გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080224016001404253
N2/1186-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
17 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
განმცხადებელი: ც---ნა კ----–-შვილი;
დაინტერესებული პირი: 1. სოციალური მომსახურეობის იმერეთის სოციალური მომსახურეობის ცენტრი
წარმომადგენელი: ნათია ბაღდავაძე;
მხარდაჭერის მიმღები - გ------ კ----–-შვილი;
ინტერესების დამცველი ადვოკატი: ხვიჩა თავაძე;
მოთხოვნის არსი: გ------ კ----–-შვილის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა და მისთვის მხარდამჭერად ოჯახის წევრის, დის ც---ნა კ----–-შვილის დანიშვნა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321, 364; 369- მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც---ნა კ----–-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს.
ც---ნა კ----–-შვილი (პ/ნ 6----------- დაბ. 12.04.1947წ) დაინიშნოს ძმის - გ------ კ----–-შვილის (პ/ნ 6----------- დაბ. 07.07.1949წ) მხარდამჭერად:
მხარდამჭერს ც---ნა კ----–-შვილს (პ/ნ 6----------- დაბ. 12.04.1947წ) მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირის - გ------ კ----–-შვილის (პ/ნ 6----------- დაბ. 07.07.1949წ) სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, წვრილმანი გარიგების დადება, გ------ კ----–-შვილის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, როგორც სახელმწიფო (ადმინისტრაციული ორგანო), ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, საერთო სასამართლოებში, გ------ კ----–-შვილის უძრავი ქონების მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ რეგისტრაცია (მათ შორის განცხადებით მიმართვა საჯარო რეესტრის შესაბამის ტერიტორიული სამსახურისადმი, გადაწყვეტილების/ამონაწერის მიღება/გასაჩივრება, მათ შორის, საჯარო რეესტრიდან, არქივიდან ნებისმიერი დოკუმენტაციის გამოთხოვა), საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) დამზადება/აღება, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამით სარგებლობა, შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვა, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის გავლა (მათ შორის შშმ პირის სტატუსის დადგენის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ჩატარება, შემოწმების აქტის ამონაწერის მიღება), ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს/მის ტერიტორიული სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება, თავშესაფარში მოთავსება), ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა, ნებისმიერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება, თანხის აღება), საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ფულადი დანამატის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/ცვლილება/აღდგენა/აღება (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), გ------ კ----–-შვილის პერსონალური მონაცემებით სარგებლობა, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, გ------ კ----–-შვილის ყველა სახის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პლასტიკური ელექტრონული ბარათის მათ შორის დამატებითი ბარათის დამზადება/აღება/გაუქმება და გ------ კ----–-შვილის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის შეჩერებული დაგროვებითი საანაბრე/სადეპოზიტო ანგარიშებზე, არსებული ფულადი თანხის განკარგვა, საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა).
2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;
3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;
10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
11. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
შენიშვნა:
განმცხადებლისა და დაინტერესებული პირების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე