განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100117002179009
საქმე №1/210-2017
განაჩენი
ს----------–--- სახელით
04 ივლისი 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივნები: ალექსანდრე ჩაჩიბაია, ელზა წურწუმია.
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------;
დ-–--- მხარე:
ადვოკატი: ნ-------- ტ---------, მ----–-- კ--------,ბრალდებული: ნ----–--- ი-----–----,მამის სახელი: ე-–------,დაბადებული: 2----.1--- წელი,მოქალაქეობა: ს----------–--- მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, თ------------–-ს ქ. N9---.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ნ----–--- ი-----–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების მიხედვით ნ----–--- ი-----–----ს მიერ დანაშაული ჩადენილია შემდეგ გარემოებებში:
2016 წლის ივლისის თვის დასაწყისში ნ----–--- ი-----–---მა, რომელიც სარგებლობდა თ----- ჩ-------ს ნდობით, განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თ----- ჩ-------ს კუთვნილ თანხას და ამ მიზნით, ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------ს 2016 წლის ივლისის თვის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სს „ს----------–--- ბ---–-“ გააფორმებინა სესხი 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 2016 წლის 19 აგვისტოს, შპს „ტ-----–-“ გააფორმებინა სესხი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, 2016 წლის 26 აგვისტოს შპს „მ--------------ში" გააფორმებინა სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში შპს „4--------–-“ გააფორმებინა სესხი 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნ----–--- ი-----–---მა ზემოაღნიშნული თანხები ნდობის გამოყენებით მიიღო თ----- ჩ-------სგან მათი გამოტანის დღესვე, წინასწარი განზრახვით არ დააბრუნა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ, რითაც თ----- ჩ-------ს მიაყენა ჯამში 3250 (სამიათასორასორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- დაზარალებულ თ----- ჩ-------ს კუთვნილ 2500 ლარს თაღლითური გზით არ დაუფლებია და ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოა.
2.2. ბრალდებულმა ნ----–--- ი-----–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რა დროსაც 2016 წლის 19 აგვისტოს თაღლითურად დაეუფლა თ----- ჩ-------ს კუთვნილ 750 ლარს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
3.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები) დადგინდა შემდეგი გარემოებები:
დაზარალებულ თ----- ჩ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა შს დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალურ სამმართველოში ფ------ სამსახურის ინსპექტორად, სადაც გაიცნო ნ----–--- ი-----–----, რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ნ----–--- ი-----–---ს, მისივე თხოვნით, ხშირად ეხმარებოდა ელექტრონული სესხებით, დაახლოებით ათჯერ მაინც გამოიტანა და გადასცა სესხი 200-300 ლარის ოდენობით, რასაც იგი დროულად უბრუნებდა. ბოლო პერიოდში კი შედარებით დიდი თანხები გამოატანინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, კერძოდ: 2016 წლის ივლის-აგვისტოს თვეში "მ-----------" 1500 ლარი, მ------დან 480 ლარიანი და ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათით 700 ლარი. 2016 წლის სექტემბერში დედის - მ----- რ------ს ბარათით გამოუტანა "ვ------ს" სესხი 650 ლარი, რაც სექტემბრიდან დეკემბრამდე, დაახლოებით ოთხჯერ გადაავადა, ხოლო როგორც კი სამსახურიდან წამოვიდა, 2016 წლის 29 დეკემბერიდან იმის გადავადებაც შეწყვიტა, ასევე აღმოჩნდა, რომ ნ----–--- ი-----–---ს არცერთი სხვა სესხი არ დაუფარავს და არც გადაუვადებია, მხოლოდ ერთადერთი თანხა, დედამისის მ----- რ------ს ბარათით გაცემული თანხა აღიარა, ხოლო სხვა დიდი თანხები არც შეიტანა და არც გადაავადა. 2016 წლის აგვისტოს თვეში ნ----–---ს და მიემგზავრებოდა თურქეთში, სამგზავრო თანხა არ გააჩნდა და ნ----–--- ი-----–----ს თხოვნით, ექსპრეს ბარათიდან ჯერ 400 ლარი გამოიტანა და სახლში მიუტანა ნ----–--- ი-----–---ს, ხოლო შემდეგ ს----------–--- ბ----- ექსპრესი ბარათიც დაუტოვა, რომელზეც 300 ლარი იყო და ნ----–--- ი-----–---მა 1 კვირის შემდეგ ქ. ფოთში, ა----–-----–-ს ქუჩაზე მდებარე ს----------–--- ბ----- ბანკომატიდან გამოიტანა ბარათზე დარჩენილი 300 ლარი. მისი სახელით ასევე სესხები, დაახლოებით 3000 ლარის ოდენობით, გამოტანილი ჰქონდა მის მეგობარს ლ--–- მ----ს, რომელსაც იმის გამო, რომ ნ----–--- ი-----–---ს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხები, რადგან მისი და თურქეთში ვერ მიდიოდა, ლ--–- მ----ს წინსწრებით დააფარინა სესხი და ნ----–--- ი-----–---ს გადასცა. ამჟამად გადასახდელი თანხა 12000 ლარზე მეტია. აღნიშნული სესხების გადასავადებლად ნ----–--- ი-----–----ს დას უნდა გამოეგზავნა თანხა; როდესაც იგი თურქეთიდან დაბრუნდა, მიაკითხა ნ----–--- ი-----–---ს სახლში, რომელმა უთხრა, რომ თავის დას გამოართმევდა ფულს, მაგრამ აღმოჩნდა რომ არანაირი თანხა შეტანილი არ იყო. მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ის იყო, რომ ბოლოს გაიგო, რომ ხელფასს დაუყადაღებდნენ და აზრი არ ჰქონდა სამსახურში დარჩენას. 2016 წლის აგვისტოს თვეში "მ-------ს" 1500 ლარიანი სესხი ხელზე გამოიტანეს მან და ნ----–--- ი-----–---მა, რომელსაც თავადვე გააჩნდა მისი ბარათი, ერთად წავიდნენ და ნ----–--- ი-----–---მა ბანკომატიდან გამოიტანა თანხის ნაწილი. ვინაიდან შეზღუდული ლიმიტის გამო, მთლიანი თანხის ბანკომატიდან გამოტანა ვერ მოხერხდა, თავისივე ინტერნეტ ბანკით ჩაურიცხა 750 ლარი, რაც მიიღო და გამოიტანა ნ----–--- ი-----–---მა. მისი კუთვნილი 700 ლარიანი ს----------–--- ბ----- ექსპრესი ნ----–--- ი-----–---ს დღემდე აქვს და არ დაუბრუნებია, ამ ბარათით გამოიტანა მ------დან 480 ლარი.
2016 წლის დეკემბრის ბოლოს მას და ნ----–--- ი-----–---ს შორის, აღნიშნული სესხების გამო, დაიძაბა ურთიერთობა, სესხების რეკომენდატორი ნ----–--- ი-----–---- იყო. ნ----–---ს ურეკავდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ეუბნებოდნენ, რომ თ----- ჩ-------ს დაუყადაღებდნენ ხელფასს, თუ 2017 წლის იანვრამდე არ დაფარავდა სესხებს ან არ გადაავადებდა, მან ამის შესახებ ჯერ არ იცოდა, შემდეგ დედამისს დაურეკეს და აცნობეს, რომ ნ----–--- ი-----–----სთვის ნათქვამი ჰქონდათ მისი ხელფასის შესაძლო დაყადაღების შესახებ და ამის შემდეგ, როდესაც ნ----–--- ი-----–---- მიხვდა, რომ ამდენ თანხას ვერ გადაიხდიდა, მასზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, თანამშრომლებს მის კომპიუტერს ანახებდა და ეუბნებოდა, შეხედეთ რამდენი სესხი აქვს აღებული და მე მაბრალებსო. სესხები მართლაც მის სახელზე იყო, მაგრამ ყველა თანხა ნ----–--- ი-----–----სთვის ჰქონდა გადაცემული. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, 3 დღის თანხა ჩაერიცხა 30 ლარი და ექსპრეს ბარათის გადაუხდელობის გამო, ჩამოაჭრეს, რაც ნ----–--- ი-----–---ს ლ--–- მ----ს მეშვეობით შეუთვალა და მან ამ უკანასკნელს გამოატანა მასზე გადასაცემად 30 ლარი. მისი და ნ----–--- ი-----–----ს სესხებთან დაკავშირებით კონფლიქტის შესახებ სამსახურში ყველამ იცოდა, ასევე დედამისმა მ----- რ------მ, რომელმაც თავიდან არ იცოდა, რომ მისი ბარათიდან ნ----–--- ი-----–----სთვის "ვ------ს" სესხი ჰქონდა გამოტანილი, რადგან დედის ბარათი თვითონ ჰქონდა, ხოლო ნ----–--- ი-----–---მა იცოდა, რომ მ----- რ------ პედაგოგი იყო და შეეშინდა, მისთვის ხელფასი არ დაეყადაღებინათ, რასაც დედამისი არ დათმობდა, ამიტომ მ----- რ------ს სახელზე გაცემული "ვ------ს" სესხზე გადავადებას აკეთებდა. ნ----–--- ი-----–----ს მიერ სესხების გადაუხდელობის გამო, მას და მ----- რ------ს ხელფასი და ანგარიშები დაუბლოკეს და ყველა ანგარიში დაყადაღებული აქვთ. ნ----–--- ი-----–---ს ტელეფონზე ურეკავდნენ და ის პირდებოდა, რომ ყველაფერს გადაიხდიდა.
როგორც აღმოჩნდა ნ----–--- ი-----–---- მასთან სწორედ იმის გამო დამეგობრდა, რომ მისგან დიდი თანხები მიეღო, ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ჯერ მცირე ოდენობით სესხები გამოატანინა და დროულად იხდიდა, რითაც შეიტყუა და საბოლოოდ დიდი თანხა მიიღო. მოგვიანებით გაიგო, რომ ასეთი რამ სხვებთანაც გააკეთა. ლ--–- მ---- ხუთჯერ მივიდა ნ----–--- ი-----–---თან, რომ დაეფარა სესხები, რის შემდეგადაც, 2017 წლის იანვარში გადაიხადა მ----- რ------ს "ვ------ს" სესხის 5 დღის თანხა.
თ----- ჩ-------ს განმარტებით, ნ----–--- ი-----–----სთვის თანხის გადაცემის წერილობითი მტკიცებულება, გარდა ს----------–--- ბანკიდან მის სახელზე ჩარიცხვის დოკუმენტისა, არ გააჩნია, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია ლ--–- მ----ს.
(იხ.28.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე მ----- რ------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქალაქ ფ------ N-- ს-------- ს----–-ში პედაგოგად. მისი შვილი თ----- ჩ------- 2016 წლის 28 დეკემბრამდე მუშაობდა ფ------ დ-–--- პ---–-–--–- ინსპექტორად, თანამშრომლებთან ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო ნ----–--- ი-----–---თან ახლო მეგობრული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა თ-----ს სამსახურიდან წამოსვლამდე. მანამდე თ-----მ უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–---ს ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები და მას თხოვა დახმარება; მანამდეც ხშირად ეხმარებოდნენ ნ----–--- ი-----–---ს ფინანსურად, თუმცა ყოველთვის დათქმულ დროზე თანხა მოჰქონდა.
2016 წლის ივლისში თ-----მ უთხრა, რომ ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათიდან ნ----–--- ი-----–---ს თანხა გამოუტანდა, რაშიც პრობლემას ვერ ხედავდა და წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ნ----–--- ი-----–---ს იცნობდა როგორც სერიოზულ პიროვნებას და აზრადაც არ მოსვლია, რომ პრობლემები შეიქმნებოდა. 2016 წლის აგვისტოში თ-----მ უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–---ს ისევ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვინაიდან იგი ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე თვის ბინის ქირა ჰქონდა გადაუხდელი, ხოლო ბინის მეპატრონე ბინის დაცლას თხოვდა. ნ----–--- ი-----–---- მისი ხელფასით ვერ ახერხებდა ბინის ქირის გადახდას, რადგან ეს მის შესაძლებლობებს აღემატებოდა, ასევე სახლში ჰყავდა მოხუცი დედა, რომელიც ავადმყოფობდა და ამის გამო ოჯახმა გადაწყვიტა ნ----–--- ი-----–----ს და თურქეთში წასულიყო. ამის გამო ნ----–--- ი-----–---მა ისევ თ----- ჩ-------ს თხოვა დახმარება, რადგან მათ დის გასაშვებად საჭირო თანხის შოვნის არანაირი საშუალება არ გააჩნდათ. თავიდან თ----- ჩ-------ს სახელზე გამოიტანეს ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათიდან თანხა, შემდეგ "მ-------", შემდეგ მ------ და ბოლოს მის სახელზეც გამოიტანეს სესხი. 2016 წლის აგვისტოში თ----- ჩ-------მ მას უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–----სთვის ისევ უნდა გამოეტანა სესხი, რაზეც მან უპასუხა, რომ ნ----–--- ი-----–---ს როგორ დაეხმარებოდა, როცა ოჯახის მეგობრისთვის ლ--–- მ----სთვის 20 დღის წინ ჰქონდა თანხა გამოტანილი, რომელსაც ჰყავდა ავადმყოფი ძმა და მოხუცი დედა. ნ----–--- ი-----–---მა იცოდა, რომ თ----- ჩ-------ს ლ--–- მ----სთვის ჰქონდა თანხა გამოტანილი, ფეხებში ჩაუვარდა თ----- ჩ-------ს და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა როგორმე დაარწმუნეო ლ--–- მ----, რომ თანხა დაფაროსო და შემდეგ იქით დავეხმარებიო. ლ--–- მ---- მოვიდა მასთან სახლში. თ----- ჩ-------მ ლ--–- მ----ს აუხსნა სიტუაცია, მოსთხოვა თანხა, რაც მას ძალიან ეწყინა, თქვა, რომ მას სესხის პირველი შესატანი არ ჰქონდა გადახდილი და მთლიანად როგორ დაფარავდა, თუმცა დიდი წვალებით მოახერხა და სესხის აღებიდან დაახლოებით 25 დღეში დააბრუნა ეს თანხა, ჯამში 2700 ლარი, რაც თ----- ჩ-------მ გადასცა ნ----–--- ი-----–---ს. ასევე 2016 წლის ივლისის თვეში გადასცა ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათი. შემდეგ 2016 წლის აგვისტოში "მ-------ს" სესხი გააკეთეს, რა დროსაც თ----- ჩ-------, ნ----–--- ი-----–---- და ლ--–- მ---- სამივენი ერთად მივიდნენ ბაზართან მდებარე ს----------–--- ბ----- ბანკომატთან თანხის გამოსატანად მ----- ლ---------ს ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა კ--- ფ-–------. თ----- ჩ-------მ ბარათი გადასცა ნ----–--- ი-----–---ს და ნ----–--- ი-----–---ს უნდა გამოეტანა 1500 ლარი, მაგრამ ბარათმა 700 ლარზე მეტი არ მისცა და ბარათი დარჩა ნ----–--- ი-----–---ს, შემდეგ ნ----–--- ი-----–---- მეორე დღეს არ დაელოდა, რადგან 24 საათის გასვლის შემდეგ შეეძლო დარჩენილი თანხის გამოტანა და თ----- ჩ-------ს ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადარიცხა დარჩენილი თანხა. ამის შემდეგ 2016 წლის აგვისტოში გამოიტანეს მ------დან თანხა, რაც ნ----–--- ი-----–----ს პრობლემებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. თ-----მ მას უთხრა, რომ ისიც უნდა დახმარებოდა ნ----–--- ი-----–---ს და გამოეტანა "ვ------დან" თანხა. იგი არც დაფიქრებულა ისე დაეთანხმა და ნ----–--- ი-----–---მა 2016 წლის სექტემბერში თვითონ გამოიტანა მისი ბარათით "ვ------დან" 650 ლარი, ჯამში ნ----–--- ი-----–---ს 4 სესხის შედეგად გამოუტანეს და მისცეს 3200 ლარი.
როგორც შემდგომ გაირკვა და დარწმუნდა ნ----–--- ი-----–---- შეგნებულად დაუმეგობრდა თ----- ჩ-------ს, თავიდან მცირე თანხები გამოატანინა, რომელსაც უკან აბრუნებდა და შემდეგ დიდი თანხა მოითხოვა. 2016 წლის 26 დეკემბერს ნ----–--- ი-----–---მა თ-----ს უთხრა, რომ შემცირებები იწყებოდა, ამას ძალიან განიცდიდა უფროსი და ის შეიძლება გადაეყვანათ, შემდეგ კი, 2016 წლის 28 დეკემბერს ნ----–--- ი-----–---მა მოაწყო სკანდალი სამსახურში.
თ-----ს, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაერიცხა 3-4 დღის ნამუშევარი 30 ლარი, მაგრამ თანხა ვერ აიღო, რადგან ნ----–--- ი-----–----ს მიერ თანხის გადაუხდელობის გამო თანხა ჩამოაჭრეს, რის გამოც თ-----ს თხოვნით ლ--–- მ---- ნ----–--- ი-----–----ს სამსახურში მივიდა და ნ----–--- ი-----–---მა გადასცა 30 ლარი. თ-----ს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, 2017 წლის 10 იანვარს, იგი ურეკავდა ნ----–--- ი-----–---ს, მაგრამ ტელეფონს არ იღებდა, შემდეგ აქეთ დაურეკა და ბოდიში მოუხადა, განუმარტა, რომ თათბირზე იყო, პირდებოდა, რომ ოთხივე სესხს გადაავადებდა 2017 წლის თებერვლის ბოლომდე, რომ არავისი ვალი არასოდეს არ შეურჩენია და ეტაპობრივად გადაავადებდა, ხოლო თ-----ს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ნ----–--- ი-----–---თან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. "ვ------დან" და სხვა ბანკებიდან რეკავდნენ, ნ----–--- ი-----–---- იყო რეკომენდატორი და როგორც ჩანს მასაც ურეკავდნენ. ისევ დაურეკა ნ----–--- ი-----–---ს, რომელიც ისევ შეპირდა სესხებს დაფარვას, თუმცა არაფერი გადაუხდია. ამის გამო მისი თხოვნით ორჯერ მივიდა ლ--–- მ---- ნ----–--- ი-----–---თან, რომ სესხები ან გადაეხადა ან გადაევადებინა, რაზედაც პირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ყველა ვალს გადაიხდიდა, თუმცა 2017 წლის იანვრის შემდეგ სესხები არათუ დაფარული, არამედ გადავადებულიც არ იყო. 2017 წლის 5-დან 7 თებერვლამდე ისევ დაურეკა ნ----–--- ი-----–---ს და ამჯერად მკაცრად მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. ამ დროს ნ----–--- ი-----–---- მუქარაზე გადმოვიდა, ბოლოს უთხრა გენერალურ ინსპექციაში გიჩივლებთო და ტელეფონი გათიშა.
ნ----–--- ი-----–---მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თ----- სამსახურიდან წასულიყო და შემდეგ გაევრცელებინა, რომ მას ლ--–- მ----სთან ერთად ვალები ჰქონდა.
ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნ----–--- ი-----–---- სესხების დაფარვას არ აპირებდა, მივიდა რაიონულ პროკურატურაში, ჯერ დაელაპარაკა პროკურორს, მთავარი პროკურორის სახელზე დაწერა განცხადება და მოითხოვა სიმართლის დადგენა, რათა ნ----–--- ი-----–---ს ეღიარებინა თ----- ჩ-------ს და მისი ვალი და დაეფარა სესხები.
(იხ.18.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ--–- მ----ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შ------ ს------- ს------------ს ს-------------კ--------–----------- დეპარტამენტის ს--------–------------------ს სამხარეო ს-------------კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. თ----- ჩ-------ს იცნობს ბავშვობიდან და მასთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო ნ----–--- ი-----–---ს იცნობს თ----- ჩ-------სგან დაახლოებით 1 წელი და 6 თვეა. თ----- ჩ------- და ნ----–--- ი-----–---- იყვნენ თანამშრომლები დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ფ------ სამსახურში და ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. მან, 2016 წლის მაისში თ----- ჩ-------ს ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათიდან გამოატანინა ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით, რომელიც 2016 წლის ივნისის ბოლოს დააბრუნა. ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------ს სთხოვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების გამოტანა. მაშინ 2016 წლის ივლისის თვეში, მას ჰქონდა თ----- ჩ-------ს სახელით 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხი გამოტანილი, კერძოდ: შპს "მ-----------" 1500 ლარი და "მ------დან" 500 ლარი. აღნიშნული თანხის გამოტანიდან დაახლოებით 25 დღეში, თ----- ჩ------- დაუკავშირდა და თხოვა გადაეფარა აღნიშნული თანხები, რადგანაც თანხა ნ----–--- ი-----–----სთვის უნდა გადაეცა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღნიშნული თანხები. ამის შემდეგ შეხვდა ნ----–--- ი-----–---ს და თხოვა ედროვებინა თანხების გადაფარვა, ვინაიდან ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან გაუჭირდებოდა აღნიშნული თანხების გადაფარვა, მაგრამ ნ----–--- ი-----–---მა გამოთქვა უკმაყოფილება და თქვა, რომ ვერ მოიცდიდა, რადგან თანხები სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავისი დის, ნ---- ი-----–----ს თურქეთში გასამგზავრებლად. თ----- ჩ-------მაც არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და წინსწრებით გადააფარინა აღნიშნული თანხები, რაც ძალიან ეწყინა. თავიდან 2016 წლის ივლისში ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------ს ს----------–--- ბ----- ექსპრეს ბარათიდან გამოატანინა 700 ლარი და თ----- ჩ-------მ ნ----–--- ი-----–---ს გადასცა ექსპრეს ბარათი გამოსაყენებლად. ამის შემდეგ ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------ს 2016 წლის აგვისტოში გამოატანინა სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან "მ-----------" 1500 ლარიანი სესხი და მ------დან 650 ლარიანი სესხი, ასევე მ----- რ------ს გამოატანინა "ვ------ს" სესხი 650 ლარის ოდენობით.
2016 წლის აგვისტოს თვეში თ----- ჩ------- და ნ----–--- ი-----–---- ისხდნენ სამსახურში კომპიუტერთან, თ-----ს შპს "მ-----------" დამტკიცებული ჰქონდა 1500 ლარიანი სესხი, მაგრამ ანგარიშიდან 1500 ლარის ბანკომატიდან გამოტანა ერთდროულად შეუძლებელი იყო, ამიტომ თ----- ჩ-------ს თანხმობით ნ----–--- ი-----–---მა ინტერნეტ ბ----- მეშვეობით გადარიცხა საკუთარ ანგარიშზე "მ-------ს" სესხი 750 ლარი და შემდეგ უკვე თ----- ჩ-------, თითონ და ნ----–--- ი-----–---- წავიდნენ ერთად და ბაზართან მდებარე ს----------–--- ბ----- ბანკომატიდან ნ----–--- ი-----–---მა გამოიტანა თ----- ჩ-------ს ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადარიცხული 750 ლარი და ასევე თ----- ჩ-------მ გამოიტანა 750 ლარი და გადასცა ნ----–--- ი-----–---ს, მთლიანობაში 1500 ლარი.
ნ----–--- ი-----–---- სესხებს არ იხდიდა და ვალს არ აბრუნებდა. თ----- ჩ-------მ და მ----- რ------მ მას თხოვეს ნ----–--- ი-----–---თან მისულიყო და დალაპარაკებოდა სესხების თაობაზე. იგი ორჯერ მივიდა ნ----–--- ი-----–---თან დასალაპარაკებლად სამსახურში, რა დროსაც ნ----–--- ი-----–---მა არქივის ოთახში შეიყვანა სასაუბროდ, იგი მასთან საუბარში აღიარებდა ვალს და ამბობდა, რომ აუცილებლად გადაიხდიდა, ასევე მას თხოვდა დახმარებას თანხების გადაფარვაში და შემდეგომში დახმარებას თვითონ პირდებოდა.
(იხ.18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმეებმა ე-–---------------მა და ვ---------------------მ (საქმის გამომძიებლები) დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნეს, რომ ამ პროცესში საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა.
(იხ.18.01.2018 და 20.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმეებმა ნ---- გ-------მ, დ----- კ-------–---–მა და მ--- ლ----------მ (ბ----- წარმომადგენლები) დაადასტურეს, რომ მათ მიერ შესრულდა გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი სასამართლო განჩინებით გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება და გადაცემა თ----- ჩ-------ს საბანკო ანგარიშების და დავალიანების შესახებ.
(იხ.02.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში არსებული, შპს „ტ-----ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ თ----- ჩ-------მ, პირადი №4----------, მობილური ტელეფონის ნომერი: 5--------, ელექტრონული ფოსტა: --------------------, დაბადებული 1---------, აიღო კრედიტი 1500 ლარი 2016 წლის 19 აგვისტოს 09:47 საათზე. 2016 წლის 11 ივლისს 12:51 საათზე თ----- ჩ-------მ აიღო 1500 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 აპრილს თ----- ჩ-------მ აიღო 1000 ლარი.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 60-67.
საქმეში არსებული, შპს „ე--------ს“ მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალება №43299 დგინდება, რომ თ----- ჩ-------მ, 2016 წლის 26 აგვისტოს აიღო სესხი №4---- - 400 ლარის ოდენობით, რომლის საკომისიო შეადგენდა 49 ლარს და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო თარიღი - 30.09.3016 წელი. 2016 წლის 28 სექტემბერს 77 ლარი გადაიხადა სესხის გაგრძელების მიზნით.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 81-83.
საქმეში არსებული, სს „ს----------–--- ბ-----“ მიერ წარმოდგენილი თ----- ჩ-------ს პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით დგინდება, რომ პირადი გადარიცხვის ოპერაცია თანხით 750 ლარზე განხორციელდა ი-----–---- ნ----–---ს (პ/ნ 6----------) ანგარიშზე G---------------------GEL სს „ს----------–--- ბანკი“ B------- 19.08.2016 წელს.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 98-115.
საქმეში არსებული, შპს „4---------დან“ წარმოდგენილი ამონაწერებით დგინდება, რომ შპს „4--------–-“ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი „4--------“, „v--------ს” მეშვეობით 4---------- პირად ნომერს, სახელით მ-----, აქვს გამოტანილი სესხი, რომელიც შეადგენს 650 ლარს, სესხის ჯარიმა შეადგენს 685,74 ლარს, სულ გადასახდელია 1401,24 ლარი.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 120-121.
საქმეში არსებული, სს „ს----------–--- ბ-----“ მიერ გაცემული ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ანგარიშის მფლობელს ნ----–--- ი-----–---ს, ანგარიშის ნომერი - G---------------------, ბარათზე - M--------- C----- M------ (----- 2016 წლის 19 აგვისტოს ჩაერიცხა თანხა - გადმომრიცხავი: თ----- ჩ-------; ანგარიში G---------------------GEL; ბანკი: სს „ს----------–--- ბანკი“B-------; დანიშნულება - პირადი გადარიცხვა, თანხა 750 ლარი. 2016 წლის 22 აგვისტოს ამავე ანგარიშზე ნ----–--- ი-----–---მა მოახდინა თანხის-750 ლარის განაღდება სს „ს----------–--- ბ-----“ ბანკომატიდან, ფოთი, ფ--------- მ----- ქ.№2; თარიღი 19.08.2016, ბარათის №*-------.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 161.
საქმეში არსებული, ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის თავმჯდომარის კ--- ლ---–---–-ს 2011 წლის 22 სექტემბრის №1------ ბრძანებით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დადგენილია, რომ თ----- ზ------ს ასული ჩ------- (პ/ნ4----------) დაინიშნა შსს სსიპ დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ფ------ დ-–--- პ---–-–--- სამსახურის ინსპექტორის (ს/პ) თანამდებობაზე,იხ. 1 ტომი, ს.ფ. 140.
საქმეში არსებული, ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის თავმჯდომარის გ------ ტ---------ს 2017 წლის 05 იანვრის №3---- ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილია, რომ შსს სსიპ - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ფ------ დ-–--- პ---–-–--- სამსახურის ინსპექტორი, ს/პ თ----- ზ------ს ასული ჩ------- (პ/ნ 4----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 03 იანვრიდან.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 141.
საქმეში არსებული, ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს უფროსის პ---–-–--- ვიცე-პოლკოვნიკის გ- რ------ს 2008 წლის 31 დეკემბრის №1--- პ/შ ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დადგენილია, რომ შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს დოკუმენტბრუნვის აღრიცხვა-სისტემატიზაციის ჯგუფ-- საქმისმწარმოებელი ნ----–--- ე-–------ს ასული ი-----–---- - გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს სპეციალისტის (საქმისმწარმოებელი) (ს/პ) თანამდებობაზე.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 142.
საქმეში არსებული, ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის თავმჯდომარის გ------ ტ---------ს 2017 წლის 20 იანვრის №1----- ბრძანებით დადგენილია, რომ შსს სსიპ დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი) ნ----–--- ე-–------ს ასული ი-----–---- (პ/ნ 6----------) - გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა შსს სსიპ - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში და დაინიშნა შსს სსიპ - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფ-- განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (საქმისმწარმოებელი) (ს/პ) თანამდებობაზე.
იხ. 1 ტომი, ს.ფ. 21.
საქმეში არსებული, ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს უფროსის მ----- ლ---------ს წერილით დადგენილია, რომ ნ----–--- ე-–------ს ასული ი-----–---- (პ/ნ 6----------) შსს სსიპ დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოში მუშაობდა 2008 წლის 31 დეკემბრიდან, რომელმაც 2017 წლის 17 ოქტომბერს დაწერა განცხადება 2017 წლის 18 ოქტომბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო თ----- ზ------ს ასული ჩ------- (პ/ნ 4----------) შსს სსიპ დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოში მუშაობდა 2011 წლის 22 სექტემბრიდან, 2017 წლის 03 იანვრამდე.
იხ. 1 ტომი, ს.ფ.139.
4. ბრალდების მხარის პოზიცია:
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოითხოვა ბრალდებულ ნ----–--- ი-----–----ს დამნაშავედ ცნობა შერაცხული ბრალდებაში, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. დ-–--- მხარის პოზიცია:
დ-–--- მხარემ მოითხოვა ბრალდებულ ნ----–--- ი-----–----ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად დ-–--- მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ბრალდებულმა ნ----–--- ი-----–---მა აირჩია მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. ს----------–--- სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან, ხოლო ამ ქმედების დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ზიანის ოდენობა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
თუ პირი გარიგების დადგენისას მიზნად არ ისახავდა ქონების უკანონო დაუფლებას ან ქონებაზე უფლების მიღებას და სურდა ვალდებულების შესრულება - თაღლითობა გამორიცხულია. ამასთან დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას. თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ცნობისა, რასაც აწვდის თაღლითი. თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს ეკონომიკური მოგების იმედით არასწორ გადაწყვეტილებათა მიღების შედეგს, ანუ როდესაც ეკონომიკური რისკი მთლად არ არის გამართლებული, მაგრამ ხელშეკრულების დამრღვევი კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თაღლითობის მუხლით კვალიფიკაცია გაუმართლებელია.
6.2. იმისათვის, რომ ბრალდებულ ნ----–--- ი-----–----ს ქმედება შეფასდეს თაღლითობად, საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა 3250 ლარის გადაცემისას ბრალდებულის განზრახვა თ----- ჩ-------ს ნდობის გამოყენებით მოტყუების შესახებ, თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს დაზარალებულის მიერ ბრალდებულისთვის თანხის გადაცემის და შესაბამისად დაუფლების ფაქტი.
ნ----–--- ი-----–---ს ბრალად შერაცხული აქვს თ----- ჩ-------ს კუთვნილი 3250 ლარის თაღლითური გზით დაუფლება და ამ მხრივ ბრალდების მხარეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს დაზარალებულ თ----- ჩ-------ს ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ადასტურებს, რომ პირადად გადასცა ან მისი ბარათიდან გამოიტანა ბრალდებულმა 2500 ლარი, ხოლო 750 ლარი ჩაირიცხა მისი ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე და მოწმეების ლ--–- მ----ს და მ----- რ------ს ჩვენებები, რომლებმაც თ----- ჩ-------სგან იციან, რომ გამოტანილი სესხის თანხები ნ----–--- ი-----–---ს გადასცა, ირიბი მტკიცებულებები, ამავე დროს ლ--–- მ---- უშუალოდ შეესწრო თ----- ჩ-------ს მიერ ნ----–--- ი-----–----სთვის 750 ლარის გადაცემის ფაქტს.
ბრალდების მხარე უთითებს ასევე საბანკო ამონაწერებზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ----- ჩ-------ს მართლაც მიღებული აქვს ამ საბანკო, თუ მიკროსაფინანსო დაწესებულებებიდან სესხის სახით თანხები და გააჩნია დავალიანებები.
თ----- ჩ------- აღნიშნავს, რომ ნ----–--- ი-----–---თან აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა, ვიდრე მის საბოლოო განზრახვაში არ დარწმუნდებოდა, ეხმარებოდა და ამიტომ აძლევდა თანხებს, თუმცა იმ პირობით, რომ იგი ყველა ვალს დაფარავდა, ესე იგი მისი მხრიდან თანხის მიცემა ხდებოდა არა ჩუქების მიზნით, არამედ დროებით სარგებლობისთვის ანუ სესხის სახით.
სესხის, იგივე თანხის გადაცემის ფაქტის დადგენა, რეგულირდება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში, თვით თ----- ჩ-------ს ჩვენების მიხედვით, ნ----–--- ი-----–---თან თანხის გადაცემაზე რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება არ ჰქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხა ზეპირი გარიგების საფუძველზე გადასცა.
ასეთ შემთხვევაში თ----- ჩ-------ს მიერ ნ----–--- ი-----–----სთვის 2500 ლარის გადაცემის ფაქტი, ესე იგი ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა, არ შეიძლება დადგინდეს მოწმეთა ჩვენებებით.
იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულისგან 2500 ლარის მიღების ფაქტი, დაუშვებელია მსჯელობა ვიქონიოთ ბრალდების ამ ნაწილში ნ----–--- ი-----–----ს დამნაშავეობაზე.
ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (ს----------–--- საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
ს----------–--- სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ს----------–--- სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ----–--- ი-----–----ს მიერ დაზარებულ თ----- ჩ-------ს კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ნ----–--- ი-----–----ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.
ამდენად ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით, დაზარებულ თ----- ჩ-------ს კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში.
6.3. საქმეში არსებული სს „ს----------–--- ბ-----“ ანგარიშიდან ამონაწერით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს თ----- ჩ-------ს საბანკო ანგარიშიდან ნ----–--- ი-----–----ს საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 750 ლარი, რაც იმავე დღეს, ქ. ფოთში, ფ--------- მ----- ქ.№2-ში მდებარე ბანკომატიდან განაღდებულ იქნა.
საქმეში არსებული ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტიდან წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დაზარალებული თ----- ჩ------- და ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- ერთად მუშაობდნენ ს----------–--- შსს ს-------- სამართლის იურიდიული პირი - დ-–--- პ---–-–--- დეპარტამენტის ს--------–------------------ს რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოში.
თ----- ჩ-------ს, მ----- რ------ს და ლ--–- მ----ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩვევს, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თ----- ჩ------- ადრეც აძლევდა თანხებს ნ----–--- ი-----–----ს, რასაც იგი დროულად უბრუნებდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ბრალდებული და დაზარალებული ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ, დაზარელებული ადრეც აძლევდა მცირე თანხებს, რასაც ბრალდებული დროულად უბრუნებდა, ნ----–--- ი-----–---- სისტემატიურად პირდებოდა ყველა სესხის, მათ შორის მიღებული 750 ლარის დაფარვას, ხოლო შემდეგ საერთოდ გაწყვიტა დაზარალებულთან კონტაქტი და არცერთი სესხი არ დაუფარავს და არც გადავადება მოუხდენია. ასევე იმ გარემოებაზე, რომ თ----- ჩ-------მ ლ--–- მ----ს წინსწრებით დააფარინა მის სახელზე გამოტანილი სესხი, რათა ახალი სესხი გაეკეთებინა და თანხა ნ----–--- ი-----–----სთვის გადაეცა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, 750 ლარის ჩარიცხვის ნაწილში.
ბრალდებულმა აირჩია დუმილის უფლება, თუმცა საბოლოო სიტყვაში დააფიქსირა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და დანაშაული არ ჩაუდენია.
განხილული გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ ნ----–--- ი-----–---მა გამოიყენა თ----- ჩ-------სთან ახლო ურთიერთობა მისი ნდობის მოსაპოვებლად, მიიღო მისგან მოტყუებით 750 ლარი, თავიდანვე იმ განზრახვით, რომ ამ თანხას არ დააბრუნებდა და დაეუფლებოდა, რაც განახორციელა კიდეც.
სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებაში გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის ნდობის ფაქტორი. მოტყუებაა სწორედ ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება და იგი, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში.
ს----------–--- სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
6.4. ამდენად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ნ----–--- ი-----–----ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა მასში, რომ იგი სარგებლობდა რა თ----- ჩ-------ს ნდობით, განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მის თანხას და ამ მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს თ----- ჩ-------ს საკუთარ ანგარიშზე ჩაარიცხვინა 750 ლარი, რომელსაც დაეუფლა, რითაც თ----- ჩ-------ს მიაყენა 750 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ესე იგი ჩაიდინა ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
7. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
7.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
ს----------–--- სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
7.2. ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (ს----------–--- საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
ს----------–--- სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ----–--- ი-----–----ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა.
9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დ-–---ა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
9.1. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს წარმოადგენდა დაზარალებულის კუთვნილი ქონების, თანხის დაუფლება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება იყო პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი გამოიხატა მოტყუების გზით ქონების დაუფლებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის სახით დადგა ის, რომ დაზარალებულს მიადგა მნიშნელოვანი ზიანი, რაც დღემდე აუნაზღაურებელია.
ბრალდებულის წარსული ცხოვრების შესახებ რაიმე უარყოფითი გარემოებები არ არსებობს.
პირად და ეკონომიკურ პირობების შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- დასაოჯახებელია.
სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ განიხილავს იმ გარემოებას, რომ დანიშნულ დროს ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე, მისი მიზეზით არ მომხდარა სხდომის გადადება, არ შეუშლია ხელი გამოძიებისთვის.
9.2. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული.
ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე ჯარიმასაც, ამავე დროს არ არსებობს ს----------–--- სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, დანაშაულის პრევენციის, მათი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ აუცილებელი არ არის ბრალდებულების იზოლაცია და სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, ხოლო რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–--- სსკ-ის 42-ემუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 2000 ლარით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, გახდეს დამაფიქრებელი, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
10. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
10.1. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთის.
10.2. ნ----–--- ი-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 2000 ლარის ოდენობით, უნდა გაუქმდეს, გირაოს თანხა უზრუნველყოფილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–--- სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს ს----------–--- სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარებულ თ----- ჩ-------ს კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბრალდების ამ ნაწილში გამართლებულ ნ----–--- ი-----–---ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ბრალდებული ნ----–--- ი-----–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 აგვისტოს დაზარებულ თ----- ჩ-------ს კუთვნილი 750 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულ ნ----–--- ი-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 2000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს.
5. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი ს--------დ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის ს------- პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფ------ საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე