გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
120210018002325418
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2325418-2/171-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახ--––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - გ------- ჩ------ე,მოპასუხე - შპს ,,გ----------------’’

წარმომადგენელი - ლ--- ზ--------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,გ----------------ს’’ ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 02.09.2017წ. N--- და 27.09.2017წ. N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლოს - 29799 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის სექტემბერში გამოაცხადა ტენდერები. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა რეაბილიტაცია, სოფელ ბ------ში და უ-–-ში ხიდების მოწყობა რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხოლო N--- ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ის და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.

 

შესყიდვებში გამოვლინდა გამარჯვებული შპს ,,გ----------------ს’’ სახით. ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,გ----------------ს შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- და 2017 წლის 27 სექტემბერს - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---.

 

N--- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 164877 ლარს, ხოლო N--- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 152303 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს მათ შორის დღგ - 18%. ანგარიშსწორება მოხდებოდა ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

 

მოპასუხეს N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 19290,57 ლარი, ხოლო N--- ხელშეკრულებით - 10508,7 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების პერიოდში ადგილი ჰქონდა გაუთვალისწინებელ სამუშაოებს, კერძოდ შპს ,,გ----------------ს’’ მიერ განხორციელდა დამატებითი სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად მოსაძიებელი გახდა სხვა ტექნიკის გამოყენება, რაც დამატებით დროსთან იყო დაკავშირებული და არ გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულების შესრულების პერიოდში, 2017 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ხელშეკრულების შესრულების ადგილზე, დაფიქსირდა ნალექი, რის გამოც სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შესრულება შეუძლებელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა შპს ,,გ----------------მ’’ სამუშაოები საბოლოდ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადაში - 2017 წლის 28 დეკემბერს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს ა------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №118. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1543 განკრაგულებით გამოყოფილი თანხით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ------ში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 152303 ლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში განისაზღვრა საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.

 

3.1.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 84 კალენდარული დღით - 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს ა------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №112. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 164877 ლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში განისაზღვრა საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით.

 

3.1.4. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.5. 2017 წლის 6 ოქტომბერს ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,გ----------------ს’’ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების დანართი N2 ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ღირებულებიდან გაუსვლელად.

 

3.1.6. 2017 წლის 23 ოქტომბერს ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,გ----------------ს’’ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების დანართი N1 (ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები) ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ღირებულებიდან გაუსვლელად.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისიწნებული სამუშაოების დასრულების ვადა განისააზღვრა - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისიწნებული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.9. დადგენილია, რომ ქ. ახ--––---- მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 7 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა:

 

07,22,25,27,28,29,30 სექტემბერს;

01,02,03,04,10,11,15,16,17,27,30,31 ოქტომბერს;

06,07,10,11,13 ნოემბერს;

 

3.1.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2017 წლის 06 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ----------------" აწარმოებს ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა–რეაბილიტაციის სამუშაოებს. აღნიშნულ ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა–გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შეიქმნა გარკვეული შემაფერხებელი პრობლემები, კერძოდ:

 

· მეტეოროლოგიური პირობები, 06 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ, შეადგინა 24 დღე. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს;

· ს------ისა და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შემოდინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის (პომპა) გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=15იმმ·) მოძიება. აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი;

· ხიდის მიმდებარედ განთავსებული იყო ენერგო კომპანიის საკუთრებაში არსებული ელ. გადაცემის ბოძი, რომლის გადატანა ენერგო კომპანიამ დაგვიანებით უზრუნველყო;

· პროექტი ითვალისწინებს ხიდზე N36 და N40 ორტესებრი კოჭების მოწყობას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კოჭები ბაზარზე არ მოიპოვება და საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა.

· ითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის გაზრდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

 

3.1.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ა------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ----------------" აწარმოებს ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ------ში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს. აღნიშნულ ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა–გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შეიქმნა გარკვეული შემაფერხებელი პრობლემები, კერძოდ:

 

· მეტეოროლოგიური პირობები, 27 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ, შეადგინა 21 დღე. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს;

· სოფელ უ-–-ში ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შემოდინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის (პომპა) გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=150მმ·) მოძიება, ზემო აღნიშნული სამუშაოების შესრულება არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი;

· სოფელ ბ------ში ალტერნატიული გზის არ არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, მოსავლის ტრანსპორტირების მიზნით, დაგვიანებით განხორციელდა ხიდის მთლიანი დემონტაჟი;

· პროექტი ითვალისწინებს ხიდზე N36 და N40 ორტესებრი კოჭების მოწყობას. აღნიშნული კოჭები ბაზარზე არ მოიპოვება და საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა.

· გთხოვთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის გაზრდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

 

3.1.12. დადგენილია, რომ ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული N----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს ,,გ----------------ს’’ გაუგრძელდა 2017 წლის 21 დეკემბრიდან 8 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.13. დადგენილია, რომ ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს ,,გ----------------ს’’ გაუგრძელდა 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.14. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ დაასრულა 27.09.2017წ. N--- ხელშეკრულების შესაბამისად ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ------ში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების 11339.96 ლარის ჩარიცხვა.

 

3.1.15. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ დაასრულა 06.09.2017წ. N--- ხელშეკრულების შესაბამისად ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების 19696.38 ლარის ჩარიცხვა.

 

3.1.16. 10.01.2018წ. ა------ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორს და მიუთითა, რომ 27.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო ერიცხება საჯარიმო სანქცია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 456.90 ლარი, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (23 დღე) შეადგენს 10508.70 ლარს.

 

3.1.17. 10.01.2018წ. ა------ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორს და მიუთითა, რომ 06.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო ერიცხება საჯარიმო სანქცია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 494,63 ლარი, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (39 დღე) შეადგენს 19290.57 ლარს. ასევე სამუშაოების ვადის გადაცილების გამო ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ჯამური ღირებულების 0.3% - 494.63 ლარი, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (2 დღე) შეადგენს 989.26 ლარს.

 

3.1.18. დადგენილია, რომ 06.09.2017წ. N--- ხელშეკრულებით და 27.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში 24 დღე იყო ნალექიანი, რის გამოც შპს ,,გუ----- პ-------’’ ვერ შეასრულებდა სამუშაოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოები არ იქნებოდა ხარისხიანი. ნალექიან დღეთა რაოდენობა, მოსარჩელის მიერ გათვალისწინებული იქნა სამუშაოების შესრულებულის ვადაში.

 

3.1.19. დადგენილია, რომ 27.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მიმწოდებელმა - შპს ,,გ----------------მ’’ დაასრულა ხელშეკრუელბით გათვალისწინებულ ვადაში - 28.12.2017 წლის ჩათვლით.

 

3.1.20. დადგენილია, რომ 06.09.2017წ. N--- ხელშეკრულებით და 27.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხე შპს ,,გ----------------ს’’ მიერ შესრულებულია დამაკმაყოფილებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 27 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---;

- 2017 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---;

- 06.10.2017წ. შეთანხმების ოქმი N2;

- 23.10.2017წ. შეთანხმების ოქმი N2;

- 07.12.2017წ. შეთანხმების ოქმი N3;

- 07.12.2017წ. შეთანხმების ოქმი N4;

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 22.11.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 22.11.2017წ. N02-18 მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 22.11.2017წ. N02-19 მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. N3258 09 ბრძანება;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. N3259 09 ბრძანება;

- შპს ,,გ----------------ს’’ 29.12.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 29.12.2017წ. მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის 10.01.2018წ. N168/09 მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის 10.01.2018წ. N168/09 მიმართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 06.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,გ----------------მ’’ გადააცილა ერთი დღით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.

 

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით და ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. ბრძანებით N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს ,,გ----------------ს’’ გაუგრძელდა 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღით - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 29 დეკემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ დაასრულა 06.09.2017წ. N--- ხელშეკრულების შესაბამისად ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ითხოვა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჩარიცხვა.

 

ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის - მ----- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს გავიდნენ ადგილზე შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად, თუმცა აღმოჩნდა, რომ შპს ,,გ----------------’’ ახორციელებდა სამღებრო სამუშაოებს. ანალოგიური განმარტა მოწმე ა----- ლ---------ემ. შპს ,,გ----------------ს’’ საქმის მწარმოებელმა გ------- წ--------–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს როდესაც ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები გავიდნენ ადგილზე, მიმწოდებელი ახორციელებდა მოაჯირის სამღებრო სამუშაოებს, რომელიც დაასრულა დილის საათებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამღებრო სამუშაოების შესრულება, რაც დასტურდება ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ის და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოების გეგმა-გრაფიკით, შესაბამისად N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სხვა სამუშაოებთან ერთად მოიცავდა სამღებროს სამუშაოებს. მოწმე მ----- გ--------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მიმწოდებელს საბოლოო ვადის გადაცილებლად ორი დღე ჩაუთვალეს 28 და 29 დეკემბერი. სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა იყო 2017 წლის 28 დეკემბერის ჩათვლით, როგროც მოწმეთა ჩვენებით დგინდება 2017 წლის 30 დეკემბერს სამუშაოები დასრულდა. მიმწოდებელს 28 დეკემბერი დარღვევად არ უნდა ჩაეთვალოს ამდენად მიმწოდებელმა - შპს ,,გ----------------მ’’ N--- ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა მხოლოდ 1 დღით.

 

3.2.2. 06.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების და 27.09.2018წ. N--- ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შიდა გეგმა-გრაფიკის დარღვევა გამოწვეული იყო შპს ,,გრ------------------’’ დამოუკიდებელი მიზეზებით.

 

მხარეთა შორის დადებული 06.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების და 27.09.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდბულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორი გარემოებების შედეგი. ფორს-მაჟორი ნიშნავს, მხარეებისთვის გადაულახავი და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარი გაუთვალისწინებლი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ... სტიქიური მოვლენებით ...

 

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 24 დღე იყო ნალექიანი და აღნიშნულ პერიოდში მიმწოდებელი ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ სამუშაოებს.

 

ასევე დადგენილია, რომ შემსყიდველის - ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნალექიან დღეთა რაოდენობა (24 დღე) საპატიოდ იქნა მიჩნეული, აღნიშნული დღეები გამოაკლდა დარღვეულ დღეთა რაოდენობას და გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დაანგარიშების, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული იმ კუთხით, რომ თუ წვიმის გამო მიმწოდებელმა ვერ აწარმოა სამუშაოები და შემსყიდველის განმარტებით ვერც/არც უნდა ეწარმოებინა ნალექის გამო, თავისთავად ნალექის შეწყვეტის შემდეგ მოუწევდა მიმწოდებელს სამუშაოს გაგრძელება და თავისთავად შპს „გ----------------“ არსებული გეგმა-გრაფიკით ვეღარ გააგრძელებდა სამუშაოების შესრულებას. გეგმა-გრაფიკით გათვალისიწნებული მომდევნო ყველა სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო გადაიწევდა, რაც შემსყიდველმა არ გაითვალისიწნა და შიდა გეგმა-გრაფიკის დარღვევად დაუფიქსირა, რაც არასწორედ მიაჩნია სასამართლოს. ამდენად დადასტურებულია, რომ მიმწოდებლის შპს ,,------- პ-------ს’’ მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შიდა ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის გამოც მომწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძველს მოკლებულია.

 

გარდა ნალექისა ასევე გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას, ადგილი ქონდა მთელ რიგ გაუთვალისწინებელ ფაქტორებს.

 

მოწმე მ----- გ--------ემ, რომელიც არის ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი, განმარტა, რომ ზედამხედველობას უწევდა შპს ,,გ----------------ს’’ მიერ წარმოებულ სამუშაოებს. სამუშაოების წარმოებისას თავი იჩინა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელმა სამუშაოებმა, თუმცა გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის შესრულების ვადა არ გაუგრძელებიათ. კერძოდ, ა---------ის ხიდთან იყო ელექტროგადამცემის ბოძი, რომელიც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას - ხიდის საყრდენი ბურჯის ამოყვანას. გარდა ამისა, ხიდის ბურჯების ამოყვანისას თხრილებიდან ამოსატუმბი იყო წყალი, რაც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებისას, ამასთან უხვი ნალექის გამო მდინარის წყლის დონეც მატულობდა რაც ასევე უშლიდა ხელს სამუშაოების წარმოებაში. საჭირო იყო სატუმბი სამუშოები, თუკი არ მოხდებოდა წყლის ამოტუმბვა, ხიდის ბურჯების ამოყვანა ვერ შესრულდებოდა.

 

მოწმე ა----- ლ---------ემ, რომელიც არის ა------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების წევრი, განმარტა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა გეგმა-გრაფიკით შესასრულებელი სამუშაოების ვადა. ამასთან, ადგილი ჰქონდა გაუთვალისწინებელ სამუშაოებს. მანვე განმარტა, რომ წვიმიან დღეებში სამუშაოებს ვერ შეასრულებდნენ, ვინაიდან იმოქმედებდა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ნალექიან დღეთა რაოდენობა გამოაკლდა სამუშაოების შესრულების ვადას, თუმცა შიდა გეგმა-გრაფიკის სამუშაოების წარმოების ვადებში არ გაუთვალისწინებიათ და დარღვევად ჩაუთვალეს. რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო.

 

შპს ,,გ----------------ს’’ საქმის მწარმოებელმა გ-------– წ--------–მა განმარტა, რომ ვალდებულების შესრულებისას წარმოიშვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, საჭირო გახდა წყლის ამოტუმბვა, მოხდა რამდენიმე სატუმბის მოტანა, რომლებმაც არ იმუშავა და საჭირო გახდა დიდი ზომის სატუმბის მოძიება, რამაც გარკვეული დრო წაიღო. ასევე, ა---------ის ხიდთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოებისას გამოიკვეთა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ახლოს განთავსებული იყო ელექტროგადამცემის ბოძი, რაც ხელს უშლიდა ხიდის ბურჯების ამოყვანას. ბოძის გადატანამაც წაიღო გარკვეული დრო. მოწმის განმარტებით, უხვი ნალექის გამო წყლის დონე მატულობდა, რაც ასევე აფერხებდა სამუშაოების წარმოებას. იმის გამო, რომ წყლის დინება იყო ძალიან დიდი, ორივე ბურჯის ერთად ამოყვანა შეუძლებელი იყო. ნალექიანი დღის შემდეგ ორი სამი დღე იყო საჭირო, რათა წყლის დონე დაწეულიყო და გაეგრძელებინათ სამუშაოების წარმოება.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გეგმა-გრაფიკით შესასრულებელი ვალდებულების – შიდა გეგმა-გრაფიკის დარღვევას ადგილი ქონდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოების და სტიქიური მოვლენით (ნალექის გამო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმე მ----- გ-------ძის, ა----- ლ---------ის, გ-------– წ--------–ის ჩვენება;

- 2017 წლის 27 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---;

- 2017 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---;

- 06.10.2017წ. შეთანხმების ოქმი N2;

- 23.10.2017წ. შეთანხმების ოქმი N2;

- 07.12.2017წ. შეთანხმების ოქმი N3;

- 07.12.2017წ. შეთანხმების ოქმი N4;

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 22.11.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 22.11.2017წ. N02-18 მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 22.11.2017წ. N02-19 მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. N3258 09 ბრძანება;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერის 07.12.2017წ. N3259 09 ბრძანება;

- შპს ,,გ----------------ს’’ 29.12.2017წ. მიმართვა;

- შპს ,,გ----------------ს’’ 29.12.2017წ. მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის 10.01.2018წ. N168/09 მიმართვა;

- ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის 10.01.2018წ. N168/09 მიმართვა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს ა------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №118. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1543 განკრაგულებით გამოყოფილი თანხით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ------ში და უ-–-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 152303 ლარით.

 

ასევე, 2017 წლის 6 სექტემბერს ა------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,გ----------------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №112. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის N1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ისა და სოფელ ა---------ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----------ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 164877 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 03% (10.3 პუნქტი). ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,3%-ის ოდენობით (10.4 პუნქტი).

 

ამავე ხელშეკრულებების მე-13 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდბულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორი გარემოებების შედეგი. ფორს-მაჟორი ნიშნავს, მხარეებისთვის გადაულახავი და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარი გაუთვალისწინებლი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ... სტიქიური მოვლენებით ...

 

დადგენილია, რომ ა------ის მუნიციპალიტეტის მერიამ 27.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 456.90 ლარი, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (23 დღე) შეადგინა - 10508.70 ლარი. ხოლო 06.09.2018წ. N--- ხელშეკრულებით გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (39 დღე) შეადგინა - 19290.57 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ მიმწოდებლის შპს ,,გ----------------ს’’ მიერ სამუშაოების შესრულებისას ადგილი ჰქონდა გაუთვალისწინებელ სამუშაოებს, რისი შესრულებაც გარკევულ დროსთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ადგილზე სადაც უნდა მომხდარიყო ა---------ის ხიდის ბურჯის ამოყვანა იყო ელეტქტრო გადამცემის ბოძი, რომელიც ხელს უშლიდა ბურჯის ამოყვანას და საჭირო გახდა მისი გადატანა, რამაც გარკვეული დრო წაიყო. ასევე, ხიდის ბურჯების ამოყვანისას (მდინარის დონიდან მეტრაზე მეტ სიღრმეზე მიმდინარეობდა სამუშაოები) სამუშაოების წარმოების პარალელურად საჭირო იყო წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების წარმოება, რაც ხელშეკრულების დადებისას არ იქნა გათვალისწინებული, გარდა ამისა უხვმა ნალექმა გამოიწვია წყლის დონის მატება, შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მობილიზებული სატუმბის საშულებით წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა და საჭირო გახდა დიდი ზომის სატუმბის მოძიება, რაც ასევე დროსთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ნალექიან დღეებში მიმწოდებელმა ვერ აწარმოა სამუშაოები და შემსყიდველის განმარტებით ვერც/არც უნდა ეწარმოებინა, თავისთავად ნალექის შეწყვეტის შემდეგ აგრძელებდა მიმწოდებელი სამუშაოს შესრულებას და თავისთავად შპს „გ----------------“ არსებულ გეგმა-გრაფიკით ვეღარ გააგრძელებდა სამუშაოების შესრულებას. გეგმა-გრაფიკით გათვალისიწნებული მომდევნო ყველა სამუშაოს დაწყების და დასრულების დრომ გადაიწია, რაც შემსყიდველმა არ გაითვალისწინა. სამუშაოს დაწყების და დასრულების დროს გადაწევა გამოიწვია ასევე გაუთვალისწინებელმა სამუშაოებმა. მაგალითისათვის: ელ. გადამცემის ბოძის გადატანამ წაიღო გარკვეული დრო, რის გამოც მიმწოდებელმა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ვერ დაიწყო სამუშაოს წარმოება და შესაბამისდ შიდა გეგმა-გრაფიკის დარღვევა გამოიწვია, რაც შემსყიდველის მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპაუხე მხარეს შიდა გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 6 სექტემბრის 112 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის 07.12.2017წ. ბრძანებით N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა შპს ,,გ----------------ს’’ გაუგრძელდა 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 29 დეკემბერს შპს ,,გ----------------ს’’ დირექტორმა მიმართა ა------ის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა. ხელშეკრულების შესრულების ვადას მიმწოდებელმა გადააცილა 1 დღით, შესაბამისად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს - 494.63 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №112 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას მხოლოდ ერთი დღით, მოპასუხეს მოუწია არაერთი გაუთვალისიწნებლი სამუშაოს შესრულება, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავო არ გამხდარა და მიმწოდებელმა ჩაიბარა დამაკმაყოფილებლად. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, №112 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0,1 %-მდე და გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 164,88 ლარით.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე შპს ,,გ----------------ს’’ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს ,,გ----------------ს’’ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ,,გ----------------ს’’ ა------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, 06.09.2017 წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლოს - 164,88 ლარის გადახდა.

 

2. შპს ,,გ-----------------’’ სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახ--––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი