განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/338-15 12 ივნისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №№0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი
სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–-;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ--------–--–---–-
ბრალდებული - მ--–----ი შ--–--ს ძე გ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 4 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ჟ-----––ი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
ბრალდებული - ლ---- გ---ს ძე ხ---------–ი, დაბადებული 1--- წლის 25 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, მცხოვრები: დუშეთის რაიონის დაბა ჟ-----––ი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- გ------–---–ის და ლ---- ხ---------–ის მიერ ჩადენილი დანაშულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2015 წლის 22 სექტემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- სპეციალისტი თ------ ზ------ე, ამავე სამსახურის უ-------- სპეციალისტი ბ---- ფ-----–ია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენის ოპერატორი გ--- ჯ----ძე იმყოფებოდნენ დუშეთის რაიონის დაბა ჟ-----––ი, წყალსაცავზე, სადაც პრევენციის მიზნით ათვალიერებდნენ წყალსაცავის ტერიტორიას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნავით შეხვდათ მ--–---- გ------–---–ი, რომელსაც განუცხადეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები და კითხეს თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებით. მ--–---- გ------–---–მა აგდებული ტონით უპასუხა მათ, რაზეც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოუწოდეს კორექტულად ესაუბრა. აღნიშნულის გამო მ--–---- გ------–---–ი გახდა აგრესიული და მათი საქმიანობის შეწყვეტის და ხელის შეშლის მიზნით მოუქნია ნიჩაბი და კატეგორიულად მოსთხოვა დაეტოვებინათ წყალსაცავის ტერიტორია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მახლობლად მყოფი მ--–---- გ------–---–ის ცოლის ძმა ლ---- ხ---------–ი, რომელიც ნაპირიდან უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა გარემოს დაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლების მისამართით. თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია და გ--- ჯ----ძე ამოვიდნენ წყალსაცავიდან, სადაც მათ ელოდებოდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ნაპირზე მყოფი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- გ------- ნ----ა, ამავე დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე და უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი. ამის შემდეგ მათ შეხვდნენ ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი, რომლებმაც თ---------- ზ------ეს და გ------- ნ----ას მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჯგუფურად დაუწყეს ცემა სახისა და ტანის არეში, აგინებდნენ დედის მისამართით და ხის ხელკეტით მიაყანეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც თ------ ზ------ემ და გ------- ნ----ამ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვეღარ შეძლეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2015 წლის 22 სექტემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- სპეციალისტი თ------ ზ------ე, ამავე სამსახურის უ-------- სპეციალისტი ბ---- ფ-----–ია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოპერატორი გ--- ჯ----ძე იმყოფებოდნენ დუშეთის რაიონის დაბა ჟ-----––ი, წყალსაცავზე, სადაც პრევენციის მიზნით ათვალიერებდნენ წყალსაცავის ტერიტორიას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნავით შეხვდათ მ--–---- გ------–---–ი, რომელსაც განუცხადეს, რომ იყვნენ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები და კითხეს თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებით. მ--–---- გ------–---–მა აგდებული ტონით უპასუხა მათ, რაზეც გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები გაბრაზდნენ, მოუწოდეს კორექტულად ესაუბრა და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მახლობლად მყოფი მ--–---- გ------–---–ის ცოლის ძმა ლ---- ხ---------–ი, რომელთანაც ასევე გარემოს დაცვის თანამშრომლებს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც მოჰყვა ლ---- ხ---------–ის მხრიდან უწმაწური სიტყვებით გინება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლების მისამართით. თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია და გ--- ჯ----ძე ამოვიდნენ წყალსაცავიდან, სადაც მათ ელოდებოდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ნაპირზე მყოფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- გ------- ნ----ა, ამავე დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე და უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი. გარემოს დაცვის თანამშრომლებმა გააგრძელეს თავიანთი საქმიანობის შესრულება. ისინი მივიდნენ ფაცხების მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაინახეს ფაცხასთან მჯდომი მ--–---- გ------–---–ი და ლ---- ხ---------–ი ახლობლებთან ერთად. გარემოს დაცვის თანამშრომლები პირდაპირ მივიდნენ ფაცხასთან მყოფ პირებთან და მოსთხოვეს პასუხი წყალსაცავზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, რაზეც მათ შორის ისევ მოხდა ურთიერთშელაპარაკება და შემდეგ ჩხუბი პირადი განაწყენების ნიადაგზე. ჩხუბის დროს მ--–---- გ------–---–მა და ლ---- ხ---------–მა მიაყენეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში თ------ ზ------ეს და გ------- ნ----ას, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
3.1. ბრალდებულმა ლ---- ხ---------–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს, ის, მ--–---- გ------–---–ი, მამამისი გ-- ხ---------–ი, ძმა, ზ------ ხ---------–ი და მისი მეგობარი, ლ---- ლ----–---–ი შუადღეს იმყოფებოდნენ ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფაცხებთან. მამამისმა, გ-- ხ---------–მა მას სთხოვა დახმარება წყლის ამოტანაში. მ--–---- გ------–---–მა კი გადაწყვიტა ჩასულიყო წყალში და ებანავა. მ--–---- გ------–---–ი დიდი ხანი არ მოღვაწეობდა საქართველოში, რის გამოც გ-- ხ---------–მა შვილს, ზ------ ხ---------–ს დაუბარა, რომ ის ჩაყოლოდა მ--–----ს. ლ---- ხ---------–ი გაყვა მამას წყლის ამოსატანად. ლ---- და გ-- ხ---------–ებს უკან დაბრუნებისას შემოესმათ ხმაური წყლის მხრიდან, ჩოჩქოლი. ისინი იმყოფებოდნენ დუშეთის რაიონის ჟ-----–ის ზღვის დაგუბების მაღლა გორაზე. ლ---- ხ---------–ის განმ-----ებით, მას ხმაურის მიმართულებით არ გაჰყვა მამა, გ-- ხ---------–ი, ლ---- ხ---------–ი მ-----ო წავიდა. მისი სიძე, მ--–---- გ------–---–ი ნავით მ-----ო იყო შესული ჟ-----–ის ზღვის დაგუბებაზე წყალში. ამ დროს მან დაინახა, რომ მის სიძესთან წყალში მივიდა კატერით სამი პიროვნება, რომლებიც გაჩერდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. ბრალდებულის განმ-----ებით, მან დაინახა და შემოესმა, თუ როგორ უყვიროდნენ კატერში მსხდომი პირები მის სიძეს, მ--–---- გ------–---–ს და იწევდნენ მისკენ დასარტყმელად. ამ სამი პირიდან ერთს ჰქონდა ფოტოაპარატი, გოდრები არ დაუნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამმა პირმა აღიარა, რომ გოდრები ჰქონდათ. მას ზემოდან არაფერი არ უსვრია, არც ქვები დაუგორებია, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან გაიგო თ------ ზ------ის, (როგორც შემდეგ გაიგო ლ---- ხ---------–მა მისი სახელი და გვარი) სიტყვები ,,მიმიყვანეთ ახლოსო”. ამის გამო ლ---- ხ---------–მა დაუძახა ნავში მსხდომ პირებს, თუ ვინ იყვნენ ისინი, რომელი უბნიდან, რას შვრებოდენენ და რა უნდოდათ, ლ---- ხ---------–ს პასუხად შემოესმა ,,ბებიაშენის უბნელები ვართო” და დაუწყეს გინება. ლ---- ხ---------–მაც შეაგინა რამდენჯერმა, რის შემდეგაც მათ დაქოქეს კატერი და წავიდნენ. ლ---- ხ---------–ის განმ-----ებით, მან მხოლოდ თავიდან, იმ დროს როდესაც ზემოდან იყურებოდა დაბლა, მაშინ შეაგინა კატერში მჯდომ პირებს მათი გინების საპასუხოდ, შემდეგ აღარ მიუყენებია მათთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. პირიქით, ის ცდილობდა, რომ განემუხტა სიტუაცია და არ დაემძიმებინა მდგომარეობა. ლ---- ხ---------–ის განმ-----ებით, მან არ იცოდა, თუ ვინ იყვენენ კატერში მყოფი პირები. მან იფიქრა, თანასოფლელები ხომ არ იყვნენ, მ--–---- გ------–---–ი ცხოვრობდა რუსეთში დიდხანს, არავის იცნობდა და იქნებ მას გამოენახა მათთან საერთო ენა, მანამდე გარემოს თანამშრომლები კატერით არ დაუნახავს, ხოლო ფოტოაპარატი რომ დაინახა, არ გაჰკირვებია, რადგან იქ ტურისტები ხშირად დაუნახავს ფოტოაპარატით.
ლ---- ხ---------–ი და მისი ახლობლები დაბრუნდნენ ფაცხაში, მ--–---- გ------–---–იც მივიდა, ისინი დასხდნენ ფაცხაში და საუბრობდნენ მომხდარ ფაქტზე. მათ საუბარი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ გზიდან შევიდა ჯერ პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელსაც მალე მოჰყვა მეორე ჯიპის მარკის ავტომანქანა სიგნალებით. მათ ავტომანქანები გააჩერეს მათთან ახლოს ფაცხის ტერიტორიაზე. პირველი ავტომობილიდან გადმოვიდნენ გ------- კ-–--ე და თ------ ზ------ე, როგორც შემდეგ გაიგო მათი ვინაობა, ისე, რომ მათ საერთოდ არ უთქვამთ, თუ ვინ იყვნენ, მივიდნენ მათთან ფაცხებთან ისეთი შემართებით, რომ მათ სურდათ მისი და მ--–---- გ------–---–ის ცემა. ბრალდებულის ვარაუდით, ალბათ იმიტომ, რომ პირველი ინციდენტის დროს, როდესაც ნავში მყოფმა პირებმა მათ შეაგინეს, ლ---- ხ---------–ი შეეპასუხა და შეაგინა მათ. ავტომანქანიდან გადმოსული პირების მათთან მისვლისას, ლ---- ხ---------–ს ხელში ეჭირა დანა, რომლითაც ჯოხს თლიდა. ლ---- ხ---------–მა დანა დადო მაგიდაზე, როდესაც ის პირები მათ მიუახლოვდნენ. ამ დროს გ------- კ-–--ემ გადატენა იარაღი, გინებით და ლანძღვით მივიდა ლ---- ხ---------–თან და იარაღი დაადო, რაზეც მ--–---- გ------–---–ი წამოვიდა მათკენ და ჩაუდგა შუაში. მისი სიძე მ--–----ი თ------ ზ------ეს ეუბნებოდა, თუ მათ რატომ აგინებდნენ, რა უნდოდათ მათგან, რა დაუშავეს. ისინი არ იყვნენ ფხიზლები. გ------- კ-–--ეს ჰქონდა პატარა პისტოლეტი ბარაბნიანი. ეს იარაღი გაწია ლ---- ხ---------–ის მამამ, გ-- ხ---------–მა შეძახილით, რომ მისთვის შვილი არ მოეკლათ. თ------ ზ------ეც ყვიროდა და ხელი დაარტყა მ--–---- გ------–---–ს. ამ დროს მეორე ჯიპიდან გადმოსული პირებიც მივიდნენ, მ--–---- გ------–---–ი დაბლა დააგდეს და ყველა ურტყამდა. იმ მომენტში, როდესაც ლ---- ხ---------–მა ხელი მოკიდა თ------ ზ------ეს, რომელიც ეჯდა ზემოდან მ--–----ის და ურტყამდა, მისკენ გამოქანდა სამი, ოთხი პიროვნება და მასაც დაუწყეს ცემა. რა დროსაც ლ---- ხ---------–მა აიღო რაღაც ჯოხი, რომელიც ვერ გამოიყენა თავის დასაცავად, რადგან იყო ხმელი და გადატყდა, შეიძლება ვინმეს ნაფოტო მოხვდა. ამასობაში მას ისევ დაესივნენ და ჩააგდეს ხრამში, გ------- კ-–--ე მაღლა დარჩა, თ------ ზ------ე და ბ---- ფ-----–იაც იქ იყვნენ, ოპერატორი ხან ურტყამდა მათ, ხან იღებდა, ცოტა ხანში მ--–---- გ------–---–იც ჩააგდეს ხრამში.
ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი ნელ-ნელა ამოვიდნენ ხრამიდან. თ------ ზ------ემ, დაცვის მხარის მიერ ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი მასიური ხე დაარტყა მ--–---- გ------–---–ს ბეჭებზე და ფეხებში. ლ---- ხ---------–ი ეხვეწებოდა მათ, რომ დაენებებინათ თავი, მათ ხომ არაფერი ჰქონდათ დაშავებული. გ------- ნ----ამ პრადოს ჯიპიდან ამოიღო ბეისბოლის ჯოხი, რომელიც ლ---- ხ---------–ის ძმას, ზ------ ხ---------–ს დაარტყა ფეხებში, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა ამ ფაქტზე. მართალია, თავიდან, მას ნ------- კ-–--ემ დაადო იარაღი, მაგრამ შემდეგ აღარ ჩხუბობდა და სხვებსაც აჩერებდა.
ლ---- ხ---------–ის განმრტებით, მას არავისთვის არ დაურტყია, პირიქით მას ურტყამდნენ ხელით გ------- ნ----ა, ბ---- ფ-----–ია, თ------ ზ------ე, დ----- ჩ-----–---–ი, ოპერატორი გ--- ჯ----ძე. ისინი მას უკან მისდევდნენ, ურტყამდნენ და ესროდნენ ქვებს. ის ჩააგდეს ხრამში, მ--–---- გ------–---–იც უკან მიაყოლეს, ხრამში ჩააგდეს და შემდეგ ესროდნენ ქვას, ღორღს, ყველაფერს, რაც ხელში მოხვდათ. ასევე, მ--–---- გ------–---–ს არავისთვის არ დაურტყია ხელი. რაც შეეხება დანას, ის ლ---- ხ---------–მა თავიდანვე დადო მაგიდაზე. ლ---- ხ---------–ის განმ-----ებით, ჩხუბის დასაწყისში მას და მ--–---- გ------–---–ს ხელში არაფერი არ ეჭირათ. მათ არავისთვის არ შეუგინებიათ, მხოლოდ თავიდან, პირველი ინციდენტის დროს მან შეაგინა ნავში მყოფ პირებს. ლ---- ხ---------–ის განმ-----ებით, რეიდი უკვე ჩატარებული იყო როგორც იმ ადგილას, სადაც მ--–---- გ------–---–ი იყო თავიდან, ასევე ფაცხებთან, სადაც ჩადის ბილიკები. მათთან მივიდნენ ჟ-----–ის პოლიციის თანამშრომლები და სამინისტროს წარმომადგენლები, ყველა წაიყვანეს პოლიციაში. ლ---- ხ---------–მა პოლიციაში განაცხადა, თუ რომელ მანქანაში იყო ჯოხი, რომელიც დაარტყეს ზ------ ხ---------–ს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს ჯოხი არ ამოუღიათ. ლ---- ხ---------–ი და მისი ახლობლები თავიდან თვითონ მივიდნენ ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, ერთი კვირის შემდეგ მათ სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ ექსპერტიზა. აღნიშნული ფაქტის დროს აქტიურობდნენ თ------ ზ------ე, გ------- ნ----ა, ბ---- ფ-----–ია, რომლებმაც მას და მ--–---- გ------–---–ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ------- კ-–--ეს არ დაურტამს მათთვის, მხოლოდ თავიდან დაადო მას იარაღი. გ--- ჯ----ძე ხან იღებდა, ხან ჩხუბობდა.
ეს ინციდენტი სამჯერ მოხდა, პირველად რომ სცემეს და ხრამში ჩაყარეს, მეორედ, როცა ხრამიდან ამოსვლის შემდეგ თ------ ზ------ემ რეიკა გადაარტყა მ--–---- გ------–---–ს, მესამედ როცა გ------- ნ----ამ ბეისბოლის ჯოხი ურტყა ზ------ ხ---------–ს. ლ---- ხ---------–მა მთლიანად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, იარაღთან დაკავშირებით კი განმ-----ა, რომ მან უთხრა გამომძიებელს იარაღის შესახებ, რაც არ იქნა თავიდან ჩვენებაში აღნიშნული, რაზეც მან პროტესტი განაცხადა და უთხრა ამის შესახებ გამომძიებელს.
3.2. ბრალდებულმა მ--–---- გ------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს, მას დაურე-- გ-- ხ---------–მა და სთხოვა, აეყვანა მანქანით ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კეთდებოდა გზა. მათ დაურეკეს ლ---- ხ---------–ს და უთხრეს, რომ ისიც წასულიყო მათთან ერთად. ლ---- ხ---------–მა უპასუხა, რომ ის მოგვინებით ავიდოდა. მათ კი უპასუხეს, რომ წყალს აიღებდნენ და ფაცხებთან დაელოდებოდნენ. გ-- (გ---) ხ---------–ი არის მისი სიმამარი. მათ არ დახვდათ შეთანხმებულ ადგილზე პრარაბი. ისინი წამოვიდნენ უკან და მოვიდნენ ფაცხებთან, სადაც მათ უკვე ელოდებოდნენ ლ---- ხ---------–ი და ლ----ი ლ----–---–ი. მ--–---- გ------–---–მა მათ უთხრა, რომ 2 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ხერხემლის, ცურვა მისთვის იყო კარგი და წყალში ჩავიდოდა საბანაოდ მანამ, სანამ წყალს მოიტანდნენ ლ---- და გ-- ხ---------–ები. მ--–---- გ------–---–ი ჩაჯდა ნავში და შევიდა წყალში, შიგნით უფრო სუფთა წყალია და იქ უნდა ებანავა, ის იყო ყურესთან, 5 მეტრი არ იყო გასული, რომ მის ნავს მიუახლოვდა მოტორიანი ნავი. ნავში იჯდა სამი პიროვნება. მათ ჰკითხეს მ--–---- გ------–---–ს, თევზაობდა თუ არა, ამ უკანასკნელმა იფიქრა, ხომ არ დასცინოდნენ, რადგან არც ხელში ეჭირა რამე და ნავიც ცარიელი იყო, რის გამოც მ--–---- გ------–---–მა მათ უპასუხა ასევე ცინიკურად, რომ თევზაობდა, რაზეც კითხეს, თუ რითი თევზაობდა. კითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ თევზაობდა სუფთა ხელებით. აღნიშნულ პასუხზე გაბრაზდა თ------ ზ------ე და მიმართა სიტყვებით -,,შენა ბიჭო, როგორ მელაპარაკებიო” და გააგრძელა ყვირილი. ამ ყვირილზე ზემოდან, გორიდან გადმოიხედეს ლ---- და გ-- ხ---------–ებმა. მ--–---- გ------–---–მა ჰკითხა ნავში მყოფ პირებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, ის 1992 წლიდან წასული იყო საქართველოდან, წელიწადში ერთხელ თუ ჩამოდიოდა და ვერ მიხვდა, თუ ვინ იყვნენ ეს პირები და რა უნდოდათ, მის კითხვაზე უპასუხეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან, ამასთან თ------ ზ------ემ შეაგინა და ეუბნებოდა ბ---- ფ-----–იას, ნავი ახლოს მიეყვანა, გინებაზე, მ--–---- გ------–---–მაც გინებით უპასუხა ,,ვინც შემაგინე, იმისი დედაცო” . ლ---- ხ---------–მა რომ გაიგონა ქვემოდან ეს ხმა, დაიძახა, თუ ვინ იყვნენ, რომელი უბნიდან და რატომ იგინებოდნენ, რაზეც ნავში მყოფმა პირებმა ცინიკურად უპასუხეს, რომ იყვნენ ბებიამისის უბნიდან და შეაგინეს, რაზეც ლ---- ხ---------–მაც შეაგინა. ისინი სანამ დაქოქავდნენ ნავის მოტორს, ერთხელ კიდევ შეაგინეს მ--–---- გ------–---–ს, რაზეც ასევე გინებით უპასუხა ბრალდებულმაც. ლ---- ხ---------–ი და გ-- ხ---------–ი იმყოფებოდნენ ყურიდან ცერად დაახლოვებით 200 მეტრში. ლ---- ხ---------–ი ყველაფერს გაიგებდა რაც დაბლა ხდებოდა, იმიტომ რომ იქ არის კარგი ექო. ისინი რომ წავიდნენ, მ--–---- გ------–---–მა ნავი მიაბა, 70 - 80 მეტრი გაიარა საცალფეხო ბილიკით და ავიდა ფაცხაში. ბილიკით პირდაპირ ფაცხის მაგიდასთან არის შესასვლელი, ხოლო იქვე რამდენიმე მეტრში არის ის ფერდობი, სადაც ის და ლ---- ხ---------–ი ჩააგდეს.
მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, მისი ნავიდან არის 7 კილომეტრი გარემოს დაცვის თანამშრომლების მანქანამდე, ის გამობრუნდა. ლ----მა და გ-- ხ---------–ებმა აავსეს წყალი და მივიდნენ ფაცხებთან. ისინი დასხდნენ ფაცხაში და საუბრობდნენ მომხდარ ფაქტზე. ლ---- ხ---------–ს ეჭირა დანა და ჯოხს თლიდა. დაახლოვებით 40 წუთში მოვიდნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები. მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, გზიდან ჩანს ფაცხა და მისი ვარაუდით, მათ გზიდან დაინახეს, რომ ისინი იყვნენ ფაცხაში. მანქანა გაჩერდა, საიდანაც გადმოსული თ------ ზ------ე პირდაპირ წავიდა მისკენ დედის გინებით ,,თქვენი დედა ვინ მომაყენა შეურაცხყოფაო”, რაზეც მ--–---- გ------–---–მა უპასუხა, რომ მან შეაგინა იმის გამო, რომ თ------ ზ------ე აგინებდა მას. ამ დროს თ------ ზ------ემ მუშტი მოუქნია და ,,გაკრა ყბაში” მ--–---- გ------–---–ს, რომელმაც ვერ მოასწრო თავის გადაწევა. გ------- ნ----ამ კი, რომელიც გვერდით ედგა, მას მუცელში დაარტყა ხელი, რის გამოც მ--–---- გ------–---–ი წაიქცა, მას დაესივნენ და ურტყამდნენ. თუ ვინ ურტყამდა, არ ახსოვს. მან ძლივს მოახერხა გამოძრომა და მათგან თავის დაღწევა, რაც თავადაც უკვირს. ის ჩავიდა პატარა მაგიდებთან, საიდანაც აიღო ფიცარი და ყვიროდა, რომ არ მიკარებოდნენ. ლ---- ხ---------–ი გადააგდეს ხრამში, რომელიც არის ციცაბო, ისიც დაბლა ჩააგდეს და ზემოდან აყრიდნენ: ბოთლს, ქვას, ხეს. მოგვიანებით დაუძახეს, რომ ასულიყვნენ. მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, თ------ ზ------ემ ჯოხი, რომელიც დაცვის მხარემ პროცესზე ნივთმტკიცების სახით წარმოადგინა, ჯერ მოუღერა, რაზეც მ--–---- გ------–---–მა სთხოვდა, რომ გაეწია, მიუხედავად ამისა, თ------ ზ------ემ ჯოხი დაარტყა ზურგზე. მას ეტყობოდა ბეჭებზე სისხლიანი ზოლი, ხოლო შემდეგ, როგორც კი შეტრიალდა, ფეხის არეში მენჯთან დაარტყა. ხოლო, გ------- ნ----ამ ამოიღო მანქანიდან ბეისბოლის ჯოხი და ზურა ხ---------–ს დაარტყა ფეხებში, ხოლო თ------ ზ------ე ისევ გამოეკიდა მ--–---- გ------–---–ს ჯოხით და ისევ ხრამში ჩააგდო. ხრამიდან რომ ამოვიდნენ ის და ლ---- ხ---------–ი, გ------- ნ----ამ შეაგინა მათ დედის მისამართით, რაზეც ლ----იმაც შეაგინა და უთხრა ,,კარგით, გეყოფათ, აღარ დაგინდობთო”. მათ დაურეკეს პოლიციას, რომლებიც მივიდნენ და დაინახეს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ, მანამდე გ------- ნ----ას ხმამაღალი ხმა გაიგონეს ,,ეხლა გაჩვენებთო”. ცოტახანში იქ მივიდა პოლიციის თანამშრომლების გარდა მინისტრის მოადგილე, დ-------ი ქ-----–---–ი, რომელიც ყვიროდა, რომ დაეჭირათ ბრალდებულები, რაზეც დუშეთის პოლიციის უ-------- გაბრაზდა და უპასუხა, თუ რატომ უნდა დაეჭირათ. ამის შემდეგ ყველა ჟ-----–ის პოლიციაში წაიყვანეს, სადაც დაკითხეს. მეორე დღეს რომ მივიდა მ--–---- გ------–---–ი და გაეცნო ჩვენებას, აღმოჩნდა, რომ ჩვენებაში ის არ ეწერა, რაც მან უთხრა გამომძიებელს, ამიტომ ხელმეორედ მისცა ჩვენება. მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, პირველი ინციდენტის დროს ლ---- ხ---------–ს გორიდან არ დაუგორებია და არც ქვები უსვრია. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ გ------- ნ----ას შემთხვევის დროს ეცვა სამხედრო შარვალი და მოყავისფრო მაიკა, თ------ ზ------ეს ეცვა შავი ჩექმები, მოშავო შარვალი და მომწვანო მაიკა, ხოლო დანარჩენებს მუქი ტანსაცმელი ეცვათ. ტანსაცმელზე წარწერები იყო თუ არა მას არ ახსოვს. მ--–---- გ------–---–მა აჩვენა, რომ როგორც შემდეგ გაირკვა იქ იყვნენ : თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია, გ--- ჯ----ძე, დ----- ჩ-----–---–ი, ნ------- კ-–--ე. მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, როგორც მას ახსოვს, თავიდან ნ------- კ-–--ე რომ მივიდა, გადაიწია მაგიდის მხარეს, სადაც ლ---- ხ---------–ი იჯდა და იარაღი დაუმიზნა. სწორედ ამ დროს ეტყობა გული მიეცა თ------ ზ------ეს და დაარტყა მას. ექსპერტიზები ჯერ თვითონ ჩაიტარეს დუშეთის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისში. მ--–---- გ------–---–ის განმ-----ებით, მას გ------- ნ----ასათვის თავში ჯოხი არ დაურტყამს, ასევე არ დაურტყამს თ------ ზ------ისათვის, თუ ვინმემ დაარტყა, მათ არ დაუნახავს. თ------ ზ------ესთვის და გ------- ნ----ასთვის არა ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიუყენებია, ხელის აწევაც არ ყოფილა, ვერ მოასწრო, რადგან ხუთი ადამიანი ურტყამდა. კადრში კარგად ჩანს, რომ ინციდენტში მონაწილეობს ექვსი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ხოლო მათი მხრიდან იყო ორი პიროვნება, ის და ლ---- ხ---------–ი, რომლებიც თავს იცავდნენ. ასევე, კადრში კარგად ჩანს, რომ პიროვნება, რომელიც იწყებს ჩხუბს, აცვია შავი ჩექმები, მუქი ფერის სამოსი, ის არის გარემოს დაცვის თანამშრომელი თ------ ზ------ე, ხოლო მას ეცვა ჯინსის ღია ცისფერი შარვალი, ტანს ზემოთ არაფერი არ ეცვა, ხოლო ლ---- ხ---------–ს ეცვა ბრიჯები, ჩუსტები და ტანს ზემოთ იყო შიშველი.
3.3. სასამართლო იზიარებს ბრალდებულების მ--–---- გ------–---–ის და ლ---- ხ---------–ის პოზიციას, რომ მათ არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული- ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, თუმცა სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებულების ლ---- ხ---------–ისა და მ--–---- გ------–---–ის ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ფაცხასთან მომხდარი ჩხუბის დროს არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებიათ დაზარალებულ გ------- ნ----ას და დაზარალებულ თ------ ზ------ისათვის და მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს დასკვნა, რომ ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა მიაყენეს დაზარალებულებს, გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.4. მოწმე თ------ ზ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების სამსახურში უ-------- სპეციალისტის თანამდებობაზე. 2015 წლის 22 სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი გ------- ნ----ა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე, უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი, თანამშრომელი ბ---- ფ-----–ია და ოპერატორი გ--- ჯ----ძე. მათი მიზანი იყო აღმოეჩინათ უკანონო თევზჭერის ფაქტები. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში შევიდნენ ის, ბ---- ფ-----–ია და გ--- ჯ----ძე. მათ პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია. გ------- ნ----ა, ნ------- კ-–--ე და დ----- ჩ-----–---–ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, ხოლო ისინი შევიდნენ წყალსაცავში და მიყვებოდნენ წყალსაცავის ნაპირს ჟ-----–ის მიმართულებით. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. გოდორყური და ერთი ცალი სახლართი ბადე. ასევე აგრძელებდნენ მოძრაობას წყლის ნაპირის გასწვრივ. დაახლოებით კოლომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩავარდა წყალში მათგან დაახლოებით ათ მეტრში, მათ იფიქრეს, რომ ქვების ვარდნა იყო ბუნებრივად ფერდობიდან, აღარ მიაქციეს ყურადღება და გააგრძელეს ნავით მოძრაობა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ჩამოვარდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც აიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე, დაახლოებით მათგან 70-80 მეტრის დაშორებით იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. მათ ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვამთ და გააგრძელეს კვლავ მოძრაობა. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ჩამოყრა, რის შემდეგაც აიხედეს ისევ ზემოთ, სადაც ისევ ის პიროვნება იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. ისინი მიხვდნენ, რომ აღნიშნული მამაკაცი შეგნებულად აგორებდა ქვებს მათი მიმართულებით. თუმცა, მათ ის მომენტი, რომ იმ მამაკაცს ქვები აეღოს და დაეგორებინოს, არ დაუნახიათ. ისინი ზემოთ იხედებოდნენ მას შემდეგ, როდესაც ქვები წყალში ვარდებოდა მათ ახლოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პიროვნება აგორებდა ქვებს შეგნებულად. ქვის ზომა იყო საკმაოდ მასიური და ის ქვა რომ დასცემოდათ, გამოიწვევდა ფატალურ შედეგს, ამიტომ გადაწყვიტეს წყლის სიღრმეში შესულიყვნენ. ამ დროს მათ დაინახეს ნავი, მიუახლოვდნენ და კითხეს, თუ რითი თევზაობდა. ნავში მყოფმა პირმა მათ მიუგო ცინიკურად, აგდებული ტონით და აგრესიულად , რომ თევზაობდა ხელით და ისინი ვინ იყვნენ, ამას რომ კითხულობდნენ. მათ უთხრეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან და იმიტომ ეკითხებოდნენ. ამის შემდეგ იმ პირმა ასევე აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჩაბს დაარტყამდა. თან ამ დროს ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და მოუღერა გარემოს თანამშრომლებს. ამ დროს მაღლა, საავტომობილო გზაზე მყოფმა დაიწყო ყვირილი და გინება მათი მისამართით, რის შემდეგაც ისინი გამოერიდნენ იმ ადგილდან, ვიანიდან არ უნდოდათ კონფლიქტში შესვლა.
მოწმის განმ-----ებით, ისინი წავიდნენ იმ ადგილას, სადაც გაჩერებული ჰყავდათ მანქანები და ელოდებოდნენ თნამშრომლები. მათი მისვლის შემდეგ, ჩააწყეს მანქანის ძარაზე ამოღებული გოდრები და ბადე, რის შემდეგაც წავიდნენ ჟ-----–ის მიმართულებით, რათა გაცლოდნენ იმ ტერიტორიას, რომ რაიმე კონფლიქტი არ მოსვლოდათ და აპირებდნენ ჟ-----–ის კაშხალთან ჩასვლას ისევ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად. ისინი როდესაც მივიდნენ კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ფაცხასთან, საიდანაც შემდეგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასატარებლად. ისინი წავიდნენ ორი მანქანით. პირველ მანქანაში იჯდა 2 თანამშრომელი, ხოლო მეორე მანქანაში ხელმძღვანელობა. ისინი მიუახლოვდნენ ფაცხებს, სადაც იყო მოსახერხებელი ადგილი მანქანების გასაჩერებლად და ისევ უნდა ჩასულიყვნენ წყალში. ერთ-ერთ ფაცხაში, სადაც იდგა მაგიდა და სკამები, ისხდნენ ის პირები, როგორც შემდეგ დაადგინეს, ლ---- ხ---------–ი, მ--–---- გ------–---–ი და კიდევ რამდენიმე პიროვნება. მ--–---- გ------–---–მა როგორც კი დაინახა ისინი, ადგა, გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა გინება, წამოვიდა მისკენ და როდესაც მიუახლოვდა იგრძნო დარტყმა კისრის არეში, რაზეც თ------ ზ------ემ კრა ხელი, რათა მოეშორებინა და თავი დაეცვა. ამ დროს, ლ---- ხ---------–მა სახის არეში დაარტყა მას გაშლილი ხელი, თან აგინებდა. მან დარტყმის შემდეგ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე ტყეში. ის წამოდგა ფეხზე და დაინახა, რომ ლ---- ხ---------–მა აიღო საკმაოდ დიდი მორი და თავის არეში დაარტყა გ------- ნ----ას. გ------- ნ----აც დაგორდა ფერდობზე დარტყმის შედეგად. მათ ამოიყვანეს გ------- ნ----ა, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა, მიუტანეს წყალი და თავი მობანეს. გ------- ნ----ამ გამოიძახა პოლიცია. თ------ ზ------ის ვარაუდით, ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის აგრესიის საფუძველი იყო ის, რომ ეს პირები იქ ალბათ თევზაობდნენ, რაც მათ მიერ იყო ამოღებული გოდორყურები, სახლართი ბადე ეკუთვნოდათ მათ და მათ ხელი შეუშალეს. ოპერატორმა გ--- ჯ----ძემ მათ უთხრა, რომ ლ---- ხ---------–ი მანამდეც ყავდათ შემჩნეული, რომელიც გაიქცა ნავით. თ------ ზ------ის განმ-----ებით პირველად მ--–---- გ------–---–მა დაარტყა კისრის არეში, შემდეგ ლ---- ხ---------–მა, რა დროსაც წაიქცა და დაგორდა. სხვა მათთან მყოფი პირები არ მონაწილეობდნენ და არც მიუყენებიათ ვინმესთვის დაზიანება. პირადად მას არავისთვის მიუყენებია დაზიანება. ეს შეუძლებელიც იყო პრაქტიკულად, რადგან, როგორც ის, ასევე გ------- ნ----აც დაგორდა დამრეც ფერდობზე. ყველა წაიქცა ხევში, ხევი იყო ძალიან დამრეცი. დაცემის შედეგად კი ადამიანი აუცილებლად მიიღებდა დაზიანებებს. არც გ------- ნ----ას და არც მას არაფერი ე--ვათ ხელში. მასსა და გ------- ნ----ას გარდა სხვა თანამშრომლებს დაზიანება არ მიუღიათ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩაუტარდა ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა, რომ ჰქონდა დაზიანებები იდაყვის, კისრის, ზურგის და მუხლის არეში. მოწმის განმ-----ებით, მას ხელი არ დაურტყამს მათთვის, მხოლოდ მოგერიების მიზნით კრა ხელი ლ---- ხ---------–ს და მ--–---- გ------–---–ს, რაც არ გამოიწვევდა სხეულის დაზიანებას. ისინი როდესაც დაგორდნენ ხევში, მაშინ მიიღეს დაზიანებები. მ--–---- გ------–---–მა მარჯვენა ხელით დაარტყა მარცხენა მხარეს. მას შემდეგ რაც მას და გ------- ნ----ას დაარტყეს, ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი გაიქცნენ ქვემოთ ხევში ერთი მიმართულებით.
მოწმის განმ-----ებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისათვის არ დაურტყიათ. ჩხუბის მომენტს იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა.
3.5. მოწმე გ------- ნ----ას ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თბილისის ზედამხედველობითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ--------ს თანამდებობაზე. 2015 წლის 22 სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დუშეთის რაიონში, კერძოდ ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია, გ--- ჯ----ძე. ასევე იმყოფებოდნენ მათთან ერთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე და უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ-----–ი-ბ-------ოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია და გ--- ჯ----ძე, რომლებსაც პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკან გამოსულიყვნენ, ხოლო ის, ნ------- კ-–--ე და დ----- ჩ-----–---–ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ მათი თანამშრომლების გამოსვლას, რომლებიც მოფარებულნი იყვნენ მათგან წყალსაცავის ტერიტორიაზე. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მათი თანამშრომლები გამოვიდნენ წყლიდან და უთხრეს, რომ წყალსაცავზე შეხვდათ ნავით მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, მათთან დაიწყო უხეში ლაპარაკი. ასევე როგორც თ------ ზ------ემ, ბ---- ფ-----–იამ და გ--- ჯ----ძემ უთხრეს, წყლის ნაპირზე ფერდობზე შენიშნეს სხვა პირიც და აღნიშნული ფერდობიდან ნახეს როგორ ჩამოიყარა ქვები, რამდენიმე ადგილას. სავარაუდოდ იმ პირმა, რომელიც იდგა ფერდობზე გადმოყარა ქვები. აღნიშნულზე თ------ ზ------ეს, ბ---- ფ-----–იას და გ--- ჯ----ძეს მოუხდათ სიტყვიერი დაპირისპირება ამ მამაკაცთან. თანამშრომლებმა წყლიდან გამოიტანეს რამდენიმე ალუმინისგან დაწნული სათევზაო ე.წ. გოდორი და ერთი სათევზაო ჩასაგდები ბადე. მათ მიერ გამოტანილი სათევზაო მოწყობილობები ჩააწყეს მათი სამსახურის კუთვნილ ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ იმ ადგილიდან ჟ-----–ის მიმართულებით. ის და ნ------- კ-–--ე წამოვიდნენ მოწმის მართვის ქვეშ არსებული ,,ტოიოტა პრადო“-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო დანარჩენები წამოვიდნენ მეორე ავტომანქანით. ჟ-----–ჰესის წყალსაცავის კაშხალთან უნდა ჩასულიყვნენ ისევ წყლის ნაპირზე ასევე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქვე არსებულ ე.წ. ფაცხის ტერიტორიაზე გაჩერდნენ, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასაგრძელებლად. ის აღნიშნულ ტერიტორიაზე მანქანით შევიდა ბოლოს და მანქანიდან გადმოვიდა სხვებთან შედარებით გვიან. როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, დაინახა, რომ იქვე არსებულ სკამებზე იჯდა მისთვის უცნობი ხუთი პიროვნება, რომლებსაც ელაპარაკებოდნენ მისი თანამშრომლები, კერძოდ მათ შორის მიმდინარეობდა დაძაბული და ხმამაღალი საუბარი, ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც როგორც შემდეგ გაიგო, იყო მ--–---- გ------–---–ი, დაარტყა ხელი კისრის არეში მის თანამშრომელს თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ------ ზ------ემაც ხელი ჰკრა, რა დროსაც ერთ-ერთმა, კერძოდ როგორც შემდეგ გაიგო, ლ---- ხ---------–მა თ------ ზ------ეს შეაგინა დედის მისამართით და სახეში გაარტყა გაშლილი ხელი ერთხელ, რის შემდეგაც თ------ ზ------ე დაგორდა ხევის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ ლ---- ხ---------–მა აიღო გამხმარი ხის ტოტი და თავის არეში დაარტყა, რა დროსაც მან განიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმ-----ებით, არც მას და არც რომელიმე მის თანამშრომელს არავისთვის არ დაურტყია, ლ---- ხ---------–ის დარტყმის შემდეგ ის დაეცა დაბლა და ჩაგორდა დაღმართზე ტყეში, ასევე სტკიოდა თავი და ეხვეოდა თავბრუ. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც გაშველდნენ და ერთმანეთის დახმარებით ამოვიდნენ ტყიდან ზემოთ. ამოსვლის შემდეგ გ------- ნ----ა დაუკავშირდა მათ ხელმძღვანელობას და აცნობა მომხდარის შესახებ. ასევე რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა ჟ-----–ის პოლიციას და შეატყობინა მომხდარის შესახებ. მოწმის განმ-----ებით, მომხდარი ჩხუბის დროს მან დაზიანება მიიღო თავის არეში, ასევე დაზიანება მიიღო თ------ ზ------ემ, როგორც შემდეგ ნახა. სხვა რომელიმე მათ თანამშრომელს დაზიანება არ მიუღია. მან როგორც შემდეგ გაიგო, ზემოთაღნიშნული პირები, რომლებთანაც მოუხდათ ჩხუბი, ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის გარდა იყვნენ გ-- ხ---------–ი, ზ------ ხ---------–ი და ლ---- ლ----–---–ი. მოწმემ კიდევ ერთხელ განმ-----ა, რომ მას თავის არეში ხის ტოტის დარტყმით დაზიანება მიაყენა ლ---- ხ---------–მა, რის გამოც მის მიმართ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს მის დასჯას კანონის შესაბამისად.
3.6. მოწმე გ--- ჯ----ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ო------------დ. მის მოვალეობაში შედიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ სამართალდარღვევების გამოვლენის დროს ვიდეოგადაღება. 2015 წლის 22 სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დუშეთის რაიონში, კერძოდ ჟ-----–ჰესის ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელი გ------- ნ----ა, ასევე თანამშრომლები ბ---- ფ-----–ია, თ------ ზ------ე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე და უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ-----–ი-ბ-------ოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ ის, ბ---- ფ-----–ია და თ------ ზ------ე. მათ უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია, უკანონო თევზჭერის და თევზსაჭერი მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. გ------- ნ----ა, ნ------- კ-–--ე და დ----- ჩ-----–---–ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, ხოლო ისინი წყალსაცავში შევიდნენ და მიყვებოდნენ წყალსაცავის ნაპირს ჟ-----–ის მიმართულებით, ისე, რომ მათი თანამშრომლები, რომლებიც ნაპირზე დარჩნენ, მათ ვეღარ ხედავდნენ. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. სათევზაო გოდორი და ერთი ცალი სახლართი ბადე, რის შემდეგაც აგრძელებდნენ მოძრაობას და დათვალიერებას წყლის ნაპირის გასწვრივ. დაახლოებით კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩავარდა წყალში მათთან ახლოს, მათ იფიქრეს, რომ შეიძლება ქვები ჩამოცვივდა ბუნებრივად ფერდობიდან და აღარ მიუქცევიათ ყურადღება. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ჩამოგორდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომლებიც ასევე მათ ახლოს ჩავარდა წყალში. მათ აიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ერთი პიროვნება, კერძოდ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. არც მათ და არც მას ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვიათ და გააგრძელეს კვლავ მოძრაობა. მოწმის განმრტებით, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ჩამოყრა, რის შემდეგაც აიხედეს ისევ ზემოთ და ისევ ზემოთაღნიშნული მამაკაცი იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. ისინი მიხვდნენ, რომ აღნიშნული მამაკაცი შეგნებულად ყრიდა ქვებს მათ მიმართულებით, ვინაიდან რა მიმართულებითაც ისინი მიდიოდნენ, აღნიშნული პიროვნებაც მიყვებოდა საავტომობილო გზას მათი მიმართულებით. თუმცა, მათ აღნიშნული პირის მიერ ქვების აღების და გადმოყრის მომენტი არ დაუნახიათ, ვინაიდან ზემოთ იხედებოდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უკვე ქვები წყალში ვარდებოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პირი აგორებდა ქვებს შეგნებულად. მათ იფიქრეს, რომ შესაძლოა ქვები დასცემოდათ და დაზიანება მიეღოთ და ამის გამო ნაპირიდან მოშორებით შევიდნენ წყალში, რა დროსაც შენიშნეს წყალში მცურავი ნავი, რომელშიც იმყოფებოდა ერთი პიროვნება. ისინი მივიდნენ მასთან ახლოს და ჰკითხეს თევზაობდა თუ არა ან რით თევზაობდა. მან აგდებული ტონით უპასუხა, რომ თევზაობდა ხელით, ასევე უთხრა, რომ რა უფლება ჰქონდათ, რომ მას ეკითხებოდნენ თევზაობის შესახებ ან ვინ იყვნენ. ამის შემდეგ მათ მას უთხარეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები და სრული უფლება ჰქონდათ დაინტერესებულიყვენენ თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებებით. ამის შემდეგ მან ასევე აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ნიჩაბს დაარტყამდა, თან ამ დროს ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და ე--ვა ხელში. ამ დროს საავტომობილო გზაზე მყოფმა ზემოხსენებულმა პირმა, რომელიც მათი ვარაუდით აგორებდა ქვებს მათი მისამართით, დაიწყო ყვირილი და გინება მათი მისამართით უწმაწური სიტყვებით, იგი უყვიროდა მათ, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან და აგინებდა უწმაწური სიტყვებით. მისი გინება გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი გამოერიდნენ იმ ადგილის, ვინაიდან არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება. ისინი ცოტა ხანში წავიდნენ იმ ადგილზე, სადაც მანქანები ყავდათ გაჩერებული და მათი თანამშრომლები ელოდებოდნენ და მისვლის შემდეგ ჩააწყეს ამოღებული გოდრები და ბადე მანქანის ძარაზე, რის შემდეგაც წამოვიდნენ ჟ-----–ის მიმართულებით, რათა გაცლოდნენ იმ ტერიტორიას, რომ რაიმე კონფლიქტი არ მოსვლოდათ და ჟ-----–ჰესის წყალსაცავის კაშხალთან ჩასულიყვნენ ისევ წყლის ნაპირზე ასევე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. მათ მანქანები გააჩერეს ფაცხის ტერიტორიაზე და როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან, დაინახეს, რომ იქვე არსებულ მაგიდასთან იჯდა ხუთი პიროვნება, რომელთაგანაც მან, ბ---- ფ-----–იამ და თ------ ზ------ემ იცნეს ზემოხსენებული პიროვნება, რომელიც ნავით შეხვდა წყალსაცავზე. მასთან ერთად მყოფ პირებთაგან კი ერთ-ერთი, ჰგავდა იმ პირს, რომელიც ქვებს აგორებდა ფერდობზე და აგინებდა. აღნიშნული პირი წამოდგა ფეხზე და გინებით წამოვიდა მათკენ, თან ხელში ე--ვა დანა. აღნიშნული პირიც და ის პირიც, რომელიც ნავით შეხვდა, იგინებოდნენ უწმაწური სიტყვებით მათი მისამართით, თან ამ უკანასკნელმა, რომელიც შემდგომ გაიგო, რომ იყო მ--–---- გ------–---–ი, კისრის არეში დაარტყა ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც მას ხელი ჰკრა თ------ ზ------ემაც, რათა მოეშორებინა. ამ დროს იმ პირმა, რომელიც სავარაუდოდ ქვებს აგორებდა, სახის არეში დაარტყა ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თ------ი წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე ტყეში. ამ დროს ასევე მოწმემ დაინახა, რომ იმ პირმა, რომელიც როგორც შემდგომ გაიგო იყო ლ---- ხ---------–ი, აიღო ხის ტოტი და თავის არეში დაარტყა მასთან ერთად მყოფ გ------- ნ----ას. მოწმის განმ-----ებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისთვის არ დაურტყია. მოწმე ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა და ჩხუბში არ ჩარეულა. აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სამმართველოს უ--------ს ნ------- კ-–--ის ჩარევის შემდეგ მოხდა მოჩხუბრების დაწყნარება. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ-----–ის პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მოწმის განმ-----ებით, მომხდარი ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღეს გ------- ნ----ამ და თ------ ზ------ემ, დანარჩენებს დაზიანებები არ მიუღიათ. მას მათ მიმართ გააჩნია პრეტენზია მომხდარის გამო და ითხოვს მათ დასჯას კანონის შესაბამისად. მოწმე გ--- ჯ----ძის განმ-----ებით, აღნიშნული ჩხუბის მიზეზი, მათი ვარაუდით, გახდა ის, რომ მათ წყალში ნავით ყოფნის დროს შელაპარაკება მოუვიდათ მ--–---- გ------–---–თან და ასევე მათ მიერ ამოღებული სათევზაო მოწყობილობები სავარაუდოდ ეკუთვნოდა მათ, რამაც გამოიწვია აგრესია მათი მხრიდან. მოწმემ აჩვენა, რომ როდესაც მოჩხუბრები ფერდობზე დაგორდნენ, ისიც ჩაყვა მათ ვიდეოკამერით და ცდილობდა გადაღებას, ხოლო ზემოთ ამოსვლის დროს ფაცხის ტერიტორიაზე იპოვა დასაკეცი დანა, რომელიც თავიდან დაინახა ლ---- ხ---------–ის ხელში, თუმცა აღნიშნული დანა როდის დაუვარდა მას, ვერ დაინახა. მან დანა აიღო და წამოიღო, რათა პოლიციისთვის გადაეცა. მან აღნიშნული დანა და დისკი, რომელზეც ჩაწერილია მის მიერ გადაღებული ჩხუბის მომენტი წარუდგენა პოლიციას. მოწმის ჩვენებით, არც მას და არც რომელიმე მათ თანამშრომელს ზემოთაღნიშნული პირებისთვის არ დაურტყიათ და არც ცეცხლსასროლი იარაღი გამოუყენებია რომელიმეს.
3.7. მოწმე ნ------- კ-–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ--------ს თანამდებობაზე. 2015 წლის 22 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დუშეთის რაიონში, კერძოდ ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია, გ--- ჯ----ძე, დ----- ჩ-----–---–ი, ასევე იმყოფებოდა მათთან ერთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქ. თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- გ------- ნ----ა. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ-----–ი-ბ-------ოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია და ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომლებსაც პრევენციის მიზნით უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკანონო თევზსაჭერი ხელსაწყოების გამოვლენის შემთხვევაში მომხდარიყო მათი ამოღება. ის, გ------- ნ----ა და დ----- ჩ-----–---–ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ მათი თანამშრომლების გამოსვლას, რომლებიც მოფარებულნი იყვნენ მათგან წყალსაცავის ტერიტორიაზე და მათ იმ ადგილიდან ვერ ხედავდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მათი თანამშრომლები გამოვიდნენ წყლიდან და უთხრეს, რომ წყალსაცავზე შეხვდათ ნავით მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც მან გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, მათთან დაიწყო უხეში და აგრესიული ტონით ლაპარაკი. ასევე, როგორც თ------ ზ------ემ, ბ---- ფ-----–იამ და გ--- ჯ----ძემ მათ უთხრეს, როდესაც წყლიდან იღებდნენ უკანონო თევზსაჭერ მოწყობილობებს გოდრებს და ბადეს, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნავში მყოფი და მასთან ერთად იქვე ნაპირზე მყოფი ასევე უცნობი პირის კუთვნილი, ამ უკანასკნელმა წყლის ნაპირზე ფერდობიდან რამდენჯერმე ისროლა მათი მიმართუელბით ქვები. აღნიშნულზე თ------ ზ------ეს, ბ---- ფ-----–იას და გ--- ჯ----ძეს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება ამ მამაკაცთან, რომელმაც მათ შეაგინა რამდენჯერმე. თანამშრომლებმა წყლიდან გამოიტანეს სამი ცალი ალუმინისგან დაწნული სათევზაო ე.წ. გოდორი და ერთი სათევზაო ჩასაგები ბადე. მათ მიერ გამოტანილი სათევზაო მოწყობილობები ჩააწყეს მათი სამსახურის კუთვნილ ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ იმ ადგილიდან ჟ-----–ის მიმართულებით, რათა ჟ-----–ჰესის კაშხლის ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ მათი სამსახურებრივი მოვალეობა. ის და გ------- ნ----ა წამოვიდნენ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ტოიოტა პრადო“-ს მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო დანარჩენები წამოვიდნენ ,,პიკაპი“-ს ტიპის ავტომანქანით. როდესაც მივიდნენ ჟ-----–ჰესის კაშხლის მიმდებარედ, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხის ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასაგრძელებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ შევიდნენ მათი თანამშრომლები, ხოლო შემდეგ შევედით ისინი. როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან, დაინახა, რომ იქვე არსებულ სკამებზე იჯდა მათთვის უცნობი ხუთი პიროვნება, რომლებსაც ელაპარაკებოდნენ მათი თანამშრომლები, კერძოდ მათ შორის მიმდინარეობდა დაძაბული და ხმამაღალი საუბარი, ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც როგორც შემდეგ გაიგო, იყო მ--–---- გ------–---–ი დაარტყა ხელი კისრის არეში მათ თანამშრომელს თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ------ ზ------ემაც ხელი ჰკრა მას. ის მივიდა მათთან და მოუწოდა იმ პირს, რომელმაც თ------ ზ------ეს დაარტყა, რომ დაწყნარებულიყო, ასევე მათთან მყოფმა ერთ-ერთმა, კერძოდ როგორც შემდეგ გაიგო, ლ---- ხ---------–მა თ------ ზ------ეს შეაგინა დედის მისამართით და სახეში დაარტყა გაშლილი ხელი ერთხელ, რის შემდეგაც თ------ ზ------ე დაგორდა იქვე არსებულ ფერდობზე. მოწმის განმ-----ებით, ლ---- ხ---------–ს თან ჰქონდა გასაშლელი დანა, რომელიც დაუვარდა ჩხუბის და გაწევ-გამოწევის დროს. თ------ ზ------ისთვის დარტყმის შემდეგ ლ---- ხ---------–მა აიღო გამხმარი ხის ტოტი და თავის და მხრის არეში დაარტყა გ------- ნ----ას, რის შემდეგაც ყველა ინერციით ჩავიდნენ დაბლა ფერდობზე იმ ადგილიდან. მოწმე ქვემოთ არ ჩასულა და დარჩა ფაცხის ტერიტორიაზე, სადაც ასევე დარჩა როგორც შემდგომ გაიგო ლ---- ხ---------–ის მამა გ--- ხ---------–ი, რომელსაც არავისთვის არ დაურტყია, მაგრამ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მოწმის განმ-----ებით, არც მას და არც რომელიმე მათ თანამშრომელს არავისთვის არ დაურტყია, როგორც აღნიშნა, მ--–---- გ------–---–მა დაარტყა თ------ ზ------ეს და ლ---- ხ---------–მა ხის ტოტი დაარტყა გ------- ნ----ას, რომელმაც თავის და ბეჭის არეში მიიღო დაზიანებები. ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მოახერხა მათი დაწყნარება და შემდეგ დაუკავშირდნენ მათ ხელმძღვანელობას, რომლებსაც აცნობეს მომხდარის შესახებ. ასევე რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ-----–ის პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მომხდარი ჩხუბის დროს მას არანაირი დაზიანება არ მიუღია. დაზიანებები მიიღეს თ------ ზ------ემ და გ------- ნ----ამ, სხვა რომელიმე მათ თანამშრომელს დაზიანება არ მიუღია. მოწმის განმრტებით, როგორც შემდეგ გაიგო, ზემოთაღნიშნული პირები, რომლებთანაც მოუხდათ ჩხუბი, ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის გარდა იყვნენ გ--- ხ---------–ი, ზ------ ხ---------–ი და ლ---- ლ----–---–ი. მას ზემოთაღნიშნული პირების მიმართ, რომლებმაც მათ თანამშრომლებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, გააჩნია პრეტენზია და ითხოვს დაისაჯონ კანონის შესაბამისად. მოწმის ჩვენებით, არც მას და არც რომელიმე სხვა თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოუღია და არც გამოუყენებია და არც დაურტყია არავისთვის ხელი ან რაიმე საგანი.
3.8. მოწმე ბ---- ფ-----–იას ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-----------–---–-------. 2015 წლის 22 სექტემბერს ხელმძღვანელობის დავალებით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდ დუშეთის რაიონში, კერძოდ ჟ-----–ჰესის ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის ხელმძღვანელი გ------- ნ----ა, ასევე თანამშრომლები ოპერატორი გ--- ჯ----ძე, თ------ ზ------ე, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე და უ-------- სპეციალისტი დ----- ჩ-----–---–ი. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში შევიდნენ ის, გ--- ჯ----ძე და თ------ ზ------ე. მათ უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია, უკანონო თევზჭერის და თევზსაჭერი მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. გ------- ნ----ა, ნ------- კ-–--ე და დ----- ჩ-----–---–ი დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე მანქანებით, ხოლო ისინი წყალსაცავში შევიდნენ და მიყვებოდნენ წყალსაცავის ნაპირს ჟ-----–ის მიმართულებით, ისე, რომ მათი თანამშრომლები, რომლებიც ნაპირზე დარჩნენ ვეღარ ხედავდნენ. მოძრაობისას წყლიდან ამოიღეს სამი ცალი ე.წ. სათევზაო გოდორი და ერთი ცალი სახლართი ბადე, რის შემდეგაც გააგრძელეს მოძრაობა და დაათვალიერეს წყლის ნაპირის გასწვრივ. დაახლოებით კილომეტრნახევრის გავლის შემდეგ საავტომობილო გზის მხარეს კლდოვანი ფერდობიდან დაგორდა ორი ცალი დიდი ზომის ქვა, რომლებიც ჩავარდა წყალში მათთან ახლოს, მათ იფიქრეს, რომ შეიძლება ქვები ჩაცვივდა ბუნებრივად ფერდობიდან და აღარ მიუქცევიათ ყურადღება. დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდეგ კვლავ ჩაგორდა რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომლებიც ასევე მათ ახლოს ჩავარდა წყალში. მათ ავიხედეს მაღლა და დაინახეს, რომ საავტომობილო გზაზე იმ ადგილას, საიდანაც ჩამოცვივდა ქვები, იდგა ერთი პიროვნება, კერძოდ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყურებოდა მათკენ. იმ მომენტში არც მათ და არც მას ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ და გააგრძელეს კვლავ მოძრაობა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ განმეორდა ქვების ჩამოყრა, რის შემდეგაც აიხედეს ისევ ზემოთ და ისევ ზემოთაღნიშნული მამაკაცი იდგა ქვების ჩამოვარდნის ადგილას. ისინი მიხვდნენ, რომ აღნიშნული მამაკაცი შეგნებულად ყრიდა ქვებს მათი მიმართულებით, ვინაიდან რა მიმართულებითაც ისინი მიდიოდნენ, აღნიშნული პიროვნებაც მიყვებოდა საავტომობილო გზას მათ პარალელურად. მოწმის განმ-----ებით, მათ აღნიშნული პირის მიერ ქვების აღების და გადმოყრის მომენტი არ დაუნახიათ, ვინაიდან ზემოთ იხედებოდნენ მას შემდეგ, როდესაც უკვე ქვები წყალში ვარდებოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ სწორედ ის პირი აგორებდა ქვებს შეგნებულად, რათა მათთვის ხელი შეეშალა საქმიანობაში. მათ იმის გამო, რომ ქვები არ დასცემოდათ, ნაპირიდან მოშორებით შევიდნენ წყალში, რა დროსაც შენიშნეს წყალში მცურავი ნავი, რომელშიც იმყოფებოდა ერთი პიროვნება. ისინი მივიდნენ მასთან ახლოს და კითხეს თევზაობდა თუ არა ან რა საშუალებით თევზაობდა. მან აგდებული ტონით უპასუხა, რომ თევზაობდა ხელით, ასევე უთხრა, რომ რა უფლება ჰქონდათ, რომ მას ეკითხებოდნენ თევზაობის შესახებ ან საერთოდ ვინ იყვნენ. ამის შემდეგ მათ მას უთხრეს, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები და სრული უფლება ჰქონდათ დაინტერესებულიყვნენ თევზაობდა თუ არა აკრძალული საშუალებებით. ამის შემდეგ მან ასევე აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასულიყვნენ იმ ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ნიჩაბს დაარტყამდა, თან ამ დროს ამოაძრო ნიჩაბი ნავიდან და ე--ვა ხელში. ამ დროს საავტომობილო გზაზე მყოფმა პირმა, რომელიც მათი ვარაუდით აგორებდა ქვებს მათი მისამართით, დაუწყო ყვირილი და გინება უწმაწური სიტყვებით, იგი უყვიროდა მათ, რომ წასულიყვენენ იმ ადგილიდან და აგინებდა. მისი გინება გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი გამოერიდნენ იმ ადგილიდან, ვინაიდან არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება და რაიმე სახის კომფლიქტი. ცოტა ხანში მიბრუნდნენ და წავიდნენ იმ ადგილზე, სადაც მანქანები ყავდათ გაჩერებული და მათ თანამშრომლები ელოდებოდნენ. მისვლის შემდეგ ჩააწყეს ამოღებული გოდრები და ბადე მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ ჟ-----–ის მიმართულებით, რათა გაცლოდნენ იმ ტერიტორიას, რომ რაიმე კონფლიქტი არ მოსვლოდათ ხსენებულ პირებთან. ჟ-----–ჰესის წყალსაცავის კაშხალთან უნდა ჩასულიყვნენ ისევ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად პრევენციის მიზნით. როდესაც მივიდნენ კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. მათ მანქანები გააჩერეს ფაცხის ტერიტორიაზე და როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან, დაინახეს, რომ იქვე არსებულ მაგიდასთან იჯდა ხუთი პიროვნება, რომელთაგანაც მან, გ--- ჯ----ძემ და თ------ ზ------ემ იცნეს ზემოხსენებული პიროვნება, რომელიც ნავით შევხვდა წყალსაცავზე. მასთან ერთად მყოფ პირებთაგან ერთ-ერთი, ჰგავდა იმ პირს, რომელიც ქვებს აგორებდა ფერდობზე და აგინებდა. აღნიშნული პირი წამოდგა ფეხზე და გინებით წამოვიდა მათკენ, თან ხელში ე--ვა გახსნილი დანა. აღნიშნული პირიც და ის პირიც, რომელიც ნავით შეხვდა იგინებოდნენ უწმაწური სიტყვებით მათი მისამართით, თან ამ უკანასკნელმა, რომელიც შემდგომ გაიგო, რომ იყო მ--–---- გ------–---–ი, კისრის არეში დაარტყა ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც მას ხელი ჰკრა თ------ ზ------ემაც, რათა მოეშორებინა. ამ დროს იმ პირმა, რომელიც სავარაუდოდ ქვებს აგორებდა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თ------ი წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე ტყეში. ამ დროს ასევე დაინახა, რომ იმ პირმა, რომელიც როგორც შემდგომ გაიგო იყო ლ---- ხ---------–ი, აიღო ხის ტოტი და თავის არეში ჩაარტყა მათთან ერთად მყოფ გ------- ნ----ას. მოწმის განმ-----ებით, არც მას და არც მის თანამშრომლებს არავისთვის არ დაურტყიათ. მოწმემ აღნიშნა, რომ ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა გ--- ჯ----ძე და ჩხუბში არ ჩარეულა. ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, თან ჩავიდნენ ინერციით აღნიშნულ ფერდობზე, საიდანაც ამოვიდნენ მალევე, აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სამმართველოს უ--------ს ნ------- კ-–--ის ჩარევის შემდეგ მოხდა მოჩხუბრების დაწყნარება და სიტუაციის განმუხტვა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ-----–ის პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მომხდარი ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღეს გ------- ნ----ამ და თ------ ზ------ემ, დანარჩენებს დაზიანებები არ მიუღიათ. მოწმის განმ-----ებით, აღნიშნული ჩხუბის მიზეზი, როგორც ისინი მიხვდნენ, გახდა ის, რომ მათი წყალში ნავით ყოფნის დროს შელაპარაკება მოუხდათ მ--–---- გ------–---–თან და ასევე მათ მიერ ამოღებული სათევზაო მოწყობილობები სავარაუდოდ ეკუთვნოდა მას, რამაც გამოიწვია აგრესია მისი და ლ---- ხ---------–ის მხრიდან. მოწმემ აჩვენა, რომ მას არავისთვის არ დაურტყამს და არც მისთვის დაურტყამს ვინმეს, მხოლოდ თ------ ზ------ეს დაარტყა მ--–---- გ------–---–მაც და ლ---- ხ---------–მაც, ასევე ლ---- ხ---------–მა თავში ჯოხი დაარტყა გ------- ნ----ას. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ არც მას და არც მისი თანამშრომლებიდან რომელიმეს.
3.9. მოწმე დ----- ჩ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის დროს ის მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უ-------- სპეციალისტის თანამდებობაზე. 2015 წლის 22 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დუშეთის რაიონში, კერძოდ ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდა აღნიშნული სამმართველოს უ-------- ნ------- კ-–--ე, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქ. თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის უ-------- გ------- ნ----ა და თანამშრომლები თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია, გ--- ჯ----ძე. დაახლოებით დღის თორმეტი საათისთვის მათი სამსახურის კუთვნილი გასაბერი ძრავიანი ნავით წყალსაცავში ჟ-----–ი-ბ-------ოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მხრიდან შევიდნენ თ------ ზ------ე, ბ---- ფ-----–ია და ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომლებსაც უნდა დაეთვალიერებინათ წყალსაცავის ტერიტორია და უკანონო თევზსაჭერი ხელსაწყოების გამოვლენის შემთხვევაში მოეხდინათ მათი ამოღება. ის, გ------- ნ----ა და ნ------- კ-–--ე დარჩნენ წყალსაცავის ნაპირზე და ელოდებოდნენ მისი თანამშრომლების გამოსვლას, რომლებიც უკვე მოფარებულნი იყვნენ წყალსაცავის ტერიტორიაზე და მათ იმ ადგილიდან ვეღარ ხედავდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ თანამშრომლები გამოვიდნენ წყლიდან და თან გამოიტანეს სამი ცალი ალუმინისგან დაწნული სათევზაო გოდორი და ერთი ცალი ბადე, რომლებიც ამოღებული ჰქონდათ წყლიდან. მათ უთხრეს, რომ წყალსაცავზე შეხვდათ ნავით მათთვის უცნობი პირი, რომელსაც გაესაუბრნენ და როდესაც მან გაიგო, რომ იყვნენ გარემოს დაცვის თანამშრომლები, მათთან დაიწყო უხეში და აგრესიული ტონით ლაპარაკი. ასევე, როგორც თ------ ზ------ემ, ბ---- ფ-----–იამ და გ--- ჯ----ძემ უთხრეს, როდესაც წყლიდან იღებდნენ უკანონო თევზსაჭერ მოწყობილობებს გოდრებს და ბადეს, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნავში მყოფი პიროვნების და მასთან ერთად იქვე ნაპირზე მყოფი ასევე მათთვის უცნობი პირის კუთვნილი, ამ უკანასკნელმა წყლის ნაპირზე ფერდობიდან რამდენჯერმე დააგორა მათი მიმართულებით ქვები. აღნიშნულზე თ------ ზ------ეს, ბ---- ფ-----–იას და გ--- ჯ----ძეს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება ამ მამაკაცთან, რომელმაც მათ შეაგინა რამდენჯერმე. მათ მიერ გამოტანილი სათევზაო მოწყობილობები ჩააწყვეს მათი სამსახურის კუთვნილ ,,პიკაპი“-ს ტიპის მანქანის ძარაზე და წამოვიდნენ იმ ადგილიდან ჟ-----–ის მიმართულებით, რათა ჟ-----–ჰესის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. როდესაც მივიდნენ ჟ-----–ჰესის კაშხლის მიმდებარედ, გაჩერდნენ იქვე არსებულ ე.წ. ფაცხის ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირენდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე როდესაც გადმოვედით მანქანიდან, დაინახა, რომ იქვე არსებულ სკამებზე იჯდა მისთვის უცნობი ხუთი პიროვნება, აღნიშნულ პიროვნებებს და მათ თანამშრომლებს შორის დაიწყო დაძაბული და ხმამაღალი საუბარი, ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც როგორც შემდეგ გავიგე, იყო მ--–---- გ------–---–ი, რომელიც ნავით შეხვდათ მათ თანამშრომლებს, დაარტყა ხელი კისრის არეში მათ თანამშრომელს თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თავის დაცვის მიზნით თ------ ზ------ემაც ხელი ჰკრა მას. ასევე მათთან მყოფმა ერთ-ერთმა კერძოდ, ლ---- ხ---------–მა თ------ ზ------ეს შეაგინა დედის მისამართით და სახეში დაარტყა გაშლილი ხელი ერთხელ, რის შემდეგაც თ------ ზ------ე დაგორდა იქვე არსებულ ფერდობზე. მან განმ-----ა, რომ ლ---- ხ---------–ს თან ჰქონდა დანა, რომელიც ხელში ე--ვა. თ------ ზ------ისთვის დარტყმის შემდეგ ლ---- ხ---------–მა აიღო იქვე დაგდებული ხის ტოტი და თავის და მხრის არეში დაარტყა გ------- ნ----ას, რის შემდეგაც ყველა ინერციით ჩავიდნენ დაბლა ფერდობზე იმ ადგილიდან, ჩასვლის დროს წაიქცა ასევე გ------- ნ----ა და ზემოთაღნიშნული პირებიდანაც წაიქცნენ რამდენიმე. მის თანმშრომლებს არავისთვის არ დაურტყამთ, ყველანი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. მოწმის ჩვემენით მ--–---- გ------–---–მა დაარტყა თ------ ზ------ეს და ლ---- ხ---------–მა ხის ტოტი დაარტყა გ------- ნ----ას, რომელმაც თავის და ბეჭის არეში მიიღო დაზიანებები. ასევე ლ---- ხ---------–მა სახეში გაშლილი ხელი გაარტყა თ------ ზ------ეს. რომ ჩხუბის მომენტს ვიდეოკამერით იღებდა მათი სამსახურის ოპერატორი გ--- ჯ----ძე, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ნ------- კ-–--ის ჩარევის შედეგად მოხდა სიტუაციის განმუხტვა და მათი დაწყნარება. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ხელმძღვანელობას და აცნობეს მომხდარის შესახებ. ასევე რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდნენ ჟ-----–ის პოლიციას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის გარდა იყვნენ გ--- ხ---------–ი, ზ------ ხ---------–ი და ლ---- ლ----–---–ი.
3.10. მოწმე გ--- ხ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს შუადღის საათებში, გზამშენის პრარაბს დასჭირდა შვიდ კაციანი ჯგუფი. ასევე, სახლში უთხრეს, რომ წყალი მოეტანა. ის წავიდა, რომ ბრიგადა შეეკრიბა. ის, მ--–---- გ------–---–ი, მისი შვილები ლ----ი და ზ------ი, შეიკრიბნენ, მაგრამ დათქმულ ადგილზე რომ ავიდნენ პრარაბი ვერ ნახეს. უკან დაბრუნდნენ. ის და ლ---- ხ---------–ი წყლის მოსატანად წავიდნენ. მათ დაახლოებით 15 მეტრში ჟ-----–ჰესის წყალსაცავიდან შემოესმათ გინების ხმა. ზემოდან დაინახეს, რომ მ--–---- გ------–---–ი იყო წყალში შესული. მასთან ახლოს იყო მისული მეორე ნავი, სადაც იჯდა 3 პიროვნება. ამ სამი პირიდან ერთი იდგა და აგინებდა მ--–---- გ------–---–ს. მოწმის განმ-----ებით, მ--–---- გ------–---–იც იგინებოდა. ლ---- ხ---------–მა დაუძახა მათ, ვინ ხართო, ნავში მყოფმა პირებმა ჯერ ხმა არ გასცეს ლ---- ხ---------–ს, შემდეგ კი უპასუხეს თბილისიდან ვართო, ხოლო ლ----ის კითხვაზე, თუ რომელი უბნელები იყვნენ, ერთმა პირმა დაუძახა, რომ იყვნენ ბებიამისის უბნიდან და დაუწყო გინება, რაზეც ლ----იმაც გინებით უპასუხა. ისინი დაბრუნდნენ ფაცხებთან. მოწმე გ--- ხ---------–ი ეკითხებოდა მ--–----ი გ------–---–ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. არსებული ფაცხის ტერიტორიაზე არსებულ მაგიდასთან ისხდნენ მისი ორივე შვილი ლ---- და ზ------ ხ---------–ები და მათი მეგობარი ლ---- ლ----–---–ი. ამ დროს აღნიშნული ფაცხის ტერიტორიაზე შევიდა ორი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომლებიც გაჩერდნენ ფაცხის ტერიტორიაზე მათგან დაახლოებით ხუთ მეტრში. ორივე მანქანიდან გადავიდა მისთვის უცნობი ექვსი პიროვნება. ერთ-ერთი მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი წამოვიდა მათკენ, თან იძახდა, ეხლა ამათ დედას ვუტირებო და აგრესიული ტონით იკითხა წეღან რომელი მაგინებდითო, თან შეიგინა უწმაწურად, ამის შემდეგ მისმა შვილმა ლ---- ხ---------–მა უთხრა მას, პირველად მან რომ შეაგინა, ამიტომ შეაგინა თვითონაც. ამ დროს, მოსულთაგან ერთ-ერთმა, კერძოდ იმ პირმა, რომელსაც ზემოდან სამხედრო ფორმის ქურთუკი ეცვა, ამოიღო მარჯვენა მხარეს ქამრიდან პატარა ზომის ცეცხლსასროლი იარაღი და მის შვილს ლ---- ხ---------–ს მიადო საფეთქელთან. ის მივიდა მასთან და უთხრა, რომ იარაღი ჩაეწია, არ გავარდნილიყო. თან გაიყვანა იქით. ამ დროს იმ პირმა, რომელიც პირველი მივიდა მათთან, თ------ ზ------ემ შეაგინა და დაარტყა სახის არეში მ--–---- გ------–---–ს, რომელმაც თავის დაცვის მიზნით ხელი ჰკრა მას, რომ მოეშორებინა. ამ დროს უკანა მხრიდან, გ------- ნ----ამ, როგორც შემდეგ გაიგო მისი სახელი და გვარი, ფეხი ამოუქნია მ--–---- გ------–---–ს დასარტყმელად. მ--–---- გ------–---–ი გაექცა ოპერატორს და ამ დროს თ------ ზ------ემ ხის რეიკა ჩაარტყა მ--–---- გ------–---–ს. ამ დროს ყველა იქ მყოფი პირი ინერციით ჩავიდა იქვე არსებულ დაღმართზე, ზოგი მათგანი წაიქცა. ამ მომენტებს იღებდა ოპერატორი ვიდეოკამერით. მოსული პირები ყველა ურტყამდა მის შვილს, ლ---- ხ---------–ს და სიძეს, მ--–---- გ------–---–ს. მისი მეორე შვილი ზ------ ხ---------–ი და ლ---- ლ----–---–ი ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, ასევე მისი შვილი ლ----ი და სიძე, მ--–----ი იცავდნენ თავს და იგერიებდნენ მათ შეძლებისდაგვარად. ის და ნ------- კ-–--ე, როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, დაბლა არ ჩასულან და იყვნენ მაღლა, არ ჩარეულან ჩხუბში და ის ეუბნებოდა მას, რომ გაეჩერებინა თავისი თანმხლები პირები. დაბლა ფერდობიდან ამოვიდნენ მაღლა მოსული პირები მალევე და ერთ-ერთს შეამჩნია, რომ მაისურზე უკან ჰქონდა გარემოს დაცვის სამსახურის წარწერა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ისინი იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურიდან. ასევე ამოვიდა გ------- ნ----აც, რომელიც უწმაწური სიტყვებით იგინებოდა მისი შვილის, ლ---- ხ---------–ის მისამართით. მან უთხრა გ------- ნ----ას, რომ შეეწყვიტა გინება და გაჩერებულიყო. ამ დროს ქვემოდან ფერდობიდან ავიდნენ ფაცხის ტერიტორიაზე მისი შვილი ლ----ი და სიძე მ--–---- გ------–---–ი, ასევე იქვე იმყოფებოდა მისი მეორე შვილი ზ------ი და ლ---- ლ----–---–ი. ამ მომენტში გ------- ნ----ამ შავი ფერის ჯიპის ტიპის მანქანიდან ამოიღო ბეისბოლის ჯოხის მსგავსი ჯოხი, მიირბინა მის შვილთნ, ზ--------ან და ორჯერ დაარტყა ფეხების არეში, თან უწმაწურად შეაგინა დედის მისამართით. მოწმის განმ-----ებით, ის მაშინვე მივარდა თავის შვილს და გადაეფარა, თან უთხრა გ------- ნ----ას, რატომ ურტყამდა, მისმა შვილმა, ზურამ რა დაუშავა. ლ----ის და მ--–----ის ამოსვლის შემდეგ გარემოს თანამშრომლები ისევ წავიდნენ მათკენ გინებით, ხოლო მისი შვილი ლ----ი და სიძე მ--–----ი ისევ ჩავიდნენ დაბლა და გაერიდნენ, რომ ისინი მათ აღარ ეცემათ.
მოწმის განმ-----ებით, მან და ნ------- კ-–--ემ მოახერხეს სიტყუაციის განმუხტვა და მოჩხუბრების დაწყნარება. მას არ დაუნახავს, რომ ფაცხის ტერიტორიაზე, მის შვილს ლ----ს და სიძეს, მ--–----ს გარემოს დაცვის თანამშრომლებისთვის დაერტყას, ხოლო რაც შეეხება გინებას, მოწმე ადასტურებს, რომ შვილი ლ---- ხ---------–ი, სიძე, მ--–---- გ------–---–ი და გარემოს დაცვის თანამშრომლები, ერთმანეთს აგინებდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი ქვევით ტყიან ფერდობზე ჩავიდნენ, იქ ის არ ჩასულა და არ დაუნახავს, თუ ვინ ვის ურტყამდა, ვინაიდან ზემოდან არ ჩანდა ის ადგილი. აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მისმა შვილებმა და სიძემ მიიღეს სხეულზე დაზიანებები.
3.11. (ფონო) ვიდეოსკოპური ექსპერტის დასკვნით, რომლის სისწორეც დადასტურებულია სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ე-- კ-----–-–---–ის და გ------- გ--------ის მიერ, სიდი დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამა არ არის მონტაჟი, ერთი მთლიანია, რაც მათ მიერ მთლიანად იქნა გაშიფრული. დისკზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, რაც ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე, კადრები გრძელდება 01:44 წუთის განმავლობაში, დადგენილია, რომ დასაწყისში პიროვნებებთან, რომლებიც სხედან ტყის პირას ფაცხაში არსებულ მაგიდასთან, მიდის პიროვნება. მაგიდასთან მყოფ პირებს, მისულ პიროვნებასა და ამ უკანასკნელის თანმხლებ პირებს შორის იწყება ხმამაღალი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიაყენეს ერთ-ერთ პიროვნებას, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რატომ შეაგინეს, ამის საპასუხოდ მაგიდასთან მყოფი პირი, სავარაუდოდ მ--–---- გ------–---–ი პასუხობს, ,,თქვენ რატომ გვაგინებდითო“. ამის შემდეგ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც დგას ხის სკამთნ და კადრში როგორც ჩანს აცვია ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და ლურჯი ფერის შარვალი გვერდზე ჯიბეებით, ხელს ჰკრავს ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც კადრში არ ჩანს. ამ დროს ისმის ხმა ,,რას ირტყმევინები, გაწიე ხელი, თქვენ ხართ თანამშრომლები?“. ამის შემდეგ იწყება ხმამაღალი ყვირილი, გინება და გაწევ-გამოწევა ერთმანეთის მიმართ. რა დროსაც კადრში ჩანს, რომ მოჩხუბრები ჩარბიან იქვე არსებულ დაღმართზე ტყისკენ. ამ მომენტში კადრში ჩანს ერთ-ერთი პირი, რომელიც არის წელს ზემოთ შიშველი, შავგვრემანი, აცვია მუხლებთან გადაჭრილი ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ხელში უკავია ხის ჯოხი, აღნიშნული პიროვნება, რომელიც გამოძიებით დადგენილია, არის ბრალდებული ლ---- ხ---------–ი, ჩარბის დაღმართზე ტყისკენ, იქნევს ჯოხს და აგინებს მის უკან მიმავალ ორ პიროვნებას, რომლებიც შემდეგ კადრში ჩანან ზურგებით. ერთ-ერთი მათგანი არის სრული აღნაგობის, რომელიც დადგინდა, რომ არის გ------- ნ----ა, რომელსაც აცვია მომწვანო ე.წ. სამხედრო ფერებში შარვალი და მოყავისფრო მოკლემკლავიანი მაისური, მეორე პიროვნება არის საშუალოზე მაღალი, მელოტი და აცვია მუქი ლურჯი ტანსაცმელი, მარცხენა მკლავზე აქვს მრგვალი მომწვანო ფერის ემბლემა, დადგენილია, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბ---- ფ-----–ია. ამ მომენტში მათგან მარჯვნივ კადრში ჩანს პიროვნება, რომელიც არის ასევე წელს ზემოთ შიშველი, მელოტია, აცვია ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ხელში უკავია სავარაუდოდ ფიცრის ნაჭერი და მიდის ყვირილით პირებისკენ, რომლებიც არ ჩანან, თუ ვინ არიან. აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული მ--–---- გ------–---–ი. ამის შემდეგ კადრები არეულია, მხოლოდ ისმის რამდენიმე ადამიანის ყვირილის და გინების ხმა, რომლებიც უწმაწური სიტყვებით აგინებენ ერთმანეთს.
3.12. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, გ------- ნ----ას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ჰემატომა მარცხნივ თხემ საფეთქლის არეში, მრავლობითი ექსკორაციები, მარჯვენა თეძოს ფრთის, მარჯევნა მხარ-ბეჭის, ორივე წინამხრის, იდაყვების არეში. გ------- ნ----ას დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ზედაპირული დაზიანება. გ------ი ნ----ას სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.13. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, თ------ ზ------ეს დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ექსკორაციები (ზერელე ჭრილობები) კისრის, მარჯევნა იდაყვის, მარჯვენა ხელისგულის, მარჯვნივ თეძოს ფრთის და წელის არეში. სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.14. მოწმეების ვ------ა გ----------ის და დ----- თ-------–---–ის სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ შსს დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟ-----–ის პოლიციის განყოფილებაში. სასამართლო პროცესზე სრულად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მათ მიერ იქნენ დაკითხული მოწმეები, ჩატარებული აქვთ პირის ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული ჰყავთ ბრალდებულები.
3.15. 2015 წლის 23 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რაც მთლიანად დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, რ----- მ--------–--ემ და ნ-----–--ზ მ--------–-–--ლმა, დათვალიერებული იქნა დუშეთის რაიონის სოფელ ჟ-----–ის მიმდებარედ, ჟ-----–ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოქალაქე გ------ მო-----–---–-ს კუთვნილი ე.წ. ფაცხის ტერიტორია, აღნიშნული ტერიტორია შემოღობილი არ არის და ტერიტორიაზე შედის სამხრეთის მხრიდან მეორე ხარისხოვანი საავტომობილო გზით, შესასვლელში ხელმარჯვნივ ტერიტორიაზე ყრია საბურავები, ხელმარცხნივ განთავსებულია ორი მაგიდა და სკამი, რომლებიც გადახურულია, ტერიტორიაზე შესასვლელიდან პირდაპირ ჩრდილოეთ მხარეს, განთავსებულია ხის შენობა, კერძოდ სამზარეულო, ფაცხების ტერიტორიას ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ტყე-ბუჩქნარით დაფარული ფერდობი, რომელიც უერთდება ჟ-----–ჰესის წყალსაცავს, აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება მეორე ხარისხოვანი საავტომობილო გზა, აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება, ასევე არ შეინიშნება რაიმე დაზიანების კვალი მაგიდებზე, სკამებზე და სამზარეულოს შენობაზე. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა მონაწილე ექსპერტების მიერ. დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, ნივთი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
3.16. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--–---- გ------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.17. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---- ხ---------–ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
4. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმ-----ავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა თავისი კონსტრუქციით ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდგებობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. რაც შეეხება, ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. კერძოდ, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავს, შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის ქმედებებში მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის მთავარი კონსტრუქციული ნიშანი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით არ დასტურდება უტყუარად ბრალდების მხარის მიერ წამოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ პირადი განაწყენების ნიადაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა არაკონკრეტიზებული განზრახვით მიაყენეს დაზიანებები დაზარალებულებს გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს, რამაც გამოიწვია, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულების ბრალეულობა, ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელ----ტური ელემენტის მიმართ მთლიანად დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. პირიქით, ბრალდებულების, დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულია ბრალდებულების, ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
6. სამართლებრივი კვალიფიკაცია
6.1. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, როგორც ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის, ასევე გარემოს დაცვის თანამშრომლების ჩვენებებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ჟ-----–ჰესის წყალსაცავზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. თავად ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის, მ--–---- გ------–---–ის, მოწმეების თ------ ზ------ის, ბ---- ფ-----–იას და გ--- ჯ----ძის ჩვენებებით უდავოდ დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს ჟ-----–ის წყალსაცავში მოხდა მ--–---- გ------–---–ს, ლ---- ხ---------–სა და გარემოს თანამშრომლებს შორის ურთიერთშელაპარაკება, რასაც შედეგად მოჰყავა ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ გარემოს თნამშრომლების კითხვაზე, თუ რით თევზაობდა ნავში მყოფი მ--–---- გ------–---–ი, ამ უკანასკნელმა ცინიკურად, აგდებული ტონით უპასუხა, რომ თევზაობდა ხელებით. ამ ფაქტს არ უარყოფს ბრალდებული მ--–---- გ------–---–ი. მისი ჩვენებით, მან ცინიკურად უპასუხა იმის გამო, რომ ეგონა გარემოს თანამშრომლები ეხუმრებოდნენ, რადგან მას ნავი ჰქონდა ცარიელი და რითი უნდა ეთევზავა. თუმცა, მ--–---- გ------–---–ის ცინიკურად გაცემული პასუხი გახდა კონფლიქტის მიზეზი. მ--–---- გ------–---–მა და გარემოს თანამშრომლებმა მიაყენეს ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაინახა ლ---- ხ---------–მა, რომელიც იდგა ზემოთ, გორაზე. ლ---- ხ---------–ის ჩვენებით, მის კითხვაზე, თუ რა უნდოდათ ძრავიან ნავში მყოფ პირებს და ვისი უბნელები იყვნენ, გარემოს თანამაშრომლებმა ცინიკურად უპასუხეს, რომ იყვნენ ,,ბებიამისის უბნიდან“, რაც ასევე გახდა ლ---- ხ---------–სა და გარემოს თანმშრომლებს შორის კონფლიქტის მიზეზი და მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი ის გარემოებები, რომ მ--–---- გ------–---–მა მოუქნია გარემოს თანამშრომლებს ნიჩაბი და მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება და ის, რომ ლ---- ხ---------–ი ზემოდან აგორებდა გარემოს თანამშრომლების მიმართულებით ქვებს, რითაც ხელი შეუშალა მათ სამსახურებრივ საქმიანობაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარემოს თანამშრომლების თ------ ზ------ის, გ--- ჯ----ძის და ბ---- ფ-----–იას ჩვენებები წინააღმდეგობაშია ბრალდებულების მ--–---- გ------–---–ის და ლ---- ხ---------–ის ჩვენებებთან, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ამ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო განმ-----ავს, რომ თუ აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, გარემოს თანაშრომლებს უნდა მოეხდინათ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღნიშნული ფაქტი გადაეღოთ ვიდეოკამერით, რის გამოც მათ თან ახლდათ ოპერატორი გ--- ჯ----ძე და შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი და არა შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა და იქაურობას გაცლოდნენ. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ვერ გაიზირებს გარემოს თანამშრომლების თ------ ზ------ის, გ--- ჯ----ძის და ბ---- ფ-----–იას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის აგრესიის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ეს პირები იქ ალბათ თევზაობდნენ, მათ მიერ ამოღებული გოდორყურები, სახლართი ბადე ეკუთვნოდათ მათ და ხელი შეუშალეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარემოს თანამშრომლების აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს და გარდა იმისა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ლ---- ხ---------–ის და მ--–---ხ გ------–---–ის მხრიდან რაიმე უკანონო თევზჭერის ან სხვა არამარლთზომიერი ფაქტის ჩადენა, ამასთან ბრალდების ფორმულირების მიხედვით, ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულებს რაიმე უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათ შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი, შესაბამისად სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად იმ გარემოებას, რომ ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა ხელი შეუშალეს გარემოს თანმაშომლებს მათი მოვალეობის შესრულებაში ჟ-----–ჰესის წყალსაცავზე მომხდარი შემთხვევის დროს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს გარემოს თანამშრომლებმა ისინი გზიდან დაინახეს ფაცხასთან და სპეციალურად მივიდნენ იმ მიზეზით, რომ მათთვის მოეთხოვათ პასუხი პირველი ინციდენტის დროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გარემოს თანამშრომლებს გინებაზე, მათ უპასუხეს ასევე გინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს და გარდა იმისა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება წინასწარი განზრახვით გარემოს თანამშრომლების მისვლის ფაქტი ფაცხასთან, სადაც იყვნენ ბრალდებულები, რომ მათთვის მოეთხოვათ პასუხი მათ შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებასთან დაკავშირებით, ასევე გარემოს თანამშრომლების ჩვენებებით თანმიმდევრულად დადასტურებულია, რომ პირიქით, ისინი გამოერიდნენ პირველად მომხდარ ფაქტს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით და აგრძელებდნენ სამსახურებრივ საქმიანობას. მოწმეების - თ------ ზ------ის, გ--- ჯ----ძის, ბ---- ფ-----–იას ჩვენებებით თანმიმდევრულად დადგენილია, რომ ისინი წავიდნენ იმ ადგილას, სადაც გაჩერებული ჰყავდათ მანქანები და ელოდებოდნენ თანამშრომლები. მათი მისვლის შემდეგ, ჩააწყეს მანქანის ძარაზე ამოღებული გოდრები და ბადე, რის შემდეგაც წავიდნენ ჟ-----–ის მიმართულებით, რათა გაცლოდნენ იმ ტერიტორიას, რომ რაიმე კონფლიქტი არ მოსვლოდათ და აპირებდნენ ჟ-----–ის კაშხალთან ჩასვლას ისევ წყლის ნაპირზე წყალსაცავის ნაპირის დასათვალიერებლად. ისინი როდესაც მივიდნენ კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერდნენ იქვე არსებულ ფაცხასთან, საიდანაც შემდგომ ფეხით აპირებდნენ ჩასვლას წყლის ნაპირზე ღონისძიების გასატარებლად. ისინი წავიდნენ ორი მანქანით. პირველ მანქანაში იჯდა 2 თანამშრომელი, ხოლო მეორე მანქანაში ხელმძღვანელობა. ისინი მიუახლოვდნენ ფაცხებს, სადაც იყო მოსახერხებელი ადგილი მანქანების გასაჩერებლად და ისევ უნდა ჩასულიყვნენ წყალში. ერთ-ერთ ფაცხაში, სადაც იდგა მაგიდა და სკამები, ისხდნენ ის პირები, როგორც შემდეგ დაადგინეს, ლ---- ხ---------–ი, მ--–---- გ------–---–ი და კიდევ რამდენიმე პიროვნება.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს გარემოს თანამშრომლების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მ--–---- გ------–---–მა, რომელიც იყო ფაცხაში, როგორც კი დაინახა ისინი, ადგა, გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა, გინება, წამოვიდა მათკენ. გარდა ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის, მ--–---- გ------–---–ის და მათთან მყოფი პირის, გ--- ხ---------–ის ჩვენებებისა, ასევე სიდი დისკით გადაღებული ვიდეოფირით მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ გარემოს თანამშრომლები, რომლებიც აპირებდნენ წყლის ნაპირას ჩასვლას, როგორც კი დაინახეს ფაცხაში მყოფი პირები და იცნეს მათგან ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი, თავად მივიდნენ მათთან ფაცხასთან და აგრესიულად დაუწყეს საუბარი. მათ შორის გამართული საუბრის შინაარსი, რაც კარგად ისმინება ვიდეო ფირიდან, ერთხელ კიდევ უტყუარად ადასტურებს მათ შორის პირველი შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებს, რომ მათ ერთმანეთს აგინეს, რაც გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი და რის გარკვევსაც ცდილობდნენ გარემოს თანამშრომლები შემთხვევით მეორე შეხვედრის დროს ბრალდებულებთან ლ---- ხ---------–თან და მ--–---- გ------–---–თან, კერძოდ, გარემოს თანამშრომლები მიუახლოვდნენ მაგიდას, სადაც ისხდნენ ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი. ერთ-ერთი გარემოს თანამშრომელი ეკითხება მათ, თუ ვინ შეაგინა, რაზეც მ--–---- გ------–---–მა კითხვითვე უპასუხა, თუ ვინ იყვნენ ისინი და მათ რატომ შეაგინეს. მათ შორის დაწყებული ხმამაღალი საუბარი მალე გადაიზრდა ურთიერთშელაპარაკებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი. ჩხუბის დროს ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბარლდებულების ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის ჩვენებებს იმის შესახებ, რომ მათ არ მიუყენებიათ დაზარალებულებისათვის ფიზიკური დაზიანებები. დაზარალებულები გ------- ნ----ა, თ------ ზ------ე და გარემოს ყველა თანამშრომელი, ნ------- კ-–--ე, გ--- ჯ----ძე, ბ----– ფ-----–ია, დ----- ჩ-----–---–ი თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აჩვენებენ, რომ მ--–---- გ------–---–მა კისრის არეში დაარტყა ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც მას ხელი ჰკრა თ------ ზ------ემაც, რათა მოეშორებინა. ამ დროს ლ---- ხ---------–მა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი თ------ ზ------ეს, რის შემდეგაც თ------ი წაიქცა და დაგორდა იქვე ფერდობზე ტყეში. ასევე, ჩხუბის დროს ლ---- ხ---------–მა აიღო ხის ტოტი და თავის არეში ჩაარტყა მათთან ერთად მყოფ გ------- ნ----ას. გარდა იმისა, რომ დასახელებული მოწმეების ჩვენებები დაზიანებებთან დაკავშირებით უტყუარად არის დადასტურებული და შესაბამისობაშია სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დადგენილ დაზიანებებთან, კერძოდ, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, გ------- ნ----ას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ჰემატომა მარცხნივ თხემ საფეთქლის არეში, მრავლობითი ექსკორაციები, მარჯვენა თეძოს ფრთის, მარჯევნა მხარ-ბეჭის, ორივე წინამხრის, იდაყვების არეში. გ------- ნ----ას დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, სკალპის ზედაპირული დაზიანება. გ------- ნ----ას სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, თ------ ზ------ეს დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ექსკორაციები (ზერელე ჭრილობები) კისრის, მარჯევნა იდაყვის, მარჯვენა ხელისგულის, მარჯვნივ თეძოს ფრთის და წელის არეში. სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, განვითრებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ამასთან დაზარალებულების გ------- ნ----ას და თ------ ზ------ის ჩვენებების სარწმუნოებაზე დაზიანებების ნაწილში მიუთითებს ის გარემოებებიც, რომ დაზარალებულებმა და გარემოს ყველა თანამშრომელმა გამოძიების დაწყებისთანავე, როგორც კი დაიკითხნენ, თანმიმდევრულად ამხილეს ბრალდებულები ლ---- ხ---------–ი და მ--–---- გ------–---–ი, თუ რა ვითრებაში, სად და როგორ მიაყენეს დაზიანებები გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს. ამასთან ბრალდებულების მ--–---- გ------–---–ის და ლ---- ხ---------–ის მონაწილეობა ჩხუბში მათ მიერ მომარჯვებული საგნებით ასევე დადასტურებულია ვიდეო ფირით, სადაც ჩანს, რომ ლ---- ხ---------–ს ხელში უჭირავს ხის ტოტი, ხოლო მ--–---- გ------–---–ს ხის ფიცარი ჩხუბის დროს. ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნების მიხედვით, ბრალდებულებს აღენიშნებათ სხეულზე დაზიანებები, ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ჩხუბს, რა დროსაც ისინიც გარემოს თანამშრომლებთან ერთად დაგორდნენ ფერდობზე, რაც კარგად ჩანს ვიდეოფირზე. ამდენად, სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია გარემოს თანამშრომლების ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღეს ფერდობზე დაგორების შედეგად. რაც შეეხება ზ------ ხ---------–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, სასამართლო განმ-----ავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში და სასამართლო ვერ იმსჯელებს და ვერც სამართლებრივ შეფასებას მისცემს აღნიშნულ გარემოებას.
ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ გარემოს თანამშრომლებსა და ბრალდებულებს შორის მომხდარი კონფლიქტი ჟ-----–ჰესის წყალსაცავზე გახდა უშუალო მიზეზი ფაცხების ტერიტორიაზე მათ შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისა, რა დროსაც ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა პირადი განაწყენების მოტივით და არა მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად დაზარალებულებს, გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს, რის გამოც ბრალდებულების ლ---- ხ---------–ის და მ--–---- გ------–---–ის ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
6.2. სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, თვლის, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების დროს, მომხდარი ჩხუბისას, შურისძიების მოტივით, ბრალდებულებმა ლ---- ხ---------–მა და მ--–---- გ------–---–მა ჩხუბის დროს მიაყენეს გარემოს თანმაშრომლებს, გ------- ნ----ას და თ------ ზ------ეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ხ---------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7.2. ასევე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–---- გ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8.1. ბრალდებულებს ლ---- ხ---------–ს და მ--–---- გ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
9. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
9.1. სასამართლო ბრალდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
9.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულ ლ---- ხ---------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს 2000 (ორი ათას) ლარამდე.
9.3. ბრალდებულ მ--–---- გ------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს 2000 (ორი ათას) ლარამდე.
10. ნივთმტკიცების საკითხები:
10.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად ნივთმტკიცებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დანა და ხის ნაჭერი უნდა განადგურდეს, ხოლო სიდი დისკი უნდა დაერთოს სს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ხ---------–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
2. ლ---- ხ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 2000 (ორი ათას) ლარამდე.
3. ლ---- ხ---------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. გაუქმდეს ლ---- ხ---------–ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად - ვ-–------რ გ------–---–ის (პ/ნ 1----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 7-----------, 8000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
5. მ--–---- გ------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
6. მ--–---- გ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 2000 (ორი ათას) ლარამდე.
7. მ--–---- გ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
8. გაუქმდეს მ--–---- გ------–---–ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად - ვ-–------რ გ------–---–ის (პ/ნ 1----------), კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 7-----------, 6000 ლარის პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
9. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - დანა და ხის ნაჭერი განადგურდეს, ხოლო სიდი დისკი დაერთოს სს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი