განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002471710
N1/153-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
12 ივლისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გ------------–---–ი
ბრალდებული: ი----- ს-----ე
მამის სახელი: ჟ-----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
მუქარის ეპიზოდი:
1. 2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ა-----აში მდებარე ი----- ს-----ის საცხოვრებელ სახლის მისაღებ ოთახში ი----- ს-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს ლ--–--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, ი----- ს-----ე უყვიროდა და ლანძღავდა ლ--–--------ეს, შემდეგ აიღო მისაღებ ოთახში არსებული სკამი და ესროლა მეუღლეს. სკამი ლ--–--------ეს არ მოხვედრია და დავარდა იარაკზე. ამის შემდეგ მაგიდაზე არსებული დანა მოიმარჯვა ი----- ს-----ემ და გაემართა ლ--–---კენ, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით. ლ--–--------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამიტომ გაიქცა სახლიდან.
ძალადობის ეპიზოდი:
2. 2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ა-----აში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ი----- ს-----ემ ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე ლ--–--------ეზე. კერძოდ, ლ--–--------ეს მხარის არეში ერთხელ დაარტყა ნამცხვრის გამოსაცხობი ყალიბი. ფიზიკური ძალადობის შედეგად ლ--–--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ლ--–--------ეს თავისი მეუღლე ი----- ს-----ე თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 21 აპრილის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ლ--–--------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ლ--–--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ს-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. სასამართლოს ბრალდებულ ი----- ს-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
7. ი----- ს-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
9. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი----- ს-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. ი----- ს-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
11. ი----- ს-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140(ას ორმოცი) საათი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი----- ს-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ი----- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (7 (შვიდი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 35 (ოცდათხუთმეტი) საათი) და ი----- ს-----ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115(ას თხუთმეტი) საათი.
14. ი----- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
15. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, დალუქული ერთ ფუთად და სკამი, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური