გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2018
საქმის ნომერი
080310018002325733
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002325733

საქმე №3/144-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

 

მოსარჩელე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ზ------–----ე

მოპასუხე - შპს ,,ა---------ი’’

დირექტორი - ვ--–-----------–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ა---------ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 1450,16 (ათასოთხასორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ა---------ი’’ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მომენტიდან - სრულად იღებს მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა მისი მხრიდან არ შესრულებულა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. შპს ,,ა---------ს’’ 2018 წლის 29 იანვრს გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 1450,16 (ათასოთხასორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 05 სამუშაო დღე. აღნიშნული დავალიანების დაფარვა მოპასუხე მხარის მიერ დღემდე არ განხორცილებულა.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - შპს ,,ა---------ს’’ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ა---------ის’’ დირექტორმა განმარტა, რომ გადაიხდის თანხას, თუმცა აღნიშნულისთვის სჭირდება დრო. მოპასუხე, რომელიც მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ,,აფხაზთი’’ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 4126911--, იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ა------–-----–ის N64.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ა---------ი’’ (ს/კ 4126911--) სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2013 წლის აპრილიდან, 21 კლასიფიკაციით, რომლის ყოველთვიური გადასახადი 2013 წლის აპრილიდან - 2015 წლის აპრილის ჩათვლით შეადგენს 69,40 ლარს, 2015 წლის მაისიდან - 2018 წლის იანვრის ჩათვლით შეადგენს - 30,13 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი;

- შეტყობინება;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო; ზომის ერთეული: ღია ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,02 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0,02; ზომის ერთეული: დახურული ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,14 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0,11 (კლასიფიკაცია 21).

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილება

- 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილება.

- 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილება

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წერილით შპს ,,ა---------ს’’ ეცნობა, რომ 2018 წლის იანვრის მდგომარეობით შპს ,,ა---------ს’’ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1450,16 (ათასოთხასორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარს. ამასთან განემარტა, რომ ვალდებული იყო 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვა

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო; ზომის ერთეული: ღია ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,02 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0,02; ზომის ერთეული: დახურული ფართის 1მ2, ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3: - 0,14 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2ლარი: მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი - 0,11 (კლასიფიკაცია 21).

 

დადგენილია, რომ ყოველთვიურად შპს ,,ა---------ის’’ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 2013 წლის აპრილიდან - 2015 წლის აპრილის ჩათვლით შეადგენს 69,40 ლარს, 2015 წლის მაისიდან - 2018 წლის იანვრის ჩათვლით შეადგენს - 30,13 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 29 იანვრის წერილით ეცნობა, რომ 2018 წლის იანვრის მდგომარეობით შპს ,,ა---------ის’’ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1450,16 (ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარს. ამასთან, შპს ,,ა---------ს’’ განემარტა, რომ 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია რომ შპს ,,ა---------ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 1450,16 (ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და შპს ,,ა---------ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1450,16 (ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ,,ა---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - შპს ,,ა---------ს’’ (ს/კ 4126911--) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 1450,16 (ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე - შპს ,,ა---------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი