გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
330210014579728
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 ივლისი 20-8 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - მ---- ძ-----–---–ი

მხარდამჭერი - ნი----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ლი--------–---–ი

მოპასუხე - ზ------ ძ-----–---–ი

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მ---- ძ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ---- ძ-----–---–სა და ზ------ ძ-----–---–ს შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული ძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. (დაზუსტება; სხდომის ოქმი 2-.-------)

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 1--- წლიდან მოსარჩელე გადის ამბულატორიულ მკურნალობას შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------–-“, იმყოფებოდა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დანიშნული ქონდა და იღებდა სოციალურ პაკეტს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 20---–-–----------------–ს მოპასუხის შეპირების გამო, რომ მოუვლიდა და უპარონებდა გაუფორმა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მდებარე ქ.თ---–----------------------------------------------------, ს/კ 0------.---.---.--.0--. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელის განმარტებით მისმა ძმამ ზ------ ძ-----–---–მა მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა და არათუ ყურადღებას აქცევდა არამედ ღამეების გათენება მეზობლელბთანაც უწევდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ზ------ ძ-----–---–ისათვის ცნობილი იყო რომ მ---- ძ-----–---–ი 1--- წლიდან გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------–-" რეაქტიული ფსიქოზის დიაგნოზით, რაც დადასტურებულია 2--- წ-–----------ს ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით სადაც მითითებულია, რომ 20---–-–----------------–ს მ---- ძ-----–---–ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო გაეცნობიერებინა იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობა და შესაძლო შედეგი.

 

ვინაიდან არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხის მიერ შეიძლება გასხვისდეს უძრავი ქონება და არც ურთიერთშეთანხმებით არ სურს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკ-რულების გაუქმება მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი მ---- ძ-----–---–სა და ზ------ ძ-----–---–ს შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული ძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებს 2--- წ-–----------ის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია მ---- ძ-----–---–ის სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ზ------ ძ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ახორციელებს მოსარჩელის მატერიალურ მოვლა პატრონობას. ასევე განმარტა, რომ მისი და მ---- ძ-----–---–ი არის ქმედუუნარო რის გამოც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–----------------–ს მ---- ძ-----–---–მა ზ------ ძ-----–---–ს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–-------------------------------------------, ა 1-. ს/კ 0------.---.---.--.---. ზ------ ძ-----–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 13-14 );

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 1--- წლიდან მ---- ძ-----–---–ი გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------–-“ და იგი დაავადებულია შიზოფრენიით, რის გამოც 20---–-–----------------–ს მას არ შეეძლო სრულიად გაეცნობიერებინა იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობა და შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 1-);

- შპს „ფს---------------------–--------------------------------–--- ცე-----------------------------ა (ს.ფ. 11--12-)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–----------------ს გადაწყვე-ტილებით, ზ------ ძ-----–---–ის განცხადების საფუძველზე, მ---- ძ-----–---–ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-49);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ მ---- ძ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58-ე, 524-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

 

ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთი-ერთობის საფუძველია, 20---–-–----------------–ს ზ------ ძ-----–---–ს და მ---- ძ-----–---–ს შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ---- ძ-----–---–ის მიერ გაჩუქებულ იქნა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისას გამჩუქებელს არ შეეძლო გაეცნობიერებინა იურიული დოკუმენტის მნიშვნელობა და მისი შესაძლო შედეგები ანუ სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რაც გარიგების დადების მთვარი კომპონენტია. აღსანიშნავია, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------ს გადაწყვეტილებით მ---- ძ-----–---–ი ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებად მისი ფსიქიკური დაავადების, პარანოიდული შიზოფრენიის, გამო. (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ. 216-228). ამასთან ამ გარიგებით მოსარჩელეს არ მიუღია სარგებელი, პირიქით მისი საკუთრებიდან გამოვიდა უძრავი ქონება სრულიად უსასყიდლოდ.

 

მითითებული გარემოებები, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დაკმაყო-ფილებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ უძრავი ქონების გამჩუქებლის სახელზე აღრიცხვისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 1 200 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---- ძ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

ბათილად იქნეს ცნობილი მ---- ძ-----–---–სა და ზ------ ძ-----–---–ს შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ.თ---–----------------------------------------------------, ს/კ 0------.---.---.--.--- და უძრავი ქონება აღირიცხოს მ---- ძ-----–---–ის საკუთრებაში.

 

2. ზ------ ძ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1200 ლარის გადახდა.

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე