გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/11–2018) 090310018002357053
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მუსუსიძე
მოსარჩელე - შ----------------–---------–----–--------
წარმომადგენელი - ა--------–---–-
მოპასუხე – ს---------–---–---------------------------------
წარმომადგენელი – მ---------–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნას ცნობილი ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ---------------–-------------–----–-------- (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი, მის საფუძველზე გამოცემული ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი და დაევალოს ს----------–---–----------------------------------- ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
1.2.ბათილად იქნას ცნობილი შ----------------–---------–----–--------- (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7----------
1.3. .ბათილად იქნას ცნობილი შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7----------
2.მოსარჩელის არგუმენტაცია:
ს---------–---–---------------------------------- მიერ, 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შ----------------–---------–----–--------- ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. აღნიშნულის შედეგად გამოიცა შემოწმების აქტები, რომლებშიც განისაზღვრა შ-----------------–---------–----–---------- დარიცხული ჯარიმები, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა.
შემოწმების აქტებში მოცემული არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შ--------------------------–----–--------- მიერ არ განხორციელდა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა ამ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც გაცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალიწინა, რომ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრა.
ს--–---–----- მ----------------ააგენტოში, გამართული ადმინისტრაციული პროცესის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შ----------------–---------–----–------- დაგვიანებით, 2018 წლის 9 თებერვალს ეცნობა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შემოწმების აქტებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.
საქმისს ასამართლო განხილვიდს დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყიფილება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელში აქვს მითითებული.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს---------–---–--------------------------------მ” სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელზე წარმოადგინა შესაგაბელი, სადაც სარჩელს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოცემულ აქტში ფიქსირდებიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია ზემოაღნიშნული დაწესებულების მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდა არ უნდა დაკისრებოდათ მათ. თუმცა ფაქტია, რომ შერჩევითი შემოწმების შედეგად, ქ. ონში, 2014 წლის 30 ოქტომბრიდან შევსებული მკაცრი აღრიცხვის 476 თანხმობის ფორმას არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ელექტრონულ მოდულში იკვეთება შემდეგი ხარვეზები: სამ შემთხვევაში, თანხმობის ფორმაში სხვა პიროვნებაა. ხუთ შემთხვევაში არ არის მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა. რვა შემთხვევაში, თანხმობის ფორმაში არსებული მონაცემი აკლია ან არ ემთხვევა ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში არსებულ მონაცემებს, N------- ბრძანების მუხლი 5.4. თანახმად გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსების და ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ.
ქ. ამბროლაურში, 2178 თანხმობის ფორმას არ ერთვის პირადობის მოწმობა. ელექტრონულ მოდულში ხარვეზებია. 12 შემთხვევაში, თანხმობის ფორმაში სხვა პიროვნებაა. 27 შემთხვევაში, თანხმობის ფორმაში არსებული მონაცემი, რეგისტრაციის თარიღი, პირადი ნომერი და სხვა აკლია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება N13/12/14 13.12.2014 წელი ადასტრურებს სამედიცინო დაწესებულების შეძენის ფაქტს. მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის(ამბროლაური–ონი–ცაგერი) ადმინისტრაციას ჰქონდა დრო და საშუალება იმისა, რომ ამ პერიოდში გადაემოწმებია სამედიცინო დაწესებულების მიერ ნაწარმოები დოკუმენტაცია. აღმოეფხვრა ხარვეზები და გაეტარებინა შესაბამისი ზომები, ვინაიდან საქმის წარმოების დროს დარღვეულია არა შიდა ნორმატიული აქტები, არამედ მათი მხრიდან ადგილი აქვს ჯანდაცვის კუთხით, ერთ–ერთი მთავარი საკანონმდებლო აქტის (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება) ნორმების უგულვებელყოფას. მიუხედავად ამისა, სააგენტომ, 2017 წლის 27 დეკემბერს, N-------- გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------------------------ ადმინისტრაციული საჩივრები და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერდა N--------------------------------------- აქტების მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომელიც გამოყენებულია შპს ,,ალაინს იმედი +“ და შ--------------------------------------------- მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.
შ-----------------–---------–----–------ი, დაზუსტებულ სარჩელში, აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შ----------------–---------–----–-------ს მიერ არ განხორციელდა და შესაბამისად, მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებულიყო მათ ორგანიზაციაზე.
განმარტავენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყობს იმ ფაქტს, რომ გამიჯნულია წინამორბედი კომპანიის და ჯანდაცვის ცენტრის დარეგისტრირებული ბენეფიციარები და აისი ჯგუფის მიერ დარეგისტრირებულ და გადმობარებულ ბენეფიციარებზე ედავებიან არა საჯარიმო თანხას, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანხას, რაც გამოწვეულია არასრულყოფილი დოკუმენტაციის გადმობარების გამო, ასევე სარჩელში ფიქსირდება, რომ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ, მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრა, თუმცა დავის ფაქტობრივი გარემოებების პუნქტი 7–ის თანახმად, ,,შემოწმების პროცესში, შემმოწმებელმა ჯგუფმა არ გაითვალისწინა წინა კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია“.
თავად ჯანდაცვის ცენტრის სარჩელში ორი შეუსაბამო გარემოებაა: მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამს, რომ დავის განხილვის ეტაპზე, მოპასუხე მხარის მიერ, გადასინჯვის შემდგომაც არ იქნა გათვალისწინებული მათზე ავტომატურად რეგისტრირებული ბემნეფიციარების შესახებ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები.
განმარტავენ, რომ განმახორციელებლის მხრიდან კონტროლი განხორციელდა შემდეგი ქრონოლოგიით: კონტროლის წარმომადგენლები შევიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, გააკეთეს მოთხოვნა სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებაზე გეგმიური, ამბულატორიული მომსახურების მისაღებად თანხმობის ფორმების შემოწმება–შესაბამისი თარიღის მითითებით.
დაწესებულების მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელიც დაილუქა კონტროლის წარმომადგენელთა მიერ. დოკუმენტაცია შემოწმდა იმ სახით, რა სახითაც დაილუქა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის უფლება სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე თავად აფიქსირებს სარჩელში, რომ მათ მიერ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება მტკიცდება იმ ფაქტრითაც, რომ აღნიშნული პერიოდის შემდეგ დარეგისტრირებული ბენეფიციარების უმრავლესობის თანხმობის ფორმა, სრულად არის შევსებული თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მაშინ როცა ჯანდაცვის ცენტრმა იცოდა და კარგად იყო ინფორმირებული 2014 წლის 30 ოქტომბრის N01–77 ნ ბრძანების შესახებ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესაბამისი წესის შევსების“ და პირადობის მოწმობის მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე თანდართვის შესახებ. კონტროლის წარმომადგენელთა მხრიდან გამოვლინდა არაერთი შემთხვევა თავად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ დარეგისტრირებული ბენეფიციარების მიერ, რომელსაც თან არ ერთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან იკვეთება რიგ შემთხვევაში არამართლზომიერი ქმედება, ვინაიდან თთოეულ დარეგისტრირებული ბენეფიციარზე დაწესებულება იღებდა გარკვეულ სარგებელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ს---------–---–---------------------------------- მიერ, 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შ----------------–---------–----–--------- ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ–1, ს.ფ. 101–108);
3.შ----------------–---------–----–--------–ს(ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს-------–---–--------------------- სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის 04/47504 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 72/2017–09(ტ–1,ს.ფ.55–60);
4. შ----------------–---------–----–--------–ს(ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს--- ს--–---–----- მ----------------ააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის 0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7--------9(ტ–1,ს.ფ.44–49);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. შ----------------–---------–----–-------ს საკუთრებაშია ამბროლაურში და ონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები, 2014 წლის 18 დეკემბრიდან. 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, ჯამში მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა გამოსყიდვასთგან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულებები და მის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც შეთანმხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის სამინისტროსთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე (ტ–1, ს.ფ. 101–108);
3.შ----------------–---------–----–----რ“–ს“, შპს ,,ალიანს მედი +“–სა და შპს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფ“–ს შორის, 201წლის 13 დეკემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N13/12/14(ტ–1, ს.ფ.19–22);
4.უძრავ–მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2015 წლის 20 აპრილის ხელშეკრულება(ტ–1, ს.ფ.23–27)
5.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ნოემბრის N2093 განკარგულება(ტ–1, ს.ფ.28–30);
6. .საქართველოს მთავრობის 2015 წლის19 თებერვლის N302 განკარგულება(ტ–1, ს.ფ.31–33);
7.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის მოადგილის 2014 წლის 13 დეკემბრის წერილი N01/99711(ტ–1, ს.ფ.37);
8. .საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 მარტის წერილი N01/95/ო ბრძანება(ტ–1, ს.ფ.34–36);
9.ამონაწერები საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.ტ–1, ს.ფ.32–43);
10.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
11.მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, ჯამში მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის ონსა და ამბროლაურში.
სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია გადმოცემულ ობიერქტებში იყო არასრულყოფილი, მოახდინეს მისი სისტემაში მოყვანა, მაგრამ სრულად ვერ აღმოფხვრეს ნაკლი, მხოლოდ პირადობის მოწმობის არ ქონაზე, ან ახალი პირადობის მოწმობის საქმეებში არსებობაზეა საუბარი, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული აქტების გამოცემას.
4.2.2. შ----------------–---------–----–--------–ს მიერ გასაჩივრებული იქნა ს---------–---–---------------------------------–ს გამოცემული შემოწმების აქტები: N7----------- N71/2017–09 N----------- რაზეც ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ,.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე (ტ–1, ს.ფ. 101–108; ს.ფ.248–257);
3. ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–--------–ს (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის 1--------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ტ–1, ს.ფ. 61–66);
4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
5. მოპასუხე მ,ხარის წარმომადგენელთ განმარტება(სხდომის ოქმი);
სარჩელით და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე, მათზე წარმოდგენილი შესაგებლებით, ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილებით, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებით დადგენილია, რომ შ----------------–---------–----–------- 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვდა შ----------------–---------–----–--------–ს (ამბროლაური, ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს-------–---–--------------------- სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის 0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების N7--------9, N---------- აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეჩერდა N4--------, N---------- და N7--------9 აქტების მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ალიანს მედი +“–ს და შპს სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფი“–ს მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.
4.2.3. მოსარჩელე მხარეს, 2018 წლის 9 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------–-------------–----–---------ს ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2. ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი (ტ–1, ს.ფ. 66);
3.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
სარჩელით და დაზუსტებული სარჩელით ადმინისტრაციულ საქმეზე, ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს, 2018 წლის 9 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------–-------------–----–---------ს ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა და შ----------------–---------–----–-------ს (ამბროლაური) მიმართ (აქტი N----------, 30.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 101153.46 ლარი. მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება 36305.08 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა 64848.38 ლარი. შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიმართ (აქტი N7--------9, 27.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 29 484.10 ლარი. მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება 10750.52 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა 18 733.58 ლარი.
4.2.4. ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში, ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ: შემმოწმებელმა ჯგუფმა ასევე არ გაითვალისწინა კლინიკების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (ახალი პირადობის მოწმობების ასლები)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე(ტ–1, ს.ფ. 101–108; ს.ფ.248–257);
3. შ----------------–---------–----–-------ს მიერ ამ დავაზე ადმინისტრაციულ საჩივარზე წარდგენილი პირადობის მოწმობების ასლები(ტ–2, ს.ფ.79–270; ტ–3, ს.ფ.2–429);
4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი);
4.2.5.შ----------------–---------–----–--------–ს მიერ შემოწმების აქტებში მითითებულ ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების ხარჯები(857 879,54 ლარი), მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოსა მიერ ანაზღაურებულ თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
4.2.6. ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ---------------–-------------–----–-------- (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით შეჩერდა N--------------------------------------- აქტების მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ალინს მედი +“–ს და შპს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“–ს მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის დირექტორს მისი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ამავდროულად გამოიცა ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.3-16; 229–241);
2. ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი(ტ–1, ს.ფ. 66);
3. ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექამნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–--------–ს(ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის 1--------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ(ტ–1, ს.ფ. 61–66);
4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები, მიიჩნევს, რომ შ----------------–---------–----–--------–ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათილად უნდა იქნას ცნობილი:.ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–-------ს (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; შ----------------–---------–----–-------ს (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7---------- შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7--------9 და დავალდებულდეს მოპასუხე მხარე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
–საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
–საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
–საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
– ”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაცვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის № 36 დადგენილება;
– საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და ს--–---–----- კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.
დადასტურებულია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარისაგან, ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში, ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა მოპასუხე მხარისაგან საქმის განხილვის ეტაპზე და რაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია.
სადავო არ არის და დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისაგან პირადობის მოწმობების წარდგენით აღმოიფხვრა მათი ბრალის გარეშე დოკუმენტაციის წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზი, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხე მხარისაგან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, რაც არ გამომდინარეობს კანონიდან და ხელყოფს მოსარჩელე მხარის ინტერესს.
დადასტურებულია და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ ხელმისაწვდომობა სამოქალაქო რეესტრთან, ახდენენ პიროვნების იდენტიფიცირებას და ასეთ ვითარებაში, მაღალმღთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ იმ წუთიერად ვერ წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ეწინააღმდეგება მათ კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, ს--–---–----- და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის ს--–---–----- ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (ს--–---–----- და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,ს--–---–----- და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით ს--–---–----- დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან ს--–---–----- უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.
ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი, სიცოცხლესთან გათანაბრებული უფლების შეზღუდვა მის მიერ პირადობის მოწმობის წარუდგენლობით, ყოვლად შეუძლებელი და გამორიცხულია და ამ საფუძვლით საჯარიმო სანქციების გამოყენება შ----------------–---------–----–------–-- შემავალი უწყებების მიმართ, მით უფრო რომ ეს ხარვეზი არ არსებობდა იმ მოცულობით, რაც შემოწმების აქტებშია დაფიქსირებული და რაც არსებობდა შემოწმების პროცესის დროს გამოსწორებული იქნა, არ არის საფუძვლიანი, რაც სამართლიანად იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე მხარისაგან.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული -ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–-------ს (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; შ----------------–---------–----–-------ს (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7---------- შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7--------9, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.4..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კომისიის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და ფაქტობრივი ვითარების სწორად შეფასების შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.5. ”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის № 36 დადგენილების № 1 დანართის, მე-19 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად” სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღიერებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.
საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების № 1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად ”საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.
დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ს-------–---–--------------------- სააგენტოს მიერ განხორციელდა შ----------------–---------–----–--------–ს ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების პროცესში და ადმინსიტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს და არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციას აღნიშნულ საკითხთან, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და ან/და შემოშმების პროცესში წარედგინა პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია, მიიჩნევს რომ მოპასუხე მხარისაგან არ მოხდა საკითხის ფუნდამენტური გამოკვლევა და შ----------------–---------–----–-------ს (ონი, ამბროლაური) მიმართ განხორციელდა ზემოქმედების ღონისძიებანი საკითხის ზედაპირულად გამოკვლევის ფონზე.
7.6.მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისა და მოწმეთა განმარტებებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოციერთ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლისწ 21 თებერვლის 36–ედადგენილების, 23–ე მუხლის , 35–ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მომსახურების გაწევის განხორციელება. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 9 სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ჯარიმის დარიცხვის დროს მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა დოკუმენტაცია სრულად არის შევსებული, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
პროგრამის მე–19 მუხლის მესამე პუნქტის ,, გ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლად შემთხვევას, როცა პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე. მოსარჩელე უწყებაში რეგისტრირებული ბენეფიციარები წარმოადგენენ ამ პროგრამის მოსარგებლეებს, არ არიან რეგისტრირებული სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მიერ მათზე ორმაგი ხარჯი არ გაწეულა რის გამოც არ უნდა მოხდეს ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება და დამატებითი ჯარიმის დაკისრება, რაც უნდა გაეთვალიწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს..
7.7,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლით განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები: მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსების და მისი ავტონომიის აღიარება; ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება; მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ; პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ დარღვეულა მოსარჩელე მხარის მიერ და ხდებოდა აღნიშნული ბენეფიციარებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა.
7.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შ-----------------–---------–----–------ი“–ს სარჩელი ემყარება დასაბუთებულ პოზიციას და წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–-------ს (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი; შ----------------–---------–----–-------ს (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7---------- შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე, სასამართლოს მიერ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
7.9.ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტების ბათილად ცნობის შემდეგ ს-------–---–--------------------- სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მის მიერ შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისასგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შ----------------–---------–----–--------–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი:
1.1.ს-------–---–--------------------- სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N---------- საოქმო გადაწყვეტილება, შ----------------–---------–----–--------- (ს------------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------------------ ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული ს-------–---–--------------------- სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი.
1.2.შ----------------–---------–----–-------ს (ამბროლაური) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7----------
1.3. შ----------------–---------–----–-------ს (ონი) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, ს---------–---–--------------------------------ს 2017 წლის 19 ივლისის N-------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 7----------
2.დაევალოს ს----------–---–----------------------------------- ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი