გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017002011448
N3/128-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი, თამთა ჩულუხიძე, ელენე თაგაური
მოსარჩელე: ვუ---–------------ი;
მოსარჩელის წარმომადგენელი: დი----------–--–-–--ლი;
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მოპასუხის წარმომადგენელი: კახ---------------–იძე;
მესამე პირები: 1. ს.ს. ,,ვი--------------------ია";
წარმომადგენელი თე----------–----ძე, ნათ----------–--ლი;
2. ვა---------------ვი;
3. გი---–------------ვა;
თარჯიმანი ნაი-–------------ვა;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისრტაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2003 წლის 10 მარტს უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.13.1-- კუ----------------ვის საკუთრების უფლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვუ---–------------ის თანამესაკუთრედ რეგისტრაცია;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის N882014371825-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N88---------8-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 ნოემბრის N88--------49-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის განმარტებით, სადაო ქონება წარმოადგენდა პაპის - გუ--------------ოვის კომლის საკუთრებას, რომლის წევრსაც მოსარჩელე წარმოადგენდა. პაპის გარდაცვალების შემდეგ, მთლიანი ქონება დარეგისტრირდა ჯერ გი---–--------------ას, ხოლო შემდეგ ვა---------------ვის სახელზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვა---------------ვმა, ისე, რომ არ ჰქონია კომლის სხვა წევრების თანხმობა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით ქონება დატვირთა იპოთეკით ს.ს. ვი--------------------იაში, თავად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში და სესხი არ დაფარა. სესხის თანხის გადაუხდელობის გამო ს.ს. ვით-------------------იამ გაასხვისა აუქციონის წესით მიზერულ თანხად. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ის შედეგი, რომ კომლის სხვა წევრები დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ იქნა გათვალიწინებული კომლის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება, რის გამო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ ქონებაზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
2. მოპასუ--ს პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ყველა რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს.კ 82.03.25.3-- შეესაბამება რეგისტრაციის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სს ,,ვი--------------------ია"-ს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მესამე პირებს - ვა---------------ვს და გი---–------------ვას არ წარმოუდგენიათ შესაგებელი;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2003 წლის 10 მარტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,102 ჰა. მიწის ნაკვეთზე ს.კ 83.03.13.1-- დარეგისტრირდა კუ----------------ვის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღრიცხვო ბარათი (10.03.03 წ.);
- საკადასტრო რუკა;
4.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გიუ-–---------------ვა, წარადგინა ყუ----------------ვის გარდაცვალების მოწმობა და კუ----------------ვის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა, კერძოდ, კუ----------------ვის ნაცვლად, მესაკუთრედ ყუ----------------ვის მითითება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის N882014371825-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.13.1-- შესწორდა ხარვეზი და მესაკუთრედ კუ---------------ის ნაცვლად მითითებული იქნა ყუ----------------ვი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N882014371825-03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 7 ოქტომბერს საჯარო რეესტრის მა-------–ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა გი---–--------------ამ და უძრავ ქონებაზე ს.კ 83.03.13.1-- საკადასტრო აზიმვითი ნახაზის შესაბამისად და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გი---–--------------ა წარმოადგენდა ყუ----------------ვის პირველი რიგის მემკვიდრეს.
საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი წარმოადგენდა 1020 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განლაგებული 151 კვ.მ საცხოვრებელი და 40 კვ.მ არასაცხოვრებელ შენობებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N88---------8-03 გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე ს.კ 83.03.13.1-- დაზუსტდა საკადასტრო მონაცემები. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი 83.03.25.3--, შედგა საკადასტრო გეგმა და მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა გიულსარ ასკეროვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება 07.10.2014;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 13.10.2014;
- საკადასტრო გეგმა;
- სამკვიდრო მოწმობა 03.10.2014;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N88---------8-03 გადაწყვეტილება;
4.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრის მა-------–ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ვა---------------ვმა და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.25.3-- საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლის შიდა ზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 5 ნოემბერს მიიღო N88--------49-03 გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.25.3-- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ვა---------------ვის საკუთრების უფლება (მიწის საერთო ფართი 1020 კვ.მ. შენობა N1-საერთო ფართი 227,18 კვ.მ და შენობა N2).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება 30.10.2014;
- შიდა აზომვითი ნახაზი;
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
- გადაწყვეტილება N88--------49-03;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 05.11.2014;
4.1.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა ს.ს. ,,ვი--------------------ია“- ს წარმომადგენელმა და უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.25.3-- იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის 2015 წლის 23 თებერვლის N882015089693-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.25.3-- იპოთეკარად დარეგისტრირდა ს.ს. ,,ვი--------------------ია“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს.ს. ,,ვი--------------------იას“ განცხადება 19.02.2015;
- იპოთეკის ხელშეკრულება19.02.2015;
- N882015089693-03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან19.02.2015;
4.1.6. დადგენილია, რომ ვაგუფ გუ---ანოვის საკუთრებაში რეგისტრირებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ს.კ. 83.03.25.3-- გატანილი იქნა აუქციონზე სარეალიზაციოდ და მეორე ელექტრონული აუქციონის შედეგად მესაკუთრედ გამოცხადდა ს.ს. ,,ვი--------------------ია“ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ 2016 წლის 11 ნოემბრის განკარგულება;
4.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადდებით მიმართა ს.ს. ,,ვი--------------------იას“ წარმომადგენელმა და უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.25.3-- აუქციონზე შეძენილ უძრავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ 2016 წლის 11 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 15 ნოემბრის N882-------14-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.25.3-- მესაკუთრედ დარეგისტრირდა ს.ს. ,,ვი--------------------ია“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N882-------14-03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 15.11.2016;
4.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ვუ---–------------მა და წარდგენილი საკადასტრო აზომვიტი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.25.3-- საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
განცხადებას თან დაერთო საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ვუ---–------------ი 1986-2011 წლების მონაცემებით ირიცხებოდა გუ--------------ოვის კომლში.
საჯარო რეესტრის N8820------34-03 გადაწყვეტილებით მხარეს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი აზონვითი ნახაზის მიხედვით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ს.ს. ,,ვი--------------------იას“ საკუთრების უფლება, ხოლო 2017 წლის 14 ივლისს N8820------34-06 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება 06.06.2017;
- საარქივო ცნობა 30.05.2017;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- N8820------34-03 გადაწყვეტილება;
- N8820------34-06 გადაწყვეტილება;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების განხილვის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვუ---–------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 განკარგულება;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რომლის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
„საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუ--სმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის და რეგისტრირებული უფლების დაცვის ფუნქცია აკისრია საჯარო რეესტრს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე კანონის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს, იგი არსებობს სწორედ რეგისტრირებული სახით და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. მიიჩნევა, რომ ასეთი რეგისტრაცია სწორია მანამ, სანამ არ დამტკიცდება მისი უზუსტობა.
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N88---------8-03, 2014 წლის 11 მაისის N88--------49-03, 2016 წლის 15 ნოემბრის N882-------14-03 და 2017 წლის 12 ივნისის N8820------34-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული მისი - როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები უზუსტოა, ვინაიდან ისინი არ შეესაბამებიან კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, მიიჩნევა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია განმარტებულია როგორც რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუ--სმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N88---------8-03, 2014 წლის 11 მაისის N88--------49-03, 2016 წლის 15 ნოემბრის N882-------14-03 და 2017 წლის 12 ივნისის N8820------34-03 გადაწყვეტილებები წარმოადგენენ აღმჭურელი შინაარსის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან აღნიშნული აქტებით მესამე პირებს მიენიჭათ საკუთრების უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს.
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს კი უპირისპირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის ,,კანონიერი ნდობის პრინციპი“. ამ ორი კონსტიტუციური რანგის პრინციპების შეპირისპირებისას, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშნველოვანია გამოირკვეს ამ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის თანაფარდობა.
დადგენილია, რომ 2003 წლის 10 მარტს საგადასახადო სიის N645 საფუძველზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ალ----–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,102 ჰა. მიწის ნაკვეთზე ს.კ 83.03.13.1-- დარეგისტრირდა კუ----------------ვის საკუთრების უფლება.
აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2003 წლის 10 მარტს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ 83.03.13.1-- განხორციელდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 განკარგულების მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწის განაწილების სია, გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისთვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია.
აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კუ----------------ვს უძრავ ქონებაზე ს.კ 83.03.13.1-- წარმოეშვა საკუთრების უფლება საგადასახადო სიის საფუძველზე.
საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პერიოდისათვის მოქმედი მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის მე-10 მუხლი ადგენდა რეგისტრაციის შეჩერების და მიწისა სხვა უძრავი ქონების თანამფლობელთა რეგისტრაციის წესს, კერძოდ, მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მიწაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლების დამამტკიცებელ საბუთს, სარეგისტრაციო ბარათში იდენტურად ასახული უნდა იქნეს თითოეული თანამესაკუთრის წილი. თუ თითოეული მესაკუთრის წილის ოდენობა ცნობილი არ არის, მაშინ ყოველ თანამესაკუთრეზე აღირიცხება ქონების თანაბარი წილი, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას ,,მესაკუთრის“ გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უროსი (დანარჩენი წევრებისგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხოს ,,შეზღუდვის“ გრაფაში. ამდენად, ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას კანონი ადგენს მხოლოდ ერთი პირის (დანარჩენი წევრებისგან დელეგირებული პირი) მესაკუთრედ აღრიცხვის შესაძლებლობას.
სააღრიცხვო ბარათი მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად განიმარტება როგორც სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ. აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას.
დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ს.კ 83.03.13.1-- მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 0,102 ჰა. მიწის ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრედ მითითებულია კუ---ანოვ კუ---ანი ამ ქონებაზე თანასაკუთრეების უფლება და თანამესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია არ არის რეგისტრირებული.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მა-------–ის რაიონის ალ----ის სასოფლო-საბჭოს (საკრებულოს) 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში დაცულია ინფორმაცია გუ--------------ოვის კომლის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, გუ--------------ოვის კომლში ირიცხებიან ცოლი-ფა---ა გუ---ანოვა, შვილი - ვა---------------ვი, რძალი - პა-------------ა და შვილიშვილები - რუ--ნ და ვუ---–------------ები. კომლს ერიცხება 100 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,24 ჰა.მიწის ნაკვეთი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გუ--------------ოვზე, როგორც კომლის ერთ-ერთ დელეგირებულ წევრზე საგადასახადო სიის საფუძველზე დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.102 ჰა. ს.კ 83.03.13.1-- მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გუ--------------ოვის კომლზე რიცხული ქონებას, შესაბამისად აღნიშნული რეგისტრაცია შეესაბამება რეგისტრაციის პერიოდში მოქმედ მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონს და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის - 2003 წლის 10 მარტს უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.13.1-- კუ----------------ვის საკუთრების უფლების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.
7.2. სასამართლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის N882014371825-03 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გი---–----------------ამ და უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.13.1-- ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელი კუ---ან მაგამედ კუ---ანო ოღლი უნდა შესწორებულიყო ყუ----------------ვად.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ N882014371825-03 გადაწყვეტილებით შესწორდა მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც გამოწვეული იყო დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და დაშვებული იყო ორთოგრაფიული სახის ტექნიკური უზუსტობა.
ამდენად, აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ N882014371825-03 გადაწყვეტილება ასევე შეესაბამება საჯარო რეესტრის შესახებ კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.3. მოსარჩელის მოთხოვნებთან - 2014 წლის 13 ოქტომბრის N882014594498-03 და 2014 წლის 5 ნოემბრის N88--------49-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N882014594498-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.03.25.3--, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა გი---–--------------ას საკუთრების უფლება, ხოლო 2014 წლის 5 ნოემბრის N88--------49-03 გადაწყვეტილებით, იმავე უძრავ ნივთზე ს.კ 83.03.25.3-- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ვა---------------ვის საკუთრების უფლება. რაც გულისხმობს იმას, რომ N882014594498-03 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამკვიდრო მოწმობა, ხოლო N88--------49-03 გადაწყვეტილებას - ჩუქების ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ როგორც სამკვიდრო მოწმობა, ისე ჩუქების ხელშეკრულება სადაოდ არავის მხრიდან არ გამხდარა, იგი ძალაშია და მოქმედებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადაო აქტების ბათილად ცნობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მისი რეგისტრაციის საფუძვლის - ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 13 ოქტომბრის N882014594498-03 და 2014 წლის 5 ნოემბრის N88--------49-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ვუ---–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ვუ---–------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე