გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
020210018002290995
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს--მე # 0202100-8002290995 (2/222-18)

გადაწყვეტილება

ს--ართველოს სახელით

12.06.20-8 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ”ს----------–--------ი”

წარმომადგენელი თ-----------–--ა

მოპასუხე თ------------ია

მოპასუხე ი-----–---------

მოპასუხე სუ-–------------

მოპასუხე ხ--------------

მოპასუხე ვ-–--–--------

მოპასუხე გ-----–-----–--

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თ------------იას, გ-----–-----–--ს და ხ--------------სთვის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 3------8 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც კრედტის ძირითადი თანხაა 27768,14 აშშ დოლარი, პროცენტი 6091,42 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3393,02 აშშ დოლარი.

სესხისძირ თანხაზე 27768,14 აშშ დოლარზე 25.0-.20-8 წ–დან(სარჩელის მომზადების დღიდან) გაგრძელდეს წლიური 16,5 %–ის (თითოეულ დღეზე 12,55 აშშ დოლარის) დარიცხვა და გადახდევინება.

გადახდის ვადაგადაცილებაზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0,5 %–ის (138,84 აშშ დოლარის) გადახდევინება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

დავალიანების ამოღება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ს/კ 4-.2-.42.3-1 (მესაკუთრე თ------------ია, ი-----–---------, სუ-–------------ და ხ--------------, მისამართი ზ-----------------------) და 4-.3-.5-.03-.0-.008 (მესაკუთრე ვ-–--–--------, მისამართი ქ. ზუ------------------------------) რეალიზაციის გზით, ხოლო თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა ქონებიდან.

მოსარჩელე ასევე ითხოვს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ აღიარა საკრედიტო დავალიანების არსებობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 12.12.2--- წ სს ,,პრ------------------“ და სს ,,ს----------–--------ს“ შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლითაც ცედენტმა მოარჩელეს გადასცა თავისი სამართლებრივი და ბენეფიციური უფლებები, საკუთრების უფლება და სარგებელი სესხებზე და უზრუნველყოფებზე სასესხო ხელშეკრულებებიდან, უზრუნველყოფის ხელშეკრულებებიდან, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ცესიის ხელშეკრულება 12.12.2--- წ

 

3.2. 08.02.20-- წ. სს ,,პრ------------------“ და თ------------იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია იპითეკის და თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

იპოთეკის საგნის მესაკუთრეები არიან თ------------ია, ი-----–---------, სუ-–------------, ხ-------------- და ვ-–--–--------, ხოლო თავდები პირები გ-----–-----–-- და ხ--------------.

 

იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთები –ს/კ 4-.2-.42.3-1 (მესაკუთრე თ------------ია, ი-----–---------, სუ-–------------ და ხ--------------, მისამართი ზ-----------------------) და ს/კ 4-.3-.5-.03-.0-.008 (მესაკუთრე ვ-–--–--------, მისამართი ქ. ზუ------------------------------).

 

თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება თავად ეგოთ პასუხი კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #1-.4-- (08.02.20-- წ)

–იპოთეკის ხელშეკრულება # 4--------, 04.02.20-- წ

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.2-.42.3-1

–იპოთეკის ხელშეკრულება #67-------–021, 2-.09.20-5 წ

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.3-.5-.03-.0-.008

–თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.3. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 13.11.20-5 წ ბანკსა და თ------------იას შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 27-96 აშშ დოლარი, 110 თვის ვადით, სარგებლის წლიური პროცენტია 16,5 %.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს გადახდის ვადაგადაცილებაზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვას, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი 10 დღის განმავლობაში 2 %–ის, ხოლო შემდეგ პერიოდზე გადაუხდელი თანხის 0,5 %–ის ოდენობით.

 

მსესხებელს კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა ეწარმოებინა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დაირღვა პირველივე გადახდის თარიღიდან.

 

მსესხებლის და თავდები პირების სოლიდარული დავალიანება შეადგენს 3------8 აშშ დოლარს, საიდანაც კრედტის ძირითადი თანხაა 27768,14 აშშ დოლარი, პროცენტი 6091,42 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3393,02 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–საკრედიტო ხელშეკრულება #7-.6-- (13.11.20-5 წ)

–ამონაწერი სესხის ანგარიშიდან

–სესხის დაფარვები

–ცნობა დავალიანების შესახებ

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-3-7-ე, 286-ე, 30--ე, 361-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს--ართველოს სამოქალქო კოდექსის 3-6-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 3-7-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის, იპოთეკის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთი შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 40--ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.

 

ს--მის მასალებით დადგენილია, რომ მოსაჩელე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვს კრედიტის ძირითად თანხას 27768,14 აშშ დოლარს, სარგებელს (პროცენტი) 6091,42 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო 3393,02 აშშ დოლარს.

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია ს--მის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან ყოველდღიური 0,5 % თვეში შეადგენს 15 %-ს, ხოლო წელიწადში 182,5 %-ს. სასამართლო დასძენს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის გამდიდრებას. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ- 0,05 % მდე და ამდენჯერვე უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო 3393,02 აშშ დოლარი 3,393 აშშ დოლარამდე.

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამ დანაწესის მიხედვით მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს კრედიტის სახით გაცემულ და დაუბრუნებელ ძირ თანხაზე მიუღებელი სარგებელი წლიური 16,5 %–ის ოდენობით.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპასუხეები თ------------ია, გ-----–-----–-- და ხ-------------- სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ს--ართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველი შემთხვევისთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები ითვალისწინებენ დათქმას, რომ თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

ს--ართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 2804,9 ლარის ოდენობით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროოთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2704,9 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ ს--მეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს--ართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თ------------იას, გ-----–-----–--ს და ხ--------------ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ

-კრედტის ძირითადი თანხა 27768,14 აშშ დოლარი

-პროცენტი 6091,42 აშშ დო ლარი

- პირგასამტეხლო 339,3 აშშ დოლარი

კრედიტის ძირ თანხაზე 27768,14 აშშ დოლარზე 25.0-.20-8 წ–დან გაგრძელდეს წლიური 16,5 %–ის დარიცხვა, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 12,55 აშშ დოლარს.

გადახდის ვადაგადაცილებაზე დაერიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლო 0,05 %–ის ოდენობით.

დავალიანების ამოღება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ს/კ 4-.2-.42.3-1 და 4-.3-.5-.03-.0-.008 რეალიზაციის გზით, ხოლო თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა ქონებიდან.

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ საპროცესო ხარჯის ნაწილის ანაზღაურება 2704,9 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 100 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო ს--მეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა