გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.04.2018
საქმის ნომერი
140310017001929020
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017001929020

საქმე № 3/137-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ---- ს----–---–ი

 

მოპასუხეები: ლ-- ქ----------–ი, ხ------ა ქ----------–ი, შ-- ,,ი-------–-“ ი/მ თ------- ნ-----–-–---–ი

წარმომადგენელი: დავით საგოიანი

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ლ-- ქ----------–ის, ხ------ა ქ----------–ის, შ-- ,,ი-------–-“-ს და ი/მ თ------- ნ-----–-–---–ის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს (საიდენტ. კოდი 5----------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; იგი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 05 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, ნ--------–-–---–-- ქ. №--, ხოლო ფაქტობრივი მისამართი - ქ.გორი, ქ------–-- ქ. №-, მისი საქმიანობის სახე იყო საბითუმო ვაჭრობა სასურსათო მაღაზიაში. ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის 10 ოქტომბრის №42852 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომელიც დაიწყო 2014 წლის 13 ოქტომბერს და დამთავრდა 2015 წლის 16 იანვარს. 2014 წლის 10 ოქტომბრის №42852 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ, 2014 წლის 14 ნოემბერს ი.მ თ------- ნ-----–-–---–მა (ს/ნ 5----------) და მისმა ძმისშვილმა ხ------ა ქ----------–მა (პ/ნ 5----------) სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირეს შ-- ,,ი-------–-“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ხ------ა ქ----------–ი, საიდანაც ხელფასს იღებს დირექტორის და - ლ-- ქ----------–ი (პ/ნ 5----------), რომელიც აქტიურად არის ჩართული შ---ს საქმიანობაში. ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ, მის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2014 წლის 1 და 22 დეკემბერს რეგისტრაციიდან მოხსნეს და იგივე მისამართზე დაარეგისტრირეს შ-- ,,ი-------–-ს“ სახელზე, იმავე პერიოდში 2014 წლის 2 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით 13598,41 ლარის საქონელი, ხოლო 2014 წლის 3 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით 12834,15 საქონელი გაასხვისა შ-- ,,ი----–“-ზე და იმ თ------- ნ-----–-–---–ის სახელით შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, ამასთან, ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიერ სამეწარმეო საქმიანობისას საწარმოში დასაქმებული ფიზიკური პირები - ქ------- ნ-----–-–---–ი და ლ-- ქ----------–ი საქმიანობას აგრძელებენ შ-- ,,---------–“-ში და საქმიანობისთვის იღებენ ხელფასს, ასევე ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის 2014 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანების თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ლ-- ქ----------–ი და ხ------ა ქ----------–ი. მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების დამთავარების შემდგომ, ლ-- ქ----------–მა შეიძინა ავტომანქანა და უძრავი ქონება, მაშინ როდესაც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის თანახმად, მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ შეადგენდა 250 ლარს;

 

მაშასადამე, ი.მ თ------- ნ-----–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შემდგომ შ-- ,,ი-------–-“-ს სახელით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო საქმიანობის გადასახადის გადახდევინების ღონისძიებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე ხ------ა ქ----------–ის მითითებით, მისთვის ცნობილია, რომ ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, თუმცა თარიღი და ოდენობა მისთვის უცნობია, იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის საგადასახადო შემოწმება ნამდვილად ჩატარდა, ასევე ადასტურებს, რომ ი.მ თ------- ნ-----–-–---–ი 2009 წლის 5 ოქტომბრიდან არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში და მისი მისამართი არის ქ.გორი, ნ--------–-–---–-- ქ. №--, ხოლო ფაქტობრივი - ქ.გორი, ქ------–-- ქ. №-, საქმიანობის სფერო კი საბითუმო ვაჭრობა სასურსათო მაღაზიაში. მისი განმარტებით, შ-- ,,ი------–-“ დააფუძნა დამოუკიდებლად 2014 წლის ნოემბერში, რაც შეეხება ლ-- ქ----------–ს, ვინაიდან ჰქონდა გამყიდვლად მუშაობის გამოცდილება, დაიტოვა იმავე პოზიციაზე, თუმცა ლ-- ქ----------–ს სხვა როლი არ ჰქონია აღნიშნულ შ---ში. რაც შეეხება სალარო აპარატებს, ხ------ა ქ----------–ის პოზიციის თანახმად, ნამდვილად მოხდა ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიერ შ-- ,,ი-------–--“ სახელზე მათი რეგისტრაცია, ვინაიდან ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს აღარ ესაჭიროებოდა იგი, ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ------- ნ-----–-–---–სგან სასაქონლო ზედნადებებით შეიძინა გარკვეული ოდენობის საქონელი, რადგან ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს დასრულებული ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მას შეძენის მომენტისთვის 1 თვის დაწყებული ჰქონდა საქმიანობა, ხ------ა ქ----------–ის პოზიციით, იგივე სამეწარმეო საქმიანობის წარმართვა იყო ეკონომიკურად გამართლებული, ვინაიდან მოსახლეობისთვის უკვე ცნობილი იყო აღნიშნული საბითუმო-სასურსათო მაღაზიის ადგილი, ხოლო საინვენტარიზაციო კომისიაში ყოფნა კი მისი განმარტებით, არ ნიშნავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ამასთან, განმარტავს, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა 2005 წლის 8 აპრილს, ხოლო ი.მ თ------- ნ-----–-–---–მა სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო 2009 წლის 05 ოქტომბერს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი შემოსავალი და ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის სამეწარმეო საქმიანობა ერთმანეთთნ კავშირში არ არის.

მოპასუხე ლ-- ქ----------–ის განმარტებით, ი.მ თ------- ნ-----–-–---–თან მუშაობდა გამყიდველის პოზიციაზე, მუშაობა კი დაასრულა 2014 წლის ნოემბერში, იგი ადასტურებს ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის საგადასახადო შემოწმების ფაქტს და სამეწარმეო საქმიანობის სახედ საბითუმო ვაჭრობას სასურსათო მაღაზიაში. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ი.მ თ------- ნ-----–-–---–მა დაასრულა სამეწარმეო საქმიანობა, მან ისევ გამყიდვლის პოზიციაზე განაგრძო მუშაობა ხ------ა ქ----------–თან, შ-- ,,ი------–“-ში, მისი თქმით, არ იყო ჩართული შ---ს საქმიანობაში და ახორციელებდა მხოლოდ გამყიდველის ფუნქციებს. მისთვის უცნობია როდის მოხდა სალარო აპარატების და საქონლის გასხვისება ი.მ თ------- ნ-----–-–---–ისგან შ-- ,,ი------–ზე“, ხოლო მისი საინვენტარიზაციო კომისიაში ყოფნა არ ნიშნავს სამეწარმეო საქმინობის განხორციელებას. რაც შეეხება მის მიერ უძრავო ქონების და ავტომანქანის ყიდვას, მოპასუხის განმარტებით, იგი შეიძინა საკუთარი თანხით, მამის ფინანსური დახმარებით.

 

მოპასუხე ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის განმარტებით, ვინაიდან დაასრულა სამეწარმეო საქმიანობა, აღარ ესაჭიროებოდა სალარო აპარატები და ზედნადებებში მითითებული საქონელი, ამიტომ გაასხვისა შ-- ,,ი-------–---“, მისი განმარტებით, ლ-- ქ----------–ი მასთან გამყიდვლად მუშაობდა, ხოლო ხ------ა ქ----------–ს მასთან არ უმუშავია, 2014 წლამდე მას ცალკე ბიზნესი ჰქონდა, ხოლო ხ------ა ქ----------–მა 2014 წლის ნოემბრიდან ცალკე ბიზნესი წამოიწყო.

 

3. 2018 წლის 26 აპრილს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ - თ---------- მ---ი, ლ---- გ---–---–ი და მ---- კ--------–---–ი.

თ---------- მ---მა დაკითხვისას აჩვენა, რომ დაახლოებით 2012 წელს, ლ-- ქ----------–მა მას ასესხა თავისი კუთვნილი თანხა, 13 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2016 წლის დასაწყისში, როდესაც ლ-- ქ----------–ი ბინას ყიდულობდა, უკან დაუბრუნა, მისივე განმარტების თანახმად, აღნიშნული თანხა, სანამ მასზე გაასესხებდა ლ-- ქ----------–ი, სხვა პიროვნებისთვის სესხის სახით ჰქონდა მიცემული, მოწმემ ასევე მიუთითა, რომ დაახლოებით 2009 წელს, ლ-- ქ----------–მა მას ასესხა 4 000 ლარი და მალევე დაუბრუნა უკან, მოწმემ მიუთითა, რომ მუშაობდა დისტრიბუტორად, რის გამოც უწევდა ი.მ თ--- ნ-----–-–---–ის მაღაზიაში მისვლა, სადაც ლ-- ქ----------–ი მუშაობდა გამყიდვლად და მას სხვა ფუნქციები აღნიშნულ მაღაზიაში არ ჰქონია, მოწმემ ასევე აჩვენა, რომ შ-- ,,ი-------–თან“ დღეის მდგომარეობით არ აქვს შეხება.

ლ---- გ---–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ მოპასუხეებთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, აღნიშნული საქმის შესახებ გაიგო საგამოძიებო ორგანოდან, მაშინ, როდესაც მოწმის სახით იქნა დაკითხული, მოწმემ აჩვენა, რომ მას ლ-- ქ----------–მა დაახლოებით 2014 წლის დეკემბერში, სესხის სახით იუსტიციის სახლის შენობასთან, ბინის შესაძენად გადასცა 23 000 დოლარი, რომელიც მისთვის ცნობილი ინფორმაციით, ანაბრის საშუალებით ჰქონდა შეგროვებული ლ-- ქ----------–ს, მან აღნიშნული თანხა დაუბრუნა 2015 წლის გაზაფხულზე, ვინაიდან ლ-- ქ----------–ი აპირებდა ბინის ყიდვას და აღნიშნული თანხა ამისთვის სჭირდებოდა, მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილ--, რომ ლ-- ქ----------–ს სხვაზეც ჰქონდა გასესხებული თანხა, რაც შეეხება ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს, მოწმის მითითებით, მის მაღაზიასთან აკავშირებს დისტრიბუცია, სადაც გამყიდველად მუშაობდა ლ-- ქ----------–ი, ხოლო კვების სექციაში - ხ------ა ქ----------–ი. შ-- ,,ი-------–თან“ მას არ აქვს შეხება.

მოწმე მ---- კ--------–---–მა დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი არის ლ-- და ხ------ა ქ----------–ების მეგობარი, იგი ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა ლ-- ქ----------–თან ერთად, შემდგომ კი წავიდა სამსახურიდან, ლ-- კი ისევ მუშაობდა, მოწმის განმარტებით, 2005 წლის შემდეგ ლ-- ქ----------–ი მას ხშირად ეხმარებოდა მატერიალურად, 2009 წელს ასესხა 1000 ლარი, მისი განმარტებით, ლ-- ქ----------–ის ოჯახი იყო შეძლებული, მამამისი ეწეოდა სოფლის მეურნეობას, მუშაობდა გარკვეულ თანამდებობებზე, ასევე ჰყავს ბიძა, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში და ისიც უწევდა მატერიალურ დახმარებას.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1. ი.მ თ------- ნ-----–-–---–ი (ს/ნ 5----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 05 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ნ.მ-------–-–---–ის ქ. №--, საქმიანობის სფერო კი საბითუმო ვაჭრობა, სასურსათო მაღაზიაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.2. ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის (ს/ნ 5----------) აღიარებული საგადასახადო დავალ--ნება 2017 წლის 26 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 519007,01 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.3. შ-- ,,ი-------–-“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 14 ნოემბერს, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, შ------------–-- ქ. 4----, აღნიშნული შ---ს დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ხ------ა ქ----------–ი (პ/ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.4. ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში მასთან გამყიდვლის პოზიციაზე მუშაობდნენ ლ-- ქ----------–ი და ხ------ა ქ----------–ი, ხოლო ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ, შ-- ,,ი-------–ში“ ლ-- ქ----------–მა აღნიშნულ პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენება;

 

4.5 ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები 0------- და 0------- 2014 წლის 01 და 22 დეკემბერს რეგისტრაციიდან მოხსნეს და დარეგისტრირდა შ-- ,,ი-------–-ს“ სახელზე. 2014 წლის 02 დეკემბრის №0147892483 სასაქონლო ზედნადებით 13598,41 ლარის საქონელი, ხოლო 2014 წლის 03 დეკემბრის №0148168906 სასაქონლო ზედნადებით 12834,15 ლარის საქონელი გაასხვისა შ-- ,,ი-------–“-ის სახელზე;

სასაქონლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სასაქონლო ზედნადებები; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.6 ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის 2014 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისისს შექმნის შესახებ ბრძანების თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის წევრებად შეყვანილი იქნენ ლ-- ქ----------–ი და ხ------ა ქ----------–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.7. ლ-- ქ----------–ის სახელზე 2015 წლის 02 თებერვალს რეგისტრირებულ იქნა ავტომანქანა V--------- GOLF V; ლ-- ქ----------–ს სს ,,თიბისი ბანკში“ 03.08.2011 წლიდან 01.11.2013 წლამდე, ხოლო სს ,,პროკრედიტ ბანკში“ 01.11.2013 წლიდან 05.02.2015 წლამდე ჰქონდა გახსნილი ანაბარი; ლ-- ქ----------–ს 2009, 2012, 2014 წლებში გასესხებული ჰქონდა ფულადი თანხა, სხვადასხვა პირზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: ცნობა სს ,,თიბისი ბანკიდან“, ამონაწერი სს ,,პროკრედიტ ბანკიდან“, ცნობა შსს მომსახურეობის სააგენტოდან, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, დანართთან ერთად, მოწმეთა ჩვენებები:

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს აფასებს სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთმანეთის ნათესავები, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება, მატერიალური ფასეულობების გადაცემა, შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

დადგენილია, რომ ი.მ თ------- ნ-----–-–---–ი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 05 ოქტომბერს, მისი საქმიანობის სფერო იყო საბითუმო ვაჭრობა სასურსათო მაღაზიაში, აღნიშნულ მაღაზიაში გამყიდვლის პოზიციაზე მუშაობდნენ ლ-- ქ----------–ი და ხ------ა ქ----------–ი, თუმცა საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული პირები ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში რაიმე მონაწილეობას იღებდნენ, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ-- ,,ი-------–-“ სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა ხ------ა ქ----------–მა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ი.მ თ------- ნ-----–-–---–ი. ამასთან, აღასნიშნავია ის ფაქტი, რომ შ-- ,,ი-------–-ს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ხ------ა ქ----------–ი და მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილ-- იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა წვლილი მიუძღვის ი.მ თ------- ნ-----–-–---–ს შ-- ,,ი-------–-ს“ სამეწარმეო საქმიანობაში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ლ-- ქ----------–მა შეიძინა ავტომანქანა და უძრავი ქონება, მაშინ როდესაც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის თანახმად, მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ შეადგენდა 250 ლარს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით, ისევე როგორც საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ლ-- ქ----------–ს გახსნილი ჰქონდა ანაბარი, ასევე სხვადასხვა წლებში გასესხებული ჰქონდა გარკვეული რაოდენობის თანხები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულებ არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.

 

7.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი ლ-- ქ----------–ის, ხ------ა ქ----------–ის, შ-- ,,ი-------–-“-ს და ი.მ თ------- ნ-----–-–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე ნინო გერგაული