განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
080100118002442667
დავის ტიპი
187 1 , 120
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4---18 (0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- სი-–-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზვ---- გი------ს ძე წი--–-----ი - დაბადებული 19-- წლის 1---------ოს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, სა---------–--ს რაიონი, გ. მი---------ს N1-, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნა---–------ს მე-2 მიკრორაიონი, და---ს ქუჩა N-

 

ბრალდებული - გ--- სე--------ს ძე ლე–--- - დაბადებული 19-- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თბილისი, დი----- მასივი, მ--- კვარტალი N2--

 

ადვოკატი - გი------ ჩა-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზვ---- წი--–-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 09:00 საათიდან 09:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–ი, კო----------ე ერ-------ს კუთვნილი სალავაშე თონის წინამდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებულ საკუთარ „HONDA CR-V“-ს მოდელის ავტომანქანაში, რომლის სახელმწიფო სერია და ნომერია „N--------” საჭესთან მჯდომ ნი----–---- ჟვ----ს თავს დაესხა ზვ---- წი--–-----ი, ეგრეთწოდებულ კასტეტით შეიარაღებულ გ--- ლე–---სთან ერთად, რომელმაც განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა, კერძოდ მუშტების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახისა და თავის არეში, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნი----–---- ჟვ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზვ---- წი--–-----მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 09:00 საათიდან 09:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–ი, კო----------ე ერ-------ს კუთვნილი სალავაშე თონის წინამდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებულ საკუთარ „HONDA CR-V“-ს მოდელის ავტომანქანაში, რომლის სახელმწიფო სერია და ნომერია „N--------” საჭესთან მჯდომ ნი----–---- ჟვ----ზე თავდასხმის დროს ზვ---- წი--–-----მა მუშტის დარტყმით დააზიანა ზემოთხსენებული ავტომობილის წინა საქარე მინა, რითაც ნი----–---- ჟვ----ს მიადგა 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გ--- ლე–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 09:00 საათიდან 09:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–ი, კო----------ე ერ-------ს კუთვნილი სალავაშე თონის წინამდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებულ საკუთარ „HONDA CR-V“-ს მოდელის ავტომანქანაში, რომლის სახელმწიფო სერია და ნომერია „N--------” საჭესთან მჯდომ ნი----–---- ჟვ----ს თავს დაესხა ეგრეთწოდებულ კასტეტით შეიარაღებული გ--- ლე–--- ზვ---- წი--–-----თან ერთად, რომელმაც განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა კერძოდ ეგრეთწოდებული ლითონის კასტეტისა და მუშტების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახისა და თავის არეში, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნი----–---- ჟვ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეთა თე--------- თო------, ი-–-- გა------–-ს, კა------ პი--------–---–-ს, ზ---–- ქე--------–--ის, სე---- კო-----ს, მ------ წე-------–-ს, ლ-- ა-----–---–-ს, ი--------------ს, ან------ ფო------ს, გი------ გე-–-----ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნი----–---- ჟვ----ს მიმართ, შპს „ქა-----------–--ი“-ს-გან საიჯარო ხელშეკრულების ამოღების ოქმები და მოსამართლის შესაბამისი განჩინება ამოღების ჩატარების ნებართვის გაცემის თაობაზე, პირის ამოცნობის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია „კრ------–-“-ს გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერი, პატრულ-ინსპექტორ ზ---– ქე-------–---ს სამხრე კამერის ჩანაწერი, შპს „ქა-----------–--ი“-ს გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ავტომანქანებზე დამონტაჟებული ჯიპიეს მოწყობილობის ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა ავტომობილების გაჩერების და მოძრაობის სქემა და სხვ.) ერთობლიობა გ--- ლე–---ს და ზვ---- წი--–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა საქმის არსებით განხილვაზე სადავოდ არ გახადეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ზვ---- წი--–-----ის და გ--- ლე–---ს ქმედებებში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების მიერ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, ზვ---- წი--–-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ასევე ზვ---- წი--–-----მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით. გ--- ლე–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზვ---- წი--–-----ის და გ--- ლე–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულების ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობებს. ბრალდებულების ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზვ---- წი--–-----ს და გ--- ლე–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულრბის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების, მათი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვ---- წი--–-----ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა, ხოლო გ--- ლე–---ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--- ლე–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს გ--- ლე–--- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

ზვ---- წი--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

 

სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 3000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ზვ---- წი--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს ზვ---- წი--–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ნი----–---- ჟვ----საგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

ავტომანქანების იჯარის ხელშეკრულებები და ავტომანქანების გადაადგილების ჯპს მონაცემების ფოტომასალები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ვიდეოჩანაწერები CD-R დისკზე, დალუქული 04 პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი