გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841310218002422641
საქმე N3/3-2018 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი 2018 წელი ქ. ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული
განყოფილება.
წარმომადგენ--–ი - მ--ა დ--–--–-შ---–ი.
მოპასუხე - ნ--–ი ხ----–ო--.
დავის საგანი: - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 160 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) - 160 (ას სამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2006 წლიდან. სოც. დახმარების (საარსებო შემწეობის) 160 ლარის მიმღები იყო 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე.
სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტიდან შემოსული 2017 წლის 11 დეკემბრის N04/76172 წერილით (ცხრილი დანართის სახით თან ერთვის) დაფიქსირდა ნელი ხ----–ო--ს ოჯახის წევრის ვ----–ამი ვ------–აშ---–ის პ/ნ 3---------- ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტი, რაც არ დაფიქსირდა ოჯახის დეკლარაციაში, სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახმა ს/კ 0----------- სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ოჯახს, ზემოთაღნიშნული შეუსრულებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ზიანი და უკან დაებრუნებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 160 ლარის ოდენობით.
მოპასუხეს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 160 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის უკან დაბრუნების თაობაზე ტყიბულის განყოფილების მიერ გაეგზავნა გაფრთხილება და შეტყობინება, მიუხედავად არა ერთი სატელეფონო ზარისა არანაირი ქმედება არ განუხორციელებია თანხის ბიუჯეტის ანგარიშზე აღდგენასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება მოითხოვს მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--ს დაეკისროს არასწორად მიღებული სოციალური დახმარების 160 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. თანხა შეტანილ იქნეს ანგარიშზე: ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N G---------------------, წინა წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში 3--------- მიმდინარე წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში - 30--------
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--მ საქმის განხილვისას სასარჩელო მოთხოვნა ცნო და განმარტა, რომ თანხას გადაიხდის მაგრამ თვეში მხოლოდ 10 ლარს, მეტის საშუალება არ ექნება. (იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახი სოც. დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2006 წლიდან და სოც. დახმარების მიმღები იყო 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკამბრამდე.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- განცხადებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.2. დადგენილია, რომ ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახი შედგება ვ----–ამი ვ------–აშ---–ის და ბარბარე ვ------–აშ---–ისაგან და 2015 წლის დეკემბრიდან იღებდა სოციალურ დახმარებას. 2017 წლის 11 დეკემბრის N04/76172 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახის ერიცხებოდა გარკვეული შემოსავალი. (დაუფიქსირდა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ცვლილება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- 2017 წლის 11 დეკემბრის N04/76172 სოც. მომსახ. სააგენტოს წერილი.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს N04-06-05/231 და 2018 წლის 31 იანვრის 04-06-05/130 წერილებით, ნ--–ი ხ----–ო--ს ეცნობა მისი ოჯახის წევრის ვ----–ამ ვ------–აშ---–ის ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 28 თებერვალს N04-06-05/231 და 2018 წლის 31 იანვრის 04-06-05/130 წერილები .
3.1.5. დადგენილია, რომ ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახს ზედმეტად მიღებული 160 ლარი ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი და სასარჩელო განცხადება);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის 1 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--–ი ხ----–ო--ს ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას და ოჯახის წევრს სხვა პირებთან ერთად წარმოადგენდა ვ----–ამი ვ------–აშ---–ი, რომლსაც დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის.
ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციარის ნ--–ი ხ----–ო--ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 160 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--ს უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო
აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ--–ი ხ----–ო--ს დაევალოს არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) - 160 (ას სამოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ტყიბული, თაბუკაშ---–ის ქუჩა №4) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე : ციცინო კიკვაძე