გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002504426
2-660-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე თ---------–-შვილი
წარმომადგენელი ნ------------შვილი
მოპასუხე ს--------–---------შვილი
დავის საგანი ალიმენტის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს--------–---------შვილს გადახდეს ალიმენტი 2008 წლის 1 იანვარს დაბადებული ქ------–---------შვილის და 2013 წლის 2 აპრილს დაბადებული ა-------–---------შვილის სარჩოდ, თვეში თითოეულ ბავშვისათვის 200 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო თითოეული ბავშვისათვის 75 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის ივნისამდე. ჰყავთ ორი შვილი: 2008 წლის 1 იანვარს დაბადებული ქ------–---------შვილი და 2013 წლის 2 აპრილს დაბადებული ა-------–---------შვილი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);
- ქ------–---------შვილის დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);
- ა-------–---------შვილის დაბადების მოწმობა (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი - 2016 წლის ივლისიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაშია სხვა პირთან და 2017 წლის 8 დეკემბერს შეეძინა შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 31);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ.32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხე ბ-----–---------შვილმა შეიცვალა სახელი და ახლა არის ს--------–---------შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელში აღნიშნული ს--------–---------შვილის პირადი ნომერი და განქორწინების, ქორწინების, ბავშვების დაბადების მოწმობებში აღნიშნული ბ-----–---------შვილის პირადი ნომერი იდენტურია;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე ,,დასაქმებულია და აქვს მუდმივი შემოსავალი“ (იხ.სარჩელი. ს.ფ.4), მოპასუხის განმარტებით კი, მას სტაბილური შემოსავალი არ აქვს, ხელოსანია და დრო და დრო ასრულებს შეკვეთებს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 80 ლარი თითოეული ბავშვისათვის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოსარჩელესთან და მასთან ერთად რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მისი შემოსავალი მერყეობს თვეში 800 ლარამდე ფარგლებში, თუმცა, არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც შემოსავალი საერთოდ არ აქვს, სარჩელი ცნო თითოეული ბავშვის სარჩოდ თვეში 75 ლარის გადახდის ნაწილში, ქორწინებაშია სხვა პირთან და მასთან ჰყავს ერთ წლამდე ასაკის შვილი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოპასუხის განმარტებისა, სხვა მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი არ არის;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 80 ლარი თითოეული ბავშვისათვის;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ალიმენტის, 150 ლარის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს
თანხის იმ ნაწილს, რაშიც სარჩელი ცნო (1800 ლარი) და დაკისრებულ თანხას შორის (1920 ლარი) სხვაობიდან (120 ლარი) გამომდინარე 3,60 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ---------–-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ს--------–---------შვილს გადახდეს ალიმენტი თ---------–-შვილის სასარგებლოდ, - 2008 წლის 1 იანვარს დაბადებული ქ------–---------შვილის და 2013 წლის 2 აპრილს დაბადებული ა-------–---------შვილის სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით - 2018 წლის 20 ივნისიდან;
2. ს--------–---------შვილს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 3 (სამი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი - სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი