გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
120310018002485906
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2485906-3/0-0-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - ბ----------------–--ე(მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ა-–---------------–---–ი

მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- ნ-----–---------–--ა

მესამე პირი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

წარმომადგენელი - ი------------–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) და დაევალდებულოთ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის მარწმუნებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადება N8----------- 6------------ კოდზე ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც შეჩერდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაკვეთისა და ნახაზს შორის იდენტურობის დადგენამდე. საჯარო რეესტრმა 2018 წლის 19 თებერვლის გადააგზავნა წერილი იდენტურობის მოთხოვნით, რომელზეც პასუხი არ არის მოსული. რეგისტრირებული მონაცემებით აშკარად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი იდენტურია რეგისტრირებული მონაცემებისა.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ პირველ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ დაეთანხმა და შესაგებელში მიუთითა, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 20 თებერვალს შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8---- მიმართვა, 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მონაცემებით მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ასევე ნაწილობრივ დაეთანხმა მეორე ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო მესამე ფაქტობრივ გარემოებას არ დაეთანხმა და განმარტა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ან /და საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე ვიდრე არ დადგინდება იდენტურობა კანონის შესაბამისად, მცდარია წინასწარ მსჯელობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ არ იციან რა ვადაში მიიღებენ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას.

 

2.2 მესამე პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია..

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ბ----------------–--ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთი მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი ,,მ–--------–-ს მ------------’’ (ზონა ბ----------, სექტორი დაბა ბ---------ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017წლის 28 ნეომბრის განცხადების მიღების ბარათი N8----------- (იხ.სფ.11)

 

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 19 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება N8------------0- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2017 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ბ----------------–--ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი , ,,მ---------–----------------". მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 19 თებერვალს N8---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიიდან და რეგისტრაციის მოთხოვნასთა დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 19 თებერვალს N8---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება N8------------0-(იხ.სფ.12).

 

3.3.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 თებერვლს გადაგზავნილი წერილით N8---- დადგენილია, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროოვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია 8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ‘მ–--------–-ს მ------------’.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზეუფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრავიო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ეგზავნებათ ბ----------------–--ის /1----------/ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტუროთ 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.14).

 

3.4. მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ბ----------ს რაიონი კოდი 6-, დაბა ბ---------ი კოდი, კვარტალი N0-, ნაკვეთი 2---- 1--- კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი მისამართი მ–--------–-ს მ------------ წარმოადგენს ბ----------------–--ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (იხ.სფ.15).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) და უნდა დაევალოს ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ბ----------ს რაიონი კოდი 6-, დაბა ბ---------ი კოდი, კვარტალი N0-, ნაკვეთი 2---- 1--- კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი მისამართი მ–--------–-ს მ------------ წარმოადგენს ბ----------------–--ის საკუთრებას.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ბ----------------–--ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთი მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი ,,მ–--------–-ს მ------------’’ (ზონა ბ----------, სექტორი დაბა ბ---------ი). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 19 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება N8------------0- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2017 წლის 28 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ბ----------------–--ის განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 19 თებერვალს N8---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიიდან და რეგისტრაციის მოთხოვნასთა დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 19 თებერვალს N8---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 თებერვლს გადაგზავნილი წერილით N8---- დადგენილია, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროოვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილია 8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ‘მ–--------–-ს მ------------’.

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზეუფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრავიო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.ეგზავნებათ ბ----------------–--ის /1----------/ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტუროთ 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს მიერ ბ----------------–--ის განცხადებისა და საქმის მასალების ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 თებერვალს გადაგზავნის შემდეგ, ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში ართუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ბ----------------–--ის განცხადებაზე უარი (ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ბ----------------–--ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ბ----------------–--ის განცხადებაზე ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ვირტუალური განკარგულება/უარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბ----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური აქტი) 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

1.2. მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

2. მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია