განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
080100118002343205
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/190-18 (№041220218005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივნისი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - და------ ვა------------ გი------ ხა----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რო--- ბა-------ს ძე შპ------- - დაბადებული 1--- წლის 3------------, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): წყალტუბო, სოფელი გუ------ მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, მ. მა-------------------

 

ადვოკატები - ელ---- და--------, ავ--------– ჯა---–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 18:50 საათზე, მა----------- N1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რო--- შპ-------მა დედას ნუ–- ამ----–---ს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

მოწმე ბი---- ალ-----ს ჩვენებით, ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, მა----------- ქუჩა N2--ში. რო--- შპ-------ი მისი ახლო მეზობელია. შემთხვევის დღეს საღამოს მიდიოდა სამსახურიდან, რო--- შპ-------მა გააჩერა ჭიშკართან და შეიპატიჟა, რო---ი ნასვამი იყო, დალევა შესთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა. რო---ს უნდოდა გამასპინძლებოდა. დედა-შვილი კამათობდა, ნუ–- ამ----–--- ეუბნებოდა ნუ სვამო. დედა - ნუ–- ამ----–--- მეორე სართულზე იყო და რო--- შპ-------ი ქვემოდან ეკამათებოდა. როდესაც ქალმა ყვირილს მოუმატა რო---მა მოკიდა ხელი, შეაჯანჯღარა და ,,დივანზე’’ დააგდო. მოწმემ ასევე დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც უთითებს, რომ რო--- შპ-------ი ორივე ხელით წვდა დედამისს და დაუწყო ,,ჯანჯღარი’’.

სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ომარ გე-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. ამავე დღის საღამოს საათებში პოლიციის მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ ის და იმ---- ხი------- გამოცხადდნენ მა----------- ქუჩაზე, სადაც დახვდათ შემდეგი ვითარება - რო--- შპ-------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედამისს. რო--- შპ-------ის დედამ ნუ–- ამ----–---მ მათ განუმარტა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: დაარტყა ხელი თავში, ცხვირსა და კისერში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო იყო გამოძახებული, როგორც ახსოვს დაზარალებულს თავი ჰქონდა შეხვეული. რო--- შპ-------ი დააკავეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

მოწმე იმ---- ხი-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში. საღამო ხანს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მა----------- ქუჩა N1--დან, სადაც გავიდა მის თანამშრომელ ომარ გე-----სთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ რო--- შპ-------ი ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც ქალბატონს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ქალბატონი იყო მისი დედა ნუ–- ამ----–---. დაზარალებულმა მათთან აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ისინი მივიდოდნენ, რო--- შპ-------ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, შეეხო ხელით. დაზარალებულს სახის არეში დაზიანება ჰქონდა, იტკიებდა თავს. ამის შემდეგ რო---ი შპ-------ს განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, რომ ის იყო ბრალდებულის სახით დაკავებული. ადგილზე შედგა ოქმი და რო--- შპ-------ი გადაყვანილი იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გი------ გრ-----–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცნო ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის მოადგილე დეტექტივ-გამომძიებელ ივანე ან------ მიმართვის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა კერძოდ, ნუ–- ამ----–---ს სხეულის დაზიანების ფაქტზე. ექსპერტის მიერ ნუ–- ამ----–--- შემოწმებულ იქნა 22.02.2018 წელს 21:22-21:35 საათზე. შემოწმებისას ნუ–- ამ----–---ს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, დაზიანება მიყენებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება გარემოებას, 2018 წლის 22 თებერვალს დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში მა----------- ქუჩა N1--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნუ–- ამ----–---ს მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება შვილთან - რო--- ში---------ნ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა. ნუ–- ამ----–--- უჩიოდა თავის ტკივილს, ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, სხვადასხვა მიდამოებში, კერძოდ, დაუფარავ მიდამოებში - მტევნების, სახის და თავის მიდამოების დათვალიერებისას სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. ნუ–- ამ----–---მ განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანება მისმა შვილმა - რო--- შპ-------მა მიაყენა.

სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ილია კო-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე დღის მეორე ნახევარში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ნუ–- ამ----–---ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, მისმა ვაჟმა რო--- შპ-------მა, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, შესაბამისი ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხევევის ადგილზე, გაერკვნენ იქ არსებულ ვითარებაში, შემდეგ მოხდა რო--- შპ-------ის დაკავება, ნუ–- ამ----–---ს მითითებით, როგორც მოძალადე პირის, რომელმაც მას რამდენიმე წუთის წინ მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ მის მიერ ჩატარადა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოიკითხა დაზარალებული ნუ–- ამ----–--- მოწმის სახით, სადაც მიუთითა აივნის კიბის იმ ნაწილზე რა ადგილზეც მიაყენა მისმა შვილმა რო--- შპ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის შემდგომ, მისივე თანხმობით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ექსპერტებმა, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ომარ გე-----მ. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით დაზარალებულმა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რო--- შპ-------ი, აივანზე, ორივე ხელით სწვდა ყელის არეში, ერთხელ ცხვირში დაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოკითხულ იქნა ბრალდებული რო--- შპ-------ი, გამოიკითხა ასევე მოწმე, ბი---- ალ------ რო--- შპ-------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ზვ---- რო------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტად. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა პოლიციის მესამე განყოფილებაში, სადაც დახვდა გამომძიებელი ილია კო------- და მასთან ერთად იმყოფებოდა ქალბატონი, გამომძიებლის განმარტებით ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ამის შემდეგ კოლეგასთან კა------ ცე--–----სთან ერთად გავიდა ქალბატონის საცხოვრებელ მისამართზე, ქალაქ ქუთაისში ,,გორას’’ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქალბატონმა მიუთითა ის ადგილები თუ სად მოხდა მისი შვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა: კერძოდ, აივნის კუთხე, მეტალის კიბე და ეზოს ტერიტორია. ექსპერტების მიერ იქნა დასურათებული შემთხვევის ადგილი, შედგა შესაბამისი ოქმი, რაზეც დაფიქსირდა მათი ხელმოწერები, რასაც ასევე გაეცნო დაზარალებული.

დაზარალებულმა ნუ–- ამ----–---მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 22 თებერვალს ტელეფონის ნომრიდან 5--------- 18:36:40 საათზე 112-ის საშუალებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე ნუ–- ამ----–---, მცხოვრები ქუთაისი, მუ----- მა----------- ქ. N1--ში, რომელმაც განაცხადა, რომ შვილთან აქვს უთანხმოება, ნასვამია და აგრესიული.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქუთაისში, მა----------- ქ. №1--ში, 2018 წლის 22 თებერვალს 18:50 საათზე რო---ი შპ------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №001373518 დასკვნით დადგენილია, რომ 22.02.2018 წ. 21:22-21:35 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნუ–- ამ----–---ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N000937 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია პატრულ-ინსპექტორ აკ--- მე-–---ს მიერ, 2018 წლის 22 თებერვალს 19:30 საათზე მოძალადე (რო--- შპ-------მა) მსხვერპლს (დედას-ნუ–- ამ----–---ს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გინებით, კისერში წვდა ხელით და ახრჩობდა, დაემუქრა მოკვლით. მოძალადემ უარყოფს ძალადობის ფაქტს. ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის ნუ–- ამ----–---ს, მოძალადის რო--- შპ-------ის და პატრულ-ინსპექტორ აკ--- მე-–---ს მიერ.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 22 თებერვლის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, მ. მა----------- ქ. N1--ში ნუ–- ამ----–---ს საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნუ–- ამ----–---მ მიუთითა კიბის ბოლოში აივნის იმ ადგილას, სადაც მისმა ვაჟმა რამდენიმე საათის უკან მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ფოტომასალის დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული CD-R დისკით დგინდება, რომ დასურათდა შემთხვევის ადგილი, სადაც დაზარალენული ნუ–- ამ----–--- უთითებს, თუ სად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მისმა შვილმა - რო--- შპ-------მა.

ბრალდებულის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N001212418 დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებისას, 2018 წლის 22 თებერვალს 22:32 საათზე რო--- შპ-------ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ რო--- შპ-------ის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს.

სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმე ბი---- ალ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ რო--- შპ-------მა ნუ–- ამ----–---ს მოკიდა ხელი ,,შეაჯანჯღარა’’ და ,,დივანზე’’ დააგდო. მოწმემ ასევე დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც უთითებს, რომ რო--- შპ-------ი ორივე ხელით წვდა დედამისს და დაუწყო ,,ჯანჯღარი’’. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლებს ომარ გე-----ს და იმ---- ხი-------ს დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა (112-ის გამოძახებაზე იმდენად მყისიერად მოხდა მათი მხრიდან რეაგირება და შემთხვევის ადგილზე მისვლა, რომ კონფლიქტი არ იყო დასრულებული, რო--- შპ-------ი კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნუ–- ამ----–---ს, დაზარალებულს ეტყობოდა რამდენიმე წუთის უკან განხორციელებული ძალადობის კვალი, დაზარალებული უჩიოდა თავის ტკივილს), დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება. აღნიშნულს ადასტურებს მათი ჩვენებები, სადაც უთითებენ: ნუ–- ამ-----–--- აღნიშნავდა, რომ რამდენიმე წუთის უკან ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა მისმა შვილმა რო--- შპ-------მა, კერძოდ ხელი მოუჭირა ყელის არეში, ცხვირში დაარტყა მუშტი და თავში ჩაარტყა, დაზარალებულს ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება და თავი ჰქონდა შეხვეული. მოწმეების ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ რო--- შპ-------ი მათი მისვლის შემდეგ, კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნუ–- ამ----–---ს.

მოწმეების ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები ოჯახური კონფლიქტისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან და ნუ–- ამ----–---ს მიერ ექსპერტ გი------ გრ-----–-–---–-სათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, რაც მიუთითებს მათი ჩვენებების სარწმუნოობაზე და პირდაპირ შემხებლობაზე დანაშაულებრივ ფაქტთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისობაშია ნუ–- ამ----–---ს სხეულზე არსებული დაზიანების და დაზიანების გამომწვევი მიზეზის - შვილის რო--- შპ-------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კონტექსტში, კერძოდ, დაზარალებულმა მათ მიუთითა, რომ რო--- შპ-------მა ხელები მოუჭირა ყელში, დაარტყა ცხვირში და თავში ჩაარტა ხელი, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა ცხვირის არეში დაზიანება, რასაც სრული სიცხადით ასახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ნუ–- ამ----–---მ შვილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან ნათლად დაუფიქსირა შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ გამომძიებლებს და აგრეთვე იმავე დღეს ექსპერტს. ამასთან ლოგიკურია, რომ არათუ ასაკოვანი ქალბატონისათვის, არამედ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ხელების ყელზე მოჭერა, ,,ჯანჯღარი’’, ცხვირში მუშტის დარტყმა და თავში ხელის ჩარტყმა (ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნუ–- ამ----–---ს სხეულის დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევების სახით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ რო--- შპ-------ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული რო--- შპ-------ი არის დაზარალებულ ნუ–- ამ----–---ს შვილი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, არსებობს სხვა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების: ომარ გე-----ს, იმ---- ხი-------ს, ილია კო-------ს, ბი---- ალ-----ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ გი------ გრ-----–-–---–-ს ჩვენება) რო--- შპ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დედის ნუ–- ამ----–---ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რო--- შპ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რო--- შპ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო მოვალეობათა დარღვევის ხასიათის კონტექსტში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რო---ი შპ-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე ვერ აღმოჩნდა ეფექტური საშუალება ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რო--- შპ-------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

რო--- შპ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

რო--- შპ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

რო--- შპ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური