრით X-----M. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოგირავნის ანუ შპს ,,ევ--------------ი’’-ს ინტერესების დაკმაყოფილება ხდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელი უფლება, მათ შორის, მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე).

 

აგრეთვე, გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–------------- მოსარჩელე შპს ,,ევ--------------სა’’ და მოპასუხე ბე----------–--------–-ილს შორის დაიდო №---------- სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბე----------–--------–-ილს გადაეცა სესხი 2------––------–--------------------------------------------/2----–-–-- ჩათვლით, თვიური საპროცენტო სარგებლის - 4---ს დარიცხვით. ასევე საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის გადაუხდელ თანხაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს 1-------- დღით ვადაგადაცილებისას ჯამში 6---––------–----------–----------------------------------–--–-----–---------–---------------–--------------------------------------–-----------–--–-----–----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება;

-ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.3.ბე----------–--------–-ილთან გაფორმებული საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ასევე ნი-----–--------–-ილთან და ემ----------------ნთან მოსარჩელის მიერ 2----–-–------------- დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, თავდებმა პირება იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება.

 

თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 8-----–– დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-თავდებობის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.4.მსესხებელმა ბე----------–--------–-ილმა სესხი საერთოდ არ გადაიხადა. ამასთან, არც თავდები პირების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები.

 

ბე----------–--------–-ილმა გირავნობის საგანი - სატრანსპორტო საშუალება ,,მე------------–---------------’’, სარეგისტრაციო ნომრით X-----M, პირდაპირ მფლობელობაში გადასცა მოსარჩელეს.

 

მოსარჩელის მიერ მიწვეული სპეციალისტის შეაფასებით აღნიშნული ნივთის ღირებულებამ 2----–-–---------–-----------------------–---------------–– დოლარი, ხოლო ლიკვიდურ ღირებულებად განისაზღვრა 9----––------–-----

 

აღნიშნულის გარდა, მოსარჩელისაგან გაღებულმა შეფასების მომსახურების ხარჯმა შეადგინა 1----–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-1-.0-.2-1- წლის წერილი და უკუგზავნილი;

-შეფასების აქტი;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.5.მოსარჩელემ 2-1- წლის 2-------------- გირავნობის საგანი - სატრანსპორტო საშუალება ,,მე------------–---------------’’, სარეგისტრაციო ნომრით X-----M მიყიდა მესამე პირს 1-----–– დოლარად.

 

მითითებული პერიოდში დავალიანება შეადგენდა 3-------––------–----, საიდანაც ძირი თანხა იყო 2-----––------–----------–--------–--------------––------–-----

 

ავ-----------ს გაყიდვის შედეგად, 3-------––------–---------------–--------------------–----------------––------–----------------------------–--–------------––------–----------------------------------------------––------–-----

 

ასევე, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, 2-.0-.2-1- წლიდან სარჩელის აღძვრამდე 0--1-.2----–-–----------------–----------------–-------------------–-------–------–------------------––------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-ხელშეკრულება;

-ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი;

-თავდებობის ხელშეკრულება;

-ნასყიდობის ხელშეკრულება);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0--0-.2----–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელსა და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელემ ბე----------–--------–-ილს შესთავაზა ავ-----------ს ყიდვა სალომბარდო წესით ანუ იმისათვის, რომ შეეძინა მოპასუხე ბე----------–--------–-ილს მოსარჩელისაგან ავ---------ნა, ამ უკანასკნელის მიერ გაიცა სესხი ბე----------–--------–-ილზე. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით ავ-----------ს ნაკლისათვის პასუხიმგებელი იყო მოსარჩელე. ავ-----------ს შესყიდვიდან ორ დღეში გაირკვა, რომ ავ---------ნა არ იყო გამართულ მდგომარეობაში, რადგან იგი არ მოძრაობდა, სავალი ნაწილები მოუწესრიგებელი იყო, რის გამოც მოპასუხე ბე----------–--------–-ილმა ავ---------ნა პრეტენზიით წარუდგინა სესხის გამცემს - მოსარჩელეს, რადგან პრაქტიკულად მათი მეშვეობით იყიდა მოპასუხემ იგი. მოსარჩელის წარმომადგენლებმა კი დაიბრუნეს ავ---------ნა, თუმცა არ განუმარტავთ მოპასუხისათვის, რომ სესხის დაფარვა მოხდებოდა ავ-----------ს გაყიდვით. აღნიშნულიდან პოზიციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხე მხარე არ ხდის სადავოდ მოსარჩელის მხრიდან მისთვის სესხის გადაცემის ფაქტს, თუმცა გირავნობის საგნის - ავ-----------ს გამყიდველი, რომ არის მოსარჩელე, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელეს ვერ დაუბრუნებდა ავ---------ნას ნაკლის გამო, არამედ იგი საკრედიტო ხაზისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო მის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, როგორც დამგირავებელს, ვალის გასასტუმრებლად გადაეცა ავ---------ნა მოსარჩელისათვის, ისე როგორც მოგირავნისათვის, რაც განახორციელა კიდეც. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მოპასუხის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები ვერ გამოდგება. 6.2.საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ბე----------–--------–-ილის სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, ბე----------–--------–-ილი, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და პროცენტი, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოც. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - P-------------------------––-------–-----------–-------–------ კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დარჩენილი ძირი თანხის - 2--------–– დოლარის გადახდა. 6.4.რაც შეეხება 1--------–– დოლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების მოთხოვნას, იგი დაფუძნებულია საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, 2-.0-.2-1- წლიდან სარჩელის აღძვრამდე 0--1-.2-17 წლამდე დაანგარიშებით მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს მიუღებელი პროცენტი მითითებული ოდენობით - 1--------–– დოლარის სახით, რაც ფაქტიურად წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლისა, რომლითაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 6.5.სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის სახეს. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან. იგი ფაქტობრივად დამდგარი, რეალური ზიანია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, სესხს გადახდევინების მიზნით მოსარჩელეს მოუწია გირავნობის საგნის შეფასება და ხარჯის გაღება 1----–----- ოდენობით, რაც მოსარჩელისათვის წარმოადგენს მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ფაქტობრივად დამდგარ ზიანს. შესაბამისად, მითითებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ბე----------–--------–-ილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება M-----------------, თუმცა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან. დადგენილია, რომ მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის გირავნობა, გირავნობის საგნით - სატრანსპორტო საშუალებით არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელეს აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას 4.5. პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონება. 6.7.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2----–----- ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

1.შპს მისო ,,ევ--------------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხეებს ბე----------–--------–-ილს, ნი-----–--------–-ილს და ემ----------------ნს მოსარჩელე შპს ,,ევ--------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 2--------–– დოლარის და პროცენტის - 1--------–– დოლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხეებს ბე----------–--------–-ილს, ნი-----–--------–-ილს და ემ----------------ნს მოსარჩელე შპს მისო ,,ევ--------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1----–----- გადახდა;

 

1.3.ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული დავალიანების დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ბე----------–--------–-ილის, ნი-----–--------–-ილის და ემ----------------ნის კუთვნილი სხვა ქონება;

 

2.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2----–----- ანაზღაურება;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა