გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2018
საქმის ნომერი
030310518002266276
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310518002266276

№ 3/04-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

 

მოსარჩელე ზ------ ფ--–----

წარმომადგენლები: ე-–----- ქ-----, რ--------- პ---------

 

მოპასუხე ხობის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: ჯ-----ი ბ------, ვ------- ქ---------

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანება.

 

1.2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას გასცეს ნებართვა სადავო მილების ამოღებაზე.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

ზ------ ფ--–---- არის ხ-----------–----–--------- სოფელ ნ--------ის მკვიდრი. 1992 წელს ჩამოაყალიბა სამეწარმეო ამხანაგობის ფირმა ,,გ----–---“ (,,გ----–---ს“ სამართალმემკვიდრეა შპს ,,დ-----–-----------–--ი“, საიდენთიფიკაციო კოდი 4--------) და დაიწყო მის სოფელში გაზსადენის მშენებლობა, საკუთარი ხარჯებით. აღნიშნული პროექტის ,,ხ-------------ის სოფელ ნ--------ის გ---------------, გ----------–---“ - საინჟინრო ნახაზი შედგენილ იქნა საპროექტო ბიურო ,,ს---------------ის“ მიერ 1993 წელს, დაკვეთის N27/93 გ.მ.გ. პროექტი შედგენილ იქნა მისი დაკვეთით. ნახაზებს ხელს აწერს პროექტის მთავარი ინჟინერი ლ-----ე და უფლებამოსილი პირები. ნახაზების დოკუმენტის ფორმატი არის მასშტაბური და არ იძლევა დანართის სახით წარმოდგენის შესაძლებლობას, ამიტომ წარმოდგენილი იქნება სასამართლო განხილვის დროს. დანართის სახით წარმოგიდგენთ საპროექტო დოკუმენტების მხოლოდ იმ ნაწილის ასლებს, რომელიც იძლევა ინფორმაციას დაკვეთის ნომრის და დაკვეთის შემსრულებლის შესახებ. ,,გ----–--მა“ პროექტის შესაბამისად, განახორციელა მიწისქვეშა გაზსადენი მილების გაყვანა ქალაქ ხ------ან მდინარე ხ-----–--–ის ხიდამდე - 600 მეტრი, d 320 მმ; სოფელ ნ--------ის ცენტრში, d 240 მმ; სოფელ ნ--------ის ცენტრიდან სოფ. კ------ ნ--------ამდე 1200 მეტრი, d 200 მმ. აღნიშნულს დაადასტურებენ მოწმეები ჯ----–ი კ----- და ე----- ფ--–----. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ იქნა დასრულებული, ვინაიდან საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, სამეგრელოს რეგიონში შექმნილმა განუკითხაობამ, სამხედრო დაჯგუფებათა შორის დაპირისპირებამ შეუძლებელი გახადა პროექტის განხორციელება. კერძოდ, 1993 წლის 10 აგვისტოს უკანონო ფორმირების მებრძოლების მიერ დაყაჩაღებულ იქნა ზ------ ფ--–----ს ორგანიზაციის ავტომანქანა ,,უ----–ი“, სახელმწიფო ნომრით 4----, რომელიც დატვირთული იყო გაზსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი ლითონის მილებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებდა ქუთაისის შსს სამმართველო, თუმცა სახელმწიფოს მიერ უკანონო ფორმირებების შემორიგების პოლიტიკის გატარების გამო დამნაშავე პირთა დასჯა არ მომხდარა. აღნიშნული დასტურდება საქართველოს შსს ს---------------- შინაგან საქმეთა განყოფილების 1999 წლის 11 მარტის N21/3-555 წერილით. 1995 წელს დაუდგენელი პირების მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მოსარჩელის ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ქუთაისში ჯ-----–---–-ს ქუჩაზე მდებარეობდა. განადგურდა შენობა და ორგანიზაცია. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამჟამად მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი და ხდება ახალი მილების ჩადება, 25 წლის წინ მოსარჩელის მიერ ჩადებულმა მილებმა ფუნქცია დაკარგა და გამოუსადეგარია, ამავე დროს არ მომხდარა მათი არც სახელმწიფოს, არც სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკუთრებაში გადასვლა. 2017 წლის 07 სექტემბერს წერილობითი განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზ------ ფ--–----ს კუთვნილი ძველი მილების ამოღების ნებართვის მისაღებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის N06/4344 წერილით მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია იმ ობიექტური გარემოებების გამო, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების განხორციელების პერიოდში არ არსებობდა სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური, არ გაიცემოდა შესაბამისი ნებართვები, ამავე დროს, მოსარჩელის ხელთ არსებული სხვა სახის დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა ქ.--------–ი მდებარე ზ------ ფ--–----ს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო. შემორჩათ მხოლოდ საპროექტო ნახაზები, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე, სოფელ ნ--------ში, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N12/48722 წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ბალანსთმფლობელის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს სამეგრელო-გურია-სვანეთის მომსახურების ცენტრში არ იძებნება. გასაჩივრებული ბრძანების მოხსენებით ბარათში განმარტებულია, რომ ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მიერ შესწავლილი მასალები ,,გამორიცხავს აღნიშნული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევას“. ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანებით უარი ეთქვა მოსარჩელეს მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ამოღებისა და დასაწყობების ნებართვის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ: სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრება არ არის; სხვა მოდავე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები არ არსებობენ; ყველა ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ მილები მოსარჩელის ორგანიზაციის საკუთრებაა. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისწარმოების პროცესში სათანადოდ არ შეაფასა ლოგიკური კავშირი ფაქტობრივ გარემოებებს შორის, არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღო მნიშვნელოვან გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ჯ-----ი ბ------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა შეეხება 25 წლის წინ მიწაში განთავსებულ მილებს. აღნიშნული მოთხოვნა წარმოედგენს ხაზობრივი ნაგებობის ამოღებაზე შეთანხმებას. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა შეიძლება მოიცავდეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო პირთა საკუთრებაში არსებული მიწებს, ასევე შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებს. შესაბამისად, თუ ვერ განისაზღვრა რა მოცულობითი უნდა იყოს ეს სამუშაო, რას მოიცავს, რასთან მიმართებაში შეიძლება იყოს, ბუნებრივია ამგვარი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. სამართალმემკვიდრეობაზე პირს დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ისეთი საკითხი, როგორიც არის სახელმწიფოს გაზიფიცირება არის სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის და ის გადის შესაბამის სამართლებრივ უწყებებთან შეთანხმებას. აღნიშნულ შემთხვევაში ოთხმოცდაათიან წლებში ეს ისეთი გლობალური საკითხი იყო, რომელიც თავისი უსაფრთხოებითა და სტრატეგიული მნიშვნელობით მოიცავდა შესაბამის სახელმწიფოებთან შეთანხმებას, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტრანსპორტის სამინისტრო და ა.შ. აქედან გამომდინარე შეუძლებელია არ იყოს წარმოებაში და არ მოიძებნოს თუ ვისი საკუთრებაა აღნიშნული მილები. საქართველოს კანონმდებლობით კერძო საკუთრება გახდა და სამეწარმეო საქმიანობას კერძო საკუთრების კუთხით მიეცა უპირატესობა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, რაც მოიცავს 1998 წელს. 1998 წლამდე შესრულებული ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა სახელმწიფოს ან თუნდაც ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება, ზოგადად მოიცავს სახელმწიფო მიწაში რაიმეს განთავსება, იქნებოდა დამოკიდებული რაიმე ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებასთან. სამწუხაროდ ხობის მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა აღნიშნული დოკუმენტების მოძიება. ამასთანავე მათ მოიპოვეს ,,ს-------–--ის“ რეგისტრაციაში ცვლილება, რომელშიც არ ჩანს სამართალმემკვიდრე ან უფლებამონაცვლე. არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნულ მილებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის ზ------ ფ--–----ს. გაზიფიცირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები სავარაუდოდ უნდა ინახებოდეს საქართველოს რესპუბლიკის არქივშიც იქნება დაცული, მაგრამ სავარაუდოდ ეს არ იქნება კერძო პირის სახელზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 13 მარტს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ 100 % იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ზ------ ფ--–----.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს შსს ს---------------- შინაგან საქმეთა განყოფილების 1999 წლის 11 მარტის წერილის თანახმად, შპს ,,დ-----–--------გ----–---ს“ გენერალურ დირექტორს ზ-----–----ს ეცნობა, რომ 1993 წლის 16 აგვისტოს ექსპრეზიდენტის უკანონო ფორმირების მებრძოლების მიერ დაყაჩაღებულ იქნა რწმუნებული წარმოების ავტომანქანა უ----–ი, დატვირთული ლითონის მილებით, რაც ცნობილი გახდა ქ.ქუთაისის შს სამმართველოს მოკვლეული მასალებით, ამ პერიოდისათვის სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ შემორიგებულ იქნენ საქართველოს უკანონო ფორმირების წევრები, მათი ხელმძღვანელი ა---–---ა და პატიებულ იქნა მათი ადრე ჩადენილი უკანონო ქმედებები, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე ს---------------- შინაგან საქმეთა განყოფილებაში არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. გატაცებულ მანქანას და ლითონის მილებს თუ რა ბედი ეწია უცნობია.

 

3.2.2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზ----- ბ-----ს 2017 წლის 15 დეკემბრის N1849/03 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ რეაგირებისათვის გადაეცათ შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორის ზ-----–----ს განმეორებითი წერილი N8/13 12.12.2017 წ, რომელიც შეისწავლა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებამ და გაირკვა, რომ ზ-----–----ს მიერ მოთხოვნილია ნებართვა შპს ,,დ-----–-----------–--ის“ საკუთრებად მიჩნეული, ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული, 25 წლის წინ ჩადებული და ამორტიზებული, გაზსადენის ფოლადის მილების ამოღებასა და გადასაწყობებაზე. ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მიერ ასევე შესწავლილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ ნაწარმოები კორესპონდენცია და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წერილი, ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ბალანსთმფლობელის შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევას, ამასთან, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ მხრიდან არ არის წარმოდგენილი ქონების სარგებლობაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ასევე გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ ობიექტის მესაკუთრის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის გარეშე, ქმედების განხორციელებაზე ნებართვის გაცემას. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას მიზანშეწონილად მიაჩნია უარი ეთქვას შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორს ზ------ ფ--–----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო.

 

3.2.3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანების შესაბამისად, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორს ზ------ ფ--–----ს უარი ეთქვა ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ამოღებისა და დასაწყობების ნებართვაზე, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის გამო.

 

3.2.4. შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორის ზ-----–----ს 2017 წლის N7/12 წერილის თანახმად, 1992-93 წლებში აწარმოებდნენ ხ-------------ის სოფელ ნ--------ის გაზიფიკაციას. 1992 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი სრული სამეურნეო ამხანაგობის ფირმა ,,გ----–---“ და ამ ფირმით დაიწყო მისი სოფლის გაზგასადენის მშენებლობა ფოლადის მილით N320, 240, 200 მმ. 1992-93 წლების ე-–---- ქ-----–--ს მოვლენებთან დაკავშირებით მოასწრო ქ.ხ------ან მდ. ხ-----–--–ის ხიდამდე დაახლოებით 600 მ. d 320 მმ. სოფელ ნ--------ის ცენტრში, d 240 მმ. ნ--------ის ცენტრიდან კ------ ნ--------ამდე 1200 d-200 მეტრი. მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობის პერიოდში ე-–----ს დაჯგუფების მიერ გატაცებულ იქნა მათი კუთვნილი ავტომანქანა უ----– 3-- დატვირთული d 300-იანი მილებით, რომლის დაბრუნება ვერ მოხერხდა მაშინ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო და ორგანიზაციამ განიცადა დიდი ზიანი, ხოლო მიწაში ჩადებულმა 25 წლის წინანდელმა მილსადენმა დაკარგა მისი ფუნქცია. მიმდინარეობს ახალი პლასმასის გაზსადენის მშენებლობა და მილები რჩება უფუნქციოდ, მისი გამოყენება გამორიცხულია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა დაევალოს შესაბამის სამსახურებს მშენებლობის პარალელურად განმცხადებელმა მოახდინოს ძველი მილების ამოღება და დასაწყობება სოფელ ნ--------ში.

 

3.2.5. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის N06/4070 წერილის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მომართა შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორმა ზ------ ფ--–----მ, რომელიც ითხოვს ხობის მუნიციპალიტეტის ნ--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზსადენის ძველი ფოლადის მილების ამოღებაზე ნებართვას. ასევე, ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, თუ ვის ბალანსზე ირიცხება, ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადებული გაზსადენის ფოლადი მილები.

 

3.2.6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N12/48722 წერილით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ბალანსთმფლობელის შესახებ ინფორმაცია მომსახურების ცენტრში არ იძებნება.

 

3.2.7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 26 სექტემბრის N06/4344 წერილის თანახმად, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორს ზ-----–----ს მოეთხოვა დამატებით წარმოედგინა დოკუმენტაცია მის მიერ მითითებული ფოლადის მილების შპს ,,დ-----–-----------–--ის“ ბალანსთმფლობელობაში არსებობის შესახებ.

 

3.2.8. 1996 წლის ხანძრის შესახებ აქტის თანახმად, 1996 წლის 31 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა ფირმა გ-----–---ს და შპს საზოგადოება ფირმა ,,პ---------ს“ საბუღალტრო საქმეები.

 

3.2.9. შპს ,,ც-----------–-ს“ მიერ 2018 წლის 15 მარტს გაცემული N5 ცნობის თანახმად, ხ-------------ის სოფელ ნ--------ის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები 1993 წელში შესრულებული იყო საპროექტო ბიურო ,,ს---------------ის“ მიერ. აღნიშნული პროექტების და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის მოძიება შეუძლებელია დღეის მდგომარეობით არქივის განადგურების გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზ------ ფ--–----ს სასარჩელო მოთხოვნები: ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (გასცეს ნებართვა სადავო მილების ამოღებაზე) დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორის ზ-----–----ს 2017 წლის N7/12 წერილის თანახმად, 1992-93 წლებში აწარმოებდნენ ხ-------------ის სოფელ ნ--------ის გაზიფიკაციას. 1992 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი სრული სამეურნეო ამხანაგობის ფირმა ,,გ----–---“ და ამ ფირმით დაიწყო მისი სოფლის გაზგასადენის მშენებლობა ფოლადის მილით N320, 240, 200 მმ. 1992-93 წლების ე-–---- ქ-----–--ს მოვლენებთან დაკავშირებით მოასწრო ქ.ხ------ან მდ. ხ-----–--–ის ხიდამდე დაახლოებით 600 მ. d 320 მმ. სოფელ ნ--------ის ცენტრში, d 240 მმ. ნ--------ის ცენტრიდან კ------ ნ--------ამდე 1200 d-200 მეტრი. მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობის პერიოდში ე-–----ს დაჯგუფების მიერ გატაცებულ იქნა მათი კუთვნილი ავტომანქანა უ----– 3-- დატვირთული d 300-იანი მილებით, რომლის დაბრუნება ვერ მოხერხდა მაშინ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო და ორგანიზაციამ განიცადა დიდი ზიანი, ხოლო მიწაში ჩადებულმა 25 წლის წინანდელმა მილსადენმა დაკარგა მისი ფუნქცია. მიმდინარეობს ახალი პლასმასის გაზსადენის მშენებლობა და მილები რჩება უფუნქციოდ, მისი გამოყენება გამორიცხულია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა დაევალოს შესაბამის სამსახურებს მშენებლობის პარალელურად განმცხადებელმა მოახდინოს ძველი მილების ამოღება და დასაწყობება სოფელ ნ--------ში.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის N06/4070 წერილის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მომართა შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორმა ზ------ ფ--–----მ, რომელიც ითხოვს ხ-----------–----–--------- ნ--------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზსადენის ძველი ფოლადის მილების ამოღებაზე ნებართვას. ასევე, ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, თუ ვის ბალანსზე ირიცხება, ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადებული გაზსადენის ფოლადი მილები.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N12/48722 წერილით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ბალანსთმფლობელის შესახებ ინფორმაცია მომსახურების ცენტრში არ იძებნება.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზ----- ბ-----ს 2017 წლის 15 დეკემბრის N1849/03 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ რეაგირებისათვის გადაეცათ შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორის ზ-----–----ს განმეორებითი წერილი N8/13 12.12.2017 წ, რომელიც შეისწავლა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებამ და გაირკვა, რომ ზ-----–----ს მიერ მოთხოვნილია ნებართვა შპს ,,დ-----–-----------–--ის“ საკუთრებად მიჩნეული, ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული, 25 წლის წინ ჩადებული და ამორტიზებული, გაზსადენის ფოლადის მილების ამოღებასა და გადასაწყობებაზე. ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მიერ ასევე შესწავლილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ ნაწარმოები კორესპონდენცია და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წერილი, ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ბალანსთმფლობელის შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევას, ამასთან, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ მხრიდან არ არის წარმოდგენილი ქონების სარგებლობაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ასევე გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ ობიექტის მესაკუთრის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის გარეშე, ქმედების განხორციელებაზე ნებართვის გაცემას. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას მიზანშეწონილად მიაჩნია უარი ეთქვას შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორს ზ------ ფ--–----ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანების შესაბამისად, შპს ,,დ-----–-----------–--ის“ დირექტორს ზ------ ფ--–----ს უარი ეთქვა ნ--------ის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშ განთავსებული გაზსადენის ფოლადის მილების ამოღებისა და დასაწყობების ნებართვაზე, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის გამო.

 

ზ------ ფ--–----მ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანება და დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას გასცეს ნებართვა სადავო მილების ამოღებაზე.

 

მოსარჩელე არის პირი, რომელიც სასამართლოს მიმართავს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო მოპასუხე, მოსარჩელის მითითებით, არის პირი ვინც დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება.

 

სასამართლოში საქმის განხილვა იწყება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სადაც მითითებულია, როგორც სადავო უფლებაზე ისე იმ პირზე, ვისგანაც ითხოვს მოსარჩელე დარღვეული უფლების აღდგენას.

 

სათანადო მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი ექვემდებარება განხილვას. სათანადო მოსარჩელედ ჩაითვლება ის პირი, ვისაც პირდაპირი და უშუალო ზიანი (ინტერესი) აკავშირებს დავის საგანთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

იმისთვის, რომ პირი იყოს სათანადო მხარე, კონკრეტულ საქმეში აუცილებელია, რომ იგი იყოს სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის სუბიექტი და უნდა გააჩნდეს ან ეკისრებოდეს მოცემული მატერიალური სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ან/და ვალდებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადოა მხარე იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

 

სწორედ უფლების კუთვნილება განსაზღვრული პირისადმი ან მასზე სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულება განაპირობებს არა საერთოდ პროცესში პირის მონაწილეობის უნარს, არამედ მის შესაძლებლობას, იყოს მხარე ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეში.

 

პროცესში მხარეთა ლეგიტიმაციის ვალდებულება, მოსარჩელეს ეკისრება. სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ეკუთვნის სადავო უფლება და რომ სწორედ მის მიერ სარჩელში მითითებული მოპასუხეა ვალდებული შეასრულოს კანონით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი, რომელიც ეხება სასარჩელო განცხადების საკითხს მოითხოვს, რომ მოსარჩელემ დაასახელოს სახელი, გვარი და მოახდინოს თავისი ლეგიტიმაცია მოცემული საქმისადმი.

 

აქედან გამომდინარე, სათანადო მხარე პროცესში არის ის ვისთან მიმართებაშიც არსებობს მონაცემის იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა იყოს სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის სუბიექტი.

 

მხარეთა ლეგიტიმაცია ნიშნავს, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტი, რომელსაც შეუძლია წინასწარ დაარწმუნოს მოსამართლე იმაში, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის სუბიექტები არიან.

 

მაგრამ ყოველთვის ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი სათანადო მხარეა, ეს ჯერ კიდევ ვარაუდია პროცესის დასაწყისში. ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს თვით პროცესში და პროცესის ბოლოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლოს შეუძლია არ გამოიყენოს სსსკ-ის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნა და ისე გადაწყვიტოს დავა. სარჩელი სასამართლოს მიერ შეფასებული უნდა იქნეს არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არამედ საპროცესო სამართლებრივი ნორმებით.

 

სარჩელი არ კმაყოფილდება არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სარჩელში მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, არამედ საპროცესო ნორმების საფუძველზე, ბუნებრივია როცა მხარეს უფლება არა აქვს, მოსთხოვოს მის მიერ დასახელებულ მოპასუხეს სარჩელში მითითებული მოთხოვნის შესრულება, შეუძლებელია სასამართლომ დავის განხილვისას იმსჯელოს მატერიალურ სამართლებრივი ნორმების გამოყენებაზე და სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენასა თუ არდადგენის ფაქტზე, როდესაც სარჩელზე პასუხისმგებელი მხარე რეალურად არ მონაწილეობს დავაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები, მეორე გამოცემა, შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაიკითხა მოწმეები, მაგრამ ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მილები წარმოადგენს ფიზიკური პირის ზ------ ფ--–----ს საკუთრებას, ეს უკანასკნელი აიგივებს თავს შპს ,,დ-----–--------–--თან" და მიიჩნევს, რომ მილები მას ეკუთვნოდა, თუმცა საკუთრების ან ასეთი შპს-ს თაობაზე მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად სასამართლოს მოუსპო შესაძლებლობა თავად სხვა მოპასუხე გამოეკვეთა და განეორციელებინა სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები, ამიტომ დავა გადაწყდა ზემოთ მითითებული პროცესუალური საფუძველით (მე=10 გვ.ბოლო აბზაცი).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, ზ------ ფ--–----ს სასარჩელო მოთხოვნები: ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (გასცეს ნებართვა სადავო მილების ამოღებაზე) დავალდებულების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ------ ფ--–----ს სასარჩელო მოთხოვნები: ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N01-879-01 ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (გასცეს ნებართვა სადავო მილების ამოღებაზე) დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე