განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
190100118002518454
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა,სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილის

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ა------------–---ი, დაბადებული 21.03.1----–--–------------------------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონი, სოფელი ხულგუმო;

 

ადვოკატი: ემზარ გეთიაშვილი,თარჯიმანი: ლიანა ბარბარიან,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ------–--–--------–-----ის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ქ. წ--–--- მხრიდან ქ. ნ----–-----ის მიმართულებით, მოძრაობდა ,,კ------ს“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა ა-------------–---ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მისაბმელზე შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J--------, რომელსაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა გ----------–--ე. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრმა-რ--------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება.

 

ა------------–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: (შეტყობინებები (03.07.2017), დაზარალებულების-გ--------–----ის და რ--------------ის ჩვენებები, მოწმეების-ლ-–--–---------------------–-----------------------------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები (03.07.2017), რ--------------ის მკურნალობის დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა (20.04.2018), გ--------–----ის მკურნალობის დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა (19.12.2017), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა (18.07.2017), ავტოტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნა (26.12.2017), თავად ა-------------–---ის გამოკითხვის ოქმები და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებობს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ------–--–--------–-----ის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ქ. წ--–--- მხრიდან ქ. ნ----–-----ის მიმართულებით, მოძრაობდა ,,კ------ს“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა ა-------------–---ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მისაბმელზე შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J--------, რომელსაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა გ----------–--ე. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრმა - რ--------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა------------–---ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ არაზ სოფიევის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი ქმედებას მოყვა თუ არა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2017 წლის 19 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოქ. გ--------–----ე მკურნალობდა სტაციონარულად 02.07.17წ-დან 08.07.17 წ-მდე, დაუდგინდა: ქალას ფუძის, ზედა ყბის, ცხვირის, მარცხენა ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის ამოვარდნილობა, თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზია, ჰემატომა და ესკორაციები სახის მიდამოში, ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა საფეთქელ-პერიოკულურ მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

2018 წლის 20 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოქ. რ--------------ე მკურნალობდა სტაციონარულად 02.07.17წ-დან 06.07.17 წ-მდე, დაუდგინდა: მარჯვენა საჯდომი ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები სახეზე, ჭრილობები თავის მიდამოში, თავის ტვინის შერყევა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.

 

2017 წლის 18 ივლისი სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N-------- მიხედვით, წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილი “K----------” –ის სახ N S------ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ავტომობილი “M------------”-ის სახ. N J-------- როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. წარდგენილი ავტომობილების აზიანებულ ნაწილებზე დაკვირვებით და წარმოსახვით ურთიერთშეთავსებით მივდივართ დასკვნამდე, რომ ავტომობილი “M------------”-ის სახ. N J-------- წინა მარცხენა ნაწილი კონტაქტში არის მოსული ავტომობილ “K----------” –ის სახ N S------ მისაბმელის სახ N K----- უკანა მარცხენა გვერდითა ნაწილთან და მათი პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 20 გრადუსს.

 

2017 წლის 26 დეკემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ--------–----ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1 და მუხლი 49 პუნქტი 3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ა------------–---ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ------–--–--------–-----ის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ქ. წ--–--- მხრიდან ქ. ნ----–-----ის მიმართულებით, მოძრაობდა ,,კ------ს“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა ა-------------–---ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მისაბმელზე შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J--------, რომელსაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა გ----------–--ე. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრმა-რ--------------ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები~

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ა------------–---ის მხრიდან ბრალის აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას.

 

ა------------–---ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ა------------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით j--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

- ,,კ------ს“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით S------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. ა------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით j--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

- ,,კ------ს“ მარკის ავტომობილი, სახ ნომრით S------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი