გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.04.2018
საქმის ნომერი
140310117002094595
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002094595

საქმე № 3/246-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: გ-------– ჩ----ე

 

მოპასუხეები: გ------- ს-----ი, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი, რ--------- ს-----ი, ი/მ გ---–-- მ-----–---–ი

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–ი

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გ------- ს-----ის, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის, რ--------- ს-----ის და ი.მ გ---–-- მ-----–---–ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, ი.მ გ---–-- მ-----–---–ს (საიდენტ. კოდი 4----------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; მისი სახელით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მისი მეუღლე გ------- ს-----ი (პ/ნ 5----------) (ადგილობრივ ბაზარზე საკვები პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია, როგორც დისტრიბუციის, აგრეთვე საკუთარი სავაჭრო ობიექტის მეშვეობით (მაღაზია) გორში, ქ------–ის ქ. 1--სა და ქ.გორში, შ------ის გზატკეცილი 1--ში, ი.მ. გ---–-- მ-----–---–ი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 21 მარტიდან, იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ქ------–ის ქ. 1-, ი.მ გ---–-- მ-----–---–მა ბოლო სასაქონლო ზედნადები გამოწერა 2017 წლის 09 იანვარს, ხოლო 2017 წლის მარტის თვეში საკონტროლო სალარო აპარატის ინფორმაციის თანახმად, შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. ი/მ გ---–-- მ-----–---–ის მინდობილმა პირმა გ------- ს-----მა იგივე მისამართზე სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის (ს/ნ 5----------) სახელით, მან აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო 2017 წლის იანვრიდან. ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი არის გ---–-- მ-----–---–ის და გ------- ს-----ის შვილის - ქ------- ს-----ის მეუღლე, ხოლო ქ.გორში, შ------ის გზატკეცილი 1--ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა გ------- ს-----ი, ი.მ გ---–-- მ-----–---–ის სახელით და ამჟამად საქმიანობას აგრძელებს ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის მეშვეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარმოადგენს მისი და ი.მ გ---–-- მ----–---–ის შვილის - რ--------- ს-----ის (პ/ნ5----------) საკუთრებას. ამასთან, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის და ი.მ გ---–-- მ-----–---–ის სამეწარმეო საქმიანობის სახე არის ერთმანეთის იდენტური, ჰყავს ერთი და იგივე მიმწოდებელი და საქონელს აწვდის იმავე ორგანიზაციებს, ამასთან, არიან ერთი და იგივე დასაქმებული პირები, სასაქონლო ზედნადებებით ასევე ირკვევა, რომ ზ------ ლ--–---–-–---–ის სახელით სამეწარმეო საქმიანობის პროცესის დროს საქონლის დისტრიბუცია ხორციელდება ი.მ გ---–-- მ-----–---–ის და გ------- ს-----ის ავტომანქანებით.

 

მაშასადამე, გ------- ს-----ი ი.მ გ---–-- მ-----–---–ის საქმიანობის შეჩერების შემდგომ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის სახელით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო საქმიანობის გადასახადის გადახდევინების ღონისძიებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მათი წარმომადგენლის განმარტებით, უდავოა, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2008 წლის 21 მარტს და მისი იურიდიული მისამართი არის ქ.გორი, ქ------–ის ქ. 1-, სამეწარმეო საქმიანობა შეწტყვიტა 2017 წლის მარტში, სწორედ ამ დროს შეწყდა მისი სალარო აპარატის ფუნქციონირებაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი ინდ მეწარმედ დარეგისტრირდა 2016 წლის 02 ნოემბერს, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმის შესახებ, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ მის საქმიანობას აგრძელებს ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინადან როგორც რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი საქმიანობას ახორციელებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან, მაშინ როდესაც ასევე ფუნქციონირებდა ი.მ გ---–-- მ-----–---–ი, რაც შეეხება სალარო აპარატს, შეუძლებელია ორი ინდ. მეწარმე ერთი და იმავე სალარო აპარატით ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას, არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სალარო აპარატები, რომლითაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებდნენ თავიაანთ საქმიანობას ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი და ი.მ გ---–-- მ-----–---–ი. ასევე მოსარჩელის მიერ არ დასტურდება ის გარემოება, რომ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი და ი.მ გ---–-- მ-----–---–ი ერთსა და იმავე კომპანიებთან თანამშრომლოლბენ და მათი საქმიანობის სფერო არის ერთი და იგივე, ვინაიდან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან არ ირკვევა, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ი ჩაანაცვლა ,,ზ------ ლ--–---–-–---–მა“ და მასთან გრძელდება საქმიანი ურთიერთობა, 2017 წლიდან ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმით დებს ხელშეკრულებებს, რაც შეეხება გ------- ს-----ს და რ--------- ს-----ს, ისინი არიან დამოუკიდებელი ფიზიკური პირები, უდავოა ის ფაქტი, რომ მინდობილობის მეშვეობით ახორციელებდა გ------- ს-----ი ი.მ გ---–-- მ-----–---–ის სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი ამჟამად ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის სახელით აგრძელებს სამეწარმეო საქმიანობას, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ.გორი, მ.გ-----ის ქ. 9----, ხოლო ის ფაქტი, რომ რ--------- ს-----ისგან აქვს ნაქირავები უძრავი ქონება, არ შეიძლებს იყოს მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირაბად აღიარების მიზეზი, ასევე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ი.მ გ---–-- მ-----–---–ის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ არ მომხდარა მისი ქონების რეალიზააციის საკითხის გადაწყვეტა, შესაბამისად, უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმის შესახებ, აღნიშნული ყადაღადადებული ქონება საკმარისი იქნება თუ არა ი.მ გ---–-- მ-----–---–ის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ი.მ გ---–-- მ-----–---–ი (ს/ნ 4----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 21 მარტიდან, მისი იურიდიული მისამართია ქ. გორი, ქ------–ის ქ. №1-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.2. ი.მ გ---–-- მ-----–---–ის (ს/ნ 4----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 725355.19 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.3 ი.მ გ---–-- მ-----–---–ის“ სახელით მინდობილობის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელბდა გ------- ს-----ი (პ/ნ5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მინდობილობა; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი (ს/ნ 5----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 02 ნოემბრიდან; მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, მ.გ-----ის ქ. №9----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2.5. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ინდ. მეწარმე გ---–-- მ-----–---–ის ქონებაზე 2014 წლის 26 დეკემბრის 025-7562 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის - იპოთეკის უფლება, 2016 წლის 10 ოქტომბერს გამოცემულია ყადაღის დადების შესახებ ბრძანება 025-474, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო ი.მ გ---–-- მ-----–---–ის საკუთრებაში არსებულ 352000 ლარის ღირებულების ქონებას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის 025-474 ბრძანება; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.6 ი.მ გ---–-- მ-----–---–ის და ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის კუთვნილებას წარმოადგენს შემოსავლებზე სამსახურის სახელზე რეგისტრირებული სხვადასხვა საკონტროლო-სალარო აპარატები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათები;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - ი.მ გ---–-- მ-----–---–ის დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.

 

მოსარჩელის მითითებით, ი.მ გ---–-- მ-----–---–ის მეუღლეს წარმოადგენს გ------- ს-----ი, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი არის მათი სიძე, ხოლო რ--------- ს-----ი - მათი შვილი, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ი.მ გ---–-- მ-----–---–ის იურიდიკლ მისამართის წარმოადგენს ქ.გორი, ქ------–ის ქ. 1-, ხოლო იმ. ზ------ ლ--–---–-–---–ის - ქ.გორი, მ.გ-----ის ქ. 9----;

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

დადგენილია, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 21 მარტს, ხოლო იმ. ზ------ ლ--–---–-–---–ი 2016 წლის 02 ნოემბრიდან, მათი იურიდიული მისამართები განსხვავდება ერთმანეთისგან, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე საკვები პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია, თუმცა სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ საქმიანობის სფეროს იდენტურობის გამო, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება, უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის სახელით გ------- ს-----ი აგრძელებდა ი.მ გ---–-- მ-----–---–ის სამეწარმეო საქმიანობას, იმ გარემოებებში, როდესაც ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობას იწყებს 2016 წლის 02 ნოემბრიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ი.მ გ---–-- მ-----–---–ი, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ის და ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის კუთვნილებას წარმოდგენს სხვადასხვა საკონტროლო-სალარო აპარატები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას. ასევე აღსანიშნავია ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის მიერ 2017 წლის 5 იანვარს ს.ს ,,ქ--------–ი ლ----ის" კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება დისტრიბუციის შესახებ, სადაც ხელშეკრულების მხარეს წარმოდგენს ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ი, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ი სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს 2017 წლის მარტში. რაც შეეხება რ--------- ს-----ს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქ.გორში, შ------ის გზატკეცილ 1--ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც სამეწარამეო საქმიანობას ეწეოდა გ------- ს-----ი, ი.მ გ---–-- მ-----–---–ის სახელით, წარმოადგენს რ--------- ს-----ის საკუთრებას, არ შეიძლება გახდეს მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ი.მ გ---–-- მ-----–---–ი“ სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში მასთან დასაქმებული ფიზიკური პირები საქმიანობას აგრძელებენ ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–თან, ასევე ის, ფაქტი, რომ იმ. ზ------ ლ--–---–-–---–ის სახელით სამეწარმეო საქმიანობის პროცესის დროს საქონლის დისტრიბუცია ხორციელდებოდა ი.მ გ---–-- მ-----–---–ის და გ------- ს-----ის კუთვნილი ავტომანქანებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება.

 

სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულებ არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.

 

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი გ------- ს-----ის, ი.მ ზ------ ლ--–---–-–---–ის, იმ გ---–-- მ-----–---–ის და რ--------- ს-----ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე ნინო გერგაული