განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
150100118002525848
დავის ტიპი
126
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002525848

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქმე №1/61-18

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ.ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-------------------ძე

 

დაცვის მხარე :

 

ბრალდებული - არ-------------------ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნი---–-----ის რაიონის სოფელ პატარა არ-----–ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 - ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

ბრალდებული - რი---------------ი - დაბადებული 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნი---–-----ის რაიონის სოფელ პატარა არ-----–ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 - ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

ბრალდებული - სა----–-------------ი - დაბადებული 19---–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნი---–-----ის რაიონის სოფელ პატარა არ-----–ში.

 

ადვოკატი - ნო--------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

თარჯიმანი - სუ---------–---ძე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 03 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ნი---–-----ის რაიონის სოფელ პატარა არ-----–ში, სა----–-------------მა, მისმა ცოლმა რი---------------მა და რძალმა არ-------------------მა, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თა ნასოფლელ კა----------------ს, კერძოდ, ქვები ესროლეს და ჯოხები დაარტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც კა----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. არ-------------------მა, რი---------------მა და სა----–-------------მა ჩაიდინეს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

2

 

სასამართლოს დასკვნა, არ-------------------ის, რი---------------ის და სა----–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების კა----------------ის, თე-–------------ის, მი--------------ის, არ–--------------ის, დე-------–---------ის, ა-- კიურეღიანისა და სა----–-------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, კა----------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი და კა----------------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას. (2018 წლის 11 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კა----------------ს აღენიშნებოდა მარჯვენა და მარცხენა თხემის არეში შესიება და ჰიპერემია, ნაკაწრები, შესიება და სისხლნაჟღენთი მარცხენა მხარის არეში. სისხლნაჟღენთი და შესიება წელის მარცხენა არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 2018 წლის 17 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სა----–-------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევები ცხვირის ზურგზე და სისხლნაჟღენთი და მარჯვენა მტევნის I ნების ძვლის საპროექციოდ ზურგისმხრივ ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია არ-------------------ის, რი---------------ის და სა----–-------------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ-------------------მა, რი---------------მა და სა----–-------------მა ჩაიდინეს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და არ-------------------ის, რი---------------ის და სა----–-------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. არ-------------------ის, რი---------------ის და სა----–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, არ-------------------ის, რი---------------ის და სა----–-------------ის შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი ჯარიმის სახით.

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ-------------------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ რი---------------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ სა----–-------------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.არ-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

არ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

2. რი---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რი---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. სა----–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სა----–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება: - ხის ჯოხი, რომელიც ინახება ნი---–-----ის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

5.განაჩენის დამოწმებული ასლები ცნობისათვის დადგენილ ვადაში გადაეცეს საქართველოს სსსკ-ის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის II ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესინ