განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
010100118002464422
დავის ტიპი
276 5
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002464422

1-466/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--- სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - გ--–--------ე

 

ბრალდებული - რ----– ტ------–---

ადვოკატი -ჯ--–--- ა-------–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N075190917001

 

ბრალდებული: რ----– ტ------–---

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 13.11.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–--- მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ხ--–---------, სოფელი ჩ--–---

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის:

276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 19 სექტემბერს დაახლოებით 04:10 საათზე ქ.ბათუმში, ბაქოს ქN46/48 წინ მოძრავი “ჰონდას” მარკის ავტომანქანა, სახN ZU 008 RO, რომელსაც მართავდა რ----– ტ------–---, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ს----------–--- კანონის მუხლი 21 პუნქტი 5 მოთხოვნები, რის გამოც დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა------- ჯ---------, რომელიც 2017 წლის 20 სექტემბერს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:

 

2017 წლის 19 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ბაქოს ქN46/48 წინ რ----– ტ------–--- მართავდა “ჰონდას” მარკის ავტომანქანა, სახN ZU 008 RO ავტომანქანას.

 

რ----– ტ------–---მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ა------- ჯ---------, რომელიც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

 

2017 წლის 07 ნოემბრის N263/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ რ----– ტარიელაძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” ს----------–--- კანონის მუხლი 21 პუნქტი 5 მოთხოვბენს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.

 

შეჯახების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა:

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №006471917 დასკვნის თანახმად, ა------- ჯიჯავაძის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი გარსის ქვეშ, ტვინის რბილ ქსოვილებე ზეწოლით,თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია გამოწვეული ქალატვინის ბლაგვი დახურული ტრავმით, ქალა-ფუძის ძვლების მოტეხილობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ა------- ჯიჯავაძის ა------- ჯიჯავაძის სიკვდილი კონსტატირებულია 2017 წლის 20 სექტემბერს 15:40 საათზე.

ა------- ჯ--------- გამოკვლევისას აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: პოლიტრავმა, ქალა ტვინის ღია ტრავმა მძიმე ქალა ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა მძიმე ხარისხი, პნევმოცეფალია, ტრავმული სუბდურული ჰემატომამარჯვნივ შუბლ-საფეთქლის არეში, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის გაგლეჯვა, რეტროპერიტონეალური ჰემატომა, ჰემოპერიტონეუმი, ტრავმული შოკი, გულის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, ტრავმული ცერებრული შეშუპება, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღებნთები სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით ერთად აღებულნი ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან სიკვდილთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ხარისხს.

 

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-239 დასკვნის თანახმად წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც. ხოლო ავტომობილზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.

 

რ----– ტარიელაძის განმარტების თანახმად, იგი აღიარებს დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებას, რომლის მიხედვით 2017 წლის 19 სექტემბერს დაახლოებით 04:10 საათზე ბათუმში ბაქოს ქუჩაზე მოძრაობდა „ჰონდას“-ს მარკის ავტომანქანით. მოძრაობისას იგი შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----– ტ------–---მ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----– ტ------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----– ტ------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

რ----– ტარიელაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----– ტ------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ----– ტარიელაძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

მასვე, სამი წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რ----– ტ------–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც ს----------–--- სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, ს----------–--- სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

რ----– ტარიელაძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს

 

პირობით მსჯავრდებულ რ----– ტარიელაზის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ ს----------–--- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ჰონდას’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№ZU 008 RO, დაუბრუნდეს მფლობელს., SD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი