გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.07.2018
საქმის ნომერი
120310018002473232
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2473232-3/083-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

მოსარჩელე - ა(ა)იპ. მ----–--------------–--------------–------–-------

მოსარჩელის წარმომადგენელი - ე---------------–---–ი, ჯ------–------–--ე

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

მოპასუხის წარმომადგენელი - ქ--------------ე, ი------------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N89------------- გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N15---- გადაწყვეტილება;

1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" 2018 წლის 2- იანვრის N1----------------------- განცხადება.

 

ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“ (შემდგომში-ცენტრი) წარმოადგენს მ----–-----------–-------------------–---- რომელსაც საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ა-------ს რაიონ, სოფელ ჭ--–-–ი მდებარე საკულტო ნაგებობა, მეჩეთი.

 

უძრავი ნივთის ამონაწერში, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დანიშნულებად მითითებულია საცხოვრებელი სახლი, რეალურად კი, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მუ--–-------------–---- ნაგებობას, მეჩეთს.

 

2018 წლის 2- იანვარს, ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს“ თავმჯდომარემ, ჯ------–------–--ემ N1----------------------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ცენტრის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ კი, შენობა-ნაგებობის დანიშნულებაში საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, ობიექტის რეალური დანიშნულების „მეჩეთის“ მითითება მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N89------------- (31.01.2018) გადაწყვეტილებით, საჩივრის ავტორს უარი ეთქვა განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებაზე იმ დასაბუთებით, რომ „სარეგისტრაციოდ წარმოდგენლი უფლება აღარ ექვემდებარება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას, „საჯარო რეესტრის შესახებ„ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“

 

2018 წლის 1 მარტს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით (144498/17 07/0-/2018) მიმართ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N89------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს „ 2018 წლის 2- იანვარს N1----------------------- განცხადება.

 

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „2018 წლის 5 აპრილს N15---- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამონაწერში უძრავი ნივთის მახასიათებლად შენობა-ნაგებობა განსაზღვრის შესაძლებლობას.

 

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში რეგისტრირებული საკულტო ნაგებობების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერებში განსაზღვრულია უძრავი ნივთის ფაქტობრივად არსებული კონფესიური დანიშნულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N8-----------–0- და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N15---- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 2- იანვარს ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“-ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა ჯ------–------–--ემ (პ/ნ 0----------) N98----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა უძრავი ნივთის (ს/კ 6-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, შენობა– ნაგებობის აღწერაში მეჩეთის მითითება. 2018 წლის 31 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8-----------–0- გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება არ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. 2018 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“–ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენლის ე--------------–---–ის (პ/ნ 0----------) N9--------- ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრის წარმომდგენი პირმა მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №89------------- (31.01.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და №8----------- განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის N1----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, მიღებულ იქნეს წარმოებაში ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“–ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენლის ე--------------–---–ის (პ/ნ 0----------) M9--------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N15---- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უარი ეთქვა ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“-ს (ს/ნ 4--------) წარმომადგენელს ე--------------–---–ს (პ/ნ 0----------) N9----- 8/ 17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–-–ი მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 6-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, შენობა–ნაგებობის დანიშნულებაში მეჩეთის მითითება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–-–ი მდებარე 16-5 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრების უფლებით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 150 კვ.მ შენობა-ნაგებობა (ობიექტი N91). მესაკუთრის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 20 ნოემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ N8-----------–0- გადაწყვეტილებით, ა-------ს რაიონში, სოფელ ჭ--–-–ი, დ---------------ის საკუთრებაში სისტემურად რეგისტრირებული 1900.00 კვ.მ. უძრავი ნივთის მონაცემები დაზუსტა, კერძოდ ფართობი მიეთითა 1898 კვ.მ და დაემატა – შენობა–ნაგებობა N1 (ძველი საკადასტრო კოდი: 6----------, ახალი საკადასტრო კოდი: 6----------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის N882013531695–06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ა-------ს რაიონში, სოფელ ჭ--–-–ი 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილება განხორციელდა და ნაკვეთის ფუნქციად მიეთითა - არასასოფლო სამეურნეო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის რეგისტრაციის შესახებ 8-----------–0- გადაწყვეტილებით ა-------ს რაიონში, სოფელ ჭ--–-–ი დ--------------ის საკუთრებაში 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფის შედეგად, წარმოიქმნა ორი უძრავი ქონება. (ძველი საკადასტრო კოდი 6-----------, ახალი საკადასტრო კოდები: 6-----------, ფართი 16-5 კვ.მ; 6-----------, ფართი 283 კვ.მ) ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–-–ი მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 6-----------) საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებულია რეგისტრაციის შესახებ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ოფისის N8-----------–0- (15.06.2016) გადაწყვეტილების საფუძველზე. 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობის დანიშნულების განმსაზღვრელ გრაფაში მითითებულია - საცხოვრებელი სახლი. 2017 წლის 20 ნოემბერს დ---------------ესა (პ/ნ 0----------) და ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს“ (ს/ნ 4--------) წარმომადგენელს ჯ------–------–--ეს (პ/ნ 0----------) შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ჯ------–------–--ემ ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–------ს“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--–-–ი მდებარე 16-5 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა ნაგებობით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა 1 მუხლიდან გამომდინარე, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის M4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან უნდა ასახავდეს ინფორმაციას უძრავი ნივთის შესახებ, რომელშიც მიეთითება: მიწის მიზნობრივი დანიშნულება და კატეგორია, საკუთრების ფორმა, დაზუსტებული/დაუზუსტებელი მონაცემი, ფართობი, შენობა–ნაგებობების რაოდენობა, ნომერი, შენობის ფართობი და დახასიათება, ინდივიდუალური საკუთრების საგნის დახასიათება (ფართობი, საკუთრების ტიპი, დანიშნულება, სართული, სადარბაზო, ბინის ნომერი და სხვ.). ამავე ინსტრუქციის მე–14 მუხლის მე-15 პრიმა 1 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობაში ფართის დანიშნულების რეგისტრაცია საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართად ან მასში ცვლილება, ხორციელდება მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.

 

თავის მხრივ, არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართების მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №57 დადგენილების მე-3 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ტექნიკური მახასიათებლების და ფუნქც-----ი დანიშნულების მიხედვით, შენობა-ნაგებობა და მასში არსებული ფართები იდენტიფიცირდება შემდეგნაირად: საცხოვრებელი სახლი, ავტოსადგომი, მიწისქვეშა შენობა, აივანი, ანტრესოლი, დამხმარე/სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, ვერანდა, მანსარდა, სადგომი, სათავსი, სამტრედე/სამერცხლე, სარდაფი, ნახევარსარდაფი, სხვენი და სხვა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53–ე მუხლებით დაკისრებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან 1. გასაჩივრებული აქტები კანონიერია. 2. არ არის დარღვეული აქტების მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები 3. დაცულია აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

რაც შეეხება ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ა(ა)იპ "მ----–--------------–--------------–------–-------"-ს 2018 წლის 2- იანვრის N8----------- განცხადება. შესაგებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე: მიგვაჩნია, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23–ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

იმავე საკანონმდებლო ნორმის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან

დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება.

შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოახდინოს ზემოქმედება და სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ დადგენილი არაა ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის უკანონობა, რომლითაც უარყოფილი იქნა/შეჩერდა/უარი ეთქვა მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილი და 23–ე მუხლები კავშირშია ერთმანეთთან.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის საკითხს აწესრიგებს სასკ-ის 23–ე მუხლი, ხოლო მისი დასაბუთებულობის დადგენის საფუძველია სასკ-ის 33-ე მუხლი.

როგორც ზევით განმრტა, სასკ-ის 33-ე მუხლის თანახმად ,სარჩელი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით არის დასაბუთებული, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფის ფაქტი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონოს დადგენის შემთხვევაში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თუ რა სტატუსით დარეგისტრირდება უძრავი ნივთი (საცხოვრებელ სახლად, საკულტო ნაგებობად და ა.შ.) სამართლებრივი თვალსაზრისით

აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მესაკუთრეს არ ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და კანონის შესაბამისად უძრავი ნივთის განკარგვის უფლება. ეს არ არის იურიდიული ფაქტი იმ თვალსაზრისით, რომ ამის მიხედვით სხვადასხვაგვარი სამართლებრივი რეგულაცია უკავშირდებოდეს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და არ არსებობს ტერიტორიული სამსახურის/ სააგენტოს დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. 2018 წლის 13 ივლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მხარეები და მოპასუხედ ასევე მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, რომლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად უძრავი ქონება რომლის სარეგისტრაციო კოდია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 0-, ნაკვეთის N0--, ფართობი 0.190 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჩ--------------ის ოჯახის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა (იხ. ს.ფ.99-100).

 

3.2. საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 2013 წლის 13 სექტემბერს გაცემული ცნობით NA------------0- დადგენილია, რომ ახალციხის რეგინალურ არქივში დაცული ა-------ს რაიონის სოფელ ჭ---–ის საკრებულოს, კერძოდ სოფელ ჭ--–-ს 1996-2005 წწ. საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ჩ-------------- ვ--–----- ძე ოჯახის უფროსი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ჩ---------------–--–--ს ასული- ცოლი, ჩ----------------------ის ძე -შვილი, ჩ-------–--------------ის ასული-რძალი, ჩ-----------------------ს ძე(დოკუმენტებში ასეა)-შვ.შვ. ჩ----------------------ს ას(დოკუმენტებში ასეა) შვ.შვ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 2013 წლის 13 სექტემბერს გაცემული ცნობით NA------------0-(იხ.სფ.110-112).

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------ს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება, მდებარე ა------- სოფელ ჭ--–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ------------ის განცხადებები და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია(იხ.სფ.94-116).

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის N8------------0- გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------) ფართობი 1898.00.კვმ. სასოფლო-სამეურნეო(სახნავი)დანიშნულების მიწის ნაკვეთი, და მასზედ განთავსებული ობიექტი N1(საცხოვრებელი სახლი, მდებარე ა-------ს რაიონი სოფეი. ჭ--–-) დარეგისტრირდა: დ------------ის, ზ------------ის, ო------------ს, რ------------ის, ს--------------ს და ც--------------ს საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის N8------------0- გადაწყვეტილება (იხ.სფ.117),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.119).

3.5. ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს------ ჩ-----ემ, ო---- ჩ-----ემ, ც-----ი ჩ-----ემ, ზ------------ემ და რ---- ჩ-----ემ აჩუქეს დ------------ეს საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო(სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1898 კვმ. მისამართი ა-------, სოფელი ჭ--–-, საკადასტრო კოდი:6----------- და საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით N8------------06 დ------------ის განცხადებისა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა დ------------ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჩუქების ხელშეკრულება(იხ.სფ.124-126).

-დ------------ის განცხადება და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია(იხ.სფ.122- 139).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება N8------------06(იხ.სფ.140).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.141-142).

3.6. 2013 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------ს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ------------ის განცხადება(იხ.სფ.144).

 

3.7. საქართველოს მთავრობის 2013 წლის N1--- განკარგულებით დ------------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1898 კვმ. მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------ს მუნისიპალიტეტი, სოფელ ჭ--–- საკადასტრო კოდით:6----------- მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8-------------06 მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს მთავრობის 2013 წლის N1--- განკარგულება (იხ.სფ.169)

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება N8-------------06(იხ.სფ.170),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.171).

 

3.8. 2016 წლის 10 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა მოახდინონ უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ა-------ს რაიონი, სოფელი ჭ--–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დ------------ის განცხადება(იხ.სფ.174).

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8------------0- დ------------ის განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა ცვლილებათა რეგისტრაცია და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 6----------- გაიყო ორ ნაწილად: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------)16-5კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი საცხოვრებელი სახლი და სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------)283კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება N8------------0- (იხ.სფ.183),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.185-188).

 

3.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 ნოემბრის განცხადებით მიმართა ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" და ითხოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 6-----------, 16-5 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ობიექტი 1 (საცხოვრებელი სახლი), რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8------------0- დაკმაყოფილდა და ა-------, სოფელ ჭ--–-–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 16-5.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), ს.კ. 6----------- დარეგისტრირდა ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" განცხადება(იხ.სფ.190-191),-უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება(იხ.სფ.194-195).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება(იხ.სფ.198)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ., ს.ფ.199).

 

3.11. 2018 წლის 2- იანვარს ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს და ითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ა-------, სოფელი ჭ--–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- განცხადება (იხ. ს.ფ.201-204).

 

3.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 31.01.2018წ. N89------------- გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–------–------ს" უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება აღარ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.01.2018წ. N89------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.208).

 

3.13. 2018 წლის 07 მარტს ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N89------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–---------–------ის" 2018 წლის 2- იანვრის N1------- განცხადება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ.209-212).

 

3.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 აპრილის N15---- გადაწყვეტილებით ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 აპრილის N15---- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ.29-32).

 

3.15. ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–------მა“ შეიძინა საცხოვრებელი სახლი და მოახდინა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია/გადაკეთება, რაზეც შესაბამის ნებართვა არ ქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ. Cd. დისკი).

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს“სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”;

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ .

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N89------------- გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N15---- გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად უძრავი ქონება რომლის სარეგისტრაციო კოდია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 0-, ნაკვეთის N0--, ფართობი 0.190 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჩ--------------ის ოჯახის საკუთრებას.

- საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის არქივის მიერ 2013 წლის 13 სექტემბერს გაცემული ცნობით NA------------0- დადგენილია, რომ ახალციხის რეგიონალურ არქივში დაცული ა-------ს რაიონის სოფელ ჭ----–ის საკრებულოს, კერძოდ სოფელ ჭ--–-ს 1996-2005 წწ. საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ჩ-------------- ვ--–----- ძე ოჯახის უფროსი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ჩ---------------–--–--ს ასული- ცოლი, ჩ----------------------ის ძე -შვილი, ჩ-------–--------------ის ასული-რძალი, ჩ-----------------------ს ძე(დოკუმენტებში ასეა)-შვ.შვ. ჩ----------------------ს ას(დოკუმენტებში ასეა) შვ.შვ.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------ს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება, მდებარე ა------- სოფელ ჭ--–-.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 17 ოქტომბრის N8------------0- გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------) ფართობი 1898.00.კვმ. სასოფლო-სამეურნეო(სახნავი)დანიშნულების მიწის ნაკვეთი, და მასზედ განთავსებული ობიექტი N1(საცხოვრებელი სახლი, მდებარე ა-------ს რაიონი სოფეი. ჭ--–-) დარეგისტრირდა: დ------------ის, ზ------------ის, ო------------ს, რ------------ის, ს--------------ს და ც--------------ს საკუთრებად.

- ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს------ ჩ-----ემ, ო---- ჩ-----ემ, ც-----ი ჩ-----ემ, ზ------------ემ და რ---- ჩ-----ემ აჩუქეს დ----- ჩ-----ეს საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო(სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1898 კვმ. მისამართი ა-------, სოფელი ჭ--–-, საკადასტრო კოდი:6----------- დასაცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით N8------------06 დ------------ის განცხადებისა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა დ------------ის საკუთრებად.

- 2013 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-------ს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.

- საქართველოს მთავრობის 2013 წლის N1--- განკარგულებით დ------------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1898 კვმ. მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------ს მუნისიპალიტეტი, სოფელ ჭ--–- საკადასტრო კოდით:6----------- მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8-------------06 მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

- 2016 წლის 10 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დ------------ემ და ითხოვა მოახდინონ უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ა-------ს რაიონი, სოფელი ჭ--–-.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8------------0- დ------------ის განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა ცვლილებათა რეგისტრაცია და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 6----------- გაიყო ორ ნაწილად: სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------)16-5კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი საცხოვრებელი სახლი და სარეგისტრაციო ზონა ა------- კოდი 6-, სექტორი ჭ---–ა 0-, კვარტალი N 2-, ნაკვეთის N0--, (ნაკვეთის წინა N6-----------)283კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მე-8 მუხლის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 ნოემბრის განცხადებით მიმართა ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" და ითხოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 6-----------, 16-5 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ობიექტი 1 (საცხოვრებელი სახლი), რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით N8------------0- დაკმაყოფილდა და ა-------, სოფელ ჭ--–-–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 16-5.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1 (საცხოვრებელი სახლი), ს.კ. 6----------- დარეგისტრირდა ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" საკუთრებად,შესაბამისად დადასტურებულია, რომ ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რაც დარეგისტრირდა კიდეც მის საკუთრებაში.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს"

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქ/პ თანახმად მშენებლობის სახეობებია: რეკონსტრუქცია; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ თანახმად რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ,,ბ" ქ/პ/ თანახმად ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს

 

ამავე დადგენილების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პ თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა;

 

ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.

 

დადგენილია, რომ ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–------მა“ შეიძინა საცხოვრებელი სახლი და მოახდინა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია/გადაკეთება, რაზეც შესაბამის ნებართვა არ ქონია.

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პ თანახმად ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა ასახავდეს ინფორმაციას უძრავი ნივთის შესახებ, რომელშიც მიეთითება: მიწის მიზნობრივი დანიშნულება და კატეგორია, საკუთრების ფორმა, დაზუსტებული/დაუზუსტებელი მონაცემი, ფართობი, შენობა-ნაგებობების რაოდენობა, ნომერი, შენობის ფართობი და დახასიათება, ინდივიდუალური საკუთრების საგნის დახასიათება (ფართობი, საკუთრების ტიპი, დანიშნულება, სართული, სადარბაზო, ბინის ნომერი და სხვ.);

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან შესაძლებელია გაიცეს მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია რამდენიმე დამოუკიდებელი უფლების ობიექტი. ასეთ შემთხვევაში, ამონაწერი უნდა ასახავდეს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ფართობის, მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების ფორმის, უფლებრივი დატვირთვისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (გარდა დამოუკიდებელი უფლების ობიექტების უფლებრივი დატვირთვისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა) შესახებ.

 

ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის 151-ე პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობაში ფართის დანიშნულების რეგისტრაცია საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართად ან მასში ცვლილება, ხორციელდება მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 2- იანვარს ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს და ითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ა-------, სოფელი ჭ--–-.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 31.01.2018წ. N89------------- გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–------–------ს" უარი ეთქვა განცხადები დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება აღარ ექვემდებარებოდა რეგისტრაციას და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-------, სოფელი ჭ--–-, ს.კ.6----------- კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობის დანიშნულებაა საცხოვრებელი სახლი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–------მა“ მეჩეთის მშენებლობა განახორციელა თვითნებურად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებობს საცხოვრებელი სახლი, მხარე კი უთითებს, რომ მან განახორციელა მეჩეთის მშენებლობა, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამასთან ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია” და საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოთხოვნილი ცვლილებათა რეგისტრაციას, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ა" პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

ამასთან სასამართლო ვერ იმსჯელებს ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს“ მითითებაზე, რომ სსსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში რეგისტრირებული საკულტო ნაგებობების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერებში განსაზღვრულია უძრავი ნივთის ფაქტობრივად არსებული კონფესიური დანიშნულება, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს სხვა პირთა მიმართებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.

დადგენილია, რომ 2018 წლის 07 მარტს ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–------–------მა" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის N89------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ა(ა)იპ ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" 2018 წლის 2- იანვრის N1------- განცხადება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 აპრილის N15---- გადაწყვეტილებით ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 31 იანვრის N89------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–------ს" უარი ეთქვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 აპრილის N15---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა შესახებ, გამოცემული საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, რადგან როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ამიტომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის დავალდებულების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ა(ა)იპ. ,,მ----–--------------–--------------–------–-------ს" 2018 წლის 2- იანვრის N1----------------------- განცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მ----–--------------–--------------–------–-------ს სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ „მ----–--------------–--------------–------–-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია