გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N080310017002143684
N3/1235-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ც---–- შ--------ე
მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
წარმომადგენელი - ე---------ე ნ-–-----ე
მესამე პირი - ქ------- შ--------ე
წარმომადგენელი - ს------------–------ი
მესამე პირი - გ------- შ--------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 აგვისტოს №01/18472 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................
1.2. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში, ც---–- შ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, ის და მისი მეუღლე რ----- შ--------ე მუშაობდნენ ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, 1972 წლიდან კანონიერ სარგებლობაში გადაეცათ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში. 2017 წლის ივლისში წერილობით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ზემოაღნიშნულ საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ ჰქონდა ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
2.2. მესამე პირი.
2.2.1. მესამე პირებმა გ------- შ--------ემ და ქ------- შ--------ის წარმომადგენელმა ს------------–------მა სარჩელი ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 1971 წლის 13 თებერვალს ქუთაისის გ.კ. ორჯონიკიძის სახელობის ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორს ვ.ი. ხინგავას და რ----- დ-------ის ძე შ--------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დირექტორმა აიღო ვალდებულება დააკმაყოფილოს მუშაკი რ----- შ--------ე საცხოვრებელი ბინის ფართობით ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. მუშაკმა რ----- შ--------ემ აიღო ვალდებულება იმუშაოს ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ამავე ქარხნის ძრავას ბლოკების უბანზე მღარავად არანაკლებ სამი წლის ვადისა. თუ მუშაკი თავისი ნებით შეწყვეტს მუშაობს, იგი ვალდებულია ჩააბაროს ბინა ადმინისტრაციას გათავისუფლებისთანავე.
ქუთაისის ს. ორჯონიკიძის სახელობის ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პროფკავშირის საქარხნო კომიტეტის თავმჯდომარის 1974 წლის 16 აპრილის N160 წერილით რ----- შ--------ეს ეცნობა, რომ ,,... აღნიშნულ საამქროში ბინის მიღების შემდეგ, ცილინდრების ბლოკის უბანზე სამი წლის მანძილზე თქვენი მუშაობა, როგორც ეს ხელშეკრულებაშია აღნიშნული წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, რაც იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ სამი წლის შემდეგ უფლება გაქვთ მიატოვოთ სამუშაო და ამ საამქროდან გადახვიდეთ სხვა საამექროში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება;
- 1974 წლის 16 აპრილის N160 წერილი.
3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პროფკომიტეტის 1972, 1973 და 1974 წლების კომიტეტის სხდომების ოქმებში გადაწყვეტილება რ----- დ-------ის ძე შ--------ის და ც---–- გ-------ს ასული შ--------ის ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9, ოთახი 85-ში შესახლების შესახებ არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №AA2016082689-04 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 28).
3.1.3. დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის სარემონტო მექანიკური ქარხნის დოკუმენტებით დასტურდება 1979 წლის იანვრის თვიდან -1981 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით აღნიშნულ ქარხანაში რ-----ი დ-------ის ძე შ--------ის მუშაობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №AA2017015256-04 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 29).
3.1.4. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქ. N9-ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალებში ასევე მითითებულია ყოფილი მისამართი- ქ. ქუთაისი, ავტოქარხნის 1 შესახვევი N9.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის N335808 მიმართვის თანახმად დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85 (ს/კ 03.01.03.061) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N335808 მიმართვა (იხ. ს.ფ. 24);
- ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 23).
3.1.5. დადგენილია, რომ რ----- შ--------ე გარდაიცვალა 1982 წლის 18 ნოემბერს მისი სამკვიდრო მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ - ც---–- შ--------ემ.
დადგენილია, რომ რ-----ი შუბითძის შვილი - გ------- შ--------ე 1990 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში.
1977 წლის 2 მარტის პასპორტის გაცემის განცხადების ფორმის თანახმად, ც---–- შ--------ის საცხოვრებელი მისამართია - ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა ( ს.ფ. 15);
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.19-20);
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 42-43);
- პასპორტის ფორმა N1 (ს.ფ. 22);
- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 45)
3.1.6. დადგენილია, რომ ც---–- შ--------ემ 2017 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 აგვისტოს №01/18472 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა მითითებული ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №01/18472 წერილი (იხ. ს.ფ. 14).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ც---–- შ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი;
- ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ საქმეზე დავის საგანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 აგვისტოს №01/18472 წერილი, რომლითაც ც---–- შ--------ეს უარი ეთქვა ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნული მიმართვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებლად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა არაპრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, ხოლო რაც შეეხება მითითებულ უძრავ ქონებაში მოსარჩელის ცხოვრებისა და შესაბამისად მისი ფლობის და სარგებლობის ფაქტს, მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის ც---–- შ--------ის მამკვიდრებლის ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში მდებარე ფართში შესახლების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი - ორდერი, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება წლების განმავლობაში დასახელებულ ფართში მოსარჩელის კანონიერად ცხოვრების ფაქტი, რაც იმ გარემოებასთან ერთად, რომ წლების განმავლობაში მოპასუხეს მითითებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, სასამართლოს მოსაზრებით მიჩნეული უნდა იქნეს ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში მდებარე საცხოვრებლად გამოყენებულ არაპრივატიზებულ ფართზე ც---–- შ--------ის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების მოპოვების საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ც---–- შ--------ის შვილები გ------- შ--------ე და ქ------- შუბიძე თანახმა არიან დედამ მიიღოს საკუთრების უფლება ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში მდებარე ფართზე.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც---–- შუბითძის მიერ გასაჩივრებული აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის , იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარ-----ლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ც---–- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 აგვისტოს №01/18472 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................
3. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების - მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ. N9/85-ში ც---–- შ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
4. დაეკისროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ც---–- შ--------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი