გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2018
საქმის ნომერი
180310117002035906
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/199-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 აგვისტო 2018 წ. ქ. მცხეთა.

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - გ--------------

მოპასუხეები -

1.ი/------------–-----

ადვოკატი - ზ-------------–---–-

2.რ----–----–----, - (არ გამოცხადდა)

3.–----------; (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-------------–---ის, რ----–----–----სა და შ---------ს“ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ი/-------------–----------------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2001 წლის 10 მაისიდან, იურიდიული მისამართია მცხეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი. მისი საქმიანობა იყო საცალო ვაჭრობა სასურსათო მაღაზიაში.

 

2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი-------------–---ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1-------- ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი--------------–------------------------ ქონებაზე 2015 წლის 19 ნოემბრის #059-2855 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 21 ნოემბერს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 04 მაისს ი--------------–------------------------ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ #025-241 ბრძანება.

 

ი--------------–------------------------- საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 16 სექტემბრის #34724 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად და 2015 წლის 18 ნოემბერს გადასახდელად დაერიცხა სანქცია 5---1.9- ლარის ოდენობით. ი/-------------–--------------------------ღიარებული დავალიანების წარმოშობის შემდგომ თავის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება (ს/კ 72.10.01.0--- 2016 წლის 16 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა თავისი შვილის რ----–----–----ს (---------------- სახელზე. ასევე, ი/-------------–--------------------------ღიარებული საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ 2016 წლის 17 ივნისს სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა შ-------------------------- რომლის დირექტორი და 1----–ილის მფლობელია შვილი რ----–----–---- (----------------, ხოლო 2016 წლის 07 ივლისის #0249245820 სასაქონლო ზედნადებით 10151.27 ლარის საქონელი გადააწერა შ--------------------------1) და შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 2016 წლის 11 ივლისს რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი #DY00102922 , იმავე დღეს დაარეგისტრირა შ--------------------------1) სახელზე და მისი სახელით გააგრძელა ეკონომიკური საქმიანობა თავის ფაქტობრივ მისამართზე მცხეთის რაიონში სოფელ ციხისძირში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი-------------–---ის, რ----–----–----სა და შ---------“-ს მოქმედებები მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდისაგან და შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია;

 

2.1. მოპასუხეები რ----–----–---- და შ---------“ რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 13 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი) ხოლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლებით სარჩელს არ ცნობენ (იხ. შესაგებლები)

 

2.1. მოპასუხის ი-------------–---ის, ადვოკატმა ზ-------------–---–-----რჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. (იხ შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №34724 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი-------------–---ის კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №34724 ბრძანება (2018 წლის 13 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №34724 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად 2015 წლის 18 ნოემბერს ი-------------–---ს გადასახდელად დაერიცხა სანქცია 5---1.9- ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.3. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ი-------------–---ის ქონებაზე 2015 წლის 19 ნოემბრის N059-2855 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 21 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2015 წლის 19 ნოემბრის N059-2855 შეტყობინება 2018 წლის 13 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქი მცხეთა, სოფელი ციხისძირი (ს/კ 72.10.01.0--- თ--------–----- სახელზე ირიცხებოდა 2016 წლის 16 ივნისამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონების გასხვისება მოხდა რ----–----–----ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ივნისს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შ--------------------------, რომლის დირექტორი და 1----–ილის მფლობელია რ----–----–---- (----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

 

3.1.6. დადგენილია, რომ ი-------------–---მა 2016 წლის 07 ივლისის #0249245820 სასაქონლო ზედნადებით 10151.27 ლარის საქონელი გადააწერა შ---------“-ს და შეაჩერა თავისი სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 2016 წლის 11 ივლისს რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი #DY00102922 და იმავე დღეს დაარეგისტრირა შ--------------------------1) სახელზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ სასაქონლო ზედნადდები ელ-#0249245820 და მის დანართები.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 მაისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №025-241 ბრძანება ი-------------–---ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 მაისის №025-241 ბრძანება.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ი-------------–---ის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №278450 მომართვა.

 

3.1.12. დადგენილია, რომ თ--------–---- არის რ----–----–----ს მამა, ხოლო შპს „ მირა“-ს ხელმძღვანელს და 1----იანი წილის მფლობელს წარმოადგენს რ----–----–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ სარჩელი. მხარის ახსნა- განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს არიან თუ არა ი/------------–----- რ----–----–---- და შ---------“ ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა. უზრუნველყოფენ რა საგადასახადო ორგანოები გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. მათ შორის, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებულ იქნას მისი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა, მისთვის ქონების გადაცემა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ამდენად, „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09).

 

ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაზე საქმეზე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა რომ „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვლობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას.“

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ი-------------–---ის, რ----–----–----სა და შ---------ს“ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

დადგენილია, რომ თ--------–---- არის რ----–----–----ს მამა, ხოლო რ----–----–---- არის შ---------ს“ დირექტორი და 1----იანი წილის მფლობელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, თ--------–---- არის რ----–----–----ს მამა, ხოლო რ----–----–---- არის შ---------ს“ დირექტორი და 1----იანი წილის მფლობელი. ამასთან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №34724 ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი-------------–---ის კუთვნილ ობიექტში ჩატარდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 სექტემბრის №34724 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად 2015 წლის 18 ნოემბერს ი-------------–---ს გადასახდელად დაერიცხა სანქცია 5---1.9- ლარის ოდენობით.

 

საყურადღებოა, რომ მეწარმემ მისი შემოწმების თობაზე ბრძანების გამოცემის შემდეგ დაიწყო მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება, კერძოდ: უძრავი ქონება მდებარე ქალაქი მცხეთა, სოფელი ციხისძირი (ს/კ 72.10.01.0--- თ--------–----- სახელზე ირიცხებოდა 2016 წლის 16 ივნისამდე, ხოლო მითითებულ პერიოდში კი ქონების გასხვისება მოხდა რ----–----–----ს სახელზე.

 

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ იმ პერიოდისათვის (2017 წლის 04 მაისს) როდესაც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №025-241 ბრძანება ი-------------–---ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, თ--------–----- სახელზე აღარ ირიცხებოდა არანაირი ქონება, არ ფლობს აქციებს და წილებს, არ გააჩნია დებიტორული დავალიანება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

 

6.5. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, საარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი-------------–---მა მის სახელზე რიცხული ყველა მოძრავი და უძრავი ნივთი გაასხვისა მას შემდეგ რაც დაიწყო მისი შემოწმება, სასამართლოს მოსაზრებით ქმნის იმის საფუძველს, რომ ი/------------–----- რ----–----–---- და შ---------“ აღიარებული იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდს, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა რ----–----–----ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო რ----–----–----ს (---------------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას ს/კ 72.10.01.0--- დაზუსტებული ფართობი: 1182.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე : მცხეთა, სოფელი ციხისძირი.

 

ამავე განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შ---------ს“ კაპიტალში რ----–----–----ს (---------------- 1----–ილს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა;

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ი-------------–---ის ცრუმაგიერ პირებს წარმოადგენენ რ----–----–---- და შ---------“.

 

3. ი-------------–---ს, რავილი ალიევს და შ---------ს“ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე