გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
110210017002183099
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210017002183099

N2/855-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.07.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" (ვ-–----------------------–--) ,წარმომადგენელი შ--–------------ე,მოპასუხე ი.მ ი-----–----------–-,წარმომადგენელი მ-----------------,დავის საგანი: სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებები ხელყოფის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- (პ.ნ 1----------) აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების - S--------" და ,,ქ--–--------------------–---" - გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნების, ასევე კომბინირებული სასაქონლო ნიშნების S--------" + ,,ქ--–--------------------–---" და კომპანიის ლოგოს ,,ქ--–--------------------–---" ან/და მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მის კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე (ინტერნეტ საიტებზე, მათ შორის ასეთი სასაქონლო ნიშნებით მომსახურების გაწევა) იმ საქონლისა და მომსახურებების მიმართ, რომლისთვისაც მოსარჩელეს საქპატენტში დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- (პ.ნ 1----------) მოახდინოს დემონტაჟი და გაანადგუროს ყველა ის აბრა, წარწერა, სარეკლამო ბანერი, საგზაო მანიშნებელი და სხვა ნივთი, რომლებზეც მოპასუხის მიერ დატანილია მოსარჩელის რეგისტრირებული ნიშნების იდენტური ან/და მსგავსი აღნიშვნა;

 

მოსარჩელის პოზიცია: მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" არის ყავის წარმოების მსოფილო ლიდერი. სასაქონლო ნიშნები S--------" და S--------" + ,,ქ--–--------------------–---სთან" ერთად დაცულია საქართველოში და მთელს მსოფლიოში მრავალრიცხოვანი რეგისტრაციებით. საქართველოში პირველად რეგისტრირებულია 1998 წლის 20 აგვისტოს. 2017 წლის ივლისში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ი.მ ი-----–----------–- ამუშავებს სავაჭრო ობიექტს სახელწოდებით S--------/L--------- S--------" ქ.ზესტაფონში, თ------------ ქ.N39-ში და იყენებს წარწერას S--------" და გამოსახულებით ნიშანს S--------" + ,,ქ--–--------------------–---" მოსარჩელის ნებართვის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი.მ ი-----–----------–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას შეგნებულად არ გამოუყენებია მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი. მის მიერ შეცვლილია ქალთევზას გამოსახულების დეტალები და საპატენტო ნიშნების აღრევას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" არის ყავის წარმოების მსოფილო ლიდერი და წარმოადგენს S--------" და S--------" + ,,ქალთევზას გამოსახულების" ლიცენზიანტს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

 

- ,,საქპატენტის" სასაქონლო ნიშნების ბაზის ამონაწერი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" საქართველოში რეგისტრირებულია 1998 წლის 20 აგვისტოს;

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

 

- ,,საქპატენტის" სასაქონლო ნიშნების ბაზის ამონაწერი;

 

3.3. მოპასუხე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ამუშავებს სავაჭრო ობიექტს სახელწოდებით S--------/L--------- S--------" ქ.ზესტაფონში, თ------------ ქ.N39-ში და იყენებს წარწერას S--------" და გამოსახულებით ნიშანს S--------" + ,,ქ--–--------------------–---".

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს

ფოტოსურათების ასლები;

მხარეთა ახსნა-განმარტება ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20-ე მუხლი.

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-3-ე, მე-6-ე, მე-7-ე, 24-ე, 26-ე, 45-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

სასაქონლო ნიშნის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით: სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 6.1 მუხლით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 6.2 მუხლით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც იდენტურია და საქონელიც იდენტურია, იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

ამავე კანონის 6.3. მუხლით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იკრძალება სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე. ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით. სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა. სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 6.4 მუხლით სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ. ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

 

ამავე კანონის 7.2 მუხლით სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე.

 

სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 24.1 მუხლით სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

 

სასაქონლო ნიშნის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ. განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით, რაც განხორციელდა კიდეც მოსარჩელის მიერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" არის ყავის წარმოების მსოფილო ლიდერი და წარმოადგენს S--------" და S--------" + ,,ქალთევზას გამოსახულების" ლიცენზიანტს და საქართველოში რეგისტრირებულია 1998 წლის 20 აგვისტოს. მოპასუხე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ამუშავებს სავაჭრო ობიექტს სახელწოდებით S--------/L--------- S--------" ქ.ზესტაფონში, თ------------ ქ.N39-ში და იყენებს წარწერას S--------" და გამოსახულებით ნიშანს S--------" + ,,ქ--–--------------------–---". მართალია, მოპასუხე განმარტავს, რომ მან შეგნებულად არ გამოუყენებია მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი. მის მიერ შეცვლილია ქალთევზას გამოსახულების დეტალები და საპატენტო ნიშნების აღრევას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს, მაგრამ მოპასუხის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით.

 

სასაქონლო ნიშნის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლთ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილია, რომ მოპასუხე სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე ამუშავებს სავაჭრო ობიექტს სახელწოდებით S--------/L--------- S--------" ქ.ზესტაფონში, თ------------ ქ.N39-ში და იყენებს წარწერას S--------" და გამოსახულებით ნიშანს S--------" + ,,ქ--–--------------------–---", რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------ს" (ვ-–----------------------–--) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------" (ვ-–----------------------–--) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- (პ.ნ 1----------) აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების - S--------" და ,,ქ--–--------------------–---" - გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნების, ასევე კომბინირებული სასაქონლო ნიშნების S--------" + ,,ქ--–--------------------–---" და კომპანიის ლოგოს ,,ქ--–--------------------–---" ან/და მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის მის კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე (ინტერნეტ საიტებზე, მათ შორის ასეთი სასაქონლო ნიშნებით მომსახურების გაწევა) იმ საქონლისა და მომსახურებების მიმართ, რომლისთვისაც მოსარჩელეს საქპატენტში დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- (პ.ნ 1----------) მოახდინოს დემონტაჟი და გაანადგუროს ყველა ის აბრა, წარწერა, სარეკლამო ბანერი, საგზაო მანიშნებელი და სხვა ნივთი, რომლებზეც მოპასუხის მიერ დატანილია მოსარჩელის რეგისტრირებული ნიშნების იდენტური ან/და მსგავსი აღნიშვნა;

 

2. მოპასუხე ი.მ ი-----–----------–- (პ.ნ 1----------) მოსარჩელე ,,ს----------------------–-, მ------------------–---------------------------ს" (ვ-–----------------------–--) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი