განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
010100116001373581
დავის ტიპი
262 1 , 260 1
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 0-0-00-1600-373581

საქმე N1-534/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

02 ივლისი, 20-8 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ი-----–------------–---

ადვოკატი - დ-----------------

 

ბრალდებული: ა---------– დ-------

მამის სახელი: მ--–-----

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 1--0--1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

განათლება: საშუალო

რეგისტრირებული მისამართი: ქ. ბათუმი, გ---------- ქუჩა N35, ბინა N27

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი.

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------– დ-------მ ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20-6 წლის 7 მაისს, ა---------– დ-------მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0, 0474 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ და 0, 0025 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“.

 

სასამართლო სხდომაზე ა---------– დ-------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

ა) 20-6 წლის 07 მაისს შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------– დ-------- პირადი ჩხრეკა ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში. ჩხრეკა დაიწყო 17 საათსა და 53 წუთზე და დასრულდა 18 საათსა და 10 წუთზე.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩაატარა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს გამომძიებელმა, გია ჯუმუშაძემ. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლები: დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ირაკლი ბაჯელიძე; დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - ირაკლი მეგრელიძე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - თენგიზ ხმალაძე და დეტექტივ-გამომძიებელი - იოსებ მემარნე.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---------– დ-------- პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბესთან არსებული პატარა ზომის ჯიბიდან ე. წ ,,პისტონჩიკიდან“ ამოღებულ იქნა ორი ცალი ქაღალდის პაკეტი, შეფუთული მოყვითალო ფერის მწებავი ლენტით. ერთში მოთავსებულია თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებულია მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. ასევე მისი ტანთმოსილი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის'' ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 215 ლარი, 50 ლირა და მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომლებიც ასევე დაილუქა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად.

ბ) საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 20-6 წლის 08 მაისს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/178 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0, 3391 გრამი, შეიცავს 0, 0474 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს,“ ხოლო ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, წონით 0, 1287 გრამი, შეიცავს 0, 0025 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.

 

გ) მოწმის სახით დაკითხული გია შამილიშვილის ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში დეტექტივის თანამდებობაზე. 7 მაისს იმყოფებოდა სარფში, სადაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა---------– დ------- და ჰ-------------–-–----- თურქეთიდან აპირებდნენ ნარკოტიკული საშუალების შემოტანას საქართველოში. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელს. პატაკი დააწერა გამომძიებელს, რომელმაც დაკითხა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. კითხვაზე თუ ვინ იმყოფებოდნენ სარფში განაცხადა: ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე კაცი მახსოვს მეგრელიძე, ხმალაძე, ჯუმუშაძე. სარფში ალბათ ყველა იყო ჯუმუშაძის გარდა. არ მახსოვს ვინ იყო და ვინ არა, კონკრეტულად გვარები არ მახსოვს, იმ კითხვას, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არა აქვს ნუ შემეკითხებით.“

 

დ) მოწმის სახით დაკითხული გია ჯუმუშაძის ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 20-6 წლის 07 მაისს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ა---------– დ------- და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ჰ-------------–-–----- აპირებდნენ თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას. შესასრულებლად დაეწერა პატაკი ოპერატიული ინფორმაციის შესახებ. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე აღნიშნული პირების მიმართ. იმ დროისა----- თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა სარფში, სადაც დაკითხა პატაკის ავტორი გია შამილაშვილი. 17:38 საათზე, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, გაიარა განბაჟება და ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა ჰ-------------–-–-----, რომელიც შენობაშივე შეაჩერეს თეა მართალიშვილმა და ლევან გოგმაჩაძემ და გაჩხრიკეს. ა---------– დ------- ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა 17:45 საათზე, რომელიც ადგილზე დააკავეს. დაკავებაში მონაწილეობდნენ - ირაკლი ბაჯელიძე, ირაკლი მეგრელიძე, თენგიზ ხმალაძე და იოსებ მემარნე. ა---------– დ-------- ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბის პატარა ზომის ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ქაღალდის პაკეტი. ერთში იყო თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მეორეში - მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება. დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ადმინისტრაციულ შენობაში - გრიბოედოვის 4-ში, შემდეგ წარდგენილ იქნა ნარკოლოგიურში და განთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

ე) მოწმის სახით დაკითხული ირაკლი მეგრელიძის ჩვენების თანახმად, მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინაარმდეგ მებრძოლ განყოფილებაში. 20-6 წლის 07 მაისს იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა---------– დ------- და აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონი აპირებდნენ ნარკოტიკის შემოტანას საქართველოში. პირველი შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე. შემდეგ შემოვიდა ა---------– დ-------, რომელიც მათ უშუალოდ დააკავეს. შეაჩერა გამომძიებელმა გია ჯუმუშაძემ. განუმარტა უფლებები. იყვნენ თენგიზ ხმალაძე, იოსებ მემარნე და ირაკლი ბაჯელიძე. ჩხრეკდა გამომძიებელი. ამოღებულ იქნა 2 მოყვითალო ფერის შენაფუთი. ერთში იყო აბი, მეორეში - ფხვიერი ნივთიერება. ამოუღეს თანხა და ტელეფონი. გადაყვანილი იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. ჩხრეკა თავიდან ბოლომდე ჩატარდა დარბაზში, სპეციალურ ოთახში. დ------- ვინ ჩამოიყვანა არ ახსოვს.

 

ვ) მოწმის სახით დაკითხული თენგიზ ხმალაძის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. ბათუმის პოლიციის მე-5 განყოფილებაში. 20-6 წლის 07 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში. დაახლოებით 4:00 საათისა----- შემოვიდა ინფორმაცია, რომ ა---------– დ-------- და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰ-------------–-–-----ს უნდა გადმოეტანათ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება. დაახლოებით 17:40 საათზე, საბაჟო კონტროლი გაიარა ა-------–-–------ და შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. ამ დროს იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რომელიც მდებარეობს სარფის საბაჟოს ადმინისტრაციულ შენობაში. ამ პიროვნებასთან მივიდნენ გამომძიებელი ლევან გოგმაჩაძე და თეა მართალიშვილი. ა-------–-–------ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ აღმოაჩნდა. დაახლოებით 6-7 წუთში შემოვიდა ა---------– დ-------, რომელიც გაჩერებული იქნა იოსებ მემარნის, ირაკლი ბაჯელიძის, ირაკლი მეგრელიძის და გია ჯუმუშაძის მიერ. გია ჯუმუშაძემ განუმარტა, თუ რატომ იყო დაკავებული. დ-------მ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ, მისივე თანხმობით, მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გია ჯუმუშაძის მიერ ჯინსის შარვლის მარჯვენა პისტონჩიკიდან ამოიღეს ორი შეკვრა გადახვეული მოყვითალო იზოლაციის ლენტით, რომელთა გახსნის შემდეგ ერთში აღმოჩნდა თეთრი ფერის ნატეხი, მეორეში - მოყვითალო ფერის ფხვიერი მასა. ამოღებული ნივთები, ფული და ტელეფონი დაილუქა და შედგენილ იქნა ოქმი. ა---------– დ------- გადაყვანილი იქნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. თვითონ დარჩა შენობაში. ვინ წაიყვანა ა---------– დ------- არ ახსოვს. არ ხლებია იმ პირებს, ვინც წამოიყვანა დ-------. თვითონ რომელი მანქანით წამოვიდა არ ახსოვს. კითხვაზე დ------- ჯერ გაჩხრიკეს და შემდეგ დააკავეს თუ პირდაპირ დააკავეს, განაცხადა, რომ ,,პასუხი ჯუმუშაძეს ვკითხოთ’’.

 

ზ) მოწმის სახით დაკითხული იოსებ მემარნის ჩვენების თანახმად, 20-6 წლის 07 მაისს, შუადღისას იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დაახლოებით 4:00 საათზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, ა---------– დ-------- და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰ-------------–-–-----ს უნდა შემოეტანათ ნარკოტიკული საშუალება. პირველად შემოვიდა ქალი - აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც დაკავებული იქნა გასასვლელში თეა მართალიშვილის და გამომძიებლის მიერ. დაახლოებით ერთ-ორ წუთში შემოვიდა ა---------– დ-------, რომელიც შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ დარბაზშივე. გამომძიებელმა განუმარტა უფლება-მოვალეობები. მან თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. გამომძიებელმა გაჩხრიკა და ჯიბიდან ,,ფისტაშკას“, რომ ეძახიან ამოიღეს ორი თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული ნივთი. ერთში იყო ტაბლეტი, მეორეში - ფხვიერი მასა. დალუქეს და ხელი მოაწერეს ყველამ, მათ შორის დ-------მ. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ირაკლი ბაჯელიძე, ხმალაძე თენგო და ბაკურიძე. ჩხრეკის შემდეგ ა---------– დ--------თან შეხება აღარ ქონია. 5-10 წუთში წავიდა ბათუმში.

 

თ) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გამოსასვლელში 20-6 წლის 7 მაისს, 17 საათსა და 40 წუთიდან 18:00 საათამდე განვითარებული მოვლენები. 17 საათსა და 55 წუთზე საათზე შენობიდან გამოდის ა---------– დ-------, რომელიც მოყავს თანმხლებ პირს. ისინი მიდიან თეთრი ფერის ჯიპთან. ა---------– დ-------- თანმხლები პირი აღებს ავტომანქანის უკანა კარს. ავტომანქანაში ჯდება ჯერ ა---------– დ-------, ხოლო შემდეგ მისი თანმხლები პირი. შემდეგ მარცხენა მხრიდან ავტომანქანის უკანა სავარძელზე ჯდება კიდევ ერთი პირი, ხოლო ა---------– დ-------- თანმხლები პირი გადმოდის ავტომანქანიდან და ჯდება ავტომანქანის საჭესთან. 17 საათსა 57 წუთზე თეთრი ფერის ჯიპი, რომელშიც სხედან ა---------– დ------- და ზემოაღნიშნული პირები, ტოვებს საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიას.

 

ი) მოწმის სახით დაკითხული ა---------– დ-------- ჩვენების თანახმად, მას სიძე და ბიძაშვილი უნდა გაეცილებინა თურქეთში და ასევე იქ ენახა ოჯახის წევრები, რომლებიც საბერძნეთიდან იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ ის და რამდენიმე ადამიანი არ შეუშვეს თურქეთში და გამოაბრუნეს უკან. საქართველოს ტერიტორიაზე საპირფარეშოსთან მისვლამდე შეხვდა ჰ-------------–-–-----, რომელსაც იცნობს ბათუმიდან და მეგობრობს მასთან. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ჯერ დააკავეს ჰ-------------–-–-----, ხოლო რამდენიმე წუთში მოხდა მისი დაკავება ირაკლი ბაჯელიძის მიერ. შეიყვანეს კაბინეტში, სადაც ჩაუტარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც მიაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. ჰ-------------–-–----- გაიყვანეს, ხოლო მას უთხრეს, რომ ანალიზებზე უნდა წაეყვანათ. ხმალაძემ და ბაჯელიძემ წამოიყვანეს. გამოსვლამდე ირაკლი ბაჯელიძე უკან მიბრუნდა ბორკილების ასაღებად. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოყვანის შემდეგ ჩასვეს თეთრი ფერის ჯიპში და ირაკლი ბაჯელიძემ და თენგიზ ხმალაძემ წაიყვანეს ბათუმში. გია ჯუმუშაძე და იოსებ მემარნე არ იმყოფებოდნენ სარფში. ბორკილები მანქანაში დაადეს და მიიყვანეს უშიშროების შენობაში. შესვლის დროს ირაკლი ბაჯელიძემ უთხრა, რომ ,,ეხლა გექნება წამალი ჯიბეში შენო.’’ შენობაში ყოფნის დროს, იყო მუქარა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნარკოტიკს უსვამდნენ სახეზე. პოლიციელებს მიმართა ,,რატომ მიკეთებთ ამასო, აღრიცხვაზე არ ვარ ნამყოფი, სასამართლოში არ ვარ ნამყოფი, რას მერჩითო’’. პირში ჩაუდეს ტაბლეტი და წყალს ასმევდენენ. დაუძახეს გამომძიებელ გია ჯუმუშაძეს და შეიყვანეს სხვა ოთახში. გია ჯუმუშაძეს დასახმარებლად მიმართა - ,,ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ცხოვრებას მინგრევენო’’, რაზედაც გამომძიებელმა უპასუხა, რომ ეღიარებინა და საქმე გამოვიდოდა. ითხოვდა ადვოკატს და ოჯახში დარეკვას, რაზედაც უპასუხეს - ,,შენ სად ბანაობ, რომელ საუკუნეში ხარო, აღიარე და დაგეხმარებითო’’. ამ დროს შემოვიდა ერთი თანამშრომელი, რომელიც იძახდა ,,კიდევ არ აღიარებს ბიჭო, სხვანაირად მივხედოთ ამასო“. ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი ბაჯელიძემ. ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ჰ-------------–-–-----სთან ერთად ელოდებოდნენ სხვა მამაკაცს და ამიტომ მოხდა შეცდომით მისი დაკავება.

 

3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------– დ------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ა) სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორი და შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისა----- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მხარის თანასწორად გააჩნდეს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის და ამ მტკიცებულებების და არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, ხოლო სასამართლო ვალდებულია მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, ერთნაირი გულმოდგინებით შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული თითოეული მტკიცებულება და ამ მტკიცებულების თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------– დ-------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია რადიკალურად განსხვავდება და თანხვედრაში არ არის ა---------– დ-------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებებთან, კერძოდ, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში ა---------– დ-------- პირადი ჩხრეკა დაიწყო 17 საათსა და 53 წუთზე და დასრულდა 18 საათსა და 10 წუთზე, ხოლო გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერში კი ჩანს, რომ დაკავებული ა---------– დ------- სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობიდან გამოჰყავთ 17 საათსა 55 წუთზე (ამ დროს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ა---------– დ------- იმყოფება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდინარეობს მისი პირადი ჩხრეკა), რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს ა---------– დ-------- დაკავებისა და პირადი პირადი ჩხრეკის ოქმის სანდოობაზე.

 

ბ) სასამართლო თვლის, რომ როდესაც დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე აჟღერებს არგუმენტირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი ასახავს კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილას მომხდარ ფაქტს, ბრალდების მხარეს წარმოეშვება ვალდებულება, რომ ამტკიცოს საპირისპირო და გააბათილოს დაცვის მხარის მტკიცებულება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და აპელირებას იმის თაობაზე, რომ ვიდეო-მასალაში ბუნდოვნად ჩანს პირთა სახეები. სასამართლოსთვის ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მითითებული ვიდეომასალა ასახავს 20-6 წლის 07 მაისს, ა---------– დ-------- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოყვანის ფაქტს. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციისა და ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების ჩვენებების ურთიერთშეპირისპირება.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეჩანაწერის მიხედვით, ა---------– დ------- სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობიდან გამოიყვანეს 17 საათსა 55 წუთზე. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, იგი სარფიდან წამოიყვანეს პოლიციელებმა, თენგიზ ხმალაძემ და ირაკლი ბაჯელიძემ, ხოლო გია ჯუმუშაძე და იოსებ მემარნე არ ყოფილან სარფში.

 

ბრალდების მხარეს მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერის სახით არ წარმოუდგენია, ხოლო ა---------– დ-------- სარფის საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობიდან გამოყვანასა და ბათუმში გადაყვანასთან დაკავშირებით, პოლიციელებმა სასამართლოს მისცეს შემდეგი ჩვენებები: მოწმე ირაკლი მეგრელიძე - ,,დ------- ვინ ჩამოიყვანა არ მახსოვს“; მოწმე თენგიზ ხმალაძე - ,,დ------- ვინ წაიყვანა არ მახსოვს. არ ვხლებივარ იმ პირებს, ვინც წამოიყვანა“; მოწმე იოსებ მემარნე ,,დაკავების შემდეგ წამოვედი“; მოწმე გია ჯუმუშაძე ,,ა---------– დ------- დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ადმინისტრაციულ შენობაში - გრიბოედოვის 4-ში’’ (კონკრეტული პირებისა და დროის მიუთითებლად), ხოლო მოწმე ირაკლი ბაჯელიძე საერთოდ არ გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად (მოწმე ირაკლი ბაჯელიძე და ჰ-------------–-–----- ბრალდების მხარემ მოხსნა მოწმეთა სიიდან).

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარემ (დაცვის მხარის საპირისპიროდ) მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით ვერ წარმოადგინა ის მოცემულობა, რომლითაც გაირკვეოდა, თუ ვინ და როდის გამოიყვანა ა---------– დ------- სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ადმინისტრაციულ შენობიდან და შემდეგ წაიყვანა ბათუმში, ეს მაშინ, როდესაც სასამართლოში დაკითხული პოლიციელები, მათივე განცხადებით და დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, უშუალოდ მონაწილეობდნენ ა---------– დ-------- დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რაც აძლიერებს დაცვის მხარის მიერ მითითებული ვერსიის სისწორის განცდას.

 

გ) სასამართლოს მიიჩნია, რომ ა---------– დ-------- დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა სასამართლოს ვერ მიაწოდეს თანმიმდევრული და ფაქტების ერთნაირად აღმწერი ჩვენებები, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმისა----- ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე იოსებ მემარნის ჩვენებაზე, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება სხვა მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, კერძოდ, იოსებ მემარნის ჩვენების თანახმად, ,,ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ირაკლი ბაჯელიძე, ხმალაძე თენგო და ბაკურიძე.’’ იგი არ ახსნებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ირაკლი მეგრელიძეს, ხოლო ბაკურიძე დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საერთოდ არ მონაწილეობდა ჩხრეკაში და მას არ ახსენებენ სხვა პოლიციელები.

 

სასამართლო თვლის, რომ სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები არ არის დამაჯერებელი. ხშირ შემთხვევებში ისინი ცდილობდნენ შეკითხვებისაგან თავის არიდებას. მოწმის სახით დაკითხული თენგიზ ხმალაძის ჩვენების თანახმად, კითხვაზე დ------- ჯერ გაჩხრიკეს და შემდეგ დააკავეს თუ პირდაპირ დააკავეს, განაცხადა: ,,პასუხი ჯუმუშაძეს ვკითხოთ.’’ მოწმის სახით დაკითხული გია შამილიშვილის (პატაკის ავტორი) ჩვენების თანახმად, კითხვაზე თუ ვინ იმყოფებოდნენ სარფში განაცხადა: ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე კაცი მახსოვს მეგრელიძე, ხმალაძე, ჯუმუშაძე. სარფში ალბათ ყველა იყო ჯუმუშაძის გარდა. არ მახსოვს ვინ იყო და ვინ არა, კონკრეტულად გვარები არ მახსოვს. იმ კითხვას, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არა აქვს ნუ შემეკითხებით.“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტურობის თვალსაზრისით შეკითხვებს წარმოშობს ის გარემოება, რომ ა---------– დ-------- პირად ჩხრეკაში და დაკავებაში მონაწილე და შესაბამისი ოქმის შემდგენელმა გამომძიებელმა, გია ჯუმუშაძემ დაკითხა ამავე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ირაკლი ბაჯელიძე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - ირაკლი მეგრელიძე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - თენგიზ ხმალაძე და დეტექტივ-გამომძიებელი - იოსებ მემარნე, მაშინ, როდესაც გია ჯუმუშაძე ერთდროულად იყო პოტენციური მოწმე, ანუ პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი (სსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილი) და სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი გამომძიებელიც, რომელიც წარმოადგენს ბრალდების მხარეს (სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-8 წლის 02 აპრილის განჩინება. საქმე 2კ-N60- აპ-17).

 

ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდების მხარის პირდაპირი მოწმეების - პოლიციელების ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საეჭვოს ხდის მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების და შესაბამისი ოქმის სანდოობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, არ შეიძლება პოლიციელების ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ).

 

დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისა----- საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა----- საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისა----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისა----- საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა----- დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისა----- საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა---------– დ-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა-----, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა----- საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა---------– დ-------- ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 10 მაისის განჩინებით, ა---------– დ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 11 მაისის განჩინებით დაყადაღებულ რ----- დ-------- (----------------- საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ტ------ ქუჩა N35, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0--0--.0-.0--- 20 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. გაუქმდეს პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საგამოძიებო ორგანოში ჩაბარების ვალდებულება და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ა---------– დ--------.

 

5. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. გამართლებულ ა---------– დ-------- უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი