განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
020100118002515267
დავის ტიპი
126 (1) 1 , 120
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/339-18 (020100118002515267)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

18 ივლისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი დი-------------ია

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ინ-----------ძე

 

ბრალდებული - გი-------–-ძე (დაბადების თარიღი - 11-------0 წელი, პირადი №5--------5-, საქართველოს მოქალაქე, ა---------–----–----–----------–----------ე, ნ----------–-------------------------------–--------–---------------------------------------------–-------–------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1----------–--------–--–-ს ,,გ’’ ქვეპუნქტი (ც----------–-----------–-----–-----------------------–--------–-------------------------–----------------------------–-----------–--–-------–--–----------------–-------------------------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–------------------–------------------- აბა–--------–----–-------ს სოფელ ქ---–-----–- მცხოვრებ ცოლ-ქმარს ლე--–ა ჯუ-–----ეს და დავ--------–----ეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი-------–-ძემ, თავის დისშვილთან - არასრულწლოვან შ-------------–-------ნ ერთად, რომელიც არის დავ--------–----ის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლე--–ა ჯუ-–----ის მიერ მიცემული შენიშვნის გამო, არასრულწლოვანი შვილების, სამი წლის ლი--------–----ის და ცხრა წლის ლუ-- ჯუ-–----ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მუშტების, შემდეგ კი ხელკეტის გამოყენებით. გი-------–-ძის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად დავ--------–----ემ და ლე--–ა ჯუ-–----ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. ცემა

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თითქმის სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული (გარდა დაზარალებულების ჩვენებისა). საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

საქართველოს სსკ-ის 1----------–--------–--–-ს სუბიექტია ნებისმიერი პირი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდებულის აღიარებით და დაზარალებულების სასამართლოს სხდომაზე მიღებული ჩვენებით, ისე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ლუ-- ჯუ-–----ის, ან----–---------------------ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გი-------–-ძემ ჩაიდინა დაზარალებულ დავ--------–----ისა და ლე--–ა ჯუ-–----ის მიმართ დანაშაული - ცემა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ლე--–ა ჯუ-–----ეს და დავ--------–----ეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი-------–-ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მუშტების, შემდეგ კი ხელკეტის გამოყენებით.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ბრალდებულების მიერ დაზარალებულ დაზარალებულის ცემით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უ------------–-----–-------- განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის აღიარებით, სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებით, ასევენ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ლუ-- ჯუ-–----ის, ან----–---------------------ს ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულმა ლე--–ა ჯუ-–----ემ და დავ--------–----ემ განიცადეს ფ------------------–---

ს-----------------–-----------–-- შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ს-------------------–- ჯანმრთელობის გ-------------------------------- რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად, მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ დაზარალებულების დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მ----------------------------–-----------–-–--–---- აღნიშნული მხარეთა მიერ პრეიუდიციულ ფაქტად არის მიჩნეული, რაც დასტურდება უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

ამდენად, დადგენილია, რომ დაზარალებულებმა მიიღეს დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებში, არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვაზე. ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებულის ქმედებებს დაზარალებულის საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა მოჰყვა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებისათვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

4. ჩადენილი ორი პირის მიმართ

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მუხლის ქმედების შემადგენლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 1----------–--------–--–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ორი პირის მიმართ ცემის განხორციელება, რის შესახებაც ბრალია წარდგენილი ბრალდებულის მიმართ და რაც დადასტურებულია როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტის პრეიუდიციულობით, ასევე ზემოაღნიშნული, როგორც სხდომაზე გამოკვლეული, ისე საქმეში არსებული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 1----------–--------–--–- აწესებს სასჯელს ნებისმიერი პირის მიმართ ცემისათვის. ამ დანაშაულის ობიექტი შეიძლება იყოს ორი ან მეტი პირი.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გი-------–-ძემ ჩაიდინა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ--------–---- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–--------–--–-ს ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გი-------–-ძე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი-------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (შენიშვნის მიცემის გამო გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (მუშტებითა და ხელკეტით ცემა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა და სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას, ოჯახური მდგომარეობას (ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული ადვოკატის პოზიციაზე და დაზარალებულების ჩვენებაზე, რომელთა თანახმადაც ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს (იხ. 18.07.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 1----------–--------–--–-ს სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 5--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელი რაც შეიძლება განესაზღვროს გი-------–-ძეს, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების და დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრულ ფარგლებში ერთი წლისა და ე------------------ თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე, ერთი წლისა და ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით.

 

8. ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა საკითხები:

 

გი-------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად გამოყენებული გირაო პა------------------------–---------------------------

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებები, სახელდობრ:

 

Ø ფა-----------------------------------------------------------

 

Ø მწვანე ფერის მაისური და ,,ად---------------------------------------------–--–------–- დაუბრუნდეს დაზარალებულ დავ--------–----ეს;

 

Ø თეთ-----------------–-----–---------------------–------–----------------ს დაზარალებულ ლე--–ა ჯუ-–----ეს;

 

Ø ჯინს---–------–-----------–-----–-----------------------რუნდეს გი-------–-ძეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი-------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–--------–--–-ს ,,გ’’ ქვეპუნქტი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1-–-–-----------------------, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1-–-–-----------------------–----–----------

 

გი-------–-ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

გი-------–-ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2----–-–---------------------–-–---------–-----------–----

 

გი-------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გ-------------------- უზრუნველყოფით გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

Ø ფა-----------------------------------------------------------

 

Ø მწვანე ფერის მაისური და ,,ად---------------------------------------------–--–------–- დაუბრუნდეს დაზარალებულ დავ--------–----ეს;

 

Ø თეთ-----------------–-----–---------------------–------–----------------ს დაზარალებულ ლე--–ა ჯუ-–----ეს;

 

Ø ჯინს---–------–-----------–-----–-----------------------რუნდეს გი-------–-ძეს;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა