განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
330100118002388990
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ი-----–- ყ-----ის,ბრალდებულ - გ--- კ-------–---ის,ადვოკატ - გ---- რ------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- კ-------–---ის, დაბადებულის 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების ს-----------–------------------------–------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- კ-------–---მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 იანვარს, ქ.თბილისში, საღამოს საათებში გ--- კ-------–---ი, ა–---- ა-–--------ი და მათი თანმხლები ოთხი დაუდგენელი პირი შევიდნენ თბილისში, აე--------------------------------ში განთავსებულ რესტორან ,,ჩ--------–ში“, სადაც წინასწარი შეთნხმებისამებრ, ჯგუფურად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, კერძოდ შესვლისთანავე დაიწყეს ხმამაღალი საუბარი და უმისამართო სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე შეწუხდნენ რესტორანში მყოფი სხვა სტუმრები და მათ ნაწილმა რესტორნის ტერიტორია დატოვა. ასევე, რესტორნის პერსინალმა შეწყვიტა მუშაობა. გარდა აღნიშნულისა, ასევე შეწუხდნენ რესტორნის მეორე სართულზე განთავსებულ სასტუმროში მყოფი სტუმრები და რესტორნის მფლობელები, რის გამოც სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რესტორნის პერსონალმა და მფლობელებმა მ--- პ-----–---–მა, გ------- პ-----–---–მა და ზ------ პ-----–---–მა, მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა გ--- კ-------–---მა, ა–---- ა-–--------მა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა მათ თანხმლებმა ოთხმა პირმა, განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და იმავდროულად, მ--- პ-----–---–ს, გ------- პ-----–---–ს და ზ------ პ-----–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენას.

 

ბრალდებულმა გ--- კ-------–---მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, გ--- კ-------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 22 იანვარს, ქ.თბილისში, საღამოს საათებში გ--- კ-------–---ი, ო–---- ა-–--------ი და მათი თანმხლები ოთხი დაუდგენელი პირი შევიდნენ თბილისში, აე--------------------------------ში განთავსებულ რესტორან ,,ჩ--------–ში“, სადაც წინასწარი შეთნხმებისამებრ, ჯგუფურად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, კერძოდ შესვლისთანავე დაიწყეს ხმამაღალი საუბარი და უმისამართო სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე შეწუხდნენ რესტორანში მყოფი სხვა სტუმრები და მათ ნაწილმა რესტორნის ტერიტორია დატოვა. ასევე, რესტორნის პერსინალმა შეწყვიტა მუშაობა. გარდა აღნიშნულისა, ასევე შეწუხდნენ რესტორნის მეორე სართულზე განთავსებულ სასტუმროში მყოფი სტუმრები და რესტორნის მფლობელები, რის გამოც სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რესტორნის პერსონალმა და მფლობელებმა მ--- პ-----–---–მა, გ------- პ-----–---–მა და ზ------ პ-----–---–მა, მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა გ--- კ-------–---მა, ა–---- ა-–--------მა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა მათ თანხმლებმა ოთხმა პირმა, განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და იმავდროულად, მ--- პ-----–---–ს, გ------- პ-----–---–ს და ზ------ პ-----–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენას.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების დ----- შ---–---–ის, ი--- ი--------ის, ნ---- ფ----–--–--ის, ლ----- თ---------–---–ის, მ--- პ-----–---–ის, გ------- პ-----–---–ის, ზ------ პ-----–---–ის, გ--- კ-------–---ის, მ------ წ------–---–ის, გ---- ზ----–---–ის, გ------- დ-----–---–ის, ა–---- ა-–--------ის და ილ----–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მ--- პ-----–---–ის, გ------- პ-----–---–ის და ზ------ პ-----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა გ--- კ-------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ--- კ-------–---ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ გ--- კ-------–---მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ ბრალდებული ნასამართლებია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით გ--- კ-------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით გ--- კ-------–---ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით.

გ--- კ-------–---ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 3 თებერვალს, სასჯელის მოხდით.

გ--- კ-------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს, სასამართლო ითვალისწინებს გ--- კ-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების აღიარებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე იმას, რომ ბრალდებული ნასამართლებია ძალადობრივი დანაშაულისათვის, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია, მიუხედავად ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებისა, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ გ--- კ-------–---მა კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, შესაბამისად არ მოხდა დამნაშავის რესოციალიზაცია, ვერ იქნა თავიდან აცილებული ახალი დანაშაული ჩადენა და სამართლიანობის აღდგენას.

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ--- კ-------–---ს, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- კ-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

2. გ--- კ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. გ--- კ-------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან;

4. გ--- კ-------–---ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

5. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

6. 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შ----------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; გ--- კ-------–---ის კუთვნილი ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შ----------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი