განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
080100117002063763
დავის ტიპი
126 1
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/681-17 17.07.2018 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი დ----------------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ი--------------

 

ბრალდებული: გ------------–--------------

დაბადების თარიღი: 12.12.1992 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ქ----------------–-------------

 

სისხლის სამართლის საქმე: №041300617005

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ----------------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 30 ივნისს, ქუთაისში, შ-----–----------------------–-----–----------------–--------–--------------------–-------------------- გ----------------- ხელი დაარტყა ს-------------- ჯერ ცხვირში, ხოლო შემდეგ კი ტუჩის არეში, ასევე მუჭი დაარტყა მანქანის საჭესთან სავარძელზე მჯდომს მუცლის არეში ორჯერ. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №041300617005 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი იყო შემდეგი: 2017 წლის 30 ივნისს ქუთაისში შ-----–------------- ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს ს-------------- და დაუზიანეს მანქანის სარკე.

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №1563525 დადგენილია, რომ საპატრულო ეკიპაჟის „102“ ოცეულის მეთაურმა დ----------------- ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელს ი------------- ტელეფონით აცნობა, რომ ქუთაისში, შ-----–------------- 1986 წელს დაბადებულ ს-------------- მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო უცნობი ა/მანქანით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მის ა/მანქანაზე „მერსედესი“ დაუზიანა მარცხენა გვერდითი სარკე.

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №1563452 დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ინციდენტის თარიღი: 30/ივნისი/17 22:03:16. ინციდენტის ტიპი: შეურაცხყოფა სიტყვიერი/ფიზიკური. განმცხადებელმა ს-------------- 22:06:42 საათზე შეატყობინა, რომ მანქანაში შეუვარდა უცნობი და სცემა. სახეში დარტყა. ვინ მიაყენა შეურაცხყოფა არ იცის.

2017 წლის 30 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის ი-–--------------- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ------–------- და შ--–----------------, ექსპერტების ზ------------------ და ბ--------------–---- და თვით დაზარალებულ ს-------------- მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 23:15 სთ-ზე და დასრულდა 23:50 სთ-ზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში შ-----–------------- არსებულ მობეტონებულ საავტომობილო გზაზე ი-----–-----–--------------- ცენტრალური საავტომობილო გზის კვეთასთან 40 მეტრის დაცილებით, სადაც დგას წინა მხარით ი-----–-----–--------------- მიმართულებით მობეტონებული საავტომობილო გზის მარჯვენა კუთხეში რუხი ფერის მერსედეს ბენცის სახ. C-------- ნომრის ავტომანქანა. დათვალიერებაში მონაწილე ს-------------- მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომანქანა არის მისი კუთვნილება. რამდენიმე წუთის უკან შ-----–-----------------------–-----–---------------- საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მთავარ ქუჩაზე გადასვლამდე მისთვის უცნობმა ახალგაზრდა ბიჭმა თეთრი მაისურითა და მუქი ფერის შორტებით ჩაცმულმა აღნიშნულ ადგილზე მანქანაში საჭესთან მჯდომს აგინა დედისა და ახლობლების მისამართით. ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მანქანის წინა მარცხენა კარებს, ნაწილობრივ მოტეხა იმავე კარებზე მიმაგრებული უკანა ხედვის სარკე და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას... უკანა ხედვის სარკე მოტეხილია მიმაგრების ადგილს და ნახევრად დაკიდებულია კარებზე... ს-------------- მიუთითა იმ ადგილის საავტომობილო გზის კუთხეს სადაც მისგან წასული ზემოხსენებული პირი მივიდა და ჩაჯდა თეთრი ფერის ჰონდა ფიტის სახ. X------ ნომრის ავტომანქანაში და მ-----–-- ქუჩის მიმართულებით წავიდა. ... შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას, როდესაც ს------------- მიუთითებდა ზემოხსენებულ ადგილმდებარეობებს სიახლოვეს შეამჩნია და მიათითა შე----–-----------------------–-----------------------–----- ნელი სიჩქარით მოძრავ თეთრი ფერის ,,ჰონდა ფიტის“ მარკის სახ. ნომრით X------ ავტომანქანაზე და მის საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა, შავი ფერის თმითა და წვერით, თეთრი მოკლემკლავიანი მაისურითა და მოკლე მუქი ფერის შორტებში ჩაცმულ პირზე, რომელმაც მას რამოდენიმე წუთის უკან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა ავტომანქანის სარკე. ... შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, რაიმე ნივთი, კვალი ან ობიექტი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არ ყოფილა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 ივლისს 03:35 სთ-დან 03:45 სთ-მდე პერიოდში გ--------------------- გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა გ----------------- კუთვნილი თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური წინა მხარეს შავი ფერის წარწერით „VO” და მუქი ფერის ლურჯ და სტაფილოსფერ ზოლებში გაწყობილი მოკლე შორტი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. გამომძიებლის დადგენილების თანახმად, არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან დაყოვნებას შეიძლება გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა აღნიშნული მონაცემების მოპოვებას.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ--------------------- გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ ტანსაცმელზე რაიმე ექსპერტიზა არ ჩატარებულია და რა ბედი ეწია, გაურკვეველია.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003849817 დასკვნით დადგენილია, რომ 01.07.2017წ. 03:02-03:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს-------------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

- საქმის გარემოება: როგორც დადგენილებიდან ირკვევა: 2017 წლის 30 ივნისს დაახლოებით 22:00 სთ-ზე ქუთაისში შ-----–------------------–------------- კვეთაზე ს-------------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-----------------.

- შესამოწმებლის განმარტებით: 2017 წლის 30 ივნისს დაახლოებით 21:00 სთ-ზე ქუთაისში მოძრაობდა თავისი ავტომობილით, რა დროსაც მეორე მანქანით მოსდევდა მისთვს უცნობი პირი. გააჩერებინა, გადმოხტა მანქანიდან და დაუწყო ცემა სახის არეში, რის გამო მიაყენა სხეულის დაზიანებები, არ იცის.

- ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, 01.07.2017წ. 03:02-03:15 სთ. უჩივის ტკივილს სახის არეში, კონკრეტულად ქვედა ტუჩის მიდამოში. მოქ. ს-------------- პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №003882417 დასკვნით დადგენილია, რომ 01.07.2017წ. 04:24-04:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ----------------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–-----

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ივლისს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსმა მიმართა სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს, რათა გამოეყოთ სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქ ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირზე განთავსებული ვიდეოკამერებიდან 2017 წლის 30 ივნისის 21:30 საათიდან 30 ივნისის 22:30 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერების ამოღებას.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ივლისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–-------------- ჩაატარა შსს რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერება. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენდა ქ----------–--------–-----–-------------------–---------------------------–--–--------- ელ. ბოძზე მიმაგრებული შსს რიცხული ქალაქ ქუთაისის ვიდეომეთვალყურეობის კამერის ვიდეო ჩანაწერი. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოხდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ვიდეო სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 30 ივნისის 21:30 საათიდან 22:30 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვიდეო სამეთვალყურეო კამერა არ მუშაობს და შესაბამისად ზემოაღნიშნული ჩანაწერი არ არსებობს. აღნიშნული დათვალიერება დასრულდა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის #107/ს დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1994 წელს გამოშვებული “MERCEDES BENZ 200 D” სახ. ნომრით C-------- ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 100 (ას) ლარს.

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–-----------------

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის 192/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N041300617005 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი “MERCEDES BENZ“-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომობილზე არსებული მექანიკური დაზიანების კვალი განვითარებულია რაღაც მექანიკური და ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმე გ------------, რომელმაც სრულიად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ადვოკატის კითხვაზე განმარტა, რომ ავტომანქანის მარკის, მოდელის, ძრავის მოცულობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ კითხვა არ იყო დასმული და თუკი მოითხოვდა აღნიშნულს გამომძიებელი, შესაბამისად სხვა კვლევა ჩატარდებოდა. ტექნიკური პასპორტი წარმოდგენილი არ ყოფილა. საკვლევ მანქანას სიძველისგან გამოწვეული საექსპლუატაციო ცვეთა, როგორიცაა ნაკაწრები, ნაფხაჭნები აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანება არა. ექსპერტმა მიუთითა, რომ მანქანაზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა არ ხდება საჭირო მეთოდიკის არარსებობის გამო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს-------------, რომელმაც სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 30 ივნისს ღამის საათებში, მეგობართან ერთად წყალტუბოდან მიემართებოდა ქუთაისში. მეგობარი უნდა დაეტოვებინა ავტოქარხნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც მეგობარი დატოვა და განაგრძო გზა, რომელიც მოუწესრიგებელი იყო (თავდაპირველად კარგი გზით მოძრაობდა), იქვე ავტოქარხნის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ქუჩის დასახელება არ ახსოვს, პარლამენტის გვერდით ხიდთან არმისული, მდებარე ორ გამოსასვლელთან, მას დაახლოებით ერთი ან ერთნახევარი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელიც სინათლეებს ხან ანთებდა, ხანაც აქრობდა. რადგან ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მანქანას სწრაფად ვერ ატარებდა, იფიქრა, რომ უცნობ პირს გავლა უნდოდა, იგი ეცადა გზის დათმობას. გზის მოუწესრიგებლობის მიუხედავად, მისი განმარტებით, მისი მანქანის მოძრაობას მტვერი არ გამოუწვევია. როდესაც მიუახლოვდა პარლამენტის მეორე გამოსასვლელს, მთავარი გზის მაჩვენებელ ნიშნულთან ახლოს გააჩერა მანქანა. მის უკანა მხარეს გაჩერდა მანქანა. ს--------------თან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელიც ურტყამდა მანქანას. უკანა ხედვის სარკე მოამტვრია ნახევრად, ურტყამდა მინას, კარი გააღო და შიგა ნაწილებსაც მისწვდა. თავად დაზარალებულსაც ახალ ნაოპერაციები მუცლის არეში ურტყამდა, რომელმაც ტკივილი გამოიწვია. ს-------------- წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აიღო ტელეფონი, დარეკა 112-ში და გადასცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. პარალელურად მოახერხა პიროვნებისა და ავტომობილის მონაცემების დამახსოვრება. მოწმეს არ შეუმჩნევია იყო თუ არა იგი ნასვამი. უცნობი პირი მობრუნდა და წავიდა მანქანით დასახლების მხარეს. მოწმის განმარტებით, მან არ იცის იყვნენ თუ არა კიდევ სხვა პირები ავტომანქანაში. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო ეკიპაჟები და სამმართველოს უფროსი. სხვა მოქალაქეები თუ იმყოფებოდნენ ადგილზე, მას არ ახსოვს. მან მიაწოდა განყოფილების თანამშრომლებს პიროვნების შესახებ ინფორმაცია, ვიზუალური მახასიათებლები და ასევე ავტომანქანის მახასიათებლები, ფერი, მარკა, ნომერი. ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა დაზარალებულის მანქანა. მცირე დროის შემდეგ, ზუსტი საათი არ ახსოვს, სწორედ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ახლომდებარე ტერიტორიაზე გაირა სწორედ იმ ავტომანქანამ, რომელზედაც დაზარალებული მიუთითებდა. ავტომანქანის საჭესთან იჯდა იგივე პიროვნება, მან იცნო და უთხრა გამომძიებელს. საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა ავტომანქანას და შეაჩერა პარლამენტის ტერიტორიის გაყოლებაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა, მანამდე როცა მეგობარი მიჰყავდა სახლში, არ დაუნახავს. ეს პიროვნება აღმოჩნდა გვარად დ------, რომელსაც არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მისთვის უცნობია რა შეიძლება ყოფილიყო თავდასხმის მიზეზი. მოწმემ სრულად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ს--------------, როგორც დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი კანონის ფარგლებში ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ხოლო სასჯელის ნაწილში მოთხოვნა არ გააჩნია. მისთვის გაურკვეველია მასზედ განხორციელებული თავდასხმის მიზეზი.

მოწმე გ------–------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 30 ივნისს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ს--------------აგან, მასზედ, რომ ქ----------–--–-----–----------------–-----–----------------------- უცნობმა მოქალაქემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეტყობინებიდან მაქსიმუმ 5 წუთში, უკვე დაღამებული იყო, როდესაც ოპერატიული ჯგუფი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების შემადგენლობით, კერძოდ შ--–----------------, ა-–----------------------, დ------------------- და თავად გ------–------- შემადგენლობით გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ს------------- რუხი ფერის ავტომანქანით, მერსედესის მარკის. მისი განმარტებით, როდესაც მოძრაობდა შ-----–-------------–---------------------, მისთვის უცნობი მიზეზით, წინ გადაუდგა თეთრი ფერის ავტომანქანა, “Honda fit”-ის ფირმის, საიდანაც გადმოვიდა უცნობი პიროვნება და ს-------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფეხით დაუზიანა მარცხენა კარი და უკანა ხედვის სარკე. უცნობი პირი იყო დაახლოებით 25 წლამდე, ეცვა მოთეთრო ფერის მაისური და მუქი ფერის შორტი, ჰქონდა წვერი. ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მათივე მონაწილეობით, ს--------------თან ერთად, გამომძიებელ ი-–--------------- ასევე შ--–----------------ა და გ------–------- მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერდა დაზიანებული ავტომანქანის კარი და უკანა ხედვის სარკე, რომელიც ასევე იყო დაზიანებული. მოხდა დასურათება. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, მცირე დროის გასვლის შემდეგ, შ-----–---- ქუჩიდან ნელი სვლით გაიარა “Honda fit”-ის ფირმის ავტომანქანამ რომელიც გადაადგილდებოდა ი-----–-----–---------------კენ. აღნიშნული დაინახა ს-------------- და გამომძიებელს მიუთითა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გადაუდგა წინ და უცნობმა პიროვნებამ მიაყენა შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ დაღამებული იყო, მოწმის განმარტებით, ირგვლივ საკმარისი განათება იყო მანქანისა თუ მასში მჯდომი პიროვნების დასანახად. ა-–---------------------- და დ------------------ გამომძიებლის მითითებით გააჩერეს თეთრი ფერის ავტომანქანა, სადაც იჯდა 3 პიროვნება. საჭესთან მჯდომ პირზე მიუთითა ჩ------, რომელიც, როგორც შემდეგ დადგინდა, იყო გ----------------, რომელიც შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოწმე დ------------------ ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 30 ივნისს პოლიციის განყოფილებაში, საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში შ-----–------------- პიროვნება, გვარად ჩ----- ითხოვდა დახმარებას ცემის ფაქტზე. ის მაქსიმუმ 5 წუთში, ა-–-------------------------- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე ერთდროულად გამოცხადნენ სხვა თანამშრომლებიც, საპატრულო ეკიპაჟიც. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში შ-----–----------------–-----–------------------------ დაღამებული იყო, თუმცა ღამის განათება ანათებდა გარემოს. მოქალაქე ჩ------ პოლიციას განუმარტა, რომ უცხო პირმა გააჩერა და სცემა უმიზეზოდ, მიუთითა ასევე მანქანის მარკა და ფერი, მისი გადაადგილების ტრაექტორია, პიროვნების ფიზიკური აღწერილობა, რომ იყო საშუალო აღნაგობის. მოწმემ ინფორმაციის მიღების შემდეგ შეატყობინა ხელმძღვანელობას მომხდარის შესახებ. გამომძიებელი მივიდა ადგილზე, გაესაუბრა ჩ-----ს, რომელმაც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. გამომძიებელმა განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იქვე იყო ჩ-----ც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მალევე დაინახა გზად მიმავალი ავტომანქანა და მიუთითა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, რომლის მძღოლმაც მიაყენა მას შეურაცხყოფა. გამომძიებელმა ი-–--------------, მას და ა-–---------------------- სთხოვა გაეჩერებინათ ავტომანქანა. მათ შეასრულეს დავალება, შეჩერებულ ავტომანქანაში იჯდა 3 პიროვნება. როგორც მოწმეს ახსოვს, ესენი იყვნენ კ----–---, დ------ და გ---------. მოწმე დიდი ხანია იცნობს გ-----------------. მან არ იცოდა, რომ გ-------- ეს მანქანა ჰყავდა. დ------------------ დ------- კითხვაზე თუ რატომ აჩერებდა მის მანქანას, აუხსნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, გ---------------- უნდა წაჰყოლოდა განყოფილებაში, დ------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოცემულ დროს მათთან მივიდა ჩ----- და თანამშრომლებს განუმარტა, რომ ეს სწორედ ის ბიჭი იყო, რომელმაც სცემა.

მოწმე ა-–---------------------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 30 ივნისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში. საღამოს საათებში განყოფილების სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ცემის ფაქტზე. მოწმე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ქ----------–---------–-----–--------------------–-----–---------------------. მათი მისვლიდან მცირე დროში ადგილზე მივიდა ასევე საპატრულო პოლიცია. ადგილზე დახვდათ რუხი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მეპატრონე გვარად ჩ-----. ჩ------ განმარტა მომხდარი. მიუთითა, რომ მოძრაობდა ავტომანქანით, როდესაც უცნობმა პირმა შეაჩერა, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე. მოქალაქე ასახელებდა ასევე ავტომანქანის ნომერს, მარკასა და ფერს, ასევე პიროვნების მახასიათებლებს და განმარტავდა, რომ შეეძლო მისი ამოცნობა. ამის შემდეგ გამომძიებლის - ი-–--------------- ექსპერტების და პოლიციის თანამშრომლების მათ შორის, გ------–------- მონაწილეობით დაიწყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ა-–--------------------- და დ----------------- იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილთან ახლოს, საიდანაც ადევნებდნენ თვალს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას. მცირე დროის შემდეგ, ადგილზე ჩაირა ნელი სვლით მოძრავმა “Honda Fit“-ის მარკის ავტომანქანამ, განცალკევებით მდგომ თანამშრომლებს გამომძიებელმა მიუთითა, რომ შეეჩერებინათ ავტომანქანა. ა-–---------------------- და დ------------------, ი-----–-----–---------------- იყო უკვე გასული ავტომანქანა, როდესაც შეაჩერეს. შეჩერება მოხდა ჩვეულებრივ თანამშრომლების მოწოდების შემდეგ, გაეჩერებინა ავტომანქანა. აღმოჩნდა რომ ავტომანქანას მართავდა გ----------------, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან. თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, სადაც შესაძლოა საჭირო გამხდარიყო მისი მონაწილეობა, დ------ უნდა წასულიყო პოლიციის მე-3 განყოფილებაში. ავტომანქანის შეჩერებისას უკანა სავარძელზე ასევე იმყოფებოდა 2 პიროვნება. მათაც თანხმობა განაცხადეს და ნებაყოფლობით გადაყვანილ იქნენ განყოფილებაში. თანამშრომლების მიერ დ------სთან საუბრის დროს ადგილზე მივიდა ჩ-----ც, რომელმაც კვლავ განმარტა, რომ სწორედ ეს პიროვნება იყო, რომელმაც მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ მიუთითა, რომ გ----------------- გავლამდე, მათ მანქანის იდენტიფიცირება არ განუხორციელებიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მან გამომძიებელს განუმარტა ჩ------ მიერ დასახელებული ავტომანქანის ნომერი, რომელიც ამ ეტაპზე აღარ ახსოვს.

მოწმე ი-–-------------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, მოქალაქე ს--------------აგან, რომ მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაზიანებული იყო ავტომანქანა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძება 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ. ქუთაისი, შ-----–----------------–-----–-----------------------, როგორც შეტყობინებაში იყო მითითებული. ადგილზე მისვლისას ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მასში მონაწილეობდნენ როგორც ექსპერტები ასევე პოლიციის მუშაკები - შ--–---------------, გ------–------ და შეტყობინების ავტორი ს-------------. შემთხვევის ადგილზე ცოტა მოშორებით ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლებიც. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საავტომობილო გზის მარჯვენა კუთხეში იდგა ,,მერსედესის“ მარკის, ნაცრისფერი მანქანა „001“, იქვე მყოფმა ს-------------- მიუთითა, რომ აღნიშნული მანქანით მოძრაობდა, სურდა მანქანით გადასულიყო ი-----–-----–------------- და შემდეგ გაეგრძელებინა გზა იმავე მიმართულებით, შეჩერებისას მისი განმარტებით მასთან მივიდა მარცხენა მხრიდან, მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მანქანის კარსა და უკანახედვის სარკეს დაარტყა მუჭები, რომელიც ნახევრად მოტყდა, გააღო კარი და რამდენიმეჯერ ჯერ ცხვირის, შემდეგ ტუჩისა და მუცლის არეში ჩაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს------------- უთითებდა თავდამსხმელის მონაცემებს და თავდასხმის მიმდინარეობას. მიუთითა, რომ უცნობ პირს ეცვა თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური და მუქი ფერის შორტები, ჰქონდა დაბალი წვერი და შავი ფერის თმა. შემდეგ განმარტა, რომ სცადა დაკვირვებოდა თუ რომელ მხარეს წავიდოდა ავტომანქანა, დაინახა თუ როგორ ჩაჯდა ეს პიროვნება “FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანაში, ნომრით „175“ და წავიდა უკანა მიმართულებით შ-----–-------------, მ-----–-- ქუჩის მიმართულებით. ამ დროს ს-------------- გააკეთა შეტყობინება 112-ში და თან დაურეკა მის მეგობარ გოგონას, ვის გამოც იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, მ-----–-- ქუჩაზე ჰყავდა მიყვანილი ეს გოგონა, ნათესავთან. დაბრუნებისას ჩ------ გაიარა დ------- საცხოვრებელი და გამომძიებელს განუმარტა, რომ შეამჩნია კართან მდგომი თეთრი ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, ს-------------- საუბრისას დაინახა სწორედ “FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელზე დაკვირვების შემდეგ თქვა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, იცნო მანქანის საჭესთან მჯდომი პიროვნებაც და გამომძიებელს განუმარტა, რომ სწორედ ის წვერიანი ბიჭი იყო რომელიც თავს დაესხა. ი-–--------------, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში არ ღებულობდნენ მონაწილეობას, მოუწოდა გაეჩერებინათ “FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა და მოეხდინათ გასაუბრება ვინაობის დადგენის მიზნით. თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნა ეს ავტომანქანა შ-----–-------------, შემთხვევის ადგილიდან 40 მეტრის რადიუსში, მათ მოუწოდეს მანქანაში მჯდომ სამ პირს საჭიროებიდან გამომდინარე ნებაყოფლობით გამოცხადებულიყვნენ პოლიციის მე-3 განყოფილებაში. საჭესთან მყოფი პირი იყო გ----------------. ს-------------- მიერ დასახელებული მონაცემები ემთხვეოდა როგორც გ-----------------, ასევე მისი მანქანის მონაცემებს. განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მოხდა სამივე პირის გამოკითხვა. ს--------------ა და მის მანქანას ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზები, მოწმის მიერ გამოიკითხა მოწმეები, პოლიციის მუშაკები, გ----------------- მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც, მოპოვებულ იქნა ინფორმაციები, გ---------------- ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში და საქმე წარიმართა სასამართლოში. ადვოკატის კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე თვითმხილველი მოწმე დაკითხული, ი-–-------------- განმარტა, რომ ასეთი პირი არ არსებობდა და შესაბამისად ვერ მოხდებოდა დაკითხვა. რაც შეეხება შემხებლობის გამოსავლენ ექსპერტიზას, მსგავსი ექსპერტიზა გამომძიებელს არ დაუნიშნავს, რადგან მისი მითითებით, არ შეიძლებოდა აღნიშნული დადასტურებულიყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იყო დაღამებული, დაახლოებით 23:30 საათი, თუმცა გარე განათების პირობებში ჩანდა ყველაფერი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო თვალი არ მუშაობს. ი-–-------------- რაიმე გამოკვეთილი დაზიანება ს--------------ათვის არ შეუმჩნევია. ჩ------ სავარაუდო თავდასხმის მოტივად მიუთითა, რომ სწრაფად გაიარა მანქანით.

მოწმე დ-----------–---- ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ გ-----------------თან აქვს მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის 30 ივნისს, ღამის 22:00 საათისათვის, დ----- კ----–--- მის მეგობარ მ-----– გ---------სთან ერთად მიდიოდა ბათუმში. ფეხით მოძრაობდნენ, როდესაც გაიარა გ----------------- მანქანით, იცნო ბიჭები და შესთავაზა გზამდე გაყვანა, როგორც ახსოვს ა--–--------------. მოწმეს მანქანის მახასიათებლები არ ახსოვს, მხოლოდ მიუთითებს, რომ იყო მსუბუქი ავტომანქანა. დ----- კ----–--- და მ-----– გ--------- გაჰყვნენ დ------ს, გამოვიდნენ მარჯვენა დასახლებიდან ანუ შ-----–---- ქუჩიდან და წავიდნენ ჭ--------- ქუჩის მიმართულებით. მალევე ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანთან მისვლამდე, აბაშიძის ქუჩაზე. პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად ჩვეულებისამებრ შეამოწმეს მძღოლი, სთხოვეს პირადობა, ხოლო შემდეგ სთხოვეს რომ მანქანიდან გადასულიყვნენ, გადაუღეს ფოტოები, ამ დროს პოლიციის მეორე მანქანაც მივიდა. თანამშრომლებმა შეჩერებულ პირებს სთხოვეს იქვე მცირე მანძილზე გადასულიყვნენ, მომხდარი იყო ინციდენტი და საჭირო იყო ამოცნობა. შ-----–------------- გადასახვევთან, ძველ ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ, იქვე მივიდა დაზარალებულად ცნობილი პირი, რომელმაც გ----------------- მანქანას დაადო ხელი და მიუთითა, რომ სწორედ ეს ავტომანქანა და ეს პიროვნება იყო. მოწმისათვის უცნობია რა ხდებოდა, მანამდე არც ხალხმრავლობა და არც სხვა რაიმე შეუნიშნავს, ვერ იხსენებს იყო თუ არა გზაზე პოლიციის მანქანები, იგი არც დაზარალებულს იცნობდა და არ ახსოვს რა ეცვა გ-----------------. მათ მიერ მანქანით გავლიდან, სანამ პოლიციამ გააჩერა და უკან მიბრუნდნენ დ-----------–---- განმარტებით დაახლოებით 10 წუთი იქნებოდა გასული. როცა მიბრუნდნენ იქ ბევრი ხალხი იყო. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის თანამშრომლებმა გ----------------, დ----- კ----–--- და მ-----– გ--------- წაიყვანეს მე-3 განყოფილებაში. დ----- კ----–--- ს-------------- მოქმედებებს ყურადღებას არ აქცევდა.

მოწმე ნ--------–--------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------- დეიდაშვილი. 2017 წლის 30 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ იქნებოდა საღამოს საათები, როდესაც პირად ნომერზე (5-----------) დაურეკა გ----------------- და უთხრა, რომ პოლიციამ გააჩერა, რაღაც პრობლემები ჰქონდა და სთხოვა დასახმარებლად მისვლა. ნ--------–-------- მივიდა ადგილზე მანქანით, სადაც დახვდა უამრავი საპატრულო ეკიპაჟი, გ----------------- მანქანა გაჩერებული იყო მისი საცხოვრებლის შესახვევთან, პარლამენტს რომ გასცდები, ამოსასვლელში გზაჯვარედინთან, ქუჩის მხარეს დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, ხოლო ჩ------ მანქანა დ------- მანქანის უკან, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე. ის გაესაუბრა თავის დეიდაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციამ გააჩერა მისთვის უცნობი მიზეზით და უთხრეს, რომ ვიღაც პირი სცემა, რომელსაც არც კი იცნობდა. ადგილზე იმყოფებოდა გ----------------- თანხმლები 2 პიროვნება, თუმცა მათ ვინაობებს ვერ იხსენებს. ნ--------–--------მ სთხოვა გამომძიებელს ეჩვენებია პირი, რომლის ცემასაც აბრალებდნენ გ--------. მცირე დროის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად მოდიოდა სწორედ ეს პირი, რომელმაც ნ----- და გ--------თან მიახლოებისას გამომძიებელს უთხრა, რომ ეს ბიჭიც იყო მასთან ერთადო. იქვე მდგომმა მესამე პირმა იუმორით უთხრა ჩ-----ს, „მეც ხომ არ ვიყავი, მეც ხომ არ გცემეო“ ? და ჩ------ იმასაც უთხრა კი შენც იყავიო. მას შემდეგ რაც, მოწმის განმარტებით, მან იფიქრა, რომ ჩ----- ან ნასვამი იყო და ან შეურაცხადი, მიხვდა რომ არ ჰქონდა მასთან საუბარს აზრი, აღარაფერი უთქვამს. ნ--------–--------მ დაურეკა გ----------------- მშობლებს, რათა გაერკვია მართლა ხომ არ მოხდა რაიმე. მშობლების განმარტებით კი შეიტყო, რომ სამსახურის შემდეგ გ------- იყო სახლში და მანქანა კართან ჰქონდა დაყენებული, მისული იყო მათთან პოლიცია, შეამოწმა მანქანა, თქვეს ცივიაო და წავიდნენო, გ-------- ეძინა და როცა გაიღვიძა ვუთხარით ასე იყო და არ წახვიდე არაფერი ხდებოდესო, გ-------მ მშობლებს უთხრა რას ქვია არ წავიდე არაფერი დამიშავებია, ადგა და წავიდაო. ნ--------–-------- გ----------------- გაჰყვა განყოფილებაში. როდესაც გამოუშვეს ყველანი, მოწმე იხსენებს, რომ პოლიციელმა გ--------, თავად მას და გ-------- მშობლებს აჩვენა მანქანის ფოტოები, რომელზედაც სულ სხვა მანქანა იყო აღბეჭდილი. მოწმემ არ იცის ვინ იყო ეს პოლიციელი. მოწმეს არ ახსოვს რა ეცვა გ-----------------ა და ს--------------. დაახლოებით იხსენებს, რომ ჩ-----ს შესაძლოა ცმოდა შავი მაისური

 

მოწმე პ---–- დ------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------- მამა, 2017 წლის 30 ივნისს, გ-----------------თან ერთად დღის განმავლობაში იმყოფებოდა ილია ჭ--------- ქუჩაზე სამსახურში, საქმიანობა დაკავშირებულია ძირითადად გადაზიდვასთან. საღამოს, დაახლოებით შვიდი საათისათვის დაბრუნდნენ სახლში. ჩვეულებისამებრ მოწესრიგდნენ, საჭმელი ჭამეს და გ-------მ დაიძინა. საღამოს ათი-თერთმეტი საათისათვის დაურეკა მეგობარმა, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მუშაობს საშაურმეში, გამოდიო და გ-------ც თითქმის ყოველ საღამოს გადიოდა მასთან, იმ საღამოსაც წავიდა. დაახლოებით თერთმეტ საათზე მეზობელმა დაურეკა მოწმეს, შეატყობინება რომ მისი შვილი დაკავებული იყო. როდესაც სახლიდან პირდაპირ მივიდა პოლიციის განყოფილებაში გ---------------- დაკავებული დახვდა. პოლიციასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ მეუღლემ უთხრა მათთან პოლიციის მისვლის შესახებ, „მანქანა შეამოწმეს, მატორი ცივია თქვეს და წავიდნენო“. ვინ ან რამდენი პოლიციელი იყო მოწმემ არ იცის, თუმცა განმარტავს, რომ მინიმუმ 2 მაინც იყო, ხმა გაიგონა მაგრამ პირადად არ უნახავს. პ---–- დ------ ს-------------- არ იცნობს, რაც შეეხება გ-----------------, მოწმემ მიუთითა, რომ არასდროს უჩხუბია გ-------- და არასდროს ყოფილა კონფლიქტურ სიტუაციაში, ბოლო პერიოდში გ-------- აქვს გაკეთებული ოპერაცია, რის გამოც განსაკუთრებით ერიდება როგორც სიმძიმეს ასევე რაიმე კონფლიქტურ სიტუაციებს, ხელის მოხვედრას და მსგავს ქმედებებს. 2017 წლის 30 ივნისს გ----------------- მანქანა განათხოვრებული არ ჰყოლია, ხოლო ეზოში ადგილის არქონის გამო გ------- მანქანას ძირითადად ჭიშკრის გარეთ აყენებს. პ---–- დ------მ პოლიციის განყოფილებაში მისვლისას არ იცოდა რა ხდებოდა, მეზობლებიც იქ იყვნენ, ერთ-ერთი გოგონა, რომელიც დატოვა დასახლებაში ჩ------ და რომელსაც მოწმე არ იცნობს, ასევე იმყოფებოდა იქ და გ----------------- მშობლებს ეუბნებოდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და დაელაპარაკებოდა ს--------------. გოგონასთვის ცნობილი იყო, რომ გ---------------- არაფერ შუაში იყო. სხვა რაიმე ინფორმაცია მოწმისათვის ცნობილი არ არის.

მოწმე ნ------------–-–---–-- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------- დედა. 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით შვიდ საათზე მივიდა სახლში, მეუღლე და შვილიც ასევე იმყოფებოდნენ სახლში. საჭმელი ჰქონდათ ნაჭამი, მოწმემ მიალაგა. გ---------------- წავიდა დასასვენებლად. ქუჩაზე სკვერის არქონის გამო მოსახლეობა საღამოობით გადის ქუჩაში. ნ------------–-–---–-–, როცა საქმეები დაასრულა, სახლში მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში, გავიდა ქუჩაში. შევიდა მის წინ მცხოვრები დედამთილის ოჯახში. შესვლისას იქვე გაჩერდა უცხო მანქანა, გადმოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება, მოწმემ ეს პირი მის დისშვილს მიამსგავსა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ სხვა პირი იყო, საშუალო სიმაღლის, ღია ფერის თმით, უცნობი მამაკაცი მივიდა გ----------------- ქუჩაში მდგომ მანქანასთან, ეზოში ადგილის არქონის გამო გ------- მანქანას ძირითადად ჭიშკრის გარეთ აყენებს, უცნობმა მამაკაცმა მანქანას ხელი გადაუსვა და თქვა „ცხელი არ არისო“. მოწმემ იკითხა თუ ვინ იყო ეს პიროვნება, გაუკვირდა და გაარკვია რომ მესამე განყოფილების თანამშრომელი იყო, იფიქრა რადგანაც მისი მეუღლე და შვილი რკინაზე მუშაობენ, ალბათ მაგ საკითხზე იყო ვინმე. პიროვნების წასვლიდან სადღაც 1 საათის შემდეგ, როდესაც გ-------მ გაიღვიძა, გამოვიდა სახლიდან დაახლოებით თერთმეტის ნახევრისათვის, ცოტახნით მის მანქანასთან იყო, შემდეგ კი მეგობართან, აღმაშენებელზე საშაურმეში მარტო წავიდა მანქანით. მალევე ოჯახს დაუკავშირდნენ, რომ გ----------------- ბრალად ედებოდა ვინმე ჩ------ მიმართ განხორციელებული ძალადობა. მოწმის განმარტებით, მის შვილს აქვს გაკეთებული ოპერაცია, რომლის შემდეგაც მისთვის არ შეიძლება არც სიმძიმის აწევა და არც რაიმეს მოხვედრა, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა კონფლიქტური პიროვნება, მაინც განსაკუთრებულად ერიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს. ნ------------–-–---–-- დაადასტურა როგორც გამოძიებაში ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება და განმარტა, სხდომაზეც იგივე ჩვენება მისცა რაც გამოძიებაში. გამომძიებელი არ დაინტერესებულა როდესაც ნ------------–-–---–-- უთხრა, რომ გ----------------- მანქანასთან იყო მისული პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი. ნ------------–-–---–-- ასევე მიუთითა, რომ მესამე განყოფილებაში ყოფნისას ნახა ზუსტად ის პიროვნება რომელმაც შეამოწმა გ----------------- მანქანა და აღნიშნა რომ ,,მატორი“ ცივი იყო და მოწმის კითხვაზე თუ რატომ არ დააკავეს გ------- მაშინვე თუკი დანაშაულის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და ფაქტი იყო მომხდარი. თანამშრომელმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად იყო მისული გ----------------- მანქანასთან, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ და ვინმესთვის დაედო ხელი.

მოწმე მ------------–-- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------- მეზობელი. 2017 წლის 30 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ საღამოს შვიდი საათისათვის, საკუთარი სახლის აივანზე მყოფმა დაინახა, რომ გ---------------- მივიდა სახლში. გარეთ მეზობლები იყვნენ, მოწმემაც გადაწყვიტა გასულიყო. ის კვლავ გარეთ იყო, როდესაც გ---------------- გავიდა მანქანით. იქნებოდა დაახლოებით თერთმეტის ნახევარი.

მოწმე ზ-------–---–----- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ბრალდებულ გ----------------- მეზობელი. 2017 წლის 30 ივნისს, საღამოს ექვს საათზე დაბრუნდა სახლში. გ----------------- მანქანა იდგა ქუჩაში, მოწმის სახლის წინ, თავად გ------- სად იყო არ იცის. ზ-------–---–---- მას შემდეგ რაც საჭმელი ჭამა და მოწესრიგდა, იმყოფებოდა ქუჩაში მეზობლებთან ერთად, რამდენიმეჯერ მცირე დროით შევიდა სახლში და კვლავ უკან დაბრუნდა, ხოლო თერთმეტის ნახევრისათვის საბოლოოდ შევიდა სახლში, ტელევიზორს უყურა და შემდეგ დაიძინა.

ბრალდებულმა გ----------------- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, საღამოს შვიდი საათისათვის სამსახურიდან დაბრუნდა სახლში. მუშაობს ჭ--------- გამზირზე სამშენებლო მასალების მაღაზიაში. დაბრუნების შემდეგ ჭამა საჭმელი, მოწესრიგდა და დაიძინა. დაახლოებით ათი საათისათვის გაიღვიძა და თერთმეტის წუთები იქნებოდა, როდესაც გავიდა სახლიდან, უკანა შ-----–---- ქუჩიდან, რადგანაც მ-----–-- ქუჩიდან ცუდი გზა არის. პარლამენტის გასასვლელთან, შ-----–----ა და ი-----–-----–---- ქუჩის კვეთასთან შეამჩნია პატრულის მანქანები, პიკაპები, როგორც ფორმიანი თანამშრომლები, ასევე ფორმის გარეშეც. ჭ--------- ქუჩის მიმართულებით მიდიოდა გ----------------, როდესაც პარლამენტის შუქნიშნამდე არ მისული უკნიდან გააჩერა პატრულმა, რომელიც ზემოთ მითითებულ ადგილზე იდგა და გ----------------- გამოვლისას მოატრიალა და გაჰყვა მას. თავდაპირველად მოსთხოვეს სიმთვრალეზე შემოწმება, მან მისცა საბუთებიც, თანამშრომლებმა გადაილაპარაკეს, რომ სიმთვრალე არ ფიქსირდებოდა. შემდეგ სთხოვეს მანქანიდან გადასვლა და საბარგულის გაღება. საბარგულშიც არაფერი იყო. უთხრეს რომ გაზის ბალონის გადამოწმება უნდოდათ, მაგრამ მას გაზის ბალონი არ ჰქონდა მანქანაში. საბოლოოდ კი თანამშრომლებმა სთხოვეს გაყოლა, რადგან სურდათ რაღაცის გადამოწმება. გ---------------- გაჰყვა საპატრულო მანქანას და მივიდა იგივე კვეთაზე სადაც საპატრულო მანქანები და დაზარალებული იყვნენ გაჩერებული. როდესაც ადგილზე მივიდნენ გ---------------- და მისი თანხმლები ორი პირი - გ--------- და კ----–---, დაზარალებულს შეეკითხნენ თანამშრომლები, ესენი იყვნენ თუ არა, რაზეც დაზარალებულმა ბრალდებულს დაადო ხელი, „კი ეს არისო“. ირგვლივ შეიკრიბა მოსახლეობა, მოვიდნენ გ-------- მეზობლებიც. გ----------------- დეიდაშვილს დაურეკა და უამბო მომხდარი. ადგილზე მალევე მივიდა დ------- დეიდაშვილი - ნ--------–--------, რომელსაც ასევე დაადო დაზარალებულმა ხელი, „ეს იყო კიდეო“. იქვე მდგომმა გ----------------- ახლობელმაც ჰკითხა დაზარალებულს „მეც ხომ არ ვიყავიო“ და დაზარალებულმა უპასუხა: „კი შენც იყავიო“. ის ცდილობდა სიტუაციის გარკვევას, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შემდეგ თავად გ----------------- მანქანით, თანმხლებ პირებთან ერთად წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, გამოიკითხა პოლიციელების მიერ და გადაიყვანეს უფროსის კაბინეტში. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა უფროსს. დაურეკეს მამამისს, დაიკითხა როგორც მამა, ასევე მისი თანხმლები ორი პირი, შემდეგ კი ის გადაიყვანეს ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა რაიმე დაზიანებები, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ექსპერტიზის შენობის ეზოში მათ შეხვდა პოლიციელი, რომელსაც ჰქონდა მანქანის ფოტო, რომელიც არ ეკუთვნოდა გ-----------------, თავად თანამშრომელმაც აღნიშნა ეს ფაქტი. ბრალდებულმა მიუთითა, რომ მანათობელი შუქები, რომელიც ფოტოზე აღბეჭდილ მანქანას ჰქონდა, მის კუთვნილ მანქანას საერთოდ არა აქვს. გ---------------- არ იცნობს ს-------------- და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ჩ------ათვის არც უკითხავს თუ რატომ ადებდა ხელს. ბრალდებულმა გ----------------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ, როდესაც სახლიდან წავიდა, იცოდა რომ მის მანქანასთან იყო ნამყოფი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეამოწმა მანქანის ,,მატორი“.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ----------------- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში გ----------------- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: - 2017 წლის 30 ივნისს, ქუთაისში, შ-----–----------------------–-----–----------------–--------–--------------------–-------------------- გ----------------- ხელი დაარტყა ს-------------- ჯერ ცხვირში, ხოლო შემდეგ კი ტუჩის არეში, ასევე მუჭი დაარტყა მანქანის საჭესთან სავარძელზე მჯდომს მუცლის არეში ორჯერ. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე უნდა იმსჯელოს და ქმედება სამართლებრივად შეაფასოს (ქმედების კვალიფიკაცია) მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, ვინაიდან პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.

 

ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირება ბუნდოვანია, კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული ბრალდების მხარის შეფასებით რომელ დანაშაულს წარმოადგენს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები, ანუ ბუნდოვანია რას ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს - ცემას, სხვაგვარ ძალადობას თუ ორივეს ერთად. ბრალდების ფორმულირებით, გ----------------- ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა. ანუ ბრალდების მხარემ ფაქტებისა და გარემოებების შეფასებით ვერ დაადგინა რომელ კონკრეტულ დანაშაულს წარმოადგენდა გ----------------- ქმედებები, ცემას თუ სხვაგვარ ძალადობას. ვინაიდან გამოკვეთილი არ არის თუ კონკრეტულად რა დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა პირს ბრალდება, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოიკვლიოს წარდგენილი ბრალდება როგორც ცემის ასევე სხვაგვარი ძალადობის ფარგლებში და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის, სამართლებრივი შეფასების მეტი არგუმენტირებულობისა და დამაჯერებლობისათვის უმჯობესია ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის არსებობა/არარსებობა დადგინდეს და შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კონკრეტული მუხლის (დანაშაულის) შემადგენლობის ნიშნების გამოყოფით და ამის შემდეგ თითოეული დანაშაულის ნიშნის დასადგენად, მიეთითოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დანაშაულის შემადგენლლობის კონკრეტულ ნიშანს.

 

დანაშაულის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას, საშუალებას იძლევა თითოეულ ნიშანთან მიმართებით შეფასდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, ამასთან გამოჩნდეს, დგინდება თუ არა მტკიცებულებებით დანაშაულის ყველა ნიშანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად, რადგან ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ისეთი მსუბუქი დარტყმები, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი, ცემად არ განიხილება. ასევე არ განიხილება ცემად ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივლი გამოიწვიოს. ცემა ხშირად ტოვებს კვალს ადამიანის სხეულზე. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებას.

სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, მაგალითად: თმით თრევა, ხელების გადაგრეხა და სხვა. სხვაგვარი ძალადობის დროსაც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამდენად განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. როგორც ცემის, ისე სხვაგვარი ძალადობისათვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი 6 დღემდე უნდა გაქრეს. ამ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ----------------- უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის საშუალებას, რომ გ----------------- ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. იმისთვის, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა. შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეფასდება ქმედება სამართლებრივად.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არ წარუდგენია სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან დაზარალებულ ს-------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არათანმიმდევრულია. იგი არსებითად განსხვავდება გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციისაგან. ასევე წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან. კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ს-------------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2017 წლის 30 ივნისს ღამის საათებში, მეგობართან ერთად წყალტუბოდან მიემართებოდა ქუთაისში. მეგობარი უნდა დაეტოვებინა ავტოქარხნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც მეგობარი დატოვა და განაგრძო გზა, რომელიც მოუწესრიგებელი იყო. იქვე ავტოქარხნის ტერიტორიაზე, პარლამენტის გვერდით ხიდთან არმისული, მდებარე ორ გამოსასვლელთან, მას დაახლოებით ერთი ან ერთნახევარი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელიც სინათლეებს ხან ანთებდა, ხანაც აქრობდა. რადგან ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მანქანას სწრაფად ვერ ატარებდა, იფიქრა, რომ უცნობ პირს გავლა უნდოდა, იგი ეცადა გზის დათმობას. გზის მოუწესრიგებლობის მიუხედავად, მისი მანქანის მოძრაობას მტვერი არ გამოუწვევია. როდესაც მიუახლოვდა პარლამენტის მეორე გამოსასვლელს, მთავარი გზის მაჩვენებელ ნიშნულთან ახლოს გააჩერა მანქანა. მის უკანა მხარეს გაჩერდა მანქანა. ს--------------თან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელიც ურტყამდა მანქანას. უკანა ხედვის სარკე მოამტვრია ნახევრად, ურტყამდა მინას, კარი გააღო და შიგა ნაწილებსაც მისწვდა. თავად დაზარალებულსაც ახალ ნაოპერაციები მუცლის არეში ურტყამდა, რომელმაც ტკივილი გამოიწვია. მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აიღო ტელეფონი, დარეკა 112-ში და გადასცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. პარალელურად მოახერხა პიროვნებისა და ავტომობილის მონაცემების დამახსოვრება. უცნობი პირი მობრუნდა და წავიდა მანქანით დასახლების მხარეს. მან არ იცის იყვნენ თუ არა კიდევ სხვა პირები ავტომანქანაში. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო ეკიპაჟები და სამმართველოს უფროსი.

როგორც საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა უშუალოდ კონფლიქტის ფაქტს არავინ შესწრებია. დაზარალებული კი, რომელმაც სასასმართლოზე დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, გამოძიებისას განმარტავდა, რომ იქ ვიღაც ქალბატონიც იმყოფებოდა, მაგრამ გამოძიებას მისი ვინაობა არ დაუდგენია.

საქმეში არსებული შეტყობინების რეგისტრაციის ბარათებით დადგენილია, რომ განმცხადებელმა ს-------------- 22:06:42 საათზე გააკეთა შეატყობინება, რომ მანქანაში შეუვარდა უცნობი და სცემა. სახეში დაარტყა. ვინ მიაყენა შეურაცხყოფა არ იცის. ამასთან ს------------- განმარტავდა, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო უცნობი ა/მანქანით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დადგენილია, რომ ინციდენტის თარიღია 2017 წლის 30 ივნისი, დაახლოებით 22:00 საათი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 23:15 სთ-ზე და დასრულდა 23:50 სთ-ზე.

მოწმე დ------------------ ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ივნისს პოლიციის განყოფილებაში, საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში შ-----–------------- პიროვნება, გვარად ჩ----- ითხოვდა დახმარებას ცემის ფაქტზე. ის მაქსიმუმ 5 წუთში, ა-–-------------------------- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე ერთდროულად გამოცხადნენ სხვა თანამშრომლებიც, საპატრულო ეკიპაჟიც. აღნიშნულს ადასტურებენ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პოლიციის თანამშრომლებიც, კერძოდ გ------- ლანჩავა, ა-–--------------------- და ილია კოხრეიძე.

მოწმის სახით დაკითხვისას დ------------------ სასამართლოს ასევე უჩვენა, რომ მოქალაქე ჩ------ განმარტებით, უცხო პირმა გააჩერა და სცემა უმიზეზოდ, მიუთითა ასევე მანქანის მარკა და ფერი, მისი გადაადგილების ტრაექტორია, პიროვნების ფიზიკური აღწერილობა, რომ იყო საშუალო აღნაგობის.

მოწმე გ------–------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდათ ს------------- რუხი ფერის ავტომანქანით. მისი განმარტებით, როდესაც მოძრაობდა შ-----–-------------–---------------------, მისთვის უცნობი მიზეზით, წინ გადაუდგა თეთრი ფერის ავტომანქანა, “Honda fit”-ის ფირმის, საიდანაც გადმოვიდა უცნობი პიროვნება და მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფეხით დაუზიანა მარცხენა კარი და უკანა ხედვის სარკე. უცნობი პირი იყო დაახლოებით 25 წლამდე, ეცვა მოთეთრო ფერის მაისური და მუქი ფერის შორტი, ჰქონდა წვერი.

მოწმე ა-–---------------------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ქ----------–---------–-----–--------------------–-----–---------------------. მათი მისვლიდან მცირე დროში ადგილზე მივიდა ასევე საპატრულო პოლიცია. ადგილზე დახვდათ რუხი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მეპატრონე გვარად ჩ-----. ჩ------ განმარტა მომხდარი. მიუთითა, რომ მოძრაობდა ავტომანქანით, როდესაც უცნობმა პირმა შეაჩერა, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე. მოქალაქე ასახელებდა ასევე ავტომანქანის ნომერს, მარკასა და ფერს, ასევე პიროვნების მახასიათებლებს და განმარტავდა, რომ შეეძლო მისი ამოცნობა.

მოწმე ი-–-------------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, მოქალაქე ს--------------აგან, რომ მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაზიანებული იყო ავტომანქანა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ. ქუთაისი, შ-----–----------------–-----–-----------------------, როგორც შეტყობინებაში იყო მითითებული. ადგილზე მისვლისას ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მასში მონაწილეობდნენ როგორც ექსპერტები ასევე პოლიციის მუშაკები - შ--–---------------, გ------–------ და შეტყობინების ავტორი ს-------------. რომლის განმარტებით, შეჩერებისას მასთან მივიდა მარცხენა მხრიდან, მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მანქანის კარსა და უკანახედვის სარკეს დაარტყა მუჭები, რომელიც ნახევრად მოტყდა, გააღო კარი და რამდენიმეჯერ ჯერ ცხვირის, შემდეგ ტუჩისა და მუცლის არეში ჩაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს------------- უთითებდა თავდამსხმელის მონაცემებს და თავდასხმის მიმდინარეობას. მიუთითა, რომ უცნობ პირს ეცვა თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური და მუქი ფერის შორტები, ჰქონდა დაბალი წვერი და შავი ფერის თმა. შემდეგ განმარტა, რომ სცადა დაკვირვებოდა თუ რომელ მხარეს წავიდოდა ავტომანქანა, დაინახა თუ როგორ ჩაჯდა ეს პიროვნება “FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანაში, ნომრით „175“ და წავიდა უკანა მიმართულებით შ-----–-------------, მ-----–-- ქუჩის მიმართულებით. ამ დროს ს-------------- გააკეთა შეტყობინება 112-ში და თან დაურეკა მის მეგობარ გოგონას, ვის გამოც იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, მ-----–-- ქუჩაზე ჰყავდა მიყვანილი ეს გოგონა, ნათესავთან. დაბრუნებისას ჩ------ გაიარა დ------- საცხოვრებელი და გამომძიებელს განუმარტა, რომ შეამჩნია კართან მდგომი თეთრი ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, ს-------------- საუბრისას დაინახა სწორედ “FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელზე დაკვირვების შემდეგ თქვა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, იცნო მანქანის საჭესთან მჯდომი პიროვნებაც და გამომძიებელს განუმარტა, რომ სწორედ ის წვერიანი ბიჭი იყო რომელიც თავს დაესხა.

ანუ, პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს მისცეს ისეთი განმარტებები, რაც ს-------------- სასამართლოსთვის არ მიუწოდებია, მაშინ როცა ისინი არ ყოფილან ამ ფაქტის თვითმხილველები და როგორც თვითონ განმარტავენ, ჩ------ უამბო მათ ამის შესახებ.

საქმეში არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, კერძოდ: 30 ივნისს დაახლოებით 22:10 წუთზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი რატომ იწყებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას 23:15 წუთზე, როცა შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან დაახლოებით 5 წუთში თითქმის ერთდროულად გამოცხადდნენ კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო ეკიპაჟები და სამმართველოს უფროსი? თუ ს--------------ათვის ცნობილი იყო იმ პიროვნების ავტომანქანის სახ. ნომერი, 112 ზარის განხორციელებისას რატომ მიუთითა, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო უცნობი ა/მანქანით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა? თუ ს-------------- პოლიციის თნამშრომლების მისვლისთანავე მიუთითა ავტომანქანის სახ. ნომერი, რატომ არ იქნა გადამოწმებული ბაზაში, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ავტომანქანა? რატომ იქნა დათვალიერებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები მხოლოდ 10 ივლისს და ისიც მხოლოდ ე.წ. ავტოქარხნის გადასასვლელ ხიდთან მდებარე? თუ დადგინდა რომ არ მუშაობდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერა, რატომ არ იქნა მოძიებული სხვა ახლომდებარე ვიდეოკამერების ჩანაწერები? ან რა ოფიციალური დოკუმენტი არსებობს საქმეში, რომ მართლაც ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი იმ კამერას? რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა 2017 წლის 01 ივლისს 03:35 სთ-დან 03:45 სთ-მდე პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ გ----------------- კუთვნილ ტანსაცმელს?

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კითხვების გაჩენა მიუთითებს გამოძიების ხარვეზებზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი ბრალდება.

შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას მასზედ, რომ გ----------------- მანქანის გამოვლამდე დაასახელა ს-------------- ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და პიროვნების აღწერილობა.

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ----------------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გ----------------- ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---------------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის სავარაუდო დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ დაზარალებულის არათანმიმდევრულ და სავარაუდო ჩვენებაზე, ასევე მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ ს-------------- ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლედ ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, პირველ რიგში, მათი უტყუარობის, ხოლო შემდეგ - მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40-მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავს დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 82-ე მუხლიც, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საყურადღებოა აგრეთვე ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ მიუთითებენ გ----------------- მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სათანადო შეფასება არ მისცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს - ალიბის მოწმეებს. არ გადაამოწმა მათი ჩვენებების სისწორე, არ წარმოადგინა ამ ჩვენებების გამაბათილებებლი მტკიცებულებები. ისიც კი არ არის უტყუარად დადგენილი, რომელ საათზე გამოიარა შემთხვევის ადგილთან გ----------------- მანქანით და რომელ საათზე შეაჩერეს გადამოწმების მიზნით. რომელ საათზე დადგინდა მისი ვინაობა და რომელ საათზე მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე. თვით ბრალდებულისა და დაცვის მოწმეთა განმარტებით, გ----------------- შემთხვევის ადგილთან გაიარა დაახლოებით 22:30 საათზე, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 23:15 საათზე და დასრულდა 23:50 საათზე. ე.ი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ გამოუვლია გ-----------------, ან შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არის მითითებული. ანუ ირკვევა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, რომლებისათვის სათანადო შეფასება უნდა მიეცა ბრალდების მხარეს და მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება თავისუფლად შეეძლო ძედმეტი ძალისხმევის გარეშე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით - გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ----------------- მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ----------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ----------------- ბრალეულობაში, რის გამოც, გ---------------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ---------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა პ---–- დ------- (პ/ნ 60003008637) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარეს ქ. ქუთაისში, მაჩაბელის ქუჩა №24 (საკადასტრო კოდი: 03.01.01.185).

განემარტოს გ-----------------, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე