გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2018
საქმის ნომერი
080310017001990766
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017001990766

საქმე №3/837-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - რუსლან გვეტაძე

მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,ნ----------------’’

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 1127,00 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის განმარტებით, ინდ. მეწარმე ,,ნ----------------’’ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებიდან იღებს მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა მისი მხრიდან არ შესრულებულა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ 2017 წლის 13 იანვარს გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 1127,00 ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 05 სამუშაო დღე. აღნიშნული დავალიანების დაფარვა მოპასუხე მხარის მიერ დღემდე არ განხორციელებულა.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე, რომელიც მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ,,ნ----------------ს’’ რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 620060059--, იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, რ. თ------–---–ის ქ. N171, ბ16.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.1.2. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,ნ----------------’’ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2013 წლის აპრილიდან მისამართზე: ქ. ქუთაისი, წ-------–ის N4/4ა, ქ-------–ა 37, ფართის ოდენობით - 49 მ2, შერეული სამრეწველო მაღაზიის კლასიფიკაციით, 0,50 თეთრიანი ტარიფით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 24,50 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება;

- აბონენტის ბარათი.

 

3.1.3. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: სამრეწველო მაღაზია, ზომის ერთეული: სამუშაო ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,65; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0.50 (კლასიფიკაცია 4).

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი, სამრეწველო მაღაზია; ზომის ერთეული: სამუშაო ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,65; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0.5 (კლასიფიკაცია 1).

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილება

- 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილება.

- 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილება

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის წერილით ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ ეცნობა, რომ 2017 წლის იანვრის მდგომარეობით ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1127,00 ლარს. ამასთან განემარტა, რომ ვალდებული იყო 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვა

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: შერეული საქონლის მაღაზია, სუპერმარკეტი, სამრეწველო მაღაზია; ზომის ერთეული: სამუშაო ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,65; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0.5 (კლასიფიკაცია 1).

 

საქმეში წარმოდგენილი N330 შეტყობინებით, რომელიც შედგა 2013 წლის 30 მაისს ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე ,,ნ----------------’’ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2013 წლის აპრილიდან მისამართზე: ქ. ქუთაისი, წ-------–ის N4/4ა, ქ-------–ა 37, ფართის ოდენობით - 49 მ2, შერეული სამრეწველო მაღაზიის კლასიფიკაციით, 0,50 თეთრიანი ტარიფით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 24,50 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათით ირკვევა, რომ ი.მ. ,,ნ----------------ს“ გადასახდელად 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის იანვრის ჩათვლით ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება, მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 24,50 ლარს, ჯამში - 1127,00 ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს ანუ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, რომელიც მოიცავს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანებას 2013 წლის აპრილიდან -2017 წლის იანვრის ჩათვლით. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2017 წლის 30 ივნისს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბერის, ოქტომბერის, ნოემბერის, დეკემბერის დასუფთავების მოსაკრებლის მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია სამ წელზე მეტი, რითაც მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული კი სარჩელის ამ ნაწილში (220,50 ლარის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 906,50 (ცხრაას ექვსი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ (ს/კ 620060059--) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 906,50 ლარის გადახდა;

 

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი 220,50 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,ნ----------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი