განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 040100118002438270
#1/12-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
ბრალდებული - თ-------- ქ---–-----
ადვოკატი - პ---–- კ-------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
ბრალდებულ თ-------- ქ---–------ მიმართ
მამის სახელი- რ-----
დაბადებული-1-.0-.1----–--–-
დაბადების ადგილი-ქ--------
მოქალაქეობა-ს----------–--- მოქალაქე
განათლება-ს-–----–--
პირადი ნომერი-4----------
ოჯახური მდგომარეობა-დ------------–-
ნასამართლობა-ნ----------–----- არ მქონე
რეგისტრირებული- ც------- მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--------–-
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი-ც------- მუნიციპალიტეტი, სოფელი ბ--------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ-------- ქ---–-----მ ჩაიდინა ქმედება გათვალისწინებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, 2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ც------- რაიონის სოფელ ბ--------–-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, თ-------- ქ---–-----მ , თავისი არასრულწლოვანი შვილის-ს--–---- ქ---–------ თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა მეუღლის-მ--------- გ--------–-–---–-- მიმართ, ჯერ ხელი ჰკრა მას, წააქცია იატაკზე, შემდეგ კი ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მუცლის არეში, მისი ქმედების შედეგად მ--------- გ--------–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 მაისის წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თ-------- ქ---–------ მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა თ-------- ქ---–-----მ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ქ---–------ მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მიერ საქმის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------- ქ---–------ ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების-ლ---- ა---------, მ--------- გ--------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სასჯელის დასაბუთება:
ბრალდებულ თ-------- ქ---–------ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს (არ არის ნასამართლევი), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, დანაშაულის მოტივს (დანაშაული ჩაიდინა ურთიერთშელაპარაკების დროს) ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს -აღიარა და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ლოგინად ჩავარდნილი მამა, ოჯახის ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს თვით ბრალდებული. თ-------- ქ---–----- მეუღლემ- მ--------- გ--------–-–---–-- საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, განცხადებით მომართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ მეუღლის პატიმრობაში დატოვება მისთვის და მისი შვილებისთვის იქნება დამღუპველი. მანვე სასამართლოს განუმარტა, რომ თ-------- ქ---–----- თავისი პატიოსანი შრომით ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, როგორც სხვა პირთა, ასევე თ-------- ქ---–------ მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი შემდგომი რესოციალიზაციის მიზნით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, სასჯელის სახით უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.
თ-------- ქ---–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა უნდა გაუქმდეს და პატიმრობაში ყოფნის დრო უნდა ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ქ---–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 1(ერთი) წლით.
2. თ-------- ქ---–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს, მოეხსნას ბადრაგი და გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. თ-------- ქ---–------ 2018 წლის 14 აპრილიდან , 2018 წლის 13 ივნისამდე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
4. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი